მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ემიგრანტთა ყრილობა “ემიგრანტები მომავლის საქართველოსთვის” 21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა

ყრილობაზე განიხილება ხუთი უმნიშვნელოვანესი საკითხი
1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა;
2. იმედის პროგრამა : „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“
3. ბანკების მარწუხებიდან ხალხის დახსნის რაციონალური წინადადებები;
4. ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების პროგრამა;
5. საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნა.

 

იმედის პროგრამამიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!

 

პირველი:      შემუშავდეს „ეროვნული დოქტრინა“, რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოს დამო­უკი­დებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ზნეობის, ტრადიციების, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე.

მეორე:           შეიქმნას ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია!

მესამე:           აღდგეს კანონი სახელმწიფო ღალატის შესახებ; კო­რუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდეს  სახელმწიფო ღალატად, მიღებულ იქნას „ლუსტრაციის კანონი“!

მეოთხე:         დაუბრუნდეს ხალხს რეფერენდუმის ჩატარების უფლება!

მეხუთე:         მიწა, ტყე, წიაღისეული და ყვლაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება!

მეექვსე:         შეიქმნას „სახელმწიფო კაცების საკრებულო“!

მეშვიდე:       ქვეყანაში დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა!

მერვე:              შეიქმნას ქვეყნის განვითარების პროგრამა!

მეცხრე:          სახალხო განხილვისთვის გამოტანილ იქნეს  პიროვნებათა, პროფესიონალთა პარლამენტის კონცეფცია!

მეათე:            აიკრძალოს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან!

მეთერთმეტე:   რადიკალურად შემცირდეს და დადგინდეს სახელმწიფო მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობა!

მეთორმეტე:      ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშა­ვდეს კანონმდებლობა სამართლიანი საინფო­რმაციო სივრცის თაობაზე!

მეცამეტე:         პლურალისტური დემოკრატიის რეა­ლურად და­სამკვიდრებლად გადაიდგას სახელისუფლებო მარწუხებისგან ქვეყნის სამეცნიერო, კულტუ­რული, საგანმანათლებლო, სასამართლო და მთელი რიგი სფეროების გასათავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯები!

მეთოთხმეტე:      შეიქმნას სამართლებრივი საფუძვლები სა­ბანკო და სხვა სახელმწიფო სისტემების  მიერ დაზარალე­ბულ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად!

მეთხუთმეტე:      გატარდეს აუცილებელი და რადიკალური საბანკო რეფორმა!

მეთექვსმეტე:      შეიქმნას ემიგრანტთა ღირსეულად დაბრუნების ეფექტური პროგრამა!

მეჩვიდმეტე:        შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი წანამძღვრები ობიექტური არჩევნების  ჩა­სატარებლად!

მეთვრამეტე:         განხორციელდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია!

მეცხრამეტე:         ქვეყნის შემდგომი კონსოლიდაციის უზრუ­ნველსაყოფად ჩატარდეს „ყოველთა ქა­რთველთა, საქართველოს შვილთა და სა­ქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“.

მეოცე:                  რიონის ხეობა გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად!

ოცდამეერთე:      „საარსებო კალათა“ განისაზღვროს საერთაშორისო ნორმების  შესაბამისად!

21 სექტემბერი. მოსაწვევი (1)

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *