მეცნიერთა კონგრესისლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ანონსი

18 ავისტოს, 12 საათზე, ემიგრანტთა ყრილობის „ემიგრანტები საქართველოსთვის“ საინიციტივო ჯგუფის წევრები მთავრობის კანცელარიას ჩააბარებენ წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე. „გთავაზობთ თანამშრომლობას, ბატონო პრემიერო“.

ემიგრანტთა ყრილობა „ემიგრანტები საქართველოსთვის“ გაიმართება წელს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, როცა მთელ მსოფლიოში გაბნეული ჩვენი თანამემამულეები ჩამოვლენ ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოში. მოილოცავენ ეკლესია-მონასტრებს და ღმერთს შეავედრებენ სამშობლოს.

ყრილობაზე განხილული იქნება მეცნიერთა მიერ შემუშავებული კონკრეტული პროგრამები.მათ შორის ეროვნული დოქტრინა, ემიგრანტთა სამშობლოში ღირსეული დაბრუნების პროგრამა, ბანკების მარწუხებიდან ხალხის დახსნის რაციონალური წინადადებები და სხვ.

„ჩვენ ამ განწყობით მოვდივართ, დამანგრეველი დაპირისპირება უნდა დასრულდეს, გაგვაერთიანოს ბიბლიურმა სულისკვეთებამ, „მთავარში ერთობა სადავოში- თავისუფლება ყველაფერში -სიყვარული“ – ასეთია ყრილობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა სულისკვეთება. ისინი სრულიად საქართველოს, ყველა ემიგრანტს მოუწოდებენ რათა გახდნენ ამ ისტორიული პროცესის მონაწილენი.

მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი
16.08.2023

Facebook Comments
4 (80%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *