მეცნიერთა კონგრესი

გთავაზობთ თანამშრომლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ემიგრანტების ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს (საბოლოო ვარიანტი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ჩვენ ვეკუთვნით ემიგრანტთა იმ შემადგენლობას, რომელთაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ცხოვრებაში დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ქართველთა და საქართველოს შვილთა ერთობას, მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა ვიყოთ, სასწაულის მოხდენა შეუძლია მომავლის საქართველოსთვის.
ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ დღეს საქართველო ეწირება პოლიტიკურ დაპირისპირებას, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 30-წლიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ქუჩის პოლიტიკაში, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, ვკარგავთ საქართველოს.

ვიცით, გული გატკინათ ამ შეფასებამ, მაგრამ ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის საქართველოს რეალობაა და ჩვენ ასეთი მწარე შეფასების უფლება მოვიპოვეთ უცხოეთში ჩვენი არაადამიანური შრომით. ემიგრანტთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი დღეც არ გვიცხოვრია საქართველოს გარეშე. ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები. საქართველოში დარჩენილებთან ერთად მოვიტანეთ დღევანდელი საქართველო, რომელიც დღეს უფრო მეტად არის გადასარჩენი, ვიდრე ოდესმე.

მთელ მსოფლიოში მიმობნეული ქართველები ვხედავთ, როგორ იზრდება ჩვენი რიგები უცხოეთში ყოველდღიურად და როგორ ივსება საქართველო უცხოელთა მიერ..

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ შევიკრიბოთ საქართველოში ემიგრანტთა პირველ ყრილობაზე!
შევიკრიბოთ არა პოლიტიკური ნიშნით, არა ვინმეს წინააღმდეგ, ან ვინმეს მხარადასაჭერად, არამედ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად დედასამშობლოს, ჩვენი ერთიანი ოჯახის – საქართველოს გადასარჩენად!
ჩვენი მიზანია, თანამემამულეებთან, მეცნიერებთან, ინტელიგენციის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, გავაკეთოთ დიდი შემოძახილი საქართველოსთვის, ხელისუფლებისა და პოლიტიკურ პარტიათა გასაგონად: ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენ ყველამ, დიდმაც და პატარამაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და მხოლოდ ის ხელისუფლებაა მისი ხელისუფლება, რომელიც ხალხს კი არ ეუფროსება, არამედ თავს მის მსახურად მიიჩნევს.

დიდმა მამულიშვილებმა მოქმედების მანიფესტში – “ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, დიდი ქართული ჩანაწერი გააკეთეს: „ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება ,საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა!“

სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.
მიგვაჩნია, რომ წლევანდელმა შემოდგომამ უნდა გააკეთოს არჩევანი, როგორი ქვეყანა გვინდა:ფულისუფლებისა და პრიმიტიული აზროვნების, თუ ნიჭის ძალაუფლების და მეცნიერების. ჩვენ მეორეს ვირჩევთ. დარწმუნებული ვართ, თქვენც იგივე პოზიცია გაქვთ. ამის დასტური იქნება თქვენი მონაწილეობა ემიგრანტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ყრილობის მუშაობაში, რომელიც შედგება 21 სექტემბერს, ღვთისშობლობას.

სასურველია, ის შედგეს თქვენი პატრონაჟით და მეცნიერების მხარდაჭერით:ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სპორტის სასახლეში,მერაბ ბერძენიშვილის ეზო-გარემოში, მცხეთაში – ღია არენაზე, ან თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ ადგილზე.

ჩვენი დიდი სურვილია, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი პასუხი პოზიტიური იყოს. რატომღაც გვჯერა, რომ ეს ასე იქნება, ასეთ ერთობას ითხოვს ჩვენი სამშობლო და მისი მომავალი!

დარწმუნებული ვართ, რომ მთელი საქართველოს, მსოფლიოში მიმობნეული თანამემამულეების, ჩვენი ნამდვილი მეგობრების, როგორც იტყვიან, მტრისა და მოყვრის გასაგონად, ვიმსჯელებთ საქვეყნო პრობლემებზე. განვიხილავთ როგორც მთავრობისა და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ კონკრეტულ პროგრამებს, ასევე მეცნიერთა მიერ მომზადებულ «ეროვნულ დოქტრინას», ქვეყანაში სისტემური ცვლილებების მეცნიერთა 21-პუნქტიან პროგრამას, ბანკების მარწუხებიდან ხალხის დახსნის რაციონალურ წინადადებებს, ქვეყანაში ემიგრანტთა დაბრუნების კონკრეტულ პროგრამას. შევქმნით „საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგას“.
ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე, ქვეყანას მომავალი არ აქვს. რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთ კი არა,ქვეყნის შიგნითაა, ჩვენს ერთობაშია. იმის გაცნობიერებაშია ,როგორც ბრძნულად გვითხრა დიდმა ილიამ: “ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს“.

ეს შეკრებაც ამ მიზანს და ამ პრინციპებს ემსახურება. სწორედ ამიტომ, ვეყრდნობით ბიბლიურ მცნებას: „მთავარში ერთობა ,სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“. მთავარი – სამშობლოა, ყველა თავისუფალი ვართ ჩვენს პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში, მაგრამ სიძულვილით საუბრის ენა უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს!

გთავაზობთ თანამშრომლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო!

მზად ვართ, ემიგრანტთა ყრილობის მოწვევის ინიციატორთა გარკვეული ჯგუფი გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ დროს, რომ განვიხილოთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ყრილობას დიდი ერთობის საწყისად აქცევს.

ემიგრანტთა ყრილობის მოწვევის საინიციატგივო ჯგუფის წევრები:

1. ლუარა ნიჟარაძე-იტალია
2. დარეჯან ღამბაშიძე-საბერძნეთი,
3.ქეთევან ქებულაძე-იტალია,
5.სალომე გოგოლაძე-იტალია,
6.მარინე ნოზაძე-იტალია
7. ჯულიეტა ბობოხიძე-საბერძნეთი,
8. ნაირა შალამბერიძე-საბერძნეთი,
9. ნინო ჩეგიანი-აშშ,
10. მაია რუსაძე-საბერძნეთი
10. ცისანა თვალაბეიშვილი-საბერძნეთი
11. მანანა სოფრომაძე-იტალია
12. ნათელა კიკვაძე-გვეტაძე -იტალია
13. ნატალია ტრაპაიძე-იტალია,
14.იკა სულამანიძე-საფრანგეთი
15. .ნუნუ ჩადუნელი -ისრაელი
16. მაყვალა თვალაბეიშვილი -გერმანია
17. მაია მესხორაძე- იტალია,
18.ნანა ჯიმშელეიშვილი-იტალია
19. რუსიკო შერვაშიძე-საბერძნეთი,
20. სალომე ნატრიაშვილი-საბერძნეთი,
21. ეთერი სულაქველიძე-იტალი
22.ნათელა გოლეთიანი-იტალი
23. შორენა თეთრაული-აშშ
24. დარეჯან კაკუშაძე-იტალია
25. ლეილა ბივის-ინგლისი,
26.ნინა ასპანიძე-საბერძნეთი
27. ნინა სიბოშვილი-აშშ
28. ლუიზა შეყილაძე-თურქეთი
29. ლელა გულედანი-აშშ
30. ნანა ქარქაშაძე-საბერძნეთი
31. ლარისა დონდაძე -ისრაელი,
32. ლალი ბერიკელაშვილი- ,საბერძნეთი,
33. დოდო-თურქეთი გურული
34. მარიამი ფცქიალაძე -საბერძნეთი
35. დავით ტალახაძე – მოსკოვი
36. ნანა რუსაძე – თურქეთი
37. არენა სახელაშვილი-თურქეთი,
38. ნანა ნიქაბაძე-იტალია,
39. რუსუდან არძენაძე -იტალია
40. სამანიშვილი მარიკა-იტალია,
41.ნანა სამხარაძე -საბერძნეთი
42. მზაღო ძიგურიშვილი- საბერძნეთი
43.ანა იმედაძე -საბერძნეთი
44.ელისო გეგეჭკორი – გერმანია
45. ნონა ვაშაძე-საბერძნეთი,
46. ხათუნა ჯავახია-იტალია,
47.ლია პეტრიაშვილი-საბერძნეთი
48.ხათუნა მიგინეიშვილი-იტალია.

49.ალექსი ბერიაშვილი -რუსეთი , მოსკოვი,
50.ნანა ობოლაძე-საბერძნეთი
51. ნინო სვანიძე -საბერძნეთი,
52. როზა ხარბედია საბერძნეთი
53 გულნაზი .გუგავა -იტალია
54. ლია შარვაშიძე -იტალია
55.მარინე გუჯეჯიანი -იტალია,
56.მადლენა ხელაძე-საბერძნეთი,
57. ნანი მაღლაფერიძე -საბერძნეთი
58.ნინო სულაქველიძე-იტალია
59. სოფიო ბასილაძე -საბერძნეთი
60. მზიური ლაშხია -საბერძნეთი
61 ქეთევან ძოძუაშვილი -საბერძნეთი
62. თამილა ბერდიაშვილი-ბელგია
63. ელენე ხუციშვილი – იტალია
64. ნანი ქოჩიაშვილი -საბერძნეთი
65. გიორგი კუბლაშვილი -საბერძნეთი,

66მაია გიგაშვილი, – იტალია.
67.მაზიაშვილი გულნაზი – იტალია

68. თაბუკაშვილი მარინა – იტალია,

საკონტაქტო პირები:
ლუარა ნიჟარაძე- იტალია, tel.:+393805860139; tel.: e.mail:luaranijatadze@gmail.com
დარეჯან ღამბაშიძე- საბერძნეთი, tel.: +306996420101; e.mail:d.gambashidze@gmail.com

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *