მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

“მეცნიერთა კონგრესის” მეორე წერილი საზმაუს გენ. დირექტორს (16.12.2024)

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
გენერალურ დირექტორს,
ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს

ქალბატონო თინათინ,
ხვალ , 17 დეკემბერს, 19 საათზე, კინოს სახლში, (ძმები კაკაბაძეების N2) გაიმართება „მეცნიერთა კონგრესის“ შეკრება, რომელიც განიხილავს საქართველოში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას.
წარმოდგენილი იქნება „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამული დოკუმენტი „ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს, პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად!“
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რომ აღნიშნული შეკრება გააშუქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.
ასევე გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება, მიმდინარე კვირის განმავლობაში “თქვენი ტელეკომპანიის ეთერიდან საზოგადოებას გავაცნოთ “მეცნიერთა კონგრესის” . მოსაზრებები ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გზებზე.
ჩვენ, 4 მეცნიერი, მზად ვართ გეწვიოთ თქვენს მიერ დანიშნულ დროს.
ჩვენი მოსაზრებები და “მეცნიერთა კონგრესის” შეკრებაზე განსახილველი დოკუმენტი იხილეთ ლინკზე.http: http://civilizebuli.ge/?p=12049

პატივისცემით,
“მეცნიერთა კონგრესის” სახელით
ვახში ჟვანია
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ტელ. 577 40 71 82

16 დეკემბერი, 2024 წელი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *