მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

„საქართველო- დიდი შესაძლებლობების ქვეყანა“ – „მეცნიერთა კონგრესის“ ინტელექტუალური თოქ-შოუ (პროექტი)

პრობლემა ვაქციოთ პოზიტივად, შესაძლებლობა - რეალობად!“

პროექტი

„საქართველო- დიდი შესაძლებლობების ქვეყანა“

„მეცნიერთა კონგრესის“ ინტელექტუალური თოქ-შოუ

პრობლემა ვაქციოთ პოზიტივად, შესაძლებლობა – რეალობად!“

 

ასეთი შინაარსის გადაცემაზე „მეცნიერთა კონგრესში“ დიდი ხანია ვსაუბრობთ. „იმედის გადაცემის“ აუცილებლობასთან ქვეყნის 30 წლიანმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ მიგვიყვანა.  ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა, საინფორმაციო საშუალებები უიმედობის განწყობას აყალიბებდნენ ხალხსა და ქვეყანაში. მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნის მართვის სტილი ემოციასა და აგრესიას დაეფუძნა. პრაქტიკულად გამოირიცხა პოლიტიკიდან გონება და  სიბრძნე.

ყველაფერმა ამან ხალხში უიმედობა, დეპრესია და უარყოფითისადმი შემგუებლობა დაამკვიდრა. შედეგი კატასტროფულია: მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის არსებობისთვის, ოდნავადაც ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების  რეალიზაციას.

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, მხოლოდ ის ქვეყნები არიან წარმატებულნი, კიდევ უფრო კონკრეტულად – სახელმწიფოები მაღალ შედეგებს აღწევენ მაშინ, როცა  სათავეში ის ხელისუფლება კი არ არის, რომელიც იმას აკეთებს, რაც შეუძლია, არამედ, ის ხელისუფლება რომელიც ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობს. ხელისუფლება, რომელიც პრობლემებსა და ნაკლოვანებებს ახნა – გამართლებას კი არ უძებნის, არამედ – ეყრდნობა მეცნიერებას და პოზიტივს  პოულობს ყველა პრობლემასა და ნაკლოვანებაში, ახერხებს იმას, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალება. ყველა წარმატებულ ქვეყანაში იციან, რომ ხელისუფალი ის კი არ არის, რომელიც ხალხის სიამოვნების ენით ლაპარაკობს,  არამედ ის, რომელიც პროგრესის მატარებელია და ხალხიც ამ გზით მიჰყავს.

ყველგან გაცნობიერდა, რომ დამღუპველია ფსევდოლიბერალიზმიც და ურაპატრიოტიზმიც და მხოლოდ ის შეიძლება იწოდოს ეროვნულ ხელისუფლებად, ეროვნულ-პოლიტიკურ ძალად, ეროვნულ პოლიტიკოსად –

  • რომელსაც აქვს ქვეყნის შესაძლებლობის, ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, იცის ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა (მიუკერძოებელი და არა ტენდენციური და აქვს პროგრამა – ამ მდომარეობის ქვეყანაში, როგორ მოიყვანოს ქვეყნის პოტენციალი მოქმედებაში;
  • რომელიც თვითკრიტიკულია, ანუ თავისუფალია თვითკმაყოფილებისგან, პატივისცემით არის ოპონენტების მიმართ და, რაც მთავარია, მოქმედებს არა პარტიული, არამედ ზოგადსახელწმიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
  • რომელსაც აქვს ეროვნული ცნობიერება და აზროვნებს პლანეტარულად, ანუ ზოგადსაკაცობრიო პრინციპებითა და იდეალებით.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა აშკარად ითხოვს უიმედობის ვექტორის იმედის ვექტორით შეცვლას.

რეალობა მწარეა: ერთია, რომ ქვეყნის პოტენციალის ანალიზი არ გვაქვს და შესაბამისად, არ გვაქვს არც პოტენციალის მოქმედებაში მოყვანის პროგრამა. ნებისმიერი მიმართულებით, რეალური პოტენციალის მაქსიმუმ, 7-10  პროცენტი თუა მოქმედებაში მოყვანილი. ბიუჯეტში არსებული ფულითაც კი, მინიმუმ, 5-7-ჯერ მეტი  საქვეყნო საქმის გაკეთება შეიძლება და ეს არა მარტო კორუფციის  არამედ  არაპროფესიონალიზმის გამოც.  მძიმეა იმის გაცნობიერებაც კი, რომ მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სიცოცხლისთვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი. ამ მდგომარეობამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიძულა  საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად, ქვეყნის გარეთ წასულიყვნენ. ეს პროცესი გეომეტრიული პროგრესით იზრდება და უკვე მიდიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ახალგაზრდები. წასულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიზეზად უიმედობას ასახელებს,  ვერც ქვეყნის და ვერც საკუთარ მომავალს ვერ ხედავს. დაუჯერებელია, მაგრამ  დღემდე საქართველო ითვლება განვითარებად ქვეყნად, მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით, და პენსია 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რეალური მინიმალური საარსებო კალათა (საერთაშორისო მასშტაბით მიღებულია, რომ ნებისმიერი მოქალაქე მის ქვეყანაში მინიმალური ხელფასითა და პენსიით უნდა ყიდულობდეს 1000 ლ საწვავს. ეს კი დაახლოებით 3500 ლარს შეადგენს).

„მეცნიერთა კონგრესში“ მიგვაჩნია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და  ადამიანური რესურსების, ამ ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალის ქვეყანაში ბედნიერებით სავსე ცხოვრება უნდა იყოს. ამის მიღწევის პროგრამებიც გაგვაჩნია და ვხედავთ ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსებს, რომელთაც ხელეწიფებათ მდგომარეობის შეცვლა უმოკლეს პერიოდში. მთავარია, ხალხი გავაცნობიეროთ და მოქმედებაში მოვიყვანოთ „მეცნიერთა კონგრესის“ და, საერთოდ, მეცნიერული პროგრამები, რომ 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გახდეს მოტივირებული.

ამას ემსახურება „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ შემოთავაზებული ინტელექტუალური თოქ-შოუ, რომ ქვეყანას სჭირდება არა ქუჩის, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია. დღემდე რაც გვჭირს, ქუჩით და ქუჩის პოლიტიკოსებით გვჭირს და ეს აწყობს ფულისა და ძალაუფლების მოყვარულთ. ერთადერთი, ვისაც არ აწყობს – ეს ქართველი ხალხია, რომელსაც რეალობიდან გამომდინარე და ლოგიკური დასკვნიდან გამომდინარეც, უნდა აწყობდეს ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა, ანუ მეცნიერებაზე და მეცნიერულ პროგრამებზე აგებული მოქმედება.

ასეთ თოქ-შოუს ანალოგი არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვიპოვეთ სადმე. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ თოქ-შოუს უნდა ჰყავდეს არა ერთი წამყვანი, როგორც ეს სამწუხარო პრაქტიკა დამკვიდრდა, არამედ ყოველ გადაცემას ეყოლება ახალი წამყვანი და ისინი იქნებიან მაღალინტელექტუალური და ზნეობრივი ადამიანები, თავისი საქმის პროფესიონალები. თითოეულ წამყვანს დიდი უფლებები აქვს: ის ირჩევს თემას, მისი შეხედულებით იწვევს მონაწილეებს  და 2 საათის განმავლობაში, ტელევიზია „ქართული TV“ -ს სატელევიზიო დროის ბატონ-პატრონი ხდება.

ჩვენი სურვილია, რომ ამ გადაცემებში მონაწილეობა მიიღონ მაღალი დონის პროფესიონალებმა, მიუხედავად იმისა,  ისინი ხელისუფლებაში არიან, თუ მის გარეთ.

მეგობრებო, პროექტის სახით წარმოგიდგინეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ გადაცემის კონტურებს. 10 დღის განმავლობაში, ერთად ვიფიქროთ, როგორ სჯობს, გვინდა თუ არა ასეთი გადაცემა? რა უნდა შევცვალოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტში, რას დაამატებდით თქვენ? მთავარია, ერთად შევძლოთ, მართლაც, ინტელექტუალური, მართლაც, იმედიანი თოქ-შოუს დამკვიდრება ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

დიდი მადლობა ტელეკომპანია „ქართულ TV“ -ს დამფუძნებელს -„ქართული ერთობის დარბაზის“ საბჭოს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, რომ მოგვცა  საშუალება, ვიყოთ ეთერში და გვქონდეს სრული თავისუფლება.

მთავარია ერთი- ვიწამოთ და გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არის დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, რომ ჩვენ ვართ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ თაობათა საოცნებო მომავლის ქვეყანა. მთავარია, ვიწამოთ და გავაცნობიეროთ, რომ დაპირისპირება გვანგრევს, გვაგდებს ბუნებრივი განვითარების გზიდან, რომ მომავლის საქართველო ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია.

ეს – ყველას გადაცემა იქნება, სადაც ვილაპარაკებთ არა ერთმანეთზე, არამედ ერთმანეთთან, ვილაპარაკებთ არა აგრესიით და ლანძღვა-გინებით, არამედ სიბრძნითა და ურთიერთპატივისცემით.

 

მეცნიერთა კონგრესი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *