"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი
ჩვენი მანსუროვიჩის ხსოვნას
Памяти нашего Анварбека Мансуровича
ჩვენთვის, მეხის გავარდნას გავდა ჩვენი დიდი მეგობრის, ანვარბეკ მანსურის ძე კადიევის, გარდაცვალება. წავიდა „ჩვენი მანსუროვიჩი“, როგორც მას ქართულად ვეძახდით საქართველოში. ჩვენ ვუსამძიმრებთ მთელ დაღესტნელ ხალხს, მის მეგობრებს მთელს კავკასიაში, ნათესავებს, განსაკუთრებით მის დიდ ოჯახს-მეუღლეს, შვილებს და შვილიშვილებს.
ჩვენ უკვე მივუმსამძიმრეთ საქართველოს, დაკარგვა კაცისა, რომელიც თავისი ცხოვრების წესით იყო პოზიტიური და აფრქვევდა კეთილშობილებას. მან მოხიბლა თავისი იტელექტუალური და გულწრფელი გამოსვლით ინტელიგენციის დიდი შეკრება თბილიში. იშვიათია, დღევანდელ ეპოქაში კაცი, რომელსაც ასე უყვარდეს თავისი სამშობლო და იმავდროულად, ასეთი პლანეტარული იყოს მისი აზროვნება. მან ბრწყინვალე ფრაზა დაგვიტოვა, რომელსაც თავიდან რთულადაც კი შევხვდით, მაგრამ დრომ ჩვენში ის როგორც დიდი სიბრძნე, ისე ჩანერგა. „ის კარგი კაცი კი არ არის, ის ძალიან კარგი კაცია“. სითბოს ღვრიდა ირგვლივ, განწყობას ქმნიდა დამოუკიდებლად იმისა, რა ეროვნების ან რა პოლიტიკური შეხედულების იყავი.
ჩვენ, საქართველოში ვართ უდიდესი მადლიერებით იმის მიმართ, რასაც მისი თავკაცობით და მის მიერვე შექმნილი დავით გურამიშვილისა და რასულ გამზატოვის საზოგადოება აკეთებდა. ეს უბრალო საქმეები არ იყო. ეს იყო ხიდი საქართველოსა და დაღღესტანს შორის. მადლობა მთელ დაღესტანს, ანვარბეკ კადიევს და ყველას, ვინც შემოინახა მე-9 საუკუნეში ქართველთა მიერ აშენებული ეკლესია, შამილის რაიონის სოფელ დათუნაში. ეჭვი არ გვეპარება რომ, ჩვენი ისტორიული წინაპრების მიერ გაკვალული, ბატონი ანვარბეკისა და დაღესტნელი მეგობრების მიერ გაგრძელებული ეს საქმეები, კიდევ უფრო მასშტაბურად წარიმართება.
მშვიდობით, ჩვენო მანსუროვიჩ! ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოღვაწეობას ძლიერი კავკასიისათვის და კავკასიაში მშვიდობისათვის, საქართველოსა და დაღესტანს შორის მეგობრობისათვის.
რამაზ გახოკიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, “მეცნიერთა კონგრესის” დამფუძნებელი
რომან რურუა – საზოგადო მოღვაწე, ოლიმპიური და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში, “ქართული ერთობის დარბაზის” დამფუძნებელი
მაყვალა გონაშვილი – პოეტი, მწერალთა კავშირის თავმნჯდომარე
თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
ერეკლე საღლიანი – პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი
მანანა იმედაძე-კომპოზიტორი, ტელეკომპანია “ქართულის ” დირექტორი
ციცინო გიგაური – საქართველოს მეცნიერთა კონგრესის წევრი
ვახში ჟვანია – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი
გიული ახალკაცი – საქართველოს მეცნიერთა კონგრესის წევრი
გურამ გედეხაური -მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში
გია კვაშილავა – პროფესორი, მათემატიკის დოქტორი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
გიორგი ანდრიაძე – კავკასიოლოგიური კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი
ამირან აფციაური – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
დავით სახვაძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
გაიოზ ქარდავა – ბიზნესმენი
ჯუმბერ ბოლღაშვილი – მედიცინის აკადემიური დოქტორი.
Памяти нашего Анварбека Мансуровича
Для нас как гром небесный прозвучала весть о смерти нашего большлго друга Кадиева Анварбека Мансуровича. Ушел от нас «Наш Мансурович», как мы называли его по-грузински. Мы выражаем соболезнования всему дагестанскому народу, его друзьям на Кавказе, родственникам, особенно его большой семье, жене, детям и внукам.
– нашего Мансуровича . Мы уже выразили соболезнования Грузии в связи с потерей человека, который был позитивным в своем образе жизни и излучал благородство и великодушие. Своей интеллектуальной и искренней речью он очаровал большую группу интеллигенции Тбилиси. Редко в наше время человек может так сильно любить свою страну и в то же время быть настолько планетарным в своем мышлении. Он оставил нам мудрую фразу, с которую мы поначалу восприняли с трудом, но время вложило в нас ее как великую мудрость. «Он не просто хороший человек, он очень хороший человек».
Он излучал тепло, задавая настроение независимо от того, какой национальности или политических взглядов вы являлись. Мы в Грузии бесконечно благодарны ему за то, что было сделано созданным им обществом имени Давида Гурамишвили и Расула Гамзатова.
Это были не простые деяния. Это был мост между Грузией и Дагестаном. Спасибо всему Дагестану, Анвару Мансуровичу и всем, кто сохранил построенную в 9 –ом веке церковь в село -Датуна Шамильского района.
Мы не сомневаемся, что эти дела, начатые нашими предками и продолженные Анваром Мансуровичем и дагестанскими друзьями, будут осуществляться в еще большем масштабе.
До свидания, наш дорогой Анвар Мансуриович. Мы продолжим нашу работу ради сильного Кавказа и мира на Кавказе, ради дружбы между Грузией и Дагестаном.
Рамаз Гахокидзе – Академик Грузинской АН, учредитель “Конгресса ученых”
Роман Руруа ! Общественный деятель олимпийский и многократный чемпион по классической борьбеё учредитель
Маквала Гонашвили – поэт, председатель Союза писателей
Теймураз Шашиашвили-академик Гелатской академии наук
Ерекле Саглиани -поэт, член Союза писателей Грузии
Манана Имедадзе – Композитор, Директор телевидения „Картули“
Цицино Гигаури – член Конгресса учёных Грузии
Вахши Жвания-доктор технических наук, академик Инженерной академии Грузии
Гиули Ахалкаци – член Конгресса учёных Грузии
Гурам Гедехаури – чемпион мира по классической борьбе
Гия Квашилава- профессор, доктор математических наук, президент Академии наук фазиси
Амиран Апциаури – доктор технических наук, вице-президент Академии экологических наук Грузии.
Давид Сахвадзе – доктор технических наук, лауреат государственной премии
Георгий Андриадзе –
Гайоз Кардава – Бизнесмен
Джумбер Болгашвили – академический доктор медицины.