სახელმწიფო კაცების საკრებულოსლაიდერიქართული ერთობის დარბაზი

(რეზონანსი) აუცილებელია, შეიქმნას საქართველოს ღვაწლმოსილ პიროვნებათა სათათბირო – ქართული ერთობის დარბაზის თავმჯდომარის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და                  

               უნეტარეს ილია მეორეს

 თქვენო  უწმიდესობავ,

უპირველეს ყოვლისა გილოცავთ აღსაყდრების 46-ე წლსთავს და დაბადების დღეს.

თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რა მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ისეთ განსაცდელთა წინაშე დგას, რისი მსგავსიც იშვიათად დადგომია თავისი ხანგრძლივი და მძიმე ისტორიის მანძილზე.

ჩვენ, როგორც მცირერიცხოვან და ტერიტორიულად პატარა, მაგრამ დიდი სულიერი ძალის მქონე ქვეყანას, გვმართებს, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ ღირსეული გზები მოვნახოთ ყოველი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.

ამ თვალსაზრისით, „ქართული ერთობის დარბაზისთვის“ უმნიშვნელოვანესია თქვენს ეპისტოლეებსა და ქადაგებებში ჩამოყლიბებული მოსაზრებების ქვეყნის განვითარების პროგრამებში გადატანა. ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ 2011 წლის თქვენს ქადაგებაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ აუცილებელია შეიქმნას საქართველოს ღვაწლმოსილ პიროვნებათა სათათბირო. მსგავსი რამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია და რაოდენ მრავლისმთქმელია, რომ ჯერ კიდევ მეფე ვახტანგ გორგასალმა შექმნა „ჭკვიან კაცთა   კომისია“ . ჩვენ სწორედ ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით, საზოგადოების, მთავრობის, მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკურ ძალთა მხარდაჭერითა და მონაწილეობით (ილია ჭავჭავაძის ტერმინი რომ გამოვიყენოთ), შეიქმნას “სახელმწიფო კაცების საკრებულო“,  რომელიც, როგორც  თქვენ აღნიშნავთ თქვენს ქადაგებაში,  რეგულარულად განიხილავს საქართველოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემებს და თავის მოსაზრებებს წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას  და ხელისუფლებას.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას, რომ დარბაზი უნდა დაკომპლექტდეს ეროვნული ცნობიერებისა და საყოველთაო ავტორიტეტისა მქონე პიროვნებათაგან, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი არ ამოძრავებთ.

“სახელმწიფო კაცების საკრებულოს” წევრთა შემადგენლობა უნდა შეირჩეს წარმოდგენილ კანდიდატთა საერთო-სახალხო განხილვის საფუძველზე და, როგორც თქვენ აღნიშნავთ ქადაგებაში, წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს ,მთავრობის თავმჯდომარეს,  მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.

თქვენო უწმინდესობავ! „ქართული ერთობის დარბაზი“ თქვენი ამ იდეის განხორციელებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რამეთუ ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ შეიქმნა თქვენი ლოცვა-კურთხევით და მის სათავეებთან იდგნენ  დიდი მამულიშვილები: მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქიომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, გიგა ბათიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, თემურ გუგუშვილი. მათ შეუერთდნენ ცნობილი მეცნიერები, საზოგადოების წარმომადგენლები. სწორედ თქვენი ლოცვა-კურთხევითა და ამ ადამიანების  საერთო ძალისხმევით სამების ტაძრის   ახალგაზრდულ ცენტრში შეიქმნა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში, დავითობას, 8 თებერვალს, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დამტკიცდა  ქვეყნის განვითარების პროგრამა: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ?“ , 21- პუნქტიანი განვითარების პროგრამა „მთავარია სამშობლო და ადამიანი“ ამჟამად მზად არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომლის მიღებას ვგეგმავთ ა.წ. 8 თებერვალს, დავითობას, გელათის ტრადიციულ კონგრესზე. 

ამ პროგრამების შემდგომ დახვეწის , ხელისუფლებაში წარდგენისა და მათი შესრულების ორგანიზებაში ხალხის, საზოგადოების მონაწილეობის თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ როგორც შექმნის პროცესს, ასევე მის  შემდგომ საქმიანობას.

ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საპატრიარქოსთან თქვენს ამ წინადადებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ  აღდგომის ბრწყინვალე დღეებისთვის დასრულდეს 50-60 წევრიანი საკრებულოს ფორმირება.

თქვენო უწმიდესობავ,

იმის გათვალისწინებით, რომ ამ უაღრესად  ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და პირდაპირ ვიტყვი, ადამიანური წინადადების ავტორი თქვენ ბრძანდებით, თავს უფლებას ვაძლევ, გთხოვოთ,  რომ „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“, ანუ დიდ მამულიშვილთა პირველი შეკრება შედგეს თქვენი ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოში. 

  

ერთობის დარბაზის თავმჯდომარე                   ჯუმბერ კოპალიანი

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 წერილი გამოქვეყნდა “რეზონანსისის” 19.01.2024 წლის ნომერში

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *