"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად!

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმობნეულო ემიგრანტებო‼️

ათეული წლებია რაც ქართველები საქართველოდან იძულებით დევნილებად ვიქეცით ,თვითგადარჩენის მიზნით ევროპისა და ამერიკის ქალაქებში წლობით “გადავსახლდით”,ჩვენს ოჯახებს მოწყვეტილებმა ემიგრანტობის მძიმე უღელი დავიდგით,ოჯახებს შევეხიდეთ შიმშილისაგან რომ გვეხსნა ჩვენი შვილები, ჩვენი მცირეწლოვანი შვილები ტელეფონით გავზარდეთ და შედეგად ის მივიღეთ ,რომ დღეს ისინი მასიურად ტოვებენ სამშობლოს და ემიგრაციის ჩვენეულ გზაზე მიდიან, მარტო შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებით საქართველო ასიათასმა ქართველმა დატოვა,უკან დასაბრუნებელი გზა კი არ ჩანს.
სამშობლო დავუკარგეთ შვილებს და ამაში დამნაშავე ჩვენ ვართ,ჩვენ ემიგრანტები‼️
უსამშობლოდ დარჩენილი თაობა ყოველთვის დაკარგულად იგრძნობს თავს უცხო მიწასა და უცხო მხარეში‼️

ჩვენს მიწაწყალს უცხო ტომელები ეპატრონებიან,ჩვენ კი მოსამსახურე ერად ვიქეცით უცხო მხარეში,ჩვენი განათლება არც ევროპაში და არც ამერიკაში ,არც რუსეთში არავის სჭირდება-ჩვენ მუშა ხელი ვართ მათთვის,თანაც იაფიანი მუშა ხელი,თავიანთი მოქალაქეები არ კადრულობენ იმ სამუშაოს შესრულებას რასაც ჩვენ ვასრულებთ,რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს ჩვენმა მთავრობებმა და ჩვენც დავნებდით‼️

დროა შევცვალოთ ჩვენვე ჩვენივე მდგომარეობა და მოვითხოვოთ საკუთარ სამშობლოში ღირსეული ცხოვრების უფლების დაბრუნება‼️

სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ვისაც მოგვიხერხდება ჩავიდეთ საქართველოში და დავესწროთ 21 სექტემბერს ემიგრანტთა შეკრებას,რომელიც ყოველთა ქართველთა ,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის იტალიის,ათენისა და თურქეთის სესიებზე გადაწყდა ,მეცნიერთა კონგრესის ევროპაში ემიგრანტებთან შეხვედრამ იმედი გააჩინა ემიგრანტებში,მეცნიერთა კონგრესი ემიგრანტებს სთავაზობს ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამას,რომელიც კონცეფციის სახით დიდი ხანია დევს მეცნიერთა კობგრესის ვებ -გვერდზე www.civilizebuli.ge.

სწორედ ეს პროგრამა გამოვა 21 სექტემბერს ემიგრანტთა შეხვედრაზე განსახილველად ,რომელიც შემდგომ წარედგინებათ ხელისუფალთ.

იმავე დღეს დაფუძნდება უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების და საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების დაცვის საერთაშორისო ლიგა ,აირჩევა ლიგის საბჭო ყველა ქვეყნის წარმომადგენლის შემადგენლობით.

ელექტრონულ სივრცეში ხელმოწერებისთვის განთავსდება მეცნიერთა კონგრესის სისტემის შეცვლის 21 პუნქტიანი პროგრამა,სადაც ერთერთი პუნქტი ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამაცაა,30000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

ეს ის აუცილებელი ნაბიჯებია რომელიც საჭიროა იმისთვის რომ შეწყდეს ემიგრაცია ქვეყნიდან და დაიწყოს ემიგრანტთა შემობრუნება შინ-სამშობლოში‼️

ამიტომაც მოვუწოდებთ მსოფლიოში მიმობნეულ ჩვენს თანამემამულეებს იქნებ მოახერხოთ და დაამთხვიოთ თქვენი საშვებულებო განრიგი 21 სექტემბერს,რათა ვიყოთ ერთად და ერთად ვთქვათ ჩვენი სათქმელი‼️
Write to ნიჟარაძე ლუარა

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *