მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

კარგი საქმე თანამონაწილეობით

მეგობრებო, ვიწყებთ ტელევიზია „ქართულის“ მხარდაჭერის აქციას. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდება. ეს მამულიშვილური საქმეა!

ტელევიზიის სათავეებთან დიდი მამულიშვილები, რეზო ჩხეიძე, მერაბ ბერძენიშვილი ,გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, გიგა ბათიაშვილი,არნოლდ გეგეჭკორი იდგნენ! დასაწყისიდანვე ერთგულებენ: ტარიელ ხარხელაური, ომარ მხეიძე, რომან რურუა,თემურ გუგუშვილი, ჯუმბერ კოპალიანი,რეზო ბალანჩივაძე, ინტელიგენციის ცნობილი მოღვაწეები!
განსაკუთრებულ მხარდაჭერა აქვს მეცნიერებათა აკადემიის, მწერალთა, მხატვართა,თეატრის მოღვაწეთა, არქიტექტორთა, კომპოზიტორთა, ქორეოგრაფთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირების, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო,სოხუმის,
კავკასიის,საერთოდ უნივერსიტეტების, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულების ინსტიტუტების და ჟურნალ-გაზეთების!
პრაქტიკულად, ტელევიზია “ქართული TV” არის ქვეყნის ინტელექტუალურ ძალთა მხარდაჭერილი ,რაც მთავარია, ინტელექტზე ორიენტირებული მართალი ტელევიზია.
სწორედ ეს ჩანს მის გადაცემებში, სწორედ ამ განწყობის გაძლიერებაა უპირველესი და უმთავრესი!
განსაკუთრებულია პასუხისმგებლობა იმის გამო,რომ ტელევიზია დაფუძნდა სვეტიცხოვლობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით!

სწორედ ამ პასუხისმგებლობამ გადამაწყვეტინა ,რომ მოგმართოთ მეგობრული თხოვნით,თუმცა საკითხი ზოგადქართულია!

არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ყველას მხარდაჭერით ეს ტელევიზია იქცეს ნამდვილ სახალხო ტელევიზიად, რომლის აქციების 4% -ზე მეტის მფლობელი ვერავინ გახდება ვერანაირი თანხით! (ეს იდეა ჩადეს მამულიშვილებმა ტელეკომპანიის კონცეფციაში) ჩვენ ამ ტელევიზიას ვქმნით შიშველი ხელებით!

ამ ეტაპზე, ტელევიზიას დამატებით სჭირდება 7 კომპლექტამდე თანამედროვე სამაუწყებლო აპარატურა,ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან პირდაპირი გადაცემის სისტემით. ყველაფერი ამისთვის 70-80 ათასი ლარია საჭირო

კარგი იქნება, მეგობრებო ,თუ მიიღებთ ჩემს თხოვნას,და პირველ ეტაპზე, 14 აპრილამდე შევძლებთ ერთი მაღალი დონის სამაუწყებლო კომპლექტის შეძენას, რომელიც ჯამში მაქსიმუმ, 6 000 ლარამდე დაჯდება. იქნებ, თქვენ შემოგვთავაზოთ უკეთესი პირობებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთ ფასებში შეგვიძლია ვიყიდოთ ამ კომპლექტის ნაწილები:
● კამერა (Cannon) – 4000 ლარიდან და ზემოთ
● 2 მიკროფონი („პეტლიჩკა“) – 600 ლარის ფარგლებში
● შტატივი – 400 ლარამდე
● განათება (კამერის) – 300 ლარის ფარგლებში.

კარგ დღეს, 31 მარტს ვიწყებთ ტელევიზია „ქართული TV“ – სადმი მხარდაჭერის ამ კეთილშობილურ აქციას.

დარწმუნებული ვარ, 14 აპრილამდე, ბევრი შევძლებთ შემოერთებას და ერთიანი ძალით, ქართული ენის დღეს, ამ საჩუქარს გადავცემთ ტელევიზიას, რომლის ყოველი დღე იწყება დედა ენის ჰიმნით და რომლის ავტორი არის ტელევიზიის გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი და კომპოზიტორი მანანა იმედაძე.
სასურველია,1 ელ სექტემბრამდე შევძლოთ ტელევიზიის სრულად აღჭურვა მაღალი ხარისხის ტექნიკით!
ამის გაკეთება დღევანდელ პირობებში ადვილი არ არის,მაგრამ შესაძლებელია და ამის გაკეთება შეუძლია ღირსების მქონე ადამიანთა ერთობას!
მე სწორედ ასეთ ადამიანებს მივმართავ და ეჭვი არ მეპარება,რომ ჩვენ ერთად შევქნით ეროვნული ცნობიერებისა და ზოგადკაცობრიული აზროვნების მართალ ტელევიზიას!

ვფიქრობ,ჩვენ ერთნი ვართ იმაში,რომ დღეს ჰაერივით სჭირდება ასეთი ტელევიზია!

ტელევიზიის საბანკო ანგარიშია:
TBC ბანკი
ბანკის კოდი TBCBG22
მიმღების დასახელება: შპს ქართული ტვ
საბანკო ანგარიში GE42TB7162736020100001
„ქართული TV“ მაუწყებლობა
ვრცელდება მთელ მსოფლიოზე

● თანამგზავრზე -აზერკოსმოსი Azerspace-1(46 გრადუსი)
● Youtube-ზე
● myvideo – ზე
● მაგთი – 46
● სილქნეტი – 259
● ახალი ქსელები 292
● www.civilizebuli.ge (პირდაპირი)
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!
მადლიერებით,
თქვენი ფეისბუქელი მეგობარი
თეიმურაზ შაშიაშვილი
(ტელ.:597 57 04 19)

31 მარტი, 2023 წელი

იხ. თემურ შაშიაშვილის ვიდეო მიმართვა ტელევიზიის მხარდამჭერი აქციასთან დაკავშირებით 

სრული ინფორმაცია ტელეკომპანია “ქართული TV” დაკავშირებით

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *