მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
მეცნიერთა კონგრესის საგანგებო ბრიფინგი: მეცნიერთა კონგრესი ცვლის მოქმედების ტაქტიკას.
ანონსი

ხვალ, 31 მარტს, 12 საათზე მეცნიერთა კონგრესის ოფისში (ც. დადიანის 26), მეცნიერთა კონგრესის სპიკერი ერეკლე შონია, სპიკერატის წევრებთან, მეცნიერების დოქტორ გოჩა ცოფურაშვილთან, გელათის აკადემიის წევრ , პოლიტიკოს თემურ შაშიაშვილთან, და მეცნიერთა კონგრესის რამდენიმე წევრთან, მათ შორის, ჩეხეთიდან ახლახან დაბრუნებულ ჩეხეთისა და საქართველოს მოქალაქე ირმა მანჯგალაძესთან ერთად, გამართავს სპეციალურ ბრიფინგს, რომელზეც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე, გაკეთდება პრინციპული მნიშვნელობის განცხადება მეცნიერთა კონგრესის მოქმედების ტაქტიკის ცვლილების თაობაზე.
ბრიფინგზე ასევე დაკონკრეტდება მეცნიერთა კონგრესის მოქმედების მიზანი და სტრატეგია.
მეცნიერთა კონგრესის პრეს-ცენტრი
საკონტაქტო ტელეფონი : 599 50 30 51
30.03.2023
Facebook Comments