მეცნიერთა კონგრესი

ჩვენ ასე ვფიქრობთ :ვებრძოლოთ არა შედეგს , არამედ მიზეზს!

ანუ, რატომ მიიჩნევს მეცნიერთა კონგრესი, რომ საჭიროა მართვის სისტემის შეცვლა…საჭიროა ინტელექტუალური რევოლუცია!

“რა დროს ქართველობაა,ეს უკვე ჩამორჩენილობაა…მე ევროპელი ვარ-მსოფლიო მოქალაქე!”-
მითხრა ერთერთ შეხვედრაზე ახალგაზრდამ…ამ შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ მაშინვე დატოვა შეხვედრა,რამდენიმემ ლამის
გაბდღვნა,ორმა მირჩია,ასეთებს ნუ მოიწვევ,ავტორიტეტს დაკარგავო!
ამ ფაქტმა მოსვენება დამიკარგა, რამდენიმე დღე ადგილს ვერ ვპოულობდი.. თუმცა ისიც მახარებდა, რომ 30 ში ერთი იყო ასეთი და სხვა დანარჩენთა სიჯანსაღე მაძლიერებდა!
მაგრამ ის ერთი მეცოდებოდა და არა იმის გამო,რომ ეს თქვა,არამედ იმის, რომ შეხედვის თანვე მომეჩვენა,რომ სახეზე არასრულყოფილება ეწერა და ამ კომპლექსის გამო სურდა ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო…
ამ მოვლენიდან რამდენიმე დღეში მეგობარმა აკაკი წერეთლის ეს უნიკალური იგავი “ღამურა” გამომიგზავნა…
● ● ● ● ● ● ●
ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!
„ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
„რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთ წამსა
გადავივლიდი მთებსაო!“
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესმება…
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყონებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა…
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: „ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
„თვალტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს…
ჭირი არის და სენიო!
„ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!..“
დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს…
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
„ჰკა მაგასაო!“ დასძახეს…
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და თვისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით,
და მუდამ ამას წრიპინებს
კვნესით და გულისტკივილით:
„კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
„ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
„გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
„ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
„კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..“
● ● ● ● ● ● ●
ჩემი პოზიცია დასკვნის სახით:

ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს!

დღეს,ზემოთ აღწერილი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,მეტიც ასეთებს ეძებენ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები,რადგან ყველაზე მეტად საკუთარს,ტრადიციულს,ადამიანურს- არასრუყოფილების კომპლექსით
დაავადებულთა,თუ შეპყრობილთა ერთობა ებრძვის…უზომოდ აგრესიულია ყოველგვარი ჯანსაღისა და ბუნებრივის მიმართ…
მიმბაძველთა, წამბაძველთა ერთობა შინ ვერ ხედავს თურაშაულის ვაშლს და ტყეში ეძებს პანტას… დღეს პანტის როლში დოლარი და სკამია…ერთიც და მეორც ადვილი მოსაპოვებელი გახდა, როცა ქვეყანაში ჯანსაღი , ტრადიციული ახალგაზრდა ვერ ხედავს საკუთარი თავის რეალიზაციას!
ამიტომაა საჭირო მართვის სისტემის შეცვლა და ინტელექტუალური რევოლუცია,რომლის პროგრამები შეიმუშავა მეცნიერთა კონგრესმა და რომელთაც ჯიუტად იგნორირებს ხელისუფლება და ის კი უკვირს,რომ არასრულყოფილთა აგრესიული კლუბები იქმნება!
ვებრძოლოთ არა ასეთ კლუბებს, არამედ ვიბრძოლოთ ისეთი საქართველისთვის,როცა ადამიანი იბრძოლებს არა არსებობისთვის
არამედ საკუთარი თავის,საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციისთვის!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *