"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი
ლუარა ნიჟარაძე: ჩემო ქართველებო






მაშინ როდესაც ფერფლად არის ქცეული უკრაინის ქალაქები ,აყრილი მილიონობით მშვიდობიანი უკრაინელი საკუთარი ფუძიდან პირტიტველად გამოყრილი ევროპის გზაზე,ათასობით დაღუპული უდანაშაულო უკრაინელი იმ ევროპისთვის, რომელიც იმასაც კი არ ეუბნებიან რეალურად როდის მიიღებენ ევროპაში ან ნატოში,მიუხედავად ზელენსკის ათასგზის მუდარისა არც ევროპის კარს უღებენ ღიად და არც “ნატოს “კარს

ეხმარებიან იომოს რუსეთთან საბოლოო გამარჯვებამდე,გაიმარჯვებს კი???განა ამერიკის და უკრაინის სანქციებით ხდება ომში გამარჯვება !..,ომი ომია და გამარჯვება სისხლით ხდება,იმ სისხლით რომელიც არ იღვრება არც რუსეთში და არც ამერიკაში
რა ენაღვლებათ უკრაინელების სისხლი…




ამერიკის ჰეგემონობისთვის სისხლი უკრაინამ,საქართველომ,მოლდავეთმა,პოლონეთმა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა უნდა ღვარონ





ოცდაათი წელი და მეტიც გავიდა რაც დამოუკიდებელ “დემოკრატიულ”საქართველოს ვაშენებთ ამერიკის და ევროპის დახმარებით ,ამისთვის მოედინება ფულის ნიაღვარი ამერიკიდან და ევროპიდან,როგორი საქართველო მივიღეთ სინამდვილეში???
არეული,ურთიერთდაპირისპირებული,არანაირი პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,გამათხოვრებული სოციალური ფენა,გამდიდრებული პოლიტიკოსები,პარლამენტარები,დაცლილი საქართველო ქართველებისგან-ესაა სწორედ ჰიბრიდული ომი



ევროპული ღირებულებებიო:ევროპული ღირებულებები არის სოციალური სამართლიანობა,დაცული ოჯახი,საზოგადოება,სამუშაო ადგილი,ხელფასი და პენსია,ჩვენს ქვეყანაში ოცდაათი წელი ეს ვერ შედგა








როდესაც შენი მეფის სურათს პრეზერვატივზე მიახატავენ ,შენს მეფეს მოღალატედ შერაცხავენ,იქ გაყენებენ შეურაცყოფას და გირყვნიან ისტორიას,ჯვარს გიგინებენ ებრძვიან შენს რწმენას,ეს არის ფაშისტური ლიბერალუზმი დასავლეთის დემოკრატიის ნიღბით შემოსული ისეთ მცირე ერებში როგორიც საქართველოა,თორემ თავად ევროპაში მსგავსი რამ არ ხდება და ამას არავინ დაუშვებს,რადგან აქ იცავენ საკუუთარ იდენტობას,მაშ ის რაც არ მოსწონთ ევროპაში,რატომ უნდა ატრერიგებდე ჩემს ქვეყანაში ათასობით ახალგაზრდას აღვირახსნილი ლიბერალიზმით





და რას ვაპროტესტებთ ქუჩაში??რატომ არ გამოვდივართ სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ,რატომ არ ვაპროტესტებთ:უკიდურესად ღარიბი საშუალო ფენა და უკიდურესად მდიდარი პოლიტიკოს-ჩინოვნიკები,უზრუნველი ცხოვრება ჩინოვნიკებს და მათ შთამომავლობას და ლუკმა-პურისთვის გამათხოვრებული ერის უდიდესი ნაწილი იძულებით გაყრილი ქვეყნიდან ,ოჯახების გადასარჩენად ევროპაში და ამერიკაში იმ სამუშაოს შესასრულებლად,რასაც თავად ამ ქვეყნის მოქალაქეები არ კადრულობენ-ამაზე რატომ არ გვაქვს პროტესტი,ამას რატომ არ ვაპროტესტებთ ქუჩაში,რატომ არ ვითხოვთ ათეული წლების განმავლობაში უცხო ქვეყნებში იძულებით დევნილი ემიგრაციის დაბრუნებას,სამუშაო ადგილების შექმნას,ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას,მეტი ექსპორტის შექმნას,ხელფასების და პენსიების გათანაბრებას ცხოვრების ღირებულებასთან ისე როგორც ევროპაშია,ამის საშუალებას ხომ იძლევა ქვეყნის შიდა რესურსი,თანასწორუფლებიანობისთვის რატომ არ გამოვდივართ ქუჩაში პროტესტისთვის,სამართლიანობისთვის,ახალგაზრდობის მომავლისთვის,ევროპა ევროპაო რომ გაიძახით ,ესაა ევროპა და ეს მოვითხოვოთ ჩვენს ქვეყანაში,ამას ევროპა კი არა ,ხელისუფლების კეთილი ნება სჭირდება,იმ ხელუსუფლებებისა ,რომელსაც ჩვენ -ხალხი ვირჩევთ ,ეს უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებებს ჩვენ -ხალხმა ,ამაზე უნდა გვქონდეს პროტესტის გრძნობა

ჩვენ უნდა შევქმნათ დამოუკიდებლად ძლიერი ევროპა ჩვენსავე ქვეყანაში,რადგან ჩვენ -საქართველო ვართ ევროპა,
ევროპის ცივილიზაციის სათავე

ლუარა ნიჟარაძე -ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,ემიგრანტი
12.03.2023 წ.
Facebook Comments