მეცნიერთა კონგრესისლაიდერი
ამირან აფციაური: ფრთხილად შვილებო, წინ ინსტრუმენტი არ წაგიძღვეთ!!!

მეგობრებო, მაშინებს დღევანდელობა. გთხოვთ ეს ნათქვამი კარგად გაიაზროთ და გაავრცელოთ.
სულ მუდამ გვაწუხებდა ის, რასაც ვგრძნობდით და ვერ ვამბობდით. როგორც იქნა, დადგა ჟამი სიმართლისა. დიდი პარტიის ლიდერმა თქვა სიმართლე – ინსტრუმენტი ვარო!!!
ვაი იმ ქვეყანას, ვისი შვილებიც კი არ აზროვნებენ, ინსტრუმენტები, ძაფზე დაკიდებული თეატრის თოჯინები არიან. ვაი იმ ხალხს, რომლის ხელისუფალიც ვერ მართავს ქვეყანას.
მაშ ვთქვათ ისაც, რომ ამ ქვეყანაში 90-იანების ლექის აღზევებამ ხელისუფლებაში ბევრი ვიგინდა მოიყვანა. ვთქვათ:
რომ მხოლოდ დიდი განათლება, გარეგნული ატრიბუტები და პოლიტიკური თავხედობა არაა საკმარისი, თუ ლიდერს არ გააჩნია უნარი ანალიზისა და მოვლენათა წინასწარი განჭვრეტისა, ანუ ნიჭი მოჭადრაკისა ან მათემატიკოსისა.
რომ როდესაც პროფესიულად დიდი წარმატების ადამიანი ბედავს ლიდერობას, ამ უნარის გარეშე, იგი უზნეოა და არც თავის საქმეში არაა ბოლომდე გასხივოსნებული.
რომ როდესაც ამნაირები ხელისუფლებაში მოდიან, გონიერ ადამიანებს, პროფესიონალებს და მეცნიერებს არ უსმენენ, ქვეყანას დამარცხებაზე დამარცხება ელოდება.
რომ როდესაც ქვეყანა ხშირად მარცხდება, პოლოტიკოსები კარგავენ ავტორიტეტს და ხდება ხელისუფლების პროფანაცია.
რომ როდესაც უავტორიტეტო პოლიტიკოსები ვეღარ ხედავენ საკუთარ დანაშაულებს, ისინი ატყუებენ საკუთარ ხალხსაც და მთელ სამყაროსაც.
რომ იქ სადაც საქმე კარგად ვერ მიდის, ადამიანები დამნაშავეებს ეძებენ.
რომ ის ვინც ქვეყანა დააზიანა, ცდილობს დაასწროს და სხვას ღალატი დააბრალოს, გახლიჩოს და დაახარისხოს ქვეყანა.
რომ ჩვენ შეგვიძლია, მილიონობით ქართველს რუსეთუმობა და მოღალატეობა დავაბრალოთ და ვერც კი ვამჩნევთ, რომ აგენტის სახელი, ამ სახელთან შედარებით, ქება დიდება უფროა ე.ი. ბნელა და მავანნი სიბნელეში ნადირობენ.
რომ ადამიანთა ნებისმიერი ნიშნით დახარისხება უკვე ფაშიზმია. მაგრამ თუ ამას იტყვი, გეტყვიან რომ პუტინის ტერმინი იხმარე, წავლენ უგონონი, სამარცხვინონი და უსამშობლონი და მთელ ქვეყანას გაუტეხენ სახელს.
და რაკი ამგვარად დავღალეთ მსოფლიო, არაფრად გვაგდებენ, დაგვცინიან და გვმართავენ.
მერე კი ვიღაცას სიმართლე წამოსცდება და იტყვის, ინსტრუმენტი ვარო.
ვაი, ასეთი ინსტრუმენტის პატრონს!!
ფრთხილად შვილებო წინ ინსტრუმენტი არ წაგიძღვეთ!!
ფრთხილად ჩემო ქვეყანავ, გონი მოიკრიბე!!!
ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით უნდა შეიცვალოს!
ამირან აფციაური