მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის წერილი მედიასაშუალებებს

ეს წერილი თქვენდამი დიდი პატივისცემის დადასტურებასთან ერთად, არის ინფორმაციის მოწოდებაც ემიგრანტებთან შეხვედრების თაობაზე, მოწვევაც დიდ დათათბირებაზე და თანამშრომლობის შემოთავაზებაც.

ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, 17 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში – „მუზა“ (მის.:მერაბ ბერძენიშვილის N1, კუს ტბის ასახვევთან) მეცნიერთა კონგრესი აწყობს დიდ დათათბირებას. ჩვენ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოების, მეცნიერების, კულტურისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ემიგრანტებთან შეხვედრების თაობაზე, წარვუდგენთ მოსაზრებებს ამ ურთულეს და უმძიმეს პრობლემასთან დაკავშირებით.

გაახლებთ ჩვენი პოზიციის გამომხატველი განცხადების ტექსტს და ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, ამ შეხვედრაზე, პირადად თქვენი და ტელევიზიის წარმომადგენელთა მონაწილეობა. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა გაშუქდება ტელევიზიის (გაზეთის) ეთერში

ჩვენ ასევე მზად ვართ, გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია, როგორც უკვე შემდგარი შეხვედრების, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამ პროცესის გაგრძელების თაობაზე (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს 40 – მდე ქვეყნის 87 -ზე მეტ ქალაქში ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწევა საქმიანობას).

მეცნიერთა კონგრესის სახელით,

სპიკერი: ერეკლე შონია

(საკონტაქტო ტელეფონი: 599 50 30 51)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *