მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

რამაზ ნამიჭეიშვილი: შეიძლება სამშობლო ჩვენი მის ტერიტორიაზე დასახლებულ უცხოტომელთა დაპირისპირების არენად იქცეს.

ერის გადაშენების მანიშნებელია, როცა იგი ჯანსაღ აზროვნებას კარგავს, მოვლენებისა და პროცესების ცნებებსა და კატეგორიებს სახელებს ვერ უძებნის და საფუძვლიანი შეფასებების გაკეთება არ შეუძლია. მაგალითად, ბრძნობენ: ხალხი ამას ვერ მოთმენს, ხალხი ამას არ გაპატიებს, ხალხი პასუხს მოგთხოვს. აბა, ჰკითხეთ ამ „აზრების“ ავტორებს რას ნიშნავს ხალხი და როგორ აქვს იგი გაგებული. ზოგჯერ ხალხი და მოსახლეობა ერთმანეთის ტოლფერდი ცნებებია. მაგრამ ჩვენი შემთხვევისთვის ასეთი იგივეობა არ გამოდგება, ვინაიდან ხალხის ცნებაში მოექცევიან ისინი ხალხს რომ სულს ხდიან და ტანჯვაში ამყოფებენ. მეორე მხრივ ხალხად „იქცევაიან“ ისინი, რომლებიც ხელისუფლების და მმართველობითი ორგანოების ოჯახის წევრები ან მათთან დაახლოებული პირები არიან. ისე თუ გავიხსენებთ ხალხის ცნებას გავიგებთ, რომ ხალხი კეთილი მიზნის ადამიანთა ჯგუფებია ანუ ხალხი სამშობლოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს. სხვანაირად: ხალხი ქვეყნის პატრონია და ხელისუფლება მისი მორჩილი, რაკი მას ირჩევს. გასაგებია რომ არსებობს ინტერესების
წინააღმდეგობა მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის. ოღონდ ეს ახლა უკვე სხვა საკითხია. ვინ ირჩევს საქართველოში ხელისულებას? რა თქმა უნდა, თვითონ ხელისუფლება მოსახლეობის მეშვეობით. რა მაქვს მხედველობაში? ღატაკი, დაუძლურებული მასა ეროვნულ ხელისუფლებას ვერ აირჩევს, მითუმეტეს თუკი ასეთი მასა უმეტესია. საქართველოში მილიონამდე პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ღარიბ-ღატაკია. სახელისუფლებო არჩევნეში ღარიბ-ღატაკი მასა იოლად მისამხრობია ფინანსური მანიპულაციებით. ახლა ვიღაც იკითხავს ვინ არის ღარიბ-ღატაკიო. ყველა ვინც საცხოვრებელ მინიმუმზე ნაკლებ პენსიას აბ ხელფასს იღებს, ღარიბი და ღატაკია. რამდენია საცხოვრებელი მინიმუმი? „ფრიად განათლებული“ სახელისუფლო ჩინოსნები საცხოვრებელ მინიმუმს 274 ლარით განსაღვრავენ. ნამდვილ სპეციალისტთა გაანგარიშებით სცხოვრებელი მინიმუმი 2003 წელს 500 ლარზე მეტი იყო სულზე, 2018 წელს 700 ლარს აღემატებოდა ხოლო 2021 წელს ათას ლარს გადაშორდა. ისევ ის ფილოსოფიური სხარტულა გამახსენდა: ქოხებში ფილოსფიაზე არ მსჯელობენ. 300 ლარიან პენსიონერს თუ 50-100 ლრს უფეშკაშებ, სულაც არ იფიქრებს იმაზე რომ ხვალ ან ზეგ ფასები ყველაფერზე მოიმატებს, ვინაიდან რაც ერთი ხელით გაიცა, მეორეთი უკან უნდა დაბრუნდეს. ასეა ეს-გარედან აქეთ ჩვენი ემიგრანტები, ფულს გვიგზავნიან სულის მოსაბრუნებლად, ჩვენ მერე იმ ფულით იმპორტულ საქონელს ვყიდულობთ. აბა!!!„კაცის ცხოვრება ცში ასროლი ქვას ჰგავს-ბოლოს ისევ იქ დაეცემა, საიდანაც გაისროლეს“.

ჰო, ის არ გამოგვრჩეს ადმინისტრაციულ რესურს რომ ეძახიან-საჯარო სექტორში დასაქმებულები დამოუკიდებლად იმისაგან, თანამდებობის პირები არიან ისინი თუ უმცროსი მომსახურე პერსონალები (საანგარიშო-სამეურნეო სექტორის, სამკითხველოს, დაცვის მუშაკები, მეეზოვები თუ დამლაგებლები) კაი დედმამიშვილები არიან, გაბედონ და ხმა არ მისცენ დაპირებისამებრ-იმ გროშებსაც დაკარგავენ მათხოვრული ხელფასი რომ ჰქვია.ჰოდა, არის ასე დემორალიზებული, გადაგვარებული მოსახლეობა, სადაც პარტიებად წოდებული სოციალური კლანური ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან ქვეყნის დაქცევაში, ვინაიდან მათ სახელმწიფოს მართვა არ შეუძლიათ. გვაქვს ახლა უპატრონოდ მიტოვებული საქართველო, რომლის მიტაცება და თავისად ქცევა ძლიერ სახელმწიფოებს სულ უბრალოდ შეუძლიათ,და შეიძლება სამშობლო ჩვენი მის ტერიტორიაზე დასახლებულ უცხოტომელთა დაპირისპირების არენად იქცეს.

ნაწყვეტი რამაზ ნამიჭეიშვილის სტატიიდან: “ქართული ეკონომიკური აზროვნება”

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *