"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: დროა, შევიკრათ საქართველოს გადასარჩენად!

↗️ საქართველოს ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენხანს გაგრძელდბა პოზიცია-ოპოზიციის ჭიდაობა ,და იმავდროულად ამაგრებენ კიდეც ერთმანეთს,ინარჩუნებენ პრივილეგირებულ მდგომარეობას და მშვენივრად არიან მორგებული “საუკუნოვან კეთილნებვრულ” მდგომარეობას,რომლის ხელისშემშლელი არც სისტემაა და არც ხალხი.

↗️ასეთ პირობებში ნიჰილისტურ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას ისღა დარჩენია ეძებოს თვთგადარჩენის გზა და ეს გზა ემიგრაციის ღია კარია.

↗️ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ამ გზას თითქოსდა გამართლებაც ჰქონდა,მაგრამ ოცდაათი წელი ქართველების უწყვეტი გადინება საქართველოდან -ეს უკვე ეროვნული ტრაგედიაა.თანაც ამ ყველაფერს დასასრულც არუჩანს,ემიგრანტებისთვის თუ “ღია კარია” უცოეთში წასასვლელად ,სამშობლოში დასაბრუნებელი კარი დახურულია,ეს კარი არც არასდროს გაიღება თუ თვით ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა “ძალით არ შემოამტვრიეს”.

↗️ ვთვლი რომ აუცილებელია შეფასდეს განვლილი ოცდაათი წელი , მეცნიერთა კონგრესმა უნდა დადოს ამ შეფასების მიუკერძოებელი დოკუმენტი ყველა მიმართულებით :იქნება ეს სამარლრბრივი ,ეკონომიკური თუ დემოგრაფიული,ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს დოკუენტი ხელს შეუწყობს დემოკრატიის ინსტიტუტის გაძლიერებას ქვეყანაში,გამოვლინდება ყველა მთავობის და ყველა პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის ნამოღვაწარი და იმავდროულად ხალხიც მიხვდება არჩევნებზე ვის მისცეს ხმა.

↗️ასეთი დოკუმენტი ვინ უნდა შეიმუშაოს თუარა მეცნიერებმა, მეცნიერთა კონგრესმა წარუდგინოს პარლამენტს და აუცილებლად პარლამენტში უნდა იქნას განხილული.ამას მეცნიერთა კონგრესმა უეჭველად უნდა მიაღწიოს.იმედია ჩემი მეგობრები მიიღებენ ამ წინადადებას და დაიწყება მეცნიერთა კონგრესში ამ დოკუმენტზე მუშაობა.
↗️მეცნიერთა კონგრესის ,ემიგრანტების და ხალხის ერთობით შესაძლებელი გახდება ძირგამომპალი სისტემის შეცვლა,სისტემისა რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე “გასაქრობ “ქვეყანათა სიაში შეიყვანა!
ყვირილი და ქულების ჩაწერა იმაზე რომ ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე არაფრის მთქმელია,რადგანკიდევ გაივლის ათეული წელი და ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გავხდებით!!
ეს არის სპეკულაციის თემა ევროპა-ამერიკასა და რუსეთს შორის,და ასე აფრიალებენ უცხო ქვეყნის დესპანები ამ თემას ქართველი ერის “დასაბრმავებლად”!

როდემდე დაიბრმავებს თავს ქართველი ხალხი / უკვე ერადაც კი აღარა ვართ დარჩენილი/და როდემდე ვიქნებით ამერიკა-ევროპა-რუსეთის კინოაფიშის შემყურედ ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული!

დრო უკვე საკმაოდ მომწიფებულია ცვლილებებისთვის,ახლა მთავარია თვით საზოგადოება მომწიფდეს,საზოგადოება რომელსაც არ სურს უცხოურ ფულს ემონოს და სამშობლოს არჩევს!

ხელისუფლების უსუსურობა ვლინდება როდესაც ვერ ალაგმა წლების განმავლობაში შიდა დაპირისპირება,და მის ზურგს უკან პარტიები თუ პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევენ ქვეყნის “შიდა სამზარეულო” ქვეყნის გარეთ “გაარჩიონ”!!!ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ცივილიზებულ სახელმწიფოში არ ხდება გარდა საქართელოსი!

ხალხის ,ემიგრანტების და მეცნიერთა კონგრესის ერთობა არა რევოლუციური სცენარებისთვის,არამედ თუნდაც იგივე ხელისუფლების “გადასარჩენადაც”,თუ ხელისუფლებას სურს თავის და ქვეყნის გადარჩენა,წინააღმდეგ შემთხვევაში მომავლის პროგნოზი გაურკვეველ მიმართულებას იიღებს და სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით!

დროა, შევიკრათ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გადასარჩენად!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *