მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

„საქართველო – თაფლის ცივილიზაციის ქვეყანა“

მეცნიერთა კონგრესის უნიკალური ქართული პროექტი   ინოვაციური პროექტების ცენტრის თანამონაწილეობით და ტელეკომპანია „ქართული TV“ -ს საინფორმაციო მხარდაჭერით

 

 გიწვევთ ყოველ შაბათ -კვირას, 12 საათიდან 20 საათამდე,  ხოლო 23 მაისიდან, ყოველდღე, 11-დან 19 საათამდე, ცოტნე დადიანის 26 -ში, რომ ერთად გავხდეთ ამ დიდი ქართული პროექტის მონაწილე, მხარი დავუჭიროთ ქართულ პროდუქტს, მეწარმეებს,  განსაკუთრებით, მომხმარებელს!

მეცნიერთა კონგრესი პოსტკოვიდური საქართველოს ეკონომიკის მთავარ მიმართულებად მიიჩნევს იმუნური სისტემის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, 14 აპრილს დედა-ენის დღეს, დაიწყო დიდი მოძრაობა: 

«საქართველოთაფლის ცივილიზაციის ქვეყანა».

ჩვენ რეალურად ვართ თაფლის ცივილიზაციის ქვეყანა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს აღიაროს მსოფლიომ ისე, როგორც ეს ბოლო ათწლეულში მოხდა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით!

მობრძანდით ყოველ შაბათ-კვირას, 12:00 საათიდან  20:00 საათამდე, ხოლო 23 მაისიდან, ყოველდღე, 11-დან 19 საათამდე, ცოტნე დადიანის 26 ში, რომ რაც შეიძლება მეტი დავრწმუნდეთ და შემდგომ თითოეულმა ჩვენგანმა ყველას გასაგონად ვთქვათ:

ქართული თაფლი არის  ერთერთი საუკეთესო დღევანდელ მსოფლიოში და საუკეთესო იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის!

ამ ღონისძიებებით, მეცნიერთა კონგრესი აგრძელებს ქართული პროდუქციის მხარდაჭერის კონკრეტულ პროექტს, უპირველესად იმას, რომ უნდა დაინგრეს ვაჭრობის დამკვიდრებული მახინჯი სისტემა:

  • პროდუქტის შემქნელი წაგებაზე
  • მომხმარებელს ძვირად
  • ყველაფერი გადამყიდველს!

ეს, პრაქტიკულად არის დივერსია საქართველოს მოსახლეობისა და ეროვნული ეკონომიკის მიმართ.

საქართველოს დღეს სჭირდება ჯანსაღი მოძრაობა ჯანსაღ კონკურენციაზე დარდნობით:

 მეტი შემოსავალი მეწარმეს, ნაკლებ ფასად მომხმარებელს!” 

ჩვენ რეალურად ვთვლით, მეწარმემ უნდა მიიღოს მინიმუმ, 20 პროცენტით მეტი, ვიდრე  სავაჭრო ცენტრები და გადამყიდველები აძლევენ  და მომხმარებელს გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიეწოდოს 40-50 პროცენტით იაფად, ვიდრე დღეს იყიდება ბაზარში და სავაჭრო ქსელში.

ეს პროექტი ჩვენ დავიწყეთ იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის განსაკუთრებული ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით: თაფლი, თაფლის არაყი(თაფლუჭი), ბუნებრივი (ლამინარიის) იოდით გამდიდრებული ჩაი , სვანური მარილი.

პროექტი ახალი ძალით  ვითარდება. მეცნიერთა და პრაქტიკოსთა მონაწილეობით შემუშავებული და მიღებულია ახალი განსხვავებული პროდუქტები კოლხეთის მამულებიდან: „ლიმონი თაფლით“  „ლიმონის მურაბა თაფლით“, „ლიმონი შაქრით“. აქვე იქნება წარმოდგენილი ნატურალური  „თაფლის ძმარი“ -,,მიკოსთა“, რომელიც წარმოადგენს აპითერაპიის ერთ-ერთ მიმართულებას და საერთაშორისოდ აღიარებულია  21 საუკუნის სამკურნალო პრეპარატად, რომელსაც ეწოდა მიკომელთერაპია.

ყოველ შაბათ-კვირას, 12 -დან 20 საათამდე ყველა ეს პროდუქტი შეგიძლიათ დააგემოვნოთ და  შეიძინოთ ცოტნე დადიანის 26 – ში, თბილისის არტ-ჰოლის შენობაში – აქ არის გათავსებული მეცნიერთა კონგრესის ოფისი.

მომდევნო ორშაბათიდან ამავე მისამართზე, 11-დან 19 საათამდე იწყებს ფუნქციონირებას სპეციალური მაღაზია ამ პროდუქტებით.

მეცნიერთა კონგრესი გამოხატავს მადლიერებას ყველას მიმართ, ვინც შეძლებს ამ ეროვნული პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერას.

 

მეცნიერთა კონგრესი

 

საკონტაქტო პირები:

მეცნიერების დოქტორი, ვახში ჟვანია 577 407182

(ფონდი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ)

მეცნიერების დოქტორი ამირან აფციაური 514 010171

(ინოვაციური საბჭო)

 

მეფუტკრეობის პროდუქტებთან დაკავშირებით: გიორგი კეპაშვილი 597  74 52 25

პროდუქტები კოლხეთის მამულებიდან: ციური გარუჩავა 593 32 70 96

ჩაის პროდუქტებთან დაკავშირებით გიორგი ბენდელავა  599 11 18 75

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *