მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

საქართველოს გადარჩენის იდეა, ამ ეტაპზე ნაციონალური იდეის რანგში უნდა იყოს აყვანილი.

პროექტი

 

  1. შეხვედრის მიზანი

ერთი მოაზროვნე საინიციატივო ჯგუფის დონეზე მაინც – ისეთი პოლიტიკური მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის:

ა) პოლიტიკურ-სოციალური სიტუაციის სტაბილიზაციას

ბ) განვითარებას

გ) გადარჩენას

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მთავრობა, ელიტა და ყველა პოლიტიკური ძალა (მათ შორის, მეცნიერთა კონგრესი) უშვებს, ესაა ორიენტაცია სტაბილიზაციასა და განვითარებაზე.

მიგვაჩნია,რომ სტაბილიზაციის მცდელობას ჩიხში შეჰყავს ქვეყნის მომავალი  და უნიათო ხელისუფლებებს პოლიტიკურ  ცხოვრებას  უხანგრძლივებს.

ხალხი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაპირებების ილუზიაში ცხოვრობს, ხდება ინდიფერენტული უმნიშვნელო პოზიტიური ცვლილებების მიმართაც კი.

მიგვაჩნია, რომ მთავარი თემა უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა.

ხალხის თანადგომისა და მისი თანამონაწილეობის გარეშე არაფერი პოზიტიური არ შეიძლება მოხდეს.თუ იმაში დავრწმუნდებით, რომ ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების საერთოდ, ქართული ეთნოსის გადარჩენაზეა საუბარი, გაჩნდება შანსი. ერის გაერთიანების.

მაგრამ, სანამ ამ თემას შევებრძოლებით, უნდა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ობიექტური რეალობაა და არა ხელოვნულად დრამატიზირებული მოტივაცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორც ახლა, ქვეყანას არ გააჩნია დამოუკიდებლობის არც ერთი კომპონენტი.

  1. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა
  2. არ გაგვაჩნია საზღვრის დემარკაცია და დემილიტიზაცია არცერთ მეზობელ ქვეყანასთან
  3. არ გვაქვს თავდაცვითი, სასურსათო, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
  4. ყველა კანონზომიერებასაა გადაცილებული მთლიანად ქვეყნის და ქვეყნის შიდა ჭარბვალიანობის ზღვარი
  5. კატასტროფული სიტუაციაა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა ონკოლოგიურ დაავადებათა რაოდენობა
  6. განადგურებულია ქართული განათლების სისტემა
  7. დაბოლოს, დემოგრაფიული თვალსაზრისით გაერთიანებული ერების მონაცემებით, მსოფლიოს მომაკვდავი ერების პირველ ხუთეულში ვიმყოფებით.

ყველა ამ ფაქტორებს ხალხისთვის გასაგები ენით ფუნდამენტალური დასაბუთება სჭირდება. ობიექტურად, ამის გაკეთება მხოლოდ მეცნიერთა კონგრესს შეუძლია. ვიმეორებთ – ობიექტურად!!!

ვამტკიცებთ – ქვეყნის გადარჩენის იდეა ერთადერთია – რამაც შეიძლება ერი გააერთიანოს.

აი ესაა ის იდეა, რომელიც ახალი გაერთიანებული პოლიტიკური ძალის პლათფორმად უნდა იქცეს.

ძნელად მოიძებნება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ მიზანს ზურგს შეაქცევს. კამათი შეიძლება იყოს გადარჩენის გზებზე და არა გადარჩენის ფენომენზე.

ერთადერთი, ვინც შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს ამ იდეას – შესაძლოა იყოს მთავრობა, უსუსური მტკიცებულებებით, რომ ეს სიტუაციის დრამატიზებაა და ყველაფერი არც ისე ცუდადაა!

აი, მთავრობის ასეთი პოზიცია გახდება ბოლო წვეთი მის პოლიტიკურ ისტორიაში და საკუთარი მესამარის როლში გამოვა, ეს კი შექმნის წინაპირობას ხალხის და მეცნიერების (ინტელიგენციის ზოგადად), გაერთიანების, ემიგრაციის, მეცნიერულ პროგრამებზე ორიენტირების, ასევე პოლიტიკური ძალების გაერთიანების თუ არა, თანამშრომლობისათვის მაინც.

საქართველოს გადარჩენის იდეა, ამ ეტაპზე ნაციონალური იდეის რანგში უნდა იყოს აყვანილი.

  1. როგორი საქართველო გვინდა?

ა) უნიტარული

ბ) ფედერაციული

გ)კონფედერაციული

  1. საგარეო ორიენტაცია
    • ნეიტრალური
    • უბლოკო პაციფისტური
    • უბლოკო სრულფასოვანი თავდაცვისუნარიანობით
    • ევროკავშირისა და ნატოს წევრი
    • ევროკავშირის წევრი
    • პროტექტორალური

4. თვითმმართველობა საქართველოში

  •  რეგიონალური დაყოფა (….. მოდელი
  • . თვითმმართველობის განვითარების გზები:
  •  – ეტაპობრივი
  •  – ევოლუციური
  •  – რევოლუციური
  1. საარჩევნო სისტემა

– პროპორციული

–  მაჟორიტარული

– არჩევითი სუბიექტები (პროპორციულ-მაჟორიტარული)

– არჩევითი სუბიექტების გრადაცია

  1. ფუნდამენტური საკითხი

–   ქვეყანა ეკუთვნის ხალხს

–  ხალხი არის ხელისუფლების წყარო

  1. საქართველოს მოქალაქეობა

– ვისაც ერთი მშობელი მაინც ჰყავს ქართველი, აფხაზი, ოსი – მისი ნების შესაბამისად, ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

– შერეულ ოჯახებში – ერთი წევრი თუ მაინც არის ქართველი, ოჯახის ყველა წევრი, მათი ნების შესაბამისად, ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად.

5. პოლიტიკური აქსიომა

  • საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი
  • .დემოგრაფია, როგორც ეროვნული მიზანი
  • საქართველოს მოქალაქისა და ქართული პასპორტის უპირატესობა
  • წიაღისეულის რენტა ყველა ეროვნულ სიმდიდრესთან დაკავშირებით
  • ქართული ჯარი – როგორც უმთავრესი ეროვნული საზრუნავი

 

  1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტი:
  •  – ლოგისტიკური
  •  – აგროტექნიკური
  •  – საფინანსო
  • -სამთო წიაღისეული
  • -ბალნეოლოგიური
  • -რეკრეაციული
  • -ინოვაციური
  1. განათლება და კულტურა 
  1. საქართველოს თავდაცვითი და სამართალდამცავი სისტემა 

– საყოველთაო სამხედრო სამსახური ვაჟებისა და  გოგონებისთვის

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *