სოციალური ქსელები
ლუარა ნიჟარაძე: გამოხმაურება პრეზიდენტის ინიციატივაზე:მეგრული და სვანური ენის სკოლებში არჩევით საგნად სწავლების შესახებ

ამ თემის ირგვლივ აქტიური დისკუსია საზოგადოების მხრიდან განაპირობა ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ.რამდენადაც ქვეყნის დაშლა-დანაწევრება ყოველთვის იყო გარედან შემოგდებული ფარული ფაქტორი,რომლის საბოლო მიზანიც დაშლილილი საქართველოა,/ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან/,ყველა ასპექტით მიდის შეტევა ამ მიზნის მისაღწევად.
სტაბილური სახელმწიფო მდგომარეობის დროს ალბათ ამ თემის გაშლა არ იქნებოდა ასეთი “მტკივნეული”საზოგადოებისთვის,სეპარატიზმის ნიშნების გამოვლენაც არ იქნებოდა მყარი არგუმენტი ამ თემით სპეკულაციისთვის.
რამდენადაც არავისთვის არ არის საკამათო ,რომ ქართველურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება სვანურიც და მეგრულიც,ისე როგორც 17 მდე ქართული ენის სხვა დიალექტი,მისაღებად ჩაითვლებოდა მათი თავისუფალი სწავლება სკოლებში, არა როგორც საგანი,არამედ კუთხურ-დიალექტური ენის წრეების სახით, მსურვილებისთვის .რადგანაც ეს ორივე სამეტყველო ენა არის კუთხური სამეტყველო ქართული ენის დიალექტი. იმის მტკიცება რომ ეს ორი სამეტყველო ენა არ არის დიალექტი უკვე “სეპარატისტულია”და შორს გამიზნულ მიზანს ემსახურება. რატომ აუცილებლად გამახვილდა ყურადღება მეგრულ და სვანურ დიალექტებზე,და არა ქართული ენის სხვა დიალექტებზე??? ენათმეცნიერებმა საკმაოდ საფუძვლიანად შეისწავლეს ქართული ენის განვითარების კლასიფიკაცია ,ისე როგორც ქართული ანბანისა და ქართული დამწერლობის კლასიფიკაცია.როგორც ქართულმა დამწერლობამ გაიარა სამსაფეხურიანი განვითარება ასომთავრული,ხეცურ-ნუსხურიდან მხედრულამდე, ასევე ქართულმა ენამ გაიარა თავისი განვითარების საფეხურები ,იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ქართველურ ენათა ჯგუფს ქმნის მეგრული ,ჰერული,ზანური
,სვანური ,მესხური დიალექტები “ქართველურ ენათა არქაული გადმონაშთია მეგრული ,სვანური ლაზური” ,ამიტომაც ამ დიალექტების განცალკევება ქართული ენის გვერდით , როგორც საგნის ,არამართებული იქნებოდა ,თუმცა ვიმეორებ მათი თავისუფალი სწავლება სურვილისამებრ რათქმაუნდა მისაღებია,ისევე როგორც სხვა ქართული დიალექტებისა,მაგ.ლაზურის რომელიც თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა შემოინახეს,მათი სწავლება შესაძლებელია სკოლაში ცალკეული წრეების სახით.
მე არ მინდა პრეზიდენტის ამ ინიციატივაში ფარული ეჭვი შევიტანო,თუმცა ახლა ამის გაცხადება ისედაც ეჭვს იწვევს,რამდენადაც არ უნდა იყოს ქართული ენის განვითარებისა და დაცვის კეთილი ზრახვები ნაგულუსხმევი.უფრო უპრიანი იქნებოდა ამ განცხადების წინ პრეზიდენს განეცხადებინა ქართული ენის დაცვა ,რადგანაც ქართულ ენაში უცხო ენების “შემოჭრა”საკმაოდ გავრცელდა,რომელიც ანაგვიანებს ქართულ ენას,დაგვეწყო ეს თუნდაც სალაპარაკო ენით სახელმწიფო სტრუქტურებიდან,სატელევიზიო ეთერიდან,მედიიდან ,სადაც ხშირად ხმარობენ მეტყველების დროს უცხოურ სიტყვებს და ყურს ძალიან უხეშად ხვდება,მძიმე მოსასმენია ქართულ ენასთან შესატყვისობაში ნახმარი გადმოქართულებული უცხო სიტყვა.
ასევე ძალიან აღმაშფოთებელია შენობების გარე ფასადებზე გაკრული რეკლამები ,ამათუიმ დაწესებულების,ობიექტის აბრებზე განთავსებული წარწერები ,აჭრელებული უცხოური ასოებით დაწერილი ქართული სიტყვები, ანდაც პირიქით -ქართული ასოებით დაწერილი უცხოური სახელწოდებები,რატომ ამ ფაქტებზე არ ავტეხავთ განგაშს თუ ქართული ენის დაცვა გვინდა,რატომ არ ისმის პრეზიდენტიდან ან სამთავრობო სტრუქტურებიდან ენის დაცვის ინიციატივები,რომელიც ნამდვილად არ გახდებოდა საჯარო სადისკუსიო.
სვანური და მეგრული სამეტყველო ენა რათქმა უნდა განსხვავებული დიალექტური ნიშნების მატარებელია საქართველოს სხვა კუთხეების დიალექტებისაგან,მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ გამოყოფას ქართველურ ენათა ოჯახიდან,სვანეთში და სამეგრელოში მცხოვრები მოსახლეობა კუთხურ სამეტყველო ენას- სვანურს და მეგრულს ,ისედაც მუდმივად შეინახავს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ცხოვრებით როგორც სამეტყველო ენას .სკოლებში აუცილებელი სწავლის გარეშეც ეს ენები არასდროს გაქრება ამ კუთხეებში,ისევე როგორც აფხაზეთში აფხაზური,რომელიც ასევე ქართველურ ენათა ჯგუფის ნაწილია და აფხაზეთში ,საქართველოს ამ ლამაზ კუთხეში ,ასე აქტიურად ხმარობენ და ინახავენ.
უფრო უპრიანი იქნებოდა სავალდებულო გაგვეხადა საქართველოში მცხოვრები ყველა საქართველოს მოქალაქისთვის სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება და ამას უნდა მიექცეს უფრო მეტი ყურადღება,მათშორის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის უნდა გახდეს სავალდებულო სახელმწიფო ენის სწავლება ,არაფორმალურად,არამედ სახელმწიფო ენის მიმართ სერიოზული მიდგომებით. რატომ ვხუჭავთ თვალს ისეთ ფენომენზე როგორიც აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობაა ,სადაც ქართული საერთოდ არ იციან ,ასეთ ინიციატივას უფრო ექნებოდა მხარდაჭერა.
შემოგვეტანა ინიციატივა საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლების შესახებ, ისე როგორც იყო ადრე,და არა ახლა რომ შეუერთეს მსოფლიო ისტორიას.
ასევე მისაღებად და აუცილებლად მიმაჩნია სკოლებში რელიგიის და კერძოდ ბიბლიის სწავლება როგორც საგანი,ეს არის თემები რომლის ინიციატორებადაც უნდა გამოვდიოდეთ დღევანდელი ვითარების შესაბამისად.
რაც შეეხება საქართველოს დაშლა-დანაწევრების მოსურნეთ ეს არასდროს არ მოხდება,რადგან ქართველი ერი მომთმენია სიდუხჭირის მიმართ,მაგრამ როცა საქმე სახელმწიფოებრიობას ,ენას და ეროვნულობას ეხება ,ეს თემები ჭეშმარიტ პატრიოტ ქართველთათვის საკმარისია აღზევდეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას ერთიც და მეორეც!!!!!
ლუარა ნიჟარაძე
18.04.2022.
ფლორენცია,იტალია