მეცნიერთა კონგრესიპროექტებისლაიდერი

გიწვევთ დიდი პროცესის დაწყებაზე, დედაენის დღეს, ცოტნე დადიანის 26 – ში

 

მეცნიერთა კონგრესი პოსტკოვიდური საქართველოს ეკონომიკის მთავარ მიმართულებად მიიჩნევს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

სწორედ ამ მიზნით, ვიწყებთ დიდ მოძრაობას:

«საქართველო – თაფლის ცივილიზაციის ქვეყანა».

ჩვენ  რეალურად ვართ თაფლის ცივილიზაციის ქვეყანა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს აღიაროს მსოფლიომ ისე, როგორც ეს ბოლო ათწლეულში მოხდა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით!

მობრძანდით 14 აპრილს, ხუთშაბათს, დედაენის დღეს, ცოტნე დადიანის 26 ში,,სადაც ყველას გასაგონად,რაც შეიძლება მეტმა ვთქვათ:

 ქართული ენაც და ქართული ფუტკარიც არის დედამიწის ხნის , ქართული თაფლი კი ერთერთი საუკეთესო დღევანდელ მსოფლიოში და საუკეთესო იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის!

მეცნიერთა კონგრესი აქვე გამოაცხადებს ქართული პროდუქციის მხარდაჭერის კონკრეტულ წინდადებებს, უპირველესად იმას, რომ უნდა დაინგრეს ვაჭრობის დამკვიდრებული მახინჯი სისტემა:

  • პროდუქტის შემქნელი წაგებაზე
  • მომხმარებელს ძვირად
  • ყველაფერი გადამყიდველს!

ეს, პრაქტიკულად არის დივერსია საქართველოს მოსახლეობისა და ეროვნული ეკონომიკის მიმართ. საქართველოს დღეს სჭირდება  ჯანსაღი მოძრაობა ჯანსაღ კონკურენციაზე დარდნობით:

 “მეტი შემოსავალი მეწარმეს, ნაკლებ ფასად  მომხმარებელს!”

ვიწყებთ კონკრეტულ ქმედებას: ამ დღეს  ჩვენს თანამემამულეებს, ამჯერად თბილისში, ექნებათ საშუალება,  გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ 40-50 პროცენით იაფად, ვიდრე დღეს იყიდება  ბაზარში და სავაჭრო ქსელში.

პირველ ეტაპზე: თაფლი , ჩაი , სვანური მარილი….

14 აპრილს,  14 -დან 20 საათამდე უმაღლესი ხარისხის თაფლი,იოდიზებული ჩაი, სვანური მარილი შეგიძლიათ შეიძინოთ  ცოტნე დადიანის 26 – ში, თბილისის არტ-ჰოლის შენობა – აქ არის გათავსებული  მეცნიერთა კონგრესის ოფისი.

ღონისძიება 14 საათიდან გადაცემული იქნება  პირდაპირ ეთერში ფეისბუქის გვერდებზე:  ტელეკომპანია “ქართული TV” და გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”

მეცნიერთა კონგრესი გამოხატავს მადლიერებას ყველას მიმართ, ვინც შეძლებს  ამ  ეროვნული პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერას.

მეცნიერთა კონგრესი

საკონტაქტო პირები:  მეცნიერების დოქტორი ამირან აფციაური  514 010171 ;  მეცნიერების დოქტორი, ვახში ჟვანია 577 407182

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *