მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

საქართველოს დიდგორი დღეს მართალ სიტყვაზე გადის

ერთად შევქმნათ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის ტელევიზია!

 

 მეცნიერთა კონგრესის გელათის სესიის

 

 

საქართველოს დიდგორი დღეს მართალ სიტყვაზე გადის

 

თანამემამულენო!

ყველანი ვხედავთ, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მონოპოლიზირებულია სამთავრობო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ. საინფორმაციო სააგენტოები, პრესა, ელექტრონული მედია-ტელევიზიები თავიანთ „პატრონებს“ ემსახურებიან მათი საკუთარი ინტერესების დაცვაში ნებისმიერი გზით – სიცრუით, სიყალბით, მართალი ინფორმაციის დაბლოკვით. შედეგად მივიღეთ დეპრესია და უიმედობა საზოგადოებაში.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახ, საზოგადოების ერთობლივი მორალურ-მატერიალური ძალისხმევით, შევქმნათ ჭეშმარიტად თავისუფალი ტელევიზია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას უკავშირებს სიმართლესა და პასუხისმგებლობას. 

 მომავალი ტელევიზიის იდეოლოგიური საყრდენია ამაღლებული ეროვნული მისწრაფება – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი და გაერთიანებული სახელმწიფო.

ეს იქნება ხალხის ინტერესებისა და ქართული ტრადიციების დამცველი  ტელევიზია, საზოგადოების ყველა ფენის, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა კონფესიის, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა და საქართველოს ნამდვილ მეგობართა ტელევიზია.

პროცესი დაწყებულია. მაუწყებლობს “ქართული”,  იდეის ავტორია – “ქართული ერთობის დარბაზი” (ქედ-ი), რომლის  დამფუძნებლები არიან დიდ მამულიშვილებ: მერაბ ბერძენიშვილ, რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, რომან რურუა, ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი. ეს პატრიოტული წამოწყება აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ,  მას მხარი დაუჭირეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ,  შემოქმედებითმა კავშირებმა. ტელევიზიის დღევანდელი ფუნქციონირება დაკავშირებულია ქვეყნის განვითარების კონცეფციის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდაჭერ ფონდთან  და მიღებულ  შემოწირულობებთან.

ქვეყნის დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა – მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა – სრულიად სხვა მასშტაბის ტელევიზიას ითხოვს. ქვეყანას სჭირდება არა სამთავრობო და არა ოპოზიციური, არამედ მართალი ტელევიზიები.  ასეთი ტელევიზიების არსებობა იქნება ქვეყნის სიძლიერის საფუძველი. საერთო ძალისხმევით ასეთად უნდა გავხადოთ ტელეკომპანია “ქართული”(რეგისტრაციის სახელით «ქართული ტვ»)

 

პირველ ეტაპზე  (2022 წლის 26 მაისიდან – 2023 წლის 26 მაისამდე) მაუწყებლობამ მთელი საქართველო უნდა მოიცვას; ასევე, გავრცელდეს მთელ მსოფლიოზე და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ შევძელით მართალი ტელევიზიის შექმნა.

მეორე ეტაპზე (2023 წლის 26 მაისიდან – 2025 წლის 26 მაისამდე) დაიწყება დიდი სახალხო მოძრაობა: საქართველოს ყოველი ოჯახი, ემიგრაციის ჩათვლით, გახდება ტელევიზიის აქციონერი. ეს პრინციპული საკითხია. ვინც ვერ შეძლებს აქციის შეძენას, მას დაეხმარება სპეციალურად შექმნილი ფონდი.

 

საერთაშორისო ექსპერტებმა და იუნესკომ მოიწონეს ეს იდეა და ის, რომ ვერავინ შეძლებს აქციების 4 პროცენტზე მეტის ფლობას. სამეთვალყურეო საბჭო აირჩევა ხალხის მიერ. ყველა აქციონერს ექნება შესაძლებლობა აკონტროლოს ტელევიზიის საქმიანობა და  გამოთქვას ტელევიზიის მეშვეობით თავისი მოსაზრება.

 

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით ასეთი ტელევიზიის არსებობა უპრეცედენტოა, უნიკალური მოვლენაა მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში. ის ჰაერივით სჭირდება საქართველოს.  იგი ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, ეს ღირსების საკითხია.

ტელეკომპანია “ქართული”-ს სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის მინიმალურად  ყოველთვიურად 150 ათასი ლარია საჭირო, წლიურად, 1,8 მილიონი ლარი,: ანუ  იმის ნახევარი, რასაც  ქვეყნის ე.წ. წამყვანი ტელევიზიები ყოველთვიურად ხარჯავენ უფრო ზუსტად,  42- ჯერ ნაკლები (ე.წ. «წამყვანი ტელევიზიები» ყოველთვიურად ხარჯავენ მინიმუმ, 2 მილიონ დოლარს).

გამოჩნდა რამდენიმე პატრიოტი (მათ შორის-ემიგრანტები), რომლებიც ყოველთვიურად 100-დან 500-მდე ლარით  ეხმარებიან ტელეკომპანია “ქართულ” -ს. მსურველთა რაოდენობა იზრდება. სია გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 26 მაისს. გამარჯვება იქნება, ამ დროისთვის 500 -ზე მეტი გარანტირებული, 100 – 500 ლარიანი შემომწირველის არსებობა. იმედი გვაქვს, რომ ქართველი მეწარმეები რეკლამას განათავსებენ ამ ტელევიზიაში, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეიძენენ ტელევიზიის აქციებს, ერთჯერად დახმარებას გაუწევენ ტელევიზიას, დააფინანსებენ პროგრამებს, დაეხმარებიან მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.                                                                                                         

ჩვენ ვირჩევთ შემოსული თანხის ხარჯვის კონტროლის ყველაზე ეფექტურ სისტემას: ყოველთვიურად ვაქვეყნებთ მიღებულ შემოწირულობასაც და ხარჯვის დეტალურ ანგარიშსაც. ანუ, ყველას ექნება კონტროლის საშუალება. 

მაღალი სატელევიზიო სტანდარტის დამკვიდრებისათვის შემოქმედებითი დონის  შეფასების სისტემის შემუშავებას ვთხოვთ მაღალი დონის პროფესიონალებს, რომელთა ვინაობა გამოქვეყნდება აპრილის თვეში. ყველას აქვს შესაძლებლობა, ღიად გაუწიოს რეკომენდაცია მისთვის სასურველ პიროვნებას.

 ჩვენ ერთად ვქმნით ინტელექტზე, რწმენასა და ზნეობაზე დამყარებულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განწყობის მართალ ტელევიზიას!

 8 თებერვალი, 2022 წელი

გელათი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *