"გზა ცივილიზებული სახელმწიგოსკენ" მხარდაჭერის ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ანზორ საკანდელიძე. საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამა “კეთილდღეობა ყველასთვის!”

ანზორ საკანდელიძე

საქართველოს რეფორმტორთა კავშირი 

 

საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამა

“კეთილდღეობა ყველასთვის!”

  

 თბილისი

2020

 

ანოტაცია

წინამდებარე „საქართველოს პოსტკორანავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამა“ საქართველოს რეფორმატორთა კავშირის ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა 22-წლიანი მუხლჩაუხრელი და შეუპოვარი შრომის ნაყოფია. ეს არის მოსახლეობის დასაქმებისა და სახელმწიფოს მიზეზით 100 ათასობით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2,4 მილიონი მეანაბრეა!) მილიარდობით ლარის ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციის დღემდე გადაუჭრელი 2 უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გონივრული დაძლევის, უდიდესი სახელმწიფოებრივი ცნობიერებით გაჯერებული ნაშრომი. ამ უნიკალური ნაშრომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია 30 წლის წინ გაძარცვული მოსახლეობისათვის წართმეული საკუთრების (ანაბრები, ობლიგაციები და სხვა) დაბრუნება ფინანსური ინსტრუმენტების ინოვაციური მოდელების გამოყენებით.

აღნიშნული რეფორმების კეთილშობილური უბრალოება და ჰარმონიული სიმარტივე კაცობრიობის ფუძემდებლური ფასეულობებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური საფუძვლებითაა განპირობებული. ეს კი უპირობოდ, ყოველგვარი ფამილარული რევერანსების გარეშე, ქმნის უთუო წარმატების საფუძვლებს. შესაბამისად, მასში უტყუარ ფაქტებსა და ინოვაციურ მიგნებებზე დაყრდნობით განხილულია ქვეყანაში ერთობ მთვლემარე მდგომარეობაში მყოფი კონსტიტუციის ოთხივე ძირითადი პრინციპის გამოსაფხიზლებლად საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული წინსვლის არა ევოლუციური, არამედ  რევოლუციური მოდელი, რომელიც სიღრმისეულ ცოდნასა და გამოცდილებაზეა აღმოცენებული.

სწორედ ზემოჩამოთვლილ მიზეზთა გათვალისწინებით მოხდა ის, რომ 2020 წლის 24 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრმა მოიწონა ეს უნიკალური სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი. უფრო მეტიც, ამ ნაშრომში მაღალ ინტელექტუალურ დონეზე განხილულ-დამუშავებული, საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით სახელმწიფოს მიზეზით მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის გეგმაზომიერი ტრანსფორმაცია იგივე მილიარდობით ლარის კაპიტალად, ადგილობრივ ინვესტიციებად და მოსახლეობის გრანდიოზულ დასაქმებად აღიარა ეკონომიკურ ინოვაციად!

ნაშრომი განკუთვნილია არა მარტო მეცნიერების, პოლიტიკოსების, ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის, არამედ მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც 30-წელიწადია ამაოდ ელოდება მოსახლეობის დასაქმების პრობლემის მოგვარებასა და სახელმწიფოს მიზეზით დაკარგული საკუთრების დაბრუნებას ძირითადად ანაბრებისა და ობლიგაციების სახით.

 

 რედაქტორი:

გელა ყიფიანი

რეცენზენტი:

ნუგზარ შეყილაძე

ტექსტის ამკრეფი:

ხათუნა მელაშვილი

 

  

წინასიტყვაობა

            „საქართველოსს პოსტკორონავიურსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამა“ შედგება 2 თავისაგან: „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა“(საქპატენტის მოწმობა N6333, 2015წ.) და „პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროები“(საქპატენტის მოწმობა N8098, 2020წ.). პირველ თავში განხილული „კონცეფცია-პროგრამის“ ცალკეული ეკონომიკური რეფორმები სხვადასხვა წლებში მოიწონა ყველა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა,  ვინც საფუძვლიანად გაეცნო, მათ შორის:

1999 წელს აკადემიკოსმა ივერი ფრანგიშვილმა, 2000 წელს შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეულმა, ცნობილმა პოლონელმა ეკონომისტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა, 2003 წელს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ და დღევანდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ, 2005 წელს საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიამ და პირადად ამ აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა ლეო ჩიქავამ, 2006 წელს სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეულმა, ასევე ცნობილმა ესტონელმა ეკონომისტმა მარტ ლაარმა, 2009 წელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ურუზმაგ ქარქუსოვმა, 2016 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ნუგზარ შეყილაძემ და 2020 წლის 24 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრმა.

ამ ცენტრის აკადემიკოსებმა ჩვენს მიერ მიგნებულ-დაპატენტებული, საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2,4 მილიონი მეანაბრეა!) მილიარდობით ლარის ზარალის კაპიტალიზაცია გარანტირებული უმაღლესი რენტაბელობით მომუშავე, ახლადგახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოების ადგილობრივ ინვესტიციებად, აღიარეს ეკონომიკურ ინოვაციად, ანუ ზარალის გარდაქმნა-ტრანსფორმაცია კაპიტალად,  ადგილობრივ ინვესტიციებად და მოსახლეობის დასაქმებად აღიარეს რა ეკონომიკურ ინოვაციად, პოსტკორონავირუსულ საქართველოში ინვესტიციები აღარ გვექნება საძებნელი კორონავირუსით ჩაკეტილ საზღვარგარეთის ქვეყნებში!

ეს უნიკალური ეკონომიკური რეფორმები განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ქართულ სოფლებში მცირე მეწარმეობის არნახულ აღორძინებასა და სოფლის მოსახლეობის მასიურ დასაქმებას ადგილებზე, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ადგილობრივ მცირე საწარმოებს უქმნის იდეალურ სამეწარმეო პირობებს: მცირე საწარმოები საგადასახადო კოდექსის გადასახადებს დაფარავენ საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით, საბრუნავ სახსრებად გამოიყენებენ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული ანტიინფლაციური შეზღუდვებით, ძირითადი ფონდებისათვის გამოიყენებენ მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ფონდში შესულ ათეული მილიონობით ლარის ადგილობრივ და უცხოურ ფულად ნაკადებს, სახელმწიფო ქონების (მათ შორის მიწების) არენდებს დაფარავენ საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით, ანუ მცირე მეწარმეები მინიმალურად იქნებიან დამოკიდებულები მევახშე ბანკებზე.

„მეგაპროგრამის“ მე-2 თავში განხილულია პოსტკორონავირუსულ უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის 6 ახალი წყარო: 1. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, 2. ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება, 3. სახელმწიფო ბიზნესის აღორძინება, 4. მშენებლობის სამინისტროს აღდგენა, სამშენებლო ტენდერების გაუქმება და სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესის აღორძინება, 5. პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება, 6. საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის ექსპერიმენტის წესით ამოქმედება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში.  ეს წყაროები რეალურია და ხელისუფლების დაინტერესება-ხელშეწყობით ექვსივე პროგრამა პრაქტიკულად განხორციელებადია, რის შედეგადაც სავსებით შესაძლებელი გახდება ბიუჯეტის გაზრდა ათეული მილიარდობით ლარის დამატებითი შემოსავლებით.

ამ წყაროებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-4 წყარო, სადაც 2004 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული მშენებლობის სამინისტროს აღდგენა გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე ახალი სამინისტროს შექმნის გარეშე. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესის აღორძინებით ბიუჯეტში დამატებით შევა სოლიდური თანხები, მშენებლობის სამინისტროს აღდგენით აღდგება დღეს განულებული სამშენებლო კონტროლი და დამთავრდება 16-წლიანი წარმოუდგენელი სამშენებლო ქაოსი და განუკითხაობა. თუ ჩვენ ამას დღეს არ გავაკეთებთ, ხვალ უკონტროლო სეისმომედეგობამ და სამშენებლო ეკოლოგიამ შეიძლება ისეთი უბედურებები დაატრიალოს 8-9 ბალიანი მიწისძვრების საშიშ სეისმურ ზონაში მდებარე საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, რომ კორონავირუსი მონაგონი იქნება!

ნაშრომის ძირითადი პრინციპების არსობრივ საყრდენს წარმოადგენს საკაციობრიო ღირებულებათა ისეთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საფუძვლების დაცვა, როგორიცაა: საკუთრება, სამართალი და ეკონომიკური თავისუფლება, რომელთა შორის უპირველესი როლი აკისრია იმ უკიდეგანო ცნებას, რასაც საკუთრების უფლება ჰქვია.

ქვემოთ მოვიყვანთ ამონარიდებს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების, საკონსტიტუციო სასამართლოებისა და სხვა უამრავ სპეციფიკურ ლიტერატურაში და კონვენციებში გამოყენებულ ფუნდამენტურ შეფასებებს-საკუთრების, სამართალისა  და სამეწარმეო თავისუფლების შესახებ:

პირველყოფილი ადამიანის მიერ ნივთის საკუთრად ფლობის განზრახვისა და მისი დაუფლების ფაქტიდან წარმოიშვა საკუთრების უფლება, რომელიც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა და დემოკრატიული  სახელმწიფოს ქვაკუთხედს წარმოადგენს.

საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.

ნივთის ფლობა ადამიანის-შინაგანად დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი და მისი ბუნებიდან გამომდინარე იმანენტური უფლებაა და ადამიანს ადამიანურობისათვის ეკუთვნის.

საკუთრება ადამიანთა არსებობის განუყოფელ ელემენტად მიიჩნევა. მის არსებობას ვარაუდობენ მართლწესრიგის გაუქმების პირობებშიც, რადგან იგი ადამიანის ყოფიერების საფუძველია.

კულტუროლოგიის შორსმჭვრეტელობიდან გამომდინარე, საკუთრების უფლებების დაცვა, ერის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა.

ხოლო, თუ რა არის სამართალი, მისი სრული განსაზღვრება, ეს არის კაცობრიობის ოცნება!

რა თქმა უნდა, აბსოლუტურ განზომილებაში სამართლიანობა არასოდეს არ იქნება, რადგან ყოველთვის მოხდება გამრუდებანი, მაგრამ მთავარია, რომ ეს იყოს იმ დოზით, რომ საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირების გაგრძელება.

წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება   ერის დეგრადაცია და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა, რის გზასაც ადგას დღეს ჩვენი ქვეყანა!

კითხვას, „შესაძლებელია თუ არა სამართალი იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება არღვევს კანონს და ძარცვავს მოსახლეობას“, თამამად შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ-არა!, რადგან, დემოკრატიის ნაცვლად მივიღებთ – ტირანიასა და ჩაგვრას.

რაც შეეხება მეწარმეობის თავისუფლებას, ის კონსტიტუციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომლის კეთილდღეობა აბსოლუტურად არის დაყრდნობილი საკუთრების უფლებების დაცვაზე, მისთვის შინაგანად დამახასიათებელი ბუნებიდან გამომდინარე.

უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების დაცვის გარეშე.

იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამრთლებრივი სიკეთის ყოფიერებას, განსაზღვრავს მეორე სიკეთე.

საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება.

ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს ცალკე ნორმას მეწარმეობის თავისუფლების შესახებ და მას იქ მოიაზრებენ, სადაც საკუთრების უფლების გარანტიებზეა საუბარი.

ამდენად ზემოხსენებული სამკუთხედი-საკუთრება, სამართალი და მეწარმეობა შეკრულია ერთ მთლიან გლობალურ ფასეულობად, რომელთა ერთობა უპირობო განმსაზღვრელია, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობით მართვისათვის.

ნებისმიერს, ვინც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, მოუწევს მტკიცებითი და არა შეხედულებითი ფორმით წარმოადგინოს განსხვავებული დებულება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი, უნიკალური „მეგაპროგრამა“ იმდენად სრულ თანხვედრაშია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ნებისმიერ კრიტერიუმთან და ისე ჰარმონიულადაა განფენილი მათში საკუთრების, სამართალისა და მეწარმეობის კავშირურთიერთობის ერთობლივ შეხედულებათა სისტემად, რომ მისი წაქცევა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ცივილიზაციის განვითარების დღევანდელ ეტაპზე.

რაც შეეხება მექანიზმს იმისა, თუ როგორ უნდა დაინერგოს აღნიშნული „მეგაპროგრამა“ პრაქტიკაში ისე, რომ არა თუ ზიანი, არამედ საყოველთაო სიკეთე მოუტანოს, როგორც ქვეყანას, ასევე მის მოსახლეობას, და ყოველივე ამისთვის რესურსი არ აღმოგვაჩნდება, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის დღევანდელ ეტაპზე ცივილური საზოგადოების ყოფიერების დონესთან შედარებით, ინტელექტუალურად და კულტულურად ნამდვილად ჩამორჩენილი ერი ვართ. 

 

შესავალი

          “სირცხვილია, სირცხვილია იმიტომ, რომ

ქვეყანაში შიმილია, შიმშილია!”

ეს არის ამონარიდი ცნობილი საესტრადო მომღერლის, გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის”, ერთ-ერთი ნაცნობი სიმღერის ტექსტიდან. დიახ, რაც 30 წელიწადია ხდება საქართველოში, სადაც შიმშილისაგან იხოცებიან ადამიანები და მათ შორისაა ყოველწლიურად ასობით შიმშილისაგან გარდაცვლილი ბავშვი, მართლაც სირცხვილი და თავზარდამცემია. არად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით საქართველოს საკუთარი რესურსებით სრულფასოვნად შეუძლია 8 მილიონი ადამიანის გამოკვება. რა არის ამ უდიდესი ტრაგედიის მიზეზი? უარყოფა და არშესრულება იმ ეპიტაფიისა, რაც მთაწმინდის წმინდა სასაფლაოზე განსვენებული, 31 წლის ასაკში სამშობლოს სიყვარულში, ზრუნვაში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულ ბრძოლაში ნაადრევად ჩაფერფლილი მამულიშვილის, სოლომონ დოდაშვილის გულზე დადებულ საფლავის ქვას აწერია: “არა თავისა თვისისათვის მხოლოდ, არამედ სიყვარულისათვის მამულისა.”

სამწუხაროდ, 30 წელიწადია საქართველოში უზომოდ მრავალნი, მათ შორის ხელისუფლებაში მოსული ვაიხელისუფალნი, იღწვიან “თავისა თვისისათვის მხოლოდ” და უზომოდ მცირენი “სიყვარულისათვის მამულისა.” მეორე დიდი უბედურებაა 2006 წელს ნაციონალების მიერ 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი, მცირე მეწარმეობის ერთადერთი, “მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” მარეგულირებელი კანონის გაუმართლებელი და უპრეცენდენტო გაუქმება. ეს ნონსენსია, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ ქონდეს ერთი კი არა, მცირე მეწარმეობის რამდენიმე კანონი და ჩვენსავით იყოს მცირე მეწარმეობის სრულ საკანონმდებლო ვაკუუმში. ამ კანონის გაუქმებასთან ერთად გაუქმდა კანონთან ორგანულად მიბმული მცირე საწარმოთა მართვის ერთადერთი “მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი” საკუთარი საინვესტიციო ფონდით, სადაც უწყვეტად ირიცხებოდა მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი ათეული მილიონობით ევროს უცხოური თუ ადგილობრივი ფულადი ნაკადები: გრანტები, ტრანშები, დახმარებები და შეღავათიანი კრედიტები.

14 წელია ამ კანონის, ცენტრისა და საინვესტიციო ფონდის არარსებობის გამო ეს უზარმაზარი ფულადი ნაკადები მცირე მეწარმეთა გვერდის ავლით მიედინება საფინანსო-ეკონომიკური კლანების მიერ კონტროლირებად კომერციულ ბანკებში და 14 წელია მიმდინარეობს ამ კლანების მიერ მცირე მეწარმეთა კუთვნილი ფულადი ნაკადების მიტაცება. გამკიხავი, მომკიხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი ქვეყანაში არავინ არ არის!

14 წელიწადია საფინანსო-ეკონომიკური მაფიოზური კლანები ებრძვიან ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული “საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის” (შემდეგში “კონცეფცია-პროგრამის”) ეკონომიკური რეფორმების პრაქტიკულად ამოქმედებას. ეს უნიკალური რეფორმები კი პირველ რიგში ითვალისწინებს “მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” კანონის აღდგენას მართვის ცენტრისა და საინვესტიციო ფონდის აღდგენასთან ერთად. ამით დამთავრდება მაფიოზური კლანების მიერ მცირე მეწარმეების კუთვნილი ფულადი ნაკადების მიტაცება და ამ ფულადი ნაკადების ხარჯზე დაიწყება მცირე საწარმოთა მართვის ცენტრის ფილიალების დაარსება საქართველოს რეგიონებში, რაც ჯდება ჩვენს მიერ შერჩეულ აშშ-ის მცირე მეწარმეობის მართვის სტრუქტურულ სქემაში.

მცირე მეწარმეთა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ამ რეგიონულ ფილიალებში ინტენსიურად დაიწყება სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა, რომელთა შორის 2,4 მილიონი მეანაბრეა, ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციის პროცესები: დაზარალებულების აღრიცხვა, დაზარალების იურიდიული დოკუმენტების მიღება-ინდექსაცია-ინვენტარიზაცია – წარდგენა ფინანსთა სამინისტროში – ფინანსთა სამინისტროდან სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ჩამოტანა და დარიგება დაზარალებულებზე. ცენტრის ფილიალებში დაზარალებულები მიიღებენ კონსულტაციებს საგადასახადო თამასუქების პრაქტიკულად გამოყენებისა და, მათი სურვილის შემთხვევაში, ფილიალებთან ერთად ერთობლივი მცირე სამრეწველო საწარმოების დაარსების თაობაზე.

ცენტრის ფილიალების დახმარებით რეგიონებში მასიურად გახსნილი პროდუქციის მწარმოებელი მცირე სამრეწველო საწარმოები იმუშავებენ ჩვენი “კონცეფცია-პროგრამით”, სადაც დაწვრილებითაა განხილული, მძივებივითაა აწყობილი და ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ის უნუკალური კომპლექსური ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც საქართველოში უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიზეზით მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის გეგმაზომიერად ტრანსფორმაციას ზარალის შესაბამის მილიარდობით ლარის კაპიტალად, ადგილობრივ ინვესტიციებად და მოსახლეობის გრანდიოზულ დასაქმებად!

ზარალის ადგილობრივ ინვესტიციებად ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როცა მსოფლიოში მთელი ინვესტიციები ძირითადად მიმართულია  კორონავირუსისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ კი საქართველოში გავაჩინეთ შანსი, რომ 30 წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლებების მიერ საკუთარი მოქალაქეების მილიარდობით ლარის დაზარალება, დღევანდელმა ხელისუფლებამ გარდაქმნას იგივე მილიარდობით ლარის კაპიტალად, ადგილობრივ ინვესტიციებად და მოსახლეობის დასაქმება-დასაპურებლად!

თუ როგორ, ამ კითხვაზე დამაჯარებელადაა პასუხი გაცემული “კონცეფცია-პროგრამაში”, რომლის უნიკალური ეკონომიკური რეფორმები თავის დროზე მოიწონა ყველა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა, რომლებიც საფუძვლიანად გაეცვნენ ამ რეფორმებს. მათ შორისაა, 1999 წელს აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი, 2000 წელს შევარდნაძის მიერ ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეული ცნობილი პოლონელი ეკონომისტი ლეშეკ ბალცეროვიჩი, 2005 წელს საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია და პირადად ამ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი ლეო ჩიქავა, 2006 წელს სააკაშვილის მიერ ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეული ცნობილი ესტონელი ეკონომისტი მარტ ლაარი, 2016 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და 2020 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელმაც მილიარდობით ლარის ზარალის ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაცია ახალგახსნილი, ევროპული სტატუსის, პროდუქციის მწარმოებელი მცირე სამრეწველო საწარმოების იგივე მილიარდობით ლარის ადგილობრივ ინვესტიციებად აღიარა “საინტერესო ინოვაციურ მიგნებად”!

აღსანიშნავია, რომ “კონცეფცია-პროგრამის” რეფორმების ჩატარება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2013 წელს შევთავაზეთ ქართულ ოცნებას. როცა პასუხი ვერ მივიღეთ, ხელისუფლებას კვლავ შევთავაზეთ, რომ “კონცეფცია-პროგრამა” ექსპერიმენტის წესით აემოქმედებია მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ, ანუ კვების მრეწველობაში. წერილი დაეწერა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს თამაზ კუნჭულიას, რომელმაც ჩვენი რეფორმები მოიწონა. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ დაწყებული საქმე ბოლომდე მაინც არ მიიყვანა. ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძრვანელობას კვლავ მოვუწოდებთ ექსპერიმენტის წესით ერთობლივად ავამოქმედოთ ჩვენი უნიკალური “კონცეფცია-პროგრამა” სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში. ეს კი საშუალებას მოგვცემს მილიარდობით ლარის ადგილობრივი ინვესტიციების ფაქტიურად უფასოდ მოზიდვის გარდა, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ევროპული სტატუსის მცირე მეწარმეებს მივცეთ უდიდესი შეღავათები:

ისინი სახელმწიფო ქონების (მათ შორის, მიწების) გრძელვადიანი არენდების გადასახადებს დაფარავენ სახელმწიფოს მიზეზით მოსახლეობის დაზარალების შესაბამისი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით, საბრუნავ სახსრებად მევახშე-ბანკირთა გვერდის ავლით გამოიყენებენ უპროცენტო მიზნობრივ ემისიურ კრედიტებს აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული ანტიინფლაციური შეზღუდვებით და საგადასახადო კოდექსის გადასახადებსაც დაფარავენ საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით. ეს კეთილად წაადგება საქართველოში როგორც მილიარდობით ლარის ახალი ადგილობრივი ინვესტიციების გაჩენას, ისე ამ ინვესტიციებით ასობით ახალი კვების მრეწველობის ევროპული სტატუსის მცირე სამრეწველო საწარმოების გარანტირებული მაღალი რენტაბელობით ამუშავებას, სადაც შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. 5-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი კი ავტომატურად დამატებით შეიქმნება არასამრეწველო ბიზნესებში და პოსტკორონავირუსულ საქართველოში წარმატებით დაიწყება ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის, მოსახლეობის დასაქმებისა და ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქტებით სრულფასოვანი გამოკვების საოცნებო ხანა.

პოსტკორონავირუსულ კატასტროფულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოსთვის ჩვენს მიერ მიგნებულ-დაპატენტებული, საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე, 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიებული და 2006 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული “მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” ერთადერთი მარეგულირებელი კანონის აღდგენაზე, ანუ მოსახლეობის დასაქმებაზე და სახელმწიფოს მიზეზით მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის ანაზაურება-კომპენსაციაზე, ანუ სამართლიანობის აღდგენაზე დაფუძნებული ჩვენი “კონცეფცია-პროგრამის” უნიკალური კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების ამოქმედებასთან ერთად მოხოვნადი გახდება აგრეთვე ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელისუფლებების მიერ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და მოულოდნელად თავსდატეხილი კორონავირუსისაგან განადგურებული ბიუჯეტის შესავსებად ახალი ალტერნატიული წყაროების გამოძებნა.

ამ მიზნით დავამუშავეთ “საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამა “კეთილდღეობა ყველასთვის!” პოსტკორონავირუსული მეგაპროგრამის სახელწოდება „კეთილდღეობა ყველასთვის!“ ნასესხებია მე-2 მსოფლიო ომისგან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ტერიტორიულად ბოლომდე განადგურებული დასავლეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრისა და კანცლერის, ლეგენდარული ლუდვიგ ერჰარდის მიერ გატარებული რევოლუციური რადიკალური ეკონომიკური რეფორმების პროგრამის სახელწოდებისაგან, რომელმაც მართლაც მოახდინა ეკონომიკური სასწაული და სულ რაღაც 10 წელიწადში მე-2 მსოფლიო ომისგან ეკონომიკურად გაპარტახებული დასავლეთ გერმანია გადააქცია ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ!

მეგაპროგრამა კი შედგება 2 თავისაგან. პირველი თავია ჩვენს მიერ უკვე განხილული “საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა”, ანუ იგივე “კონცეფცია-პროგრამა” სრული მოცულობით. მე-2 თავია “პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროები”. ბიუჯეტის გაზრდის ძირითადი წყარო იქნება პირველ თავში განხილული “კონცეფცია-პროგრამა”, რომელიც ყოველწლიურად სტაბილურად მილიარდობით ლარის დამატებითი შემოსავლებით გაზრდის ბიუჯეტს. ასევე მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლებით რეალურად გაზრდის ბიუჯეტს მე-2 თავში განხილული 6 წყარო: ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება, სახელმწიფო ბიზნესის აორძინება, მშენებლობის სამინისტროს აღდგენა, ტენდერების გაუქმება და სხელმწიფო სამენებლო ბიზნესის აღორძინება, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება, “საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის “კეთილდღეობა ყველასვის!” ექსპერიმენტის წესით ამოქმედება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში.

 

თავი 1

საქართველოს ანტიკრიზისული 5–წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების

კონცეფცია–პროგრამა

საქართველოს ანტიკრიზისული 5–წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია–პროგრამა

       1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. შეიცვალა რა პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილება, ქვეყანაში დაიწყო რადიკალურად განსხვავებული, დამოუკიდებელი ქვეყნის შესაბამისი სრულიად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. ეკონომიკური რეფორმების გატარება მუდმივი პროცესია. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება-წინსვლის აუცილებელი პირობა. თავის მხრივ ეკონომიკური განვითარება-წინსვლის ძირითადი გარანტი არის სამრეწველო მეწარმეობის განვითარება, რომელზედაც დამოკიდებულია ქვეყნისთვის განვითარებულის თუ განვითარებადის სტატუსის მინიჭება. საბჭოთა კავშირში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული სამრეწველო პროდუქციით იყო ერთ-ერთი მოწინავე და მსოფლიო რეიტინგში ითვლებოდა განვიარებულ ქვეყნად. ამჟამად კი ამ მაჩვენებლით როგორც პოსტსაბჭოურ, ისე მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ვართ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე და ვითვლებით განვიარებად ქვეყნად.

ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოში ჩატარებული სამრეწველო მეწარმეობის რეფორმები იყო არასაკმარისი, არაადეკვატური, არაკომპეტენტური და მოითხოვს საფუძვლიან გადახედვას,  რასაც ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს და რაღაცას აკლებს. უპირველეს ყოვლისა, აკლებს აუცილებლად განსახორციელებელ სასწრაფო რეფორმებს მოსახლეობის ძირითად დამსაქმებელ მცირე სამრეწველო მეწარმეობაში, რომლის ერთადერთი კანონი 2006 წლიდან გაუქმებულია და საქართველოში 9 წელიწადია მცირე მეწარმეობა აბსოლუტურად დაუფინანსებელი, უპატრონოდ მიტოვებული და კანონგარეშედ გამოცხადებულია. ამ დროს ყველა სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“, ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის ეფუძნება იურიდიულად არარსებულ და განულებულ მცირე სამრეწველო მეწარმეობას, რის გამოც დიდი კითხვის ქვეშ დგება ამ პროგრამების წარმატება.

ხელისუფლება უდაოდ აკლებს ცვლილებებს დღევანდელ საგადასახადო კოდექსს, სადაც მცირე და მსხვილი მეწარმეების საგადასახადო ტვირთები გათანაბრებულია, რის გამოც მცირე მეწარმეები ვერავითარ კონკურენციას ვერ უწევენ მსხვილ მეწარმეებს და განდევნილები არიან ქვეყნის სამრეწველო სამეწარმეო სივრციდან. გარდა ამისა, ამ კოდექსში მეწარმეთა საგადასახადო ტვირთი მაღალია, 2-ჯერ აღემატება ოპტიმალურს და საქართველოში მყარად ამკვიდრებს 70%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას, რასაც ბოლო წლებში სისტემატურად აფიქსირებენ უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები.

ხელისუფლება ასევე აკლებს, უფრო სწორად კი, საერთოდ არაფერს არ აკეთებს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების ჩასატარებლად. ეკონომიკურთან ერთად ეს არის უდიდესი სოციალური პრობლემაც, რადგან დაზარალებულთა რიცხვი აღემატება რა 2 მილიონს, საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი ფაქტიურად დაზარალებულია და ზარალიც რამდენიმე ათეულ მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის გვერდის ავლით ამ უზარმაზარი ზარალის (რაც პოტენციურად სახელმწიფო შიდა ვალს წარმოადგენს და გაეროს ზეწოლით საქართველოს ადრე თუ გვიან ამ ზარალის ანაზღაურება მაინც მოუწევს) ანაზღაურების რეფორმების რეალური პროგრამის დამუშავება იქნება შვება როგორც დაზარალებულებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ჩვენ დავამუშავეთ და დავაპატენტეთ სახელობითი საკომპენაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ზარალის ანაზღაურების პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალს გაუკეთებს რა ტრანსფორმაციას მცირე სამრეწველო საწარმოთა ადგილობრივ ინვესტიციებად, უზრუნველყოფს ამ საწარმოთა გარანტირებულ მუშაობას მაღალ მოგებაზე და მიღებული მოგების ხარჯზე დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებას. ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებულ ამ უნიკალურ პროგრამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ მე-3 თავში.

ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ანტიკრიზისული რეფორმების კონცეფცია–პროგრამას არ განვიხილავთ მთლიანი ეკონომიკის გლობალურ ასპექტში. განვიხილავთ მხოლოდ სამრეწველო მეწარმეობის ეკონომიკური სეგმენტის ფორსირებული აღორძინების პროგრამს საგადასახადო, მცირე მეწარმეობის, სახელმწიფოს მიზეზით დაარალებულა ზარალის ანაზღაურებისა და მონეტარულ  იმ რეფორმებ, რომლებაც ხელისუფლება არ ატარებს და არც მომავალში არ გეგმავს მათ გატარებას, რაც ქვეყანაში იწვევს აშკარა ეკონომიკურ კრიზისს.   

საქართველოს საგადასახადო სისტემის ერთ–ერთი დიდი ნაკლია, რომ 1997 წელს მიღებულ და დღემდე მოქმედ საგადასახადო კოდექსში მცირე და მსხვილი მეწარმეების საგადასახადო ტვირთები გათანაბრებულია, რის გამოც მცირე მეწარმეები ვერ უწევენ კონკურენციას მსხვილ მეწარმეებს და აღარ არსებობს მცირე მეწარმეობის ლეგალური ფუნქციონირების ეკონომიკური საფუძვლები. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ საგადასახადო ტვირთი, რომელიც ცნობილი უცხოელი ეკონომისტების აზრით 2–ჯერ აღემატება ოპტიმალურს, მძიმეა თვითონ მსხვილი მეწარმეებისთვისაც. ასეთი მაღალი საგადასახადო ტვირთის ჩადება 1997 წლის კოდექსში იყო ამ კოდექსის ავტორების აშკარა შეცდომა. მათ ბრმად გადმოიღეს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების მაღალი საგადასახადო ტვირთების მოდელები, რომლებიც ოპტიმალურია მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებისთვის და არა საქართველოს მსგავსი სუსტი და კრიზისული ეკონომიკის ქვეყნისთვის.

ავტორებმა არ მიიღეს მხედველობაში მსოფლიო გამოცდილება, რომ ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის სიდიდე, რომელიც განისაზღვრება ლაფერის ცნობილი მრუდეებით, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე, იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად და მცირდება ეკონომიკის შემცირებასთან ერთად. სწორედ ამიტომ გვირჩევდა 2000 წელს ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი სტენლი ფიშერი: 2–ჯერ შეამცირეთ საგადასახადო ტვირთი და 3–ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო. აი რას ამბობს 2000 წლის 30 სექტემბრის გაზეთ ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ყოფილი მრეწველობის მინისტრი და პარლამენტარი ბესო ჯუღელი: ”საქართველოში ერთ წელიწადში შეიძლება ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ჩვენ კი 100–ლარიანი შემოსავლიდან 110 ლარი გადასახადი გვაქვს. ეს ნორმალურია? შევიმუშავე ალტერნატიული საგადასახადო კანონი და ეკონომისტ ფიშერს გავუგზავნე (ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახლავთ). მან კი ასეთი პასუხი მომცა, თქვენნაირ პირობებში მყოფი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს 15%–იანი გადასახადი, რომელიც 3–ჯერ გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს. ხელისუფლებას კი ეს არ აწყობს”[1,2,3]. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების განცხადებით 2000 წელს საქართველოში საგადასახადო  ტვირთი  იყო ბრუნვის  30%,  ფაქტიურად კი  შეადგენდა 2–ჯერ მეტს!

2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველიც, მსოფლიოში აღიარებული ესტონეთის ცნობილი რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მამამთავარი მარტ ლაარიც გვირჩევდა და აპირებდა კიდეც გადასახადების 2–ჯერ შემცირებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2006 წლის 18 მაისს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა იაშა მესხიამ პარლამენტში წარმოადგინა 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის ერთი სამეურნეო წლის წარმოუდგენელი კატასტროფული ეკონომიკური შედეგები და 2006 წლის 20-22 მაისის გაზეთში ”ალია” ეს სენსაციური შედეგები გაასაჯაროა ჟურნალისტმა ნათია ჯანაშვილმა მაშინდელი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მისამართით ნათქვამი ასეთი მყვირალა სათაურით: ”ნოღაიდელო, დაბრმავდი?! შენი საგადასახადო კოდექსი ბიზნესმენებს კრიმინალებად აქცევს”[3]. ამ თემაზე გამოქვეყნდა აგრეთვე ჩვენი ინტერვიუ   და სტატიები გაზეთებში ”ქრონიკა” და ”ასავალ–დასავალი” შთამბეჭდავი სათაურებით: ”რომელ კანონს მალავს ბესო ჯუღელი და რატომ არის დაბრმავებული ნოღაიდელი?”[2], ”საქართველოს ეკონომიკის არაქართველი მკვლელები და ქართველი ქილერები”(4), ”შეჩერდით, ქართული ეკონომიკის მკვლელებო!”[5].  დღეს ეს კრიმინალური საგადასახადო კოდექსი კვლავ მოქმედებაშია!

მაღალი საგადასახადო ტვირთის უტყუარი ინდიკატორია მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელმაც მსოფლიო ბანკის 2012 წლის ბოლო ოფიციალური მონაცემებით საქართველოში შეადგინა 72%. ავსტრიული კომპანია ”ეუობსერვიზის” მონაცემებით კი საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 2009 წელს იყო 68% და 2011 წელს 74%.  უფრო მაღალ 75%–იან ჩრდილოვან ეკონომიკას ბოლო წლებში საქართველოში სისტემატურად აფიქსირებენ ადგილობრივი ექსპერტები, მათ შორის, ჩვენი ასოციაციის ექსპერტი, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ვაშაკიძე. ამიტომ არის გაუმართლებელი ეკონომიკის სამინისტროში ადრე არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს გაუქმება. გარდა ამისა, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების მაფიოზურ ეკონომიკურ კლანებს თავიანთი ბიზნესების ლობირებისათვის სისტემატურად შექონდათ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. წელიწადში საშუალოდ შედიოდა რა 100 ცვლილება, 18 წლის განმავლობაში 1997 წლის საგადასახადო კოდექსში უკვე შესულია დაახლებით 1800 ცვლილება და ამიტომ ეს კოდექსი გადასაგდებია. ამ აზრს ბევრი სპეციალისტი იზიარებს და, მათ შორის, ცნობილი საგადასახადო ექსპერტი ირაკლი შავიშვილი. ისიც აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ჩვენ 6 გადასახადსა და 12 მოსაკრებელს გვითვლიან 18 გადასახადად. 4 წლის წინ გადასახადების ამ რაოდენობის მიხედვით 147 ქვეყანას შორის ვიყავით 92–ე ადგილზე, გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის სირთულეების მიხედვით კი ერთ–ერთ ბოლო 145–ე ადგილზე.

აქედან გამომდინარე, კარგა ხანია დღის წესრიგში დგას არსებულთან შედარებით ძირეულად განსხვავებულ ეკონომიკურ საფუძვლებზე შედგენილი ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება ოპტიმალურად მინიმალური საგადასახადო ტვირთითა და მაქსიმალურად გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირებით, რომელიც აღასრულებს 2004 წელს პრესაში დაბეჭდილი ერთ–ერთი მცირე მეწარმის ნატვრას: ”ვერ ვეღირსე და მენატრება კარგი საგადასახადო კოდექსი. არადა, კარგი საგადასახადო კოდექსის მიღება ერთი სამამულო ომის მოგების ტოლფასია”.

საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ერთ–ერთი დიდი ფაქტორია ხელისუფლების მიერ მცირე მეწარმეობის კანონგარეშედ გამოცხადება, იგნორირება და დაუფინანსებლობა, როცა 2006 წლიდან დღემდე გაუქმებულია 1999 წელს პარლამენტის მიერ მიღებული „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის“ ერთადერთი კანონი და ამ კანონთან ავტომატურად მიბმული მცირე საწარმოთა მართვის, უფლებებისა და ინტერესების დამცველი ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“ (შემდეგში „ცენტრი“) საკუთარი საინვესტიცო ფონდით, სადაც შედიოდა მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი ათეული მილიონობით დოლარის უცხოური და ადგილობრივი ფულადი ნაკადები გრანტების, ტრანშების, დახმარებებისა და შეღავათიანი კრედიტების სახით. „ცენტრი“ გაუქმების დროინდელი 14–კაციანი საშტატო უწყისით აღარ ფინანსდება ბიუჯეტიდან 2006 წლიდან. ამ დროს ბიუჯეტში ჩადებულია ათეულობით მილიონი ლარი მცირე მეწარმეობის სასტარტო დაფინანსების, იაფი კრედიტებისა და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებისათვის, მაგრამ „ცენტრის“ სახით აღარ არსებობს ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც სახელწიფოს მიერ მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის გამოყოფილ ამ ათეულობით მილიონ ლარს შუამავლების გარეშე უშუალოდ მიიტანს მცირე მეწარმეებამდე, ამის გამო ეს თანხები იხარჯება არამიზნობრივად, ძირითადად არა მცირე მეწარმეების, არამედ ისევ მსხვილი მეწარმეებისა და, განსაკუთრებით, ბანკირების კეთილდღეობისთვის. არადა, გაუქმებული კანონისა და „ცენტრის“ აღდგენისათვის საკმარისია 0,4 მილიონი ლარის ერთჯერადი დაფინანსება, რადგან ამ ერთჯერადი დაფინანსების შემდეგ „ცენტრი“ გადადის თვითდაფინანსების უწყვეტ რეჟიმში.

აქედან გამომდინარე, „მცირე საწარმოთა ხელშეწყობის“ 2006 წელს გაუქმებული კანონისა და მასთან მიბმული „ცენტრის“ აღდგენამდე, აგრეთვე მცირე და მსხვილი მეწარმეების თანაბრად დაბეგვრის საგადასახადო საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებამდე არაეფექტური და წამგებიანი იქნება ისეთი სამთავრობო პროგრამების განხორციელება, როგორიცაა: „60 გადამამუშავებელი ქარხანა“, „აწარმოე საქართველოში“, „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“, „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“.  ყველა ეს პროგრამა ეფუძნება რა იურიდიულად არარსებულ მცირე მეწარმეობას, ამ მიზეზით განწირულია მოსალოდნელი კრახისათავის, რადგან მცირე მეწარმეობისა და, შესაბამისად, მოსახლეობის დასაქმებისათვის გამოყოფილი ათეული მილიონობით ლარი ნაკლებად აღწევს უშუალოდ ადრესატებამდე, ანუ მცირე მეწარმეებამდე. არ შეიძლება სახელმწიფო 9 წელიწადი კანონგარეშედ აცხადებდეს მცირე მეწარმეობას, რომელზედაც მოდის მსოფლიო დასაქმებულთა 90% და მსოფლიო მშპ–ის, ანუ მსოფლიო ეკონომიკის 70%.

მცირე მეწარმეობის ამ 9–წლიანმა საკანონმდებლო ვაკუუმმა საქართველოში გამოიწვია მცირე მეწარმეობის ტოტალური გაუცხოება, როცა მცირე მეწარმეობა დღეს აღარავის აღარ ახსოვს: არც მთავრობასა თუ პარლამენტს, არც სპეციალისტებსა თუ ექსპერტებს, არც სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არც პრესისა თუ ტელევიზიის ჟურნალისტებს. როგორც ჩანს, ეს ტოტალური გაუცხოება გაგრძელდება მინიმუმ 2020 წლამდე და ეს ჩაწერილია საქართველოს მთავრობის მიერ დამუშავებული ოფიციალური დოკუმენტის პროექტში, რომლის სათაურია „საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“ (2013–2020წ.წ.). ამ 85–გვერდიან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირე მეწარმეობა არაფრის მთქმელი სიტყვებით მოხსენებულია მხოლოდ 2 წინადადებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მცირე   მეწარმეობის  აღდგენასა და  განვითარებას  2020 წლამდე მომავალში სტრატეგიულადაც კი არ გეგმავს. არადა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ქვეყანას, რომელსაც არა აქვს მცირე მეწარმეობა, არა აქვს მომავალი!

საქართველოში 1993 წლიდან დღემდე გადაუჭრელი ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალურ–ეკონომიკური პრობლემაა სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება, რომელიც მოიცავს ასეულ ათასობით დაზარალებულს და მათ შორისაა 2 მილიონზე მეტი დაზარალებული მეანაბრე, აგრეთვე ათეულ ათასობით სხვა 10 სახის შემდეგი დაზარალებული:

”ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული სახსრების აუნაზღაურებლობით დაზარალებული საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირები, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე რიცხული სახსრების აუნაზღაურებლობით დაზარალებული საქართველოს იურიდიული პირები, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად დაზარალებული საქართველოს იურიდიული პირები, თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ თურქმენეთში გადაზიდული პროდუქციის საფასურის ჩათვლით დაზარალებული საქართველოს იურიდიული პირები, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება, ყოფილი საბჭოთა კავშირის 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები, მუნიციპალური საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქნილი დავალიანება, მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ლატარიაში მოგებული ნივთების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი დავალიანება, ყოფილი საბჭოთა კავშირის „ინდუსტრიაბანკის“ მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის ბათუმის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სავალუტო სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება”[10].

გაეროს ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე–8 და მე–13 მუხლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გაეროს წევრმა ქვეყანამ სრული 100%–ით აუნაზღაუროს ყველა თავის მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ან მათ მემკვიდრეებს სახელმწიფოს მიზეზით მიყენებული ზარალი და სტრასბურგის სასამართლოში დაზარალებულთა სარჩელების შეტანის ვადა ხანდაზმულობას არ ექვემდებარება. ამის გამო სახელმწიფოს მიერ ყველა დაზარალებულს, ან დაზარალებულთა ჯგუფს შეუძლია სტრასბურგის სასამართლოში ნებისმიერ დროს სარჩელების შეტანა და მოგება, რის შედეგადაც საქართველოს დაეკისრება თავის ბიუჯეტზე რამდენჯერმე უფრო მეტი, ათეული მილიარდობით ლარის გადახდა ბიუჯეტიდან დაზარალებულთა სასარგებლოდ და ქვეყანა გამოცხადდება დეფოლტედ. ასეთი საშიშროების წინაშე საქართველო უკვე იდგა გასული საუკუნის ბოლო წლებში. სამწუხაროდ, ამის რეალური საშიშროება არსებობს მუდმივად და სახელმწიფო ამიტომ არის ვალდებული დაამუშაოს მისი მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ალტერნატიული პროგრამები, რომლებიც არ შეეხება მოქმედ ბიუჯეტს და მისაღები აღმოჩნდება დაზარალებულებისთვისაც სტრასბურგის სასამართლოში სარჩელების შეტანაზე უარის სათქმელად.

გაეროს ამ მოთხოვნათა შესასრულებლად პირველი ნაბიჯები გადადგა შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომელმაც 1998 წლის 27 მარტს მიიღო კანონი სახელმწიფოს ვალის შესახებ და ზემოდ ჩამოთვლილი 11 სახის დაზარალებულთა დღემდე დაუზუსტებელი მთლიანი ზარალის თანხიდან, ყოველგვარი წინასწარი ეკონომიკური გათვლების გარეშე, სპონტანურად აღიარა მხოლოდ მცირე ნაწილი, 1,2 მილიარდი ლარი სახელმწიფო საშინაო ვალად, 700 მილიონი ლარი დაზარალებული მეანაბრეებისთვის და 500 მილიონი ლარი დანარჩენი 10 სახის დაზარალებულებისათვის. სამწუხაროდ, შემდეგში ვერ მოინახა რა ამ სახელმწიფო შიდა ვალის დაფარვის სამართლიანი მექანიზმი, არასამართლიანად განაწილდა და დარიგდა დაახლოებით 200 მილიონი ლარი. ამან კი გამოიწვია დაზარალებულთა მძლავრი საპროტესტო გამოსვლები და ხელისუფლება იძულებული გახდა შეეჩერებია სახელმწიფო ვალის გადახდის ეს კაბალური კანონი, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიერ დაზარალებულთა საშინაო ვალად აღიარებული 1,2 მილიარდი ლარიდან დღემდე გაუნაღდებელია დაახლოებით 1,0 მილიარდი ლარი.

11 წელიწადია ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით შექმნილია ამ ვალის მომსახურების პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრები და თბილისის მერი. სამწუხაროდ, ეს კომისია დღემდე უმოქმედოა და არ დაუმუშავებია 100 ათასობით სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულების მილიარდობით ლარის ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციის დაზარალებულებისთვის მისაღები რაიმე კონკრეტული პროგრამა. ამის გამო ვერ ხერხდება, პირველ რიგში, 1998 წლის 1,2 მილიარდი აღიარებული ლარის საშინაო ვალიდან გასასტუმრებლად დარჩენილი1,0 მილიარდი ლარის ანაზღაურება-კომპენსაცია, რომელიც სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ალტერნატიული პროგრამების სასტარტო კაპიტალად წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებად

22 წელიწადია უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა ამაოდ ელოდება ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირი, ან კომპენსაციის სახით აუნაზღაურებს მათ სახელმწიფოს მიზეზით მიყენებულ ზარალს. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე არასდროს არ გაიდება ნდობის ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, რამეთუ დღეს დაზარალებულია თითქმის მთელი საქართველო. სამწუხაროდ, შევარდნაძის ხელისუფლების მიერ 11 სახის ასი ათასობით დაზარალებულებს სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუმატა 2004-2012 წლებში ქონება–ბიზნესების უკანონო წართმევებით 20 ათასზე მეტი დაზარალებული, რომელთა დაახლოებით 7–მილიარდიანი ლარის ზარალის გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი. ხელისუფლებამ სამართლიანობის აღსადგენად უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები და ველოდებით უფრო საიმედო შემდეგ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხება არა მარტო სააკაშვილის, არამედ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ დაყაჩაღებულ დაზარალებულებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში სამართლიანობის აღდგენა არ იქნება სრულფასოვანი.

წარმოდგენილი ანტიკრიზისული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია–პროგრამა გათვლილია სრულად შესრულდეს 5 სამეურნეო წლის განმავლობაში. ეს პროგრამა საგადასახადო, მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ძირითადი 3 ეკონომიკური რეფორმის გარდა მოიცავს მონეტარული რეფორმის პროგრამას, აგრეთვე ამ 4 რეფორმიდან რამდენიმე რეფორმის კომპლექსს, მაგალითად, პირველი 3 ძირითადი რეფორმის გაერთიანებით მიიღება მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა, ხოლო ამ მეგაპროგრამისა და მონეტარული რეფორმების პროგრამის ერთობლიობით სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა. ამრიგად, სულ განიხილება 6 შემდეგი ეკონომიკური რეფორმა: საგადასახადო, მცირე მეწარმეობის, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამის, მონეტარული და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების.

ანტიკრიზისული რეფორმების კონცეფცია–პროგრამა დამუშავებულია ჩვენს მიერ 1998 წელს დაარსებულ და დღემდე აქტიურად მოქმედ საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციაში, რომლის წევრებს განვლილი 17 წლის მანძილზე ამ პროგრამის ცალკეული რეფორმების თემებზე ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებული გვაქვს 700–ზე მეტი სტატია და ინტერვიუ. პროგრამის ძირითადი საფუძვლებია ჩვენი ასოციაციის მიერ 1998–2008 წლებში მომზადებული „საქართველოს ეკონომიკური რეფორმების პროექტები“ [6], რომლებიც თეზისების სახით გამოქვეყნდა 2010 წლის იანვრის თვის ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ სათაურით „როგორ გვესმის საქართველოს ეკონომიკური რეფორმირება“[7] და ანოტაციების სახით 2011 წლის 18-24 აპრილის გაზეთში „ასავალ–დასავალი“ სათაურით: „მივმართავთ ხელისუფლებას – დაიწყეთ ეკონომიკური რევოლუცია და გადარჩებით პოლიტიკურ რევოლუციას!“ [8]. ამ ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების პროგრამის ძირითადი ასპექტები ინტელექტუალური საკუთრების დეპონირების წესით დაცული გვაქვს საქპატენტის 6 მოწმობით [9,10,11,12,13,14].

ისიც აღსანიშნავია, რომ ასოციაციის 11 დამფუძნებლიდან 8 ვიყავით წარმოების ხელმძღვანელები. პირადად  მე 20 წელიწადზე მეტი ვმუშაობდი რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად. 1997 წელს მიღებულმა ახალმა საგადასახადო კოდექსმა ერთ სამეურნეო წელიწადში გაკოტრების პირზე მიიყვანა ჩვენი საწარმოები და მიწასთან გაასწორა 10 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლების ხელშეწყობით ამ საწარმოებთან კერძო საკუთრების ფორმით კოოპერატივების სახით დაარსებული მცირე სამრეწველო საწარმოები. სწორედ ამ ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა გადაგვაწყვეტია 1998 წლის მეორე ნახევარში დაგვეარსებია ”საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია” და გვებრძოლა საქართველოში   სამრეწველო მეწარმეობის, განსაკუთრებით კი მცირე სამრეწველო მეწარმეობის გადასარჩენად, რასაც ვემსახურებით უკვე 17 წელიწადია.

 

  • საგადასახადო რეფორმების პროგრამა

„ამჟამად საქართველოში, არა მარტო ეკონომიკაში, არამედ მთლიანად საზოგადოების მასშტაბითაც ნაკლებად მოიძებნება სხვა უფრო მწვავე პრობლემა, რომელიც ინტერესთა ისეთ დაპირისპირებას იწვევდეს, როგორც ეს გადასახადების გარშემო ხდება. ეს სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე ქვეყანაში შექმნილი სიმდიდრის ლომის წილის გაყოფას შეეხება, მაგრამ არსებობს პრობლემის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ამ დაპირისპირების მიზეზი ხდება – ესაა თანამედროვე პირობებში გადასახადის კატეგორიის არქაული გაგება, რაც თავის მხრივ სერიოზულად აფერხებს ყოველმხრივ დასაბუთებული საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებას.

მოქმედ საგადასახადო სისტემას საფუძვლად უდევს სრული სამეწარმეო თავისუფლების იდეა, რომლისთვისაც ცალკეული გადასახადის განაკვეთები ერთგვაროვანია ეკონომიკის როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზანტალურ ჭრილში. ამასთან მეწარმეობის ყველა ფორმა და ეკონომიკის ყველა დარგი სრულიად თანაბარ საგადასახადო პირობებშია ჩაყენებული. არ არის გამოკვეთილი ეკონომიკური პრიორიტეტები. საგადასახადო სისტემ გამორიცხავს ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირების შესაძლებლობასა და წამყვანი დარგების, მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის, წარმოების ეფექტიანობისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

აბსოლუტური სამეწარმეო თავისუფლების იდეა საკმაოდ მოძველებულია, რომელიც ჯერ კიდევ მე–18 საუკუნის მე–2 ნახევარში ადამ სმიტმა იქადაგა (მას მხარი დაუჭირა ამერიკის პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა თავისი ცნობილი გამონათქვამით, რომ სახელმწიფო ეკონომიკას ყველაზე კარგად მაშინ მართავს, როცა საერთოდ არ მართავს. ა.ს.). ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგი გახლდათ მომდევნო მე–19 საუკუნეში „ველური კაპიტალიზმის“ ჩამოყალიბება, ქონებრივი უთანასწორობის უკიდურესი გამწვავება, სოციალური აფეთქებები და ამ ფონზე მარქსიზმის წარმოშობა, რომელიც მე–20 საუკუნეში უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმების და ნგრევის მიზეზი გახდა.

აღნიშნულ გარემოებათა გამო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30–იან წლებში საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა უარი თქვეს სრულ სამეწარმეო თავისუფლებაზე და რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდნენ, რომლის ერთ–ერთი საფუძველი გადასახადების სოციალური, მასტიმურილებელი, მარეგულირებელი და გადანაწილებითი ფუნქციები. საუკუნოვანი გამოცდილებით ცნობილია, რომ სრულ საბაზრო თავისუფლებას დროის მოკლევადიან მონაკვეთში ეკონომიკური აღმავლობა კი მოჰყვება, მაგრამ მისი გარდაუვალი შედეგი დამანგრეველი, გაღრმავებული და გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისია (რაც 25 წელიწადია მიმდინარეობს საქართველოში. ა.ს.), როგორც ამას ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 30–იან წლებში, რომელმაც თვით მსოფლიოს ცივილიზაციის არსებობას შეუქმნა საფრთხე.

ეკონომიკაში დამკვიდრებული ახალი ტენდენციების შესაბამისი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება მის ახალ პრინციპებზე აგებას მოითხოვს, რადგან საქართველოს ამჟამინდელი საგადასახადო სისტემა ადამ სმიტისეული პრინციპების საფუძველზე ფუნქციონირებს, რომლებიც ძირითადად ფისკალური ეფექტის მიღებაზეა ორიენტირებული და მთლიანად გამორიცხავს გადასახადების ეკონომიკური ფუნქციების შესრულებას. საგადასახადო სისტემა უნდა იყოს მოქნილი და არა ხისტი, ხოლო გადასახადის განაკვეთები ფირმების ზომების, დარგობრივ და ტერიტორიულ ჭრილში დიფერენცირებული.

განხილულ პრობლემებთან ერთად ჯერ კიდევ უაღრესად აქტუალურია საგადასახადო ტვირთის ზომიერების საკითხი. გადასახადების რაოდენობისა და გადასახადების განაკვეთების შემცირების მიუხედავად, მეწარმეები კვლავ ჩივიან, რომ ისინი ჯერ კიდევ იმდენად მაღალია, რომ შემოსავლების დამალვის გარეშე ბიზნესის წარმოება შეუძლებელია (ამიტომ არის საქართველოში 70%–იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ა.ს.). ხელისუფლების თვალსაზრისით კი მოქმედი საგადასახადო განაკვეთები ერთ–ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.

აუცილებელია საგადასახადო განაკვეთების რანჟირება მცირე, საშუალო და მსხვილი ფირმებისათვის იმ მოსაზრებით, რომ ე.წ. „მასშტაბის ეფექტის“ ძალით დიდი ზომის საწარმოები გაცილებით რენტაბელურები არიან და, ამრიგად, უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთის აწევა შეუძლიათ. მცირე ფირმებში ეკონომიკური ზრდის მოტივაციის მიზნით საჭიროა დაბალი და რეგრესული განაკვეთების გამოყენება. მსხვილ ფირმებში მონოპოლიზაციის ტენდენციების შეზღუდვის მიზნით კიდევ უფრო გაზრდილი და ამასთან პროგრესული განაკვეთების დაწესებაა მიზანშეწონილი“ [15].

ასეთია თბილისის საბანკო–საფინანსო ინსტიტუტის პროფესორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის აზიკო სისვაძის საინტერესო დებულებები, რომლებიც ნათლად მიგვანიშნებს, თუ რა გზით უნდა განვითარდეს საგადასახადო რეფორმები საქართველოში. 1998 წელს დაარსებულმა ჩვენმა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ მცირე ბიზნესის რეფორმირება დაგვეწყო პროდუქციის მწარმოებელი მცირე მეწარმეობით, რადგან საქართველოში თავის დროზე არასწორად წარიმართა და ეს ტრადიცია, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება, როცა მცირე ბიზნესის საერთო მოცულობაში პროდუქციის მწარმოებელ მცირე საწარმოებზე ყოველთვის მოდიოდა და დღესაც მოდის მიზერული წილი. საზღვარგარეთ კი პირიქითაა, მაქსიმალური წილი მოდის მცირე ბიზნესის სამეწარმეო სფეროზე, რადგან მსოფლიო სტატისტიკით ამ სფეროში ერთი დასაქმებული არასამეწარმეო სფეროებში (ვაჭრობა, მომსახურება, ტრანსპორტი, საშუამავლო საქმე, დაზღვევა, რეკლამა, დაცვა, და ა.შ.) ავტომატურად დამატებით ასაქმებს 4 კაცს.

აქედან გამომდინარე, მოსახლეობის დასაქმების უმწვავესი სოციალური პრობლემის მოგვარებაში სამრეწველო მცირე მეწარმეობას ალტერნატივა არა აქვს და მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია პროდუქციის მწარმოებელი მცირე მეწარმეობისადმი,  განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისა, რომლის ძირითადი ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო არასამეწარმეო ბიზნესებისადმი. ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა მცირე სამრეწველო მეწარმეობისათვის და ამ ბრძოლის შესახებ დაწვრილებითაა საუბარი ნაშრომში „საქართველოს მცირე მეწარმეობა 1997 წლის საგადასახადო კოდექსიდან 2004 წლის საგადასახადო კოდექსამდე“[16]. უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური ინტენსიური მუშაობის შედეგად 1998 წლის ბოლოს უკვე მზად გვქონდა საქართველოში პირველი კანონპროექტი მცირე მეწარმეობის შესახებ. ამ კანონპროექტში განსაზღვრული იყო მცირე საწარმოს სტატუსი და მცირე მეწარმეობის საგადასახადო სისტემა ბრუნვის პროცენტული ფიქსირებული გადასახადები, რომლებიც წარმოებისთვის იყო 5%, ვაჭრობისთვის 3% და მომსახურებისთვის 10%. წარმოებას ემატებოდა აქციზის გადასახადი მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით და ფრანგული მოდელის შესაბამისად ეძლეოდა საგადასახადო შეღავათები, კერძოდ 2 წელიწადი თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან, მე–3 წელიწადს იხდიდა გადასახადების 25%, მე–4 წელიწადს 50%, მე–5 წელიწადს 75% და მხოლოდ მე–6 წელიწადს 100%. ეს კანონპროექტი 3 წლით ადრე კარგად ეთანადებოდა საქართველოსადმი გაწერილ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩაწერილია 2001 წლის გაეროს ოფიციალურ დოკუმენტებში (გვ.23-24), რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაამუშაოს მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი საკუთარი სტრატეგიული, ეკონომიკური, საგადასახადო მოდელები და მცირე მეწარმეობაზე 3-5 წლით შემოიღოს საგადასახადო მორატორიუმი.

ასეთი შეღავათები გამართლებულია წარმოების ეკონომიკის ელემენტარული კანონზომიერებით, რომ წარმოებული პროდუქციის შემცირებით იზრდება პროდუქციის თვითღირებულება. მცირე საწარმოები კი, თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, გამოშვებული პროდუქციის მოცულობით კანონით არიან მკვეთრად შეზღუდულები, რის გამოც მათ მიერ წარმოებული მცირე მოცულობის პროდუქცია თვითღირებულებით ვერასდროს ვერ გაუწევს კონკურენციას მსხვილი საწარმოების მიერ დიდი მოცულობით წარმოებულ პროდუქციას მაღალმწარმოებლურ ავტომატურ ტექნოლოგიურ ხაზებზე.

აქედან გამომდინარე, მცირე და მსხვილ საწარმოთა კონკურენტუნარიანი დაბალანსება უნდა მოხდეს ან მცირე საწარმოებისთვის ფიქსირებული გადასახადების სახით საგადასახადო შეღავათების დაკანონებით, ან სახელმწიფო სუბსიდირებით. როგორც წესი, პირველ გზას ირჩევენ ღარიბი ქვეყნები, მეორე გზას კი მდიდარი ქვეყნები. საქართველოს მსგავსად, როცა არც ერთ ამ გზას არ ამოირჩევ, ქვეყანაში მცირე მეწარმეობის არსებობას ეცლება ეკონომიკური საფუძვლები.

1998 წლის ნოემბერში ჩვენს მიერ დამუშავებული „კანონპროექტი მცირე მეწარმეობის შესახებ“ წინასწარი განხილვისთვის გამოვაქვეყნეთ გაზეთებში „შანსი“ და „საქმოსანი“ და გაეგზავნა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო მინისტრს, მინისტრებს, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეებს, სამხარეო რწმუნებულებს, მერებს, გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს. მათი სამსახურების მიერ გამოგზავნილი შენიშვნების შეჯერებით ჩვენ ეს პროექტი გადავამუშავეთ და 1999 წელს კვლავ გამოვაქვეყნეთ გაზეთების „შანსის“ და „საქმოსნის“ ნოემბრის ნომრებში. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ჩავასწორეთ ეს კანონპროექტი და 1999 წლის დეკემბერში გავუგზავნეთ პარლამენტს საბოლოო განხილვისთვის. პარალელურად ინტენსიურად ვმუშაობდით „საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების ძირითად კონცეფციაზე“. პირველ ეტაპზე ჩვენ დავწერეთ ამ კონცეფციის 140–გვერდიანი გაფართოებული ვარიანტი, რომელიც მეორე ეტაპზე შევამცირეთ 50 გვერდამდე. შემდეგში კი ამ კონცეფციის ძირითადი თეზისები საჯარო განხილვისათვის გამოვაქვეყნეთ 1999 წლის დეკემბრის გაზეთ „საქმოსანში“.

სამწუხაროდ, ჩვენი „კანონპროექტი მცირე მეწარმეობის შესახებ“, რომელიც მოიწონეს პოლონეთის ცნობილი ეკონომიკური რეფორმების მამამ, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა და მისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეკატერინე ბალცეროვიჩმა და მიხაილ ვალევსკიმ, არ მოიწონეს პარლამენტის საბიუჯეტო–საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ნოღაიდელმა, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა გია არსენიშვილმა, რომლებიც მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადების შემოღების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ იმ დონეზე, რომ მათ მოხსენებით გამოსვლის უფლება არ მოგვცეს 2000 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ თბილისში ჩატარებულ ერთობლივ 2–დღიან ფორუმზე, რომლის თემა იყო „ეკონომიკური ვითარება და საგადასახადო გარემოს გაჯანსაღების გზები თანამედროვე ეტაპზე“. ისიც აღსანიშნავია, რომ 2000 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩვენი კანონპროექტიდან ამოგლეჯილად განიხილეს ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისთვის 3%–იანი ფიქსირებული გადასახადის შემოღების კანონპროექტი, რომელიც პირველი წაკითხვით კი მიიღეს, მაგრამ შემდეგში მეორე მოსმენაზე აღარ დააყენეს საგადასახადო მაფიის ზეწოლით.

როცა მცირე მეწარმების ჩვენი რეფორმების განხორციელებას ხელისუფლებამ და საგადასახადო მაფიამ გადაულახავი ბარიერები შეუქმნა, გადავწყვიტეთ ეს რეფორმები ექსპერიმენტის წესით ჩაგვეტარებია რუსთავში და თუ გაამართლებდა, შემდეგ გაგვევრცელებია მთელ საქართველოში. დაგვეთანხმა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და ამ ექსპერიმენტის ჩატარების უზრუნველსაყოფად 2002 წლის 15 ოქტომბერს #727 ბრძანებაც კი გამოსცა. მანამდე მთელი წელიწადი რუსთავის მერის მერაბ ტყეშელაშვილისა და ჩვენი ასოციაციის ერთ–ერთი ძირითადი დამფუძნებლის, რუსთავის ცნობილი ფირმა „წიდის“ წარმატებული დირექტორის ოთარ დოლიძის დიდი ძალისხმევით ვატარებდით წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებს. სამწუხაროდ, საგადასახადო მაფიამ, რომელიც ყველგან იბრძოდა ფიქსირებული გადასახადების შემოღების წინააღმდეგ, ეს ექსპერიმენტიც ჩაგვიშალა.

საქართველოში გაჩაღებული ამ ანტიმცირემეწარმეობის კამპანიაში გამოირჩეოდა ზურაბ ნოღაიდელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის გახდა ჯერ ფინანსთა და შემდეგ პრემიერ–მინისტრი. ჩვენი სისტემატური ზეწოლით მთავრობა იძულებული გახდა არასრულყოფილად, მაგრამ მცირე მეწარმეობის ფიქსირებული გადასახადების შემოღებისკენ მაინც გადაედგა ნაბიჯი, როცა 2004 წლის 1 იანვრიდან შემოიღო ე.წ. „მცირე ბიზნესის“ გადასახადი. ეს იყო ბრუნვის ფიქსირებული 5%–იანი გადასახადი 100 ათასი ლარის წლიური ბრუნვის მცირე მეწარმეებისთვის. ამ გადასახადმა პრაქტიკულად არ იმუშავა, რადგან წარმოების სფეროს მცირე მეწარმეებისთვის 100 ათასი ლარის წლიური ბრუნვა იყო კატასტროფულად მცირე, ხოლო ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის 5%–იანი გადასახადი იყო ასევე კატასტროფულად მაღალი. ამ გადასახადის ფისკალური ეფექტი, როცა 2004 წლის განმავლობაში ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარიც კი არ შევიდა, იყო ძალიან დაბალი და ამ მიზეზით 2005 წლის 1 იანვრიდან ეს გადასახადი გააუქმეს.

2005 წელს ჩვენ ასოციაციაში დავამუშავეთ საინტერესო კანონპროექტი „მცირე ბიზნესის გადასახადის აღდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელიც დავურთეთ 2006 წლის თებერვლის თვეში გაზეთ „მცირე მეწარმეში“ გამოქვეყნებულ სტატიას „აღვადგინოთ მცირე ბიზნესის გადასახადი“(17) და განსახილველად შევიტანეთ პარლამენტში. ჩვენ ვითხოვდით მცირე ბიზნესის გადასახადის აღდგენას დიდ მასშტაბებში და პირველად ვთავაზობდით საგადასახადო არჩევანს მცირე მეწარმეებს, როცა კანონპროექტში ჩავწერეთ: „მცირე ბიზნესის გადასახადის სახეებია: 1. ფიქსირებული პროცენტული გადასახადი ბრუნვიდან: ვაჭრობის სფერო 3%, მომსახურების სფერო 10%, მატერიალური წარმოების სფერო 5% და აქციზის გადასახადი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. 2. ფიქსირებული პროცენტული გადასახადი მოგებიდან: ვაჭრობის სფერო 20%, მომსახურების სფერო 30%, მატერიალური წარმოების სფერო 10% და აქციზის გადასახადი მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. 3. გარიგებითი წლიური ფიქსირებული გადასახადები ლარებში. მცირე საწარმოები ირჩევენ მცირე ბიზნესის გადასახადის სახეს. თუ მცირე საწარმოს ხელმძღვანელობა განცხადებით არ მიმართავს საგადასახადო სამსახურს და არ ამოირჩევს მცირე ბიზნესის გადასახადის სახეს, მაშინ ის დაიბეგრება მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ჩვეულებრივი წესით“.

რაც შეეხება გარიგებით წლიურ ფიქსირებულ გადასახადს, მისი ავტორია ჩვენი ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ანზორ ბაბუხადია, რომელიც 1993 წელს მუშაობდა რა მინისტრთა საბჭოს მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად, საქართველოში პირველად დაიწყო ფიქსირებული გადასახადების შემოღება და ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმები მაშინაც გადაბლოკა საგადასახადო მაფიამ. ჩვენ კი ასეთი გადასახადი კვლავ შევიტანეთ ახალ კანონპროექტში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ 1998 წელს მომზადებული კანონპროექტიდან ამ კანონპროექტში სრულად გადმოვიტანეთ მუხლი მატერიალური წარმოების სფეროს მცირე მეწარმეებისთვის ფრანგული მოდელის შესაბამისი საგადასახადო შეღავათების მინიჭების შესახებ. გარდა ამისა, საგადასახადო სისტემის დეცენტრალიზაციისაკენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და 285–ე მუხლში ჩავწერეთ: „მცირე ბიზნესის გადასახადი არის ადგილობრივი გადასახადი და მის განსაზღვრასა და ადმინისტრირებას აწარმოებენ ადგილობრივი მართვის ორგანოები“. წერილობითი ფორმით შეპირების მიუხედავად, პარლამენტის საბიუჯეტო–საფინანსო კომიტეტმა ეს კანონპროექტი მაინც არ განიხილა და მცირე მეწარმეები კვლავ დატოვა სრულ საგადასახადო ვაკუუმში.

ამ ვაკუუმისაგან თავდასაღწევად ჩვენ 2010 წელს დავამუშავეთ ახალი კანონპროექტი „ვაჭრობის სფეროს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი განიხილეს და მოიწონეს პროფკავშირებმა და მათთან ერთობლივად განსახილველად შევიტანეთ პარლამენტში. ერთდროულად ეს კანონპროექტი გამოვაქვეყნეთ 2010 წლის მაისის თვის ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ (18). ამ კანონპროექტის დადებითი მხარეებია:

  • მცირე ბიზნესის გადასახადის სახით შემოდის არა ახალი გადასახადი, არამედ ხდება ძველი, უკვე არსებული გადასახადის აღდგენა.
  • ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეების მასიური გამოკითხვისა და მათთან წინასწარი შეთანხმების გამო კანონპროექტში განსაზღვრული საგადასახადო ტვირთები მისაღები იყო მცირე მეწარმეებისთვის.
  • ბიზნესაქტივობისა და, შესაბამისად, ბრუნვის გაზრდასთან ერთად მეწარმე თანდათან ხდება მიკრო, მცირე, საშუალო, შესაბამისად იზრდება ბრუნვის ფიქსირებული საგადასახადო პროცენტი 1–დან 3–მდე, ანუ თანდათან იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც ბრუნვის ზრდის გამო პრობლემური აღარ იქნება. ბიზნესაქტივობისა და, შესაბამისად, ბრუნვის შემცირებასთან ერთად კი საშუალო მეწარმე ხდება ჯერ მცირე, ემდეგ მიკრო და შესაბამისად უმცირდება რა საგადასახადო ტვირთი, ანუ ბრუნვის ფიქსირებული პროცენტი 3–დან 1–მდე, ეძლევა კარგი შანსი ბოლომდე არ გაკოტრდეს და თავისი ბიზნესი მცირე, ან მიკრო მეწარმის დონეზე მაინც გადაარჩინოს.
  • ბრუნვის ზრდასთან ერთად გადასახადი არ იზრდება ერთბაშად ხისტად და მოფიქრებულია ზრდის ისეთი რბილი რეჟიმების შემოღება, რაც მცირე მეწარმეს თავს შეაკავებიებს გადასახადის რაიმე სახით დამალვის მცდელობისგან.
  • გადასახადის გადახდა წარმოებს კვარტალში ერთხელ და გაანგარიშება მაქსიმალურად გამარტივებულია იმ დონეზე, რომ არ საჭიროებს სპეციალურად ბუღალტრის დაქირავებას. შესაბამისად, მაქსიმალურად გამარტივებულია საგადასახადო ადმინისრირებაც.
  • მეწარმეების კლასიფიკაცია მიკრო, მცირე და საშუალოდ შეესაბამება ევროსაბჭოს 1996 წლის რეკომენდაციებს, ხოლო მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განსაზღვრული წლიური ბრუნვები, შესაბამისად, 0,5 მილიონ ლარამდე და 0,5 მილიონი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე – საქართველოს ყოფილ კანონმდებლობას.
  • მცირე ბიზნესის გადასახადი გახდება ადგილობრივი გადასახადი და ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა საქართველოში საგადასახადო სისტემის დეცენტრალიზაციის სასიკეთო პროცესების დაწყებას.
  • საქართველოში პირველად განხორციელდება რეგიონების ჭრილში გადასახადების რეგულირება ბიზნესის სირთულის ადგილობრივი კოეფიციენტების მიხედვით, რომლებსაც ადგენს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და ამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო. ეს კი დადებით შედეგებს აუცილებლად მოგვცემს, რადგან გაუმართლებელია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდეს თანაბარი გადასახადები ბიზნესის სირთულის ადგილობრივი პირობების გათვალისწინების გარეშე.

ჩვენ ეს კანონპროექტი მართლაც დროულად მოვამზადეთ, რადგან 2010 წელს თბილისში დაიწყო  ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეების მასიური გამოსვლები, რომლებიც ითხოვდნენ მაქსიმუმ ბრუნვის 3%–იანი ფიქსირებული გადასახადების შემოღებას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დიდი სავაჭრო ბაზრობების მცირე მეწარმეები, რომლებმაც დაიწყეს გაფიცვები და ითხოვდნენ პირადად ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას. ეს შეხვედრები შედგა და ფინანსთა მინისტრი იძულებული გახდა მიეცა გაფიცულებისათვის ფიქსირებული გადასახადების შემოღების პირობა. ფინანსთა სამინისტრომ მართლაც დაიწყო მუშაობა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესატან კანონპროექტზე. როგორც ჩანს, განიხილეს ჩვენი კანონპროექტიც. სამწუხაროდ, განხილვაზე ატორებს არც კი დაგვიძახეს და ჩვენთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ისე არაადეკვატურად გამოიყენეს მიკრო მეწარმის, კვარტალური დაბეგვრისა და, განსაკუთრებით, ფიქსირებული დაბეგვრის რეჟიმების ჩვენი ნოვაციები, რომ 2011 წლის დეკემბერში მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსის [19] სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების 11–გვერდიანი მთელი მე–12 თავის ყველა 13–ვე მუხლი მცირე მეწარმეებისთვის აღმოჩნდა აბსოლუტურად მიუღებელი და მკვდრად შობილი. შედეგად ისევ მივიღეთ მცირე და მსხვილი მეწარმეების თანაბრად დაბეგვრა, რასაც უტყუარი არგუმენტებით ვადასტურებთ 2013 წლის იანვრის გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში [20], სადაც ვწერთ:

„შემოვიდა მიკრო ბიზნესის სტატუსი (ახალ საგადასახადო კოდექსში. ა.ს.), რომელიც გადასახადებისა და სალარო აპარატების გამოყენებისაგან ათავისუფლებს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ შრომას და მისი წლიური ბრუნვა არ აღემატება 30000 ლარს, ანუ 1 დღეში საშუალოდ 82 ლარს. ეს არის იმდენად მცირე ბრუნვა, რომ შეუძლებელია აწარმოო მომგებიანი ბიზნესი, თანაც შენგან საქონელს არ იყიდიან იმ მარტივი მიზეზით, რომ მყიდველს ვერ აძლევ სალარო აპარატიდან „ამორტყმულ“ ქვითარს, რათა გადახდილი თანხა გატარდეს ხარჯებში. გარდა ამისა, სალარო აპარატის უქონლობის გამო შეუძლებელია ზუსტად აღრიცხო სავალდებულო წლიური 30000–ლარიანი ბრუნვა, რის გამოც შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით არაპირდაპირი მეთოდით აღრიცხოს ეს ბრუნვა, რაც არ იქნება მიკრო მეწარმის სასარგებლოდ.

შემოვიდა აგრეთვე მცირე მეწარმის სტატუსი, რომელიც სპეციალური სერტიფიკატის აღებით შეიძლება მიენიჭოს იმ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ბრუნვა არ აღემატება წელიწადში 100000 ლარს, ანუ დღეში საშუალოდ 274 ლარს, რაც შეიძლება მისაღები იყოს ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისთვის, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია წარმოების სფეროს მცირე მეწარმეებისთვის. მსოფლიო სტატისტიკიდან გამომდინარე, საწარმოო სფეროში 1 დასაქმებული არასაწარმოო სფეროებში ავტომატურად დამატებით ასაქმებს რა 4 კაცს, ჩვენი საგადასახადო კოდექსი ძირშივე ანადგურებს ძირითად დამსაქმებელ მცირე სამეწარმეო ბიზნესს. უფრო მეტიც, 100000ლარიანი წლიური ბრუნვის ჭერი მართლაც არის სამარცხვინო და ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, როცა ევროსაბჭოს რეკომენდაციებით მცირე საწარმოების წლიური ბრუნვის ჭერი არის 10 მილიონი ევრო!

ასევე, სამარცხვინოა, როცა მცირე მეწარმეებს ვეუბნებით, რომ გადასახადებს ვუმარტივებთ და ვუმცირებთ 3 და 5%–იანი ბრუნვის ფიქსირებული გადასახადების შემოღებით. სინამდვილეში 3%–იან დასაბეგრ რეჟიმს მცირე მეწარმე ვერ გამოიყენებს იმ მიზეზით, რომ მან უნდა წარადგინოს ბრუნვის 60%–ის ოდენობის ბუღალტრული ხარჯები დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯის გარდა. აქ აუცილებელია ბუღალტრის აყვანა და ბუღალტერიის წარმოებაც, რის გამოც ფიქსირებული გადასახადების გამოყენებას უკვე აზრი ეკარგება.

რაც შეეხება 5%–იანი ფიქსირებული გადასახადის გამოყენებას, ვაჭრობის სფეროს მცირე მეწარმეებისათვის 100ათას ლარიანი წლიური ბრუნვა შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ 5%–იანი გადასახადია მისთვის მიღებლი და ამ მიზეზით მისი გაკოტრება გარდაუვალია, ხოლო წარმოების სფერო მცირე მეწარმისათვის პირიქით, 5%–იანი ფიქსირებული გადასახადი მისაღებია, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია 100–ათას ლარიანი წლიური ბრუნვის ნორმატივი, რაც მას აიძულებს გადავიდეს ჩრდილში, ან საერთოდ შეწყვიტოს ბიზნესი. კანონი წინასწარ ისეა დაწერილი, რომ ამ კანონმა პრაქტიკულად არ იმუშაოს!

აქვე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას გვინდა შევახსენოთ, რომ 100ათას ლარიანი წლიური ბრუნვის 5%–იანი ასეთივე გადასახადი ადრეც არსებობდა. მას ერქვა „მცირე ბიზნესის გადასახადი“ და ფინანსთა სამინისტრო ეს გადასახადი გააუქმა იმ მოტივით, რომ ამ გადასახადმა არ იმუშავა და არ ჰქონდა არავითარი ფისკალური ეფექტი. გამოდის, ფინანსთა სამინისტრომ წინასწარ იოდა, რომ ეს გადასახადი მაინც არ იმუავებდა და ის შემოიღეს მხოლოდ მცირე მეწარმეთა თვალის ასახვევად.“

ამრიგად, მკვდრად შობილი ეს ფიქსირებული გადასახადები შემოიღეს მხოლოდ გაფიცული მცირე მეწარმეების დასაშოშმინებლად, რომლებიც ითხოვდნენ ფიქსირებული გადასახადების შემოღებას, ანუ ეს ფიქსირებული გადასახადები შემოიღეს ფიქსირებული გადასახადებისთვის. მოლოდინი გამართლდა და მცირე მეწარმეები ვერ იყენებენ რა ამ ფიქსირებულ, ვითომ შეღავათიან გადასახადებს, კვლავ იბეგრებიან მსხვილი მეწარმეების თანაბრად, ვერ უძლებენ კონკურენციას და მასიურად კოტრდებიან. მცირე და მსხვილი მეწარმეების საგადასახადო ტვირთები რომ ნამდვილად თანაბარია, ეს აშკარად ჩანს აგრეთვე ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ჩვენს საინტერესო პუბლიკაციებში [21,22,23,24].

ამ დროს მსოფლიოში მცირე მეწარმეები ძირითადად იბეგრებიან ბრუნვის ფიქსირებული პროცენტული გადასახადებით, მაგალითად, ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში მოლდოვას გარდა [25]. აგრეთვე საზღვარგარეთის კოოპერატიულ საწარმოებში [26]. 2006 წლის 25-27 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ფონდის (რომელიც ცნობილია აგრეთვე რეიგანის ფონდის სახელწოდებით) კონფერენცია [27], სადაც ძირითადი მოხსენებით გამოვიდა ამ ფონდის ხელმძღვანელი დოქტორი ჯონ სალივანი. კონფერენცია მიესალმა მარტ ლაარის მიერ (რომელიც იმ პერიოდში იყო საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი) ფიქსირებულ გადასახადებზე დაფუძნებულ ესტონეთში გატარებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებს და მოუწოდა ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მცირე მეწარმეობაში ფიქსირებული გადასახადების ფართო მასშტაბებით დანერგვისაკენ.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული გადასახადები წარმატებით ვრცელდება არა მარტო მცირე, არამედ მსხვილ მეწარმეობაშიც, როცა 2009 წელს მსოფლიოში ყველაზე უფრო მოსახერხებელ და კარგ საგადასახადო სისტემებს შორის საუკეთესოებად აღიარეს პირველ და მეორე ადგილებზე გასული მალდინის რესპუბლიკისა და ყატარის სახელმწიფოს საგადასახადო სისტემები, სადაც ფიგურირებს მხოლოდ ერთადერთი ფიქსირებული პროცენტული გადასახადი ბრუნვიდან (28). 2009 წელს ეს გამოკვლევები ჩაატარეს მსოფლიო ბანკმა, კომპანიამ paricewaterhouse Coopers, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და გამოაქვეყნეს ერთობლივი ანგარიში “Paying Taxes2009”. შერჩეული იყო 3 ძირითადი კრიტერიუმი: გადასახადების რაოდენობა, გადასახადების გადახდაზე ერთ წელიწადში დახარჯული დრო საათებში და გადასახადების ჯამის პროცენტი ბრუნვიდან.

ამ ფიქსირებული საგადასახადო სისტემის ნაკლია ფიქსირებული პროცენტის მუდმივობა, როცა ბრუნვის ცვლილების შესაბამისად არ იცვლება ბრუნვის ფიქსირებული პროცენტი. ეს კი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ მეწარმეებთან კონკურენციაში უქმნის გადაულახავ პრობლემებს. მაგალითად, ყატარის სახელმწიფოს ბრუნვის ერთადერთი 11,3%–იანი ფიქსირებული უცვლელი გადასახადი არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აყენებს მცირე და მსხვილ მეწარმეებს, როცა მსხვილი მეწარმეებისთვის მისაღები 11,3%–იანი ფიქსირებული გადასახადი მიუღებელი და გაკოტრების ტოლფასია მცირე მეწარმეებისათვის.

საერთოდ, მსოფლიო საგადასახადო სისტემაში დიდიხანია დამკვიდრდა ტრადიცია, როცა ბიზნესაქტივობის, ანუ ბრუნვის, ან შემოსავლების გაზრდასთან შესაბამისობაში იზრდება საგადასახადო ტვირთი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზაირა ღუდუშაური თავის ნაშრომში „საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ძირითადი კონცეფცია“ აღნიშნავს, რომ ამერიკაში გადასახადები შემოსავლების გარდასთან ერთად იზრდება და წლიური 50,0 ათას დოლარამდე შემოსავლების დროს არის შემოსავლების 15%, 50,0 ათასი დოლარიდან 75,0 დოლარამდე 25%, 75,0 ათასი დოლარიდან 100 ათას დოლარამდე 34% და 100 ათასი დოლარის ზევით 40%. იაპონიაში 620 ათას დოლარამდე არის 28% და 620 ათას დოლარზე ზევით 37,5%. ევროკავშირის ქვეყნებს მცირე საწარმოებ დაუდგნდათ ერთიანი გადასახადი – საერთო ამონაგების 10%. გარდა ამისა, ის მცირე საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და მათ გადამუშავებას, სასურსათო საქონელს, სახალხო მოხმარების საქონელს, საშენ მასალებს, წამლებს, სამედიცინო ტექნიკას, საბინაო, საწარმოო, სოციალური და გარემოს დაცვითი მნიშვნელობის მშენებლობებს, პირველი 2 წელიწადი თავისუფლდებ მოგების გადასახადისაგან, მე–3 და მე–4 წელს კი იხდიან მოგების 25 და 50%[29]. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ომარ შურღაია თავის მონოგრაფიაში „მცირე ბიზნესის საფუძვლები“ დამატებით აღნიშნავს, რომ ამერიკაში 16,0 ათას დოლარამდე შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი არის 10% და 16,0 ათასიდან 50,0 ათას დოლარამდე კი 15%[30]. ამ თემაზე საინტერესო ნაშრომი აქვს აგრეთვე ჩვენი ასოციაციის ექსპერტსა და აქტიურ წევრს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს თამაზ ვაშაკიძეს[31].

ზემოდ განხილული მრავალრიცხოვანი მასალებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მსოფლიოში მცირე და მსხვილი მეწარმეობა თანაბრად არც ერთ ქვეყანაში არ იბეგრება და თუ ასეთ დაბეგვრას აქვს ადგილი, სახელმწიფო კომპენსაციას აუცილებლად აკეთებს მცირე მეწარმეობის სუბსიდირებით. ძირითადად კი, როგორც წესი, მცირე მეწარმეობისათვის გამოიყენება ფიქსირებული პროცენტული დაბეგვრა ბრუნვიდან, რომლის ნაკლია ის აშკარა უსამართლობა, როცა ბრუნვის ფიქსირებული პროცენტი უცვლელია ბრუნვის, ანუ ბიზნესაქტივობის გაზრდის, ან შემცირების დროს.

ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ჩვენ დავამუშავეთ და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დეპონირების წესით დავაპატენტეთ (საქპატენტის მოწმობა #5266) ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი მნიშვნელოვანი სიახლეებით[4], რომელიც ხელს შეუწყობს მივიღოთ არსებულზე გაცილებით უფრო სამართლიანი საგადასახადო კოდექსი. ახალ კოდექსში გასწორებული იქნება დღევანდელი საგადასახადო კოდექსის 2 ძირითადი ნაკლი, როცა საგადასახადო ტვირთი 2–ჯერ აღემატება ოპტიმალურს და მცირე და მსხვილი საწარმოების საგადასახადო ტვირთები გათანაბრებულია. საბოლოო ჯამში, ახალი საგადასახადო რეფორმის პროექტი [14] ორიენტირებული იქნება ოპტიმალურთან მიახლოებულ მინიმალურ საგადასახადო ტვირთზე, მაქსიმალურად გამარტივებულ საგადასახადო ადმინისტრირებაზე და მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეების ინტერესების ჰარმონიულად შერწყმაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი საგადასახადო რეფორმების პროექტის ძირითადი პრინციპებია:

1.მსოფლიო საგადასახადო პრაქტიკაში პირველად იქნება თავისუფლად მიშვებული ბრუნვის პროცენტული ფიქსირებული გადასახადები, რომლებიც გაიზრდება ბრუნვის, ანუ ბიზნესაქტივობის გაზრდით და შემცირდება ბრუნვის შემცირებით. ბრუნვის თანდათან გაზრდით მეწარმე ყოველგვარი წინასწარი სტატუსის მინიჭების გარეშე ეტაპობრივად პირობითად გახდება მიკრო, მცირე, საშუალო, მსხვილი და ბრუნვის გაზრდის შესაბამისად გაიზრდება ბრუნვის ფიქსირებულ პროცენტებში გამოსახული მათი გადასახადები, ხოლო ბრუნვის შემცირების შემთხვევაში, ასევე ეტაპობრივად გახდება რა საშუალო, მცირე და მიკრო მეწარმე, შესაბამისად შეუმცირდება გადასახადები, რაც მეწარმეს აძლევს შანსს ბოლომდე არ გაკოტრდეს და საშუალო, მცირე, ან მიკრო მეწარმის დონეზე მაინც გადაარჩინოს თავისი ბიზნესი.

  1. პროექტში პირველად იქნება გათვალისწინებული საქართველოში ბიზნესის ცალკეული სფეროების თავისებურებები. ამ თავისებურებების გათვალისწინებით ბრუნვის ფიქსირებული პროცენტები და, შესაბამისად, გადასახადები დიფერენცირებული იქნება ბიზნესის 3 სფეროში: მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება.
  2. პროექტში პირველად იქნება გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში ბიზნესის განვითარების სირთულეები და ამ სირთულეების გათვალისწინებით გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით შემოღებული იქნება ადგილობრივი საგადასახადო კოეფიციენტები, რომლებსაც განსაზღვრავს თვითმართველობის ადგილობრივი ორგანოები და დაამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო.

ასეთია საგადასახადო რეფორმების პროგრამის მოკლე მიმოხილვა. საზღვარგარეთული საგადასახადო რეფორმების ანალიზიდან გამომდინარე, სადაც ფიქსირებული გადასახადები სულ უფრო პრიორიტეტული ხდება არა მარტო მცირე, არამედ მსხვილი მეწარმეებისთვისაც, საქართველოშიც მთელი მცირე მეწარმეობა უნდა გადავიყვანოთ ფიქსირებულ გადასახადებზე და ერთდროულად დავიწყოთ მზადება მსხვილ მეწარმეობაში ფიქსირებული გადასახადების მეთოდურად გამოყენებისათვის. საქართველოში მოქმედი 6 გადასახადიდან 5 გადასახადი ფიქსირებულია. თუ მოხერხდება მოგების გადასახადის შეცვლა რაიმე ფორმის ფიქსირებული გადასახადით, ეს საგრძნობლად გაამარტივებს საგადასახადო გამოთვლებსა და მინიმალურად შეამცირებს გადასახადების გამოანგარიშებაზე დახარჯულ დროს იმ დონეზე, რომ დღეს 147 ქვეყანას შორის ამ პარამეტრებით თუ ვართ 145–ე ერთ–ერთ ბოლო ადგილზე, შევალთ პირველ ოცეულში. საქართველოში ყველა გადასახადი გახდება ფიქსირებული, რაც მოგვცემს საშუალებას დავამკვიდროთ მინიმალური საგადასახადო ტვირთი მინიმალური საბუღალტრო მომსახურებითა და მაქსიმალური გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირებით.

ამ მიზნისაკენ უკვე გადადგმულია პირველი ნაბიჯები ჩვენს მიერ დამუშავებულ–დაპატენტებულ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტითა [14] და ამ კოდექსის შესაბამისი „ვაჭრობის სფეროს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის [18] პარლამენტში განსახილველად შეტანით. პარალელურად დავამუშავებთ და პარლამენტში შევიტანთ ანალოგიურ კანონპროექტებს სამრეწველო და მომსახურების სფეროს მცირე საწარმოებისათვის. ამ 3 კანონის აპრობაციის შემდეგ ვიფიქრებთ მსხვილ მეწარმეობაში ფიქსირებული გადასახადების გამოყენებაზე, სადაც საზღვარგარეთული პრაქტიკის ანალოგიურად ერთ ფიქსირებულ გადასახადში, მაგალითად, ბრუნვის პროცენტულ გადასახადში გაერთიანებული იქნება რამდენიმე გადასახადი და, მათ შორის ერთ–ერთი აუცილებლად იქნება მოგების გადასახადი.

წინასწარი გათვლებით, სავსებით შესაძლებელია საქართველოში საგადასახადო სისტემის ეს ეტაპობრივი რეფორმირება დამთავრდეს მაქსიმუმ  5 სამეურნეო წელიწადში, როცა მცირე მეწარმეთა გადასახადები გახდება ადგილობრივი გადასახადები და ამ გადასახადების ადმინისტრირებას განახორცელებენ ადგილობრივი მართვის ორგანოები. საგადასახადო დეცენტრალიზაციის ასეთი რეფორმები კარგად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი რეგიონული განვითარების სტრატეგიას.

ასევე მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში შესაძლებელია მთლიანად ახალი რეფორმირებული საგადასახადო კოდექსის დამუშავება, ამუშავება და უდიდესი ეკონომიკური ეფექტის უკუგებების მიღება როგორც მცირე, ისე მსხვილი მეწარმეებისა და მთელი მოსახლეობისათვის. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული იქნება ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის სტენლი ფიშერის მიერ 2000 წელს ჩვენთვის მოცემული რჩევა – 2–ჯერ შეამცირეთ საგადასახადო ტვირთი და 3–ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო, რაც, მიუხედავად დიდი მცდელობისა, 2006 წელს საგადასახადო მაფიოზებმა არაფრით არ განახორციელებიეს სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩეველს, მსოფლიოში გახმაურებული ესტონური რეფორმების მამამთავარს მარტ ლაარს. ამ კოდექსში ასევე რეალიზებული იქნება ჩვენი ასოციაციის 17–წლიანი სამართლიანი მოთხოვნა  და მცირე  და მსხვილი მეწარმეები აღარ დაიბეგრებიან თანაბარი საგადასახადო ტვირთით.

5 სამეურნეო წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება და საბოლოოდ გაუქმდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 18%–იანი განაკვეთი, რომელიც ბოლო წლების ანალიზით შეადგენს საგადასახადო შემოსავლების თითქმის ნახევარს, დაახლოებით 4 მილიარდ ლარს. ვინაიდან დღგ არის მომხმარებლის გადასახადი, სახეზე გვაქვს აშკარა უსამართლობა – ხელისუფლება დღეს ბიუჯეტს ძირითადად ავსებს უმუშევარი, დამშეული და გაძვალტყავებული მოსახლეობის ჯიბეებიდან მეწარმეთა ხელით სახელმწიფო ხარკის სახით ამოცლილი 4 მილიარდი ლარის ხარჯზე, ანუ მოსახლეობის კიდევ უფრო გაძვალტყავებით. გაცილებით უფრო სამართლიანი იქნება მოსახლეობაში თანაბრად განაწილებული ეს 4 მილიარდი ლარი მოსახლეობას არ ამოვაცალოთ ჯიბეებიდან და თანდათან გავაუქმოთ დღგ, რაც 18%–ით შეამცირებს ფასებს ყველა სახის პროდუქციაზე და მომსახურებაზე, მათ შორის მოსახლეობის ყველაზე უფრო მტკივნეულ კომუნალურ მომსახურებაზე (ელექტროენერგია, წყალი, გაზი, ნაგვის გატანა).

რაც მთავარია, წარმოდგენილი საგადასახადო რეფორმების, აგრეთვე მომდევნო თავებში განხილული მცირე მეწარმეობის რეფორმებისა და ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის სხვა რეფორმების კომპლექსური ამოქმედებით მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში შევძლებთ დღევანდელი 70%–იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩამოვიყვანოთ საშუალო ევროპულ 20%–იან მაჩვენებელზე და ჩრდილოვანი ეკონომიკის 50%–იანი შემცირებით, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, მხოლოდ ეკონომიკის გათეთრების ხარჯზე საქართველოში მშპ გავზარდოთ 100–150%–ით, რაც ქვეყნის 20–30 წლიანი გიგანტური ეკონომიკური ნახტომის ტოლფასი იქნება [6,7,8]. 

 

  • მცირე მეწარმეობის რეფორმების პროგრამა

„საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემების დაძლევა დიდად არის დამოკიდებული წვრილი მეწარმეობის ქსელის ფართო, დაჩქარებულ და თანაბარზომიერ განვითარებაზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი აზრით, უწინარესად, სწორედ ეკონომიკის ეს სექტორი განასახიერებს ხალხის აღმშენებლობით ენერგიას, ყველაზე მეტად მცირე ეკონომიკურ სტრუქტურებს ძალუძთ უმოკლეს დროში გამოაცოხლონ პოსტსოციალისტურ პერიოდში უკიდურესად დაქვეითებული ეკონომიკური ცხოვრება, ააღორძინონ მივიწყებული ეროვნული მეურნეორივი ტრადიციები და წეს–ჩვეულებანი, შრომისკენ შემოაბრუნონ ათეული წლების განმავლობაში ნამდვილ მეურნეობრიობას გადაჩვეული ადამიანი, ადგილობრივი მატერიალური რესურსებითა და მუშახელით აამოქმედონ ყველაზე აუცილებელი რეზერვები და შესაძლებლობანი“[30].

აი, რა უდიდეს შეფასებას აძლევს მცირე მეწარმეობას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ომარ შურღაია 2010 წელს გამოშვებულ თავის შესანიშნავ წიგნში „მცირე ბიზნესის საფუძვლები“, რომლის დებულებები უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, ხოლო თვითონ წიგნი უნდა გახდეს თითოეული მცირე მეწარმის სამაგიდო წიგნი. ამ წიგნში ბატონი ომარი ძალიან საინტერესო ისტორიულ ფაქტს აღნიშნავს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2100 წელს ბაბილონის მეფე ხამურაბმა  მეწარმეთა (რომლებიც ძირითადად მცირე მეწარმეებს წარმოადგენდნენ) ინტერესების დასაცავად 300 კანონისაგან შემდგარი კოდექსი შემოიღო. წარმოიდგინეთ, ძველი წელთაღრიცხვით 21–ე საუკუნეში ბაბილონში მცირე მეწარმეს იცავდა 300 კანონი, ახალი წელთაღრიცხვით 21–ე  საუკუნეში კი საქართველოში მცირე მეწარმეს იცავდა 1999 წელს მიღებული ერთადერთი კანონი და 2006 წელს ხელსიუფლებამ ისიც გააუქმა!

9 წელიწადია საქართველოში გაუქმებულია და კანონგარეშედ გამოცხადებულია მსოფლიოში დასაქმებულთა 90%–ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობა. ეს არის ქართველი ხალხის დაუსაქმებლობის, სიღატაკისა და შიმშილის ძირითადი მიზეზი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა და არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა მცირე მეწარმეობისაკენ, პირიქით, ყველაფერი გააკეთა მცირე მეწარმეობის საზიანოდ. არ მიიღეს მხედველობაში ჩვენი ასოციაციის წევრების მიერ მცირე მეწარმეობის პრობლემებზე გამოქვეყნებული 500–ზე მეტი პუბლიკაცია, რომელთა შორის აღსანიშნავია [32-43]. მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის გაუქმებით ქართული მცირე მეწარმეობა მოექცა სრულ საკანონმდებლო ვაკუუმში. ამ პერიოდში, კერძოდ, 2007 წელს ჩვენი ასოციაციის მრეწველობის კომისიის თავმჯდომარემ, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა  თამაზ ვაშაკიძემ ამ საკანონმდებლო ვაკუუმის გარღვევისათვის დაწერა ძალიან მნიშვნელოვანი 2 ნაშრომი, „საქართველოს კანონმდებლობაში მცირე ბიზნესის ხელისშემშლელი ფაქტორები“[44] და ”მცირე მეწარმეობასთან მიმართებაში საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კონცეფცია”[45].

ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვერ მოვუარეთ, ვერ გავუფრთხილდით და ნულამდე გავანადგურეთ ქვეყნის მარჩენალი მცირე მეწარმეობა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებელმა საქართველომ ჩაიბარა აღმატებულ ხარისხში. ისტორიული ფაქტია, რომ გასული საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საბჭოთა კავშირმა აღადგინა კერძო საკუთრება კოოპერატივების, ანუ მცირე საწარმოების სახით და მცირე მეწარმეები რეალურად 2 წლით გაათავისუფლა გადასახადებისაგან, რასაც 25 წელიწადია ვერაფრით ვერ ახერხებს დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება, თავისუფალმა ქართველმა მცირე მეწარმეებმა მცირე მეწარმეობის აღორძინების მართლაც სასწაულები მოახდინეს:

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 2 წელიწადში დაარსდა 50 ათასზე მეტი მცირე საწარმო, სადაც დასაქმდა დაახლოებით 500 ათასი მუშა–მოსამსახურე. იმ პერიოდში ყველა სამინისტროში შეიქმნა მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი სტრუქტურები სამმართველოების, განყოფილებებისა თუ ჯგუფების სახით, რომლებიც სამინისტროების სისტემებში წარმოება–ორგანიზაციებთან, ან დამოუკიდებლად მცირე საწარმოების მასიურად დაარსების საორგანიზაციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ. ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იჩენდა იმ დიდი საწარმოების მიმართ, სადაც ყველაზე მეტი მცირე საწარმო შეიქმნებოდა. ამიტომ იყო რომ რკინაბეტონის ქარხანაში, სადაც დირექტორად ვმუშაობდი, შევქმენით 5 ინოვაციური მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად იყენებდნენ ჩემს დაპატენტებულ გამოგონებებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში კერძო საკუთრების ფორმით პირველი კოოპერატივი, ანუ მცირე საწარმო დაარსდა ქალაქ რუსთავში და ეს იყო კოოპერატივი “წიდა”, რომლის დირექტორს, ბატონ ოთარ დოლიძეს სპეციალური დიპლომის გადაცემით მიენიჭა საბჭოთა კავშირის პირველი კერძო მესაკუთრის წოდება. შემდეგში, 1998 წელს ბატონი ოთარი გახდა ჩვენი ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და საქართველოში მცირე მეწარმეობის დამკვიდრებისათვის აქტიურად მებრძოლი თანაგუნდელი.

ქართველი მცირე მეწარმეების თავდადებულმა და მიზანმიმართულმა შრომამ ისეთი შთამბეჭდავი შედეგები გამოიღო, რომ ერთ სულ მოსახლეზე მცირე საწარმოთა რაოდენობით ჩვენ საბჭოთა კავშირში დიდი უპირატესობით გავედით პირველ ადგილზე (დღეს ამ მაჩვენებლით პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის ვართ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე) და 1988 წელს საბჭოთა კავშირის მცირე მეწარმეთა პირველი ყრილობა ჩატარდა საქართველოში. სამწუხაროდ, შემდეგში ვეღარ მოინახა საქართველოში მცირე მეწარმეობის რეფორმირების სწორი გზები. სამინისტროებში გაუქმდა მცირე მეწარმეობის ადრე არსებული ხელშემწყობი სტრუქტურები და მათ ბაზაზე, 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის კანონით, დაარსდა “მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი”. მცირე მეწარმეობის მოძულე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელს გააუქმა 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და ამ კანონთან მიერთებული მცირე მეწარმეობის მართვის ერთადერთი სტრუქტურა – “ცენტრი”. ამით ის გახდა ქართული მცირე მეწარმეობის მესაფლავე.

გასული საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევრის ქართული მცირე მეწარმეობის არნახულმა აღზევებამ ნათლად დაგვანახა, რომ ქართველი ხალხის გენებში ჯერ კიდევ არის შემონახული მცირე მეწარმეობისადმი ის ისტორიული ალღო და შემართება, რომელმაც მრავალგზის გადაარჩინა გადამთიელი მრავალრიცხოვანი მტრებისაგან აოხრებული საქართველო და ქართველი ხალხი. ასე იქნება ამჯერადაც, თუ ჩავატარებთ სწორად გააზრებულ მცირე მეწარმეობის რადიკალურ, მიზანმიმართულ რეფორმებს, რომლებიც მიაღწევს უშუალოდ მცირე მეწარმეებამდე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში კიდევ იფეთქებს 30 წლის წინანდელი მცირე მეწარმეობის ბუმი. მთავარია, ქართველმა ხალხმა ირწმუნოს მცირე მეწარმეობის ამ რეფორმების სიკეთე და იმ პიროვნებების პატიოსნება, ვინც ამ რეფორმებს ჩაატარებენ.  

2004 წლის 10-11 მარტს მოსკოვში გაიმართა სრულიად რუსეთის მცირე საწარმოთა წარმომადგენლების მე–5 კონფერენცია. ერთდროულად გაიმართა მრგვალი მაგიდა მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის განვითარების თემაზე, სადაც მოწვეულები იყვნენ მსოფლიოს 8 სახელმწიფოს წარმომადგენლები. ესენი იყვნენ ცნობილი „შვიდეულის“ ქვეყნები: აშშ, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია. მე–8 ქვეყანად კი მიწვეული იყო ინდოეთი, სადაც ბოლო წლებში მცირე მეწარმეობამ განიცადა არნახული განვითარება მას შემდეგ, რაც ინდოეთში შეიქმნა მცირე საწარმოთა განვითარების სამინისტრო. ჩვენ მოვიპოვეთ ამ კონფერენციისა და მრგვალი მაგიდის მასალები[46], რომლებიც 2003 წელს ჩვენს მიერ დამუშავებულ საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ პროგრამა–დეკრეტთან [47] ერთად გავუგზავნეთ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ–მინისტრს. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამა–დეკრეტი 2004 წლის 6 მარტს პირადად ხელში გადავეცით კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ მცირე მეწარმეთა ფორუმზე მოსულ ახალარჩეულ პრეზიდენტ სააკაშვილს.

ამ პროგრამ–დეკრეტის კანონპროექტზე [47] მუშაობის დროს ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან, რომელსაც კურირებდა მინისტრის პირველი მოადგილე ნათია თურნავა. 2003 წლის აგვისტოს თვეში მივაღწიეთ რიგ შეთანხმებებს, კერძოდ, შევთანხმდით, რომ ვინაიდან ევროსაბჭოს რეკომენდაციებით მცირე საწარმოს წლიური მაქსიმალური ბრუნვა არის 7 მილიონი ევრო (ამჟამად არის 10 მილიონი ევრო), ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული მცირე საწარმოების წლიური მაქსიმალური ბრუნვა კი რამდენჯერმე ნაკლები და შეადგენს 0,5 მილიონ ლარს, ამ ეტაპზე ბრუნვის მოცულობის გაზრდის მიზნით მცირე და საშუალო საწარმოს ცნება გაგვეერთიანებია ერთ, მცირე საწარმოს ცნებაში. ვერ შევთანხმდით წლიური ბრუნვის სიდიდეზე, ჩვენ ვითხოვდით 7 მილიონ ლარს, სამინისტრო კი საშუალო მეწარმის წლიურ ბრუნვას, 1,5 მილიონ ლარს. იძულებული გავხდით წავსულიყავით დათმობაზე იმ პირობით, რომ 2 წელიწადში ბრუნვის ეს სიდიდე გადაიხდებოდა. შევთანხმდით, მცირე საწარმოებისათვის ჩვენი კანონპროექტის შესაბამისად, ალტერნატიული ამორჩევითი ფიქსირებული გადასახადების შემოღებაზე, მცირე საწარმოების შემოწმებაზე 3–წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე, მცირე მეწარმეობის სტრუქტურების გასაძლიერებლად ამერიკული მოდელის შესაბამისად „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“(შემდეგში „ცენტრი“) რეგიონული ფილიალების შექმნაზე და „ცენტრის“ თვითდაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით მცირე მეწარმეობის რეფორმების შედეგად  ბიუჯეტში მცირე მეწარმეობიდან დამატებით მობილიზებული თანხების 25%–ის დატოვებაზე „ცენტრის“ განკარგვაში. სხვათაშორის, „ცენტრის“ რეგიონული ფილიალების შექმნა უკვე გადაწყვეტილი იყო როგორც ”ცენტრის” წესდებაში ჩაწერილი ერთ–ერთი ძირითადი მუხლით, ისე პრეზიდენტ შევარდნაძის 2002 წლის 22 ივნისის #309 ბრძანებულებით „საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის 2002-2004 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“. ამ შეთანხმებების საფასურად ჩვენ დავთანხმდით ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მოთხოვნას, უარი გვეთქვა ჩვენს მიერ 1998 წელს მომზადებული კანონპროექტის „მცირე მეწარმეობის შესახებ“ ცალკე კანონად მიღებაზე.

სამწუხაროდ, 2003 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალებმა ფინანსთა მინისტრად კვლავ აღაზევეს მცირე მეწარმეობის მოძულე ნოღაიდელი, რომელმაც გააგრძელა ადრე ფინანსთა მინისტრობის დროს დაწყებული მცირე მეწარმეობის მტრობა ისეთ მასშტაბებში, შევარდნაძის ხელისუფლებაში რომ ვერ ბედავდა. მისი უშუალო ინიციატივით გაუქმდა მცირე მეწარმეთა სასარგებლოდ მიღებული საკანონმდებლო აქტები და პროგრამები, შეწყდა მუშაობა ახალ კანონპროექტებზე, მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულ ზემოთ განხილულ „პროგრამა–დეკრეტის“ კანონპროექტზე. რაც მთავარია, ნოღაიდელმა დაიწყო მცირე საწარმოთა მართვის, უფლებებისა და ინტერესების ერთადერთი დამცველი სტრუქტურის, „ცენტრის“ მიზანმიმართული ნგრევა. უკვე გადაწყვეტილი გაფართოებისა და „ცენტრის“ რეგიონული ფილიალების დაარსების ნაცვლად, მან „ცენტრის“ 40–კაციანი შტატი ჩამოიყვანა 14 კაცზე და ბოლოს 2006 წელს, როცა პრემიერ–მინისტრი გახდა, საერთოდ გააუქმა მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და ამ კანონთან მიბმული მცირე მეწარმეობის ერთადერთი დამცველი სტრუქტურა „ცენტრის“ სახით.

2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებასაც“ მცირე მეწარმეობისათვის არაფერი არ გაუკეთებია და ყველაფერი დასაწყებია ნულიდან. უირველეს ყოვლისა, აღსადგენია 2006 წელს ნოღაიდელის ძალისხმევით გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და მასთან ავტომატურად მიბმული „ცენტრი“ მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ფონდით. ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ, რათა პრობლემები არ შეექმნას ევროკავშირის მიერ მცირე მეწარმეობის მიზნობრივი დაფინანსებისათვის  უკრაინის, მოლდოვსა და საქართველოს მიმართულებით გადმოსარიცხ 2 მილიარდ ევროს. თუ ეს კანონი არ აღსდგება, არის დიდი კითხვის ნიშანი ევროკავშირი ასეულობით მილიონი ევროთი კანონიერად როგორ უნდა დაეხმაროს საქართველოს, სადაც 2006 წლიდან გაუქმებულია ერთადერთი, 1999 წელს მიღებული კანონი მცირე მეწარმეობის შესახებ, იურიდიულად მცირე მეწარმე აღარ არსებობს და გამოცხადებულია კანონგარეშედ. აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ აღადგენს კანონს მცირე მეწარმეობის შესახებ, ეს ასეული მილიონობთ ევროს დახმარება, ისე როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა საქართველოში, ამჯერადაც არ მოხმარდება მცირე მეწარმეებს და ისინი, უკვე მერამდენედ, კვლავ აღმოჩნდებიან გაძარცულები. ეს რომ არ მოხდეს, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა აღადგინოს 2006 წელს გაუქმებული კანონი და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ასეული მილიონობით ევროს დახმარების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენა–განვითარების საუკეთესო პროგრამაზე გამოაცხადოს ტენდერი.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ დავამუშავეთ „საქართველოში მცირე მეწარმეობის ფორსირებული აღორძინებისათვის საჭირო სარეკომენდაციო ღონისძიებების პროგრამა“(48), რომელიც ოფიციალურ წერილთან თანდართული 2013 წლის 21 ივნისს გავუგზავნეთ პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და როცა პასუხი ვერ მივიღეთ, 2014 წლის 8 ივლისს კვლავ გავუგზავნეთ ამჯერად ახალ პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. სამწუხაროდ, ეს წერილიც უპასუხოდ დარჩა. ქვემოთ გთავაზობთ ამ საპილოტე, ექვსთვიანი პროგრამის სრულ ტექსტს ციტატის სახით, რომელიც დღემდე ელის აღსრულებას:

«1.დაინიშნოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი მცირე მეწარმეობის დარგში.

  1. აღსდგეს 2006 წელს გაუქმებულ მცირე მეწარმეობის კანონი და ამ კანონთან მიბმული „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“ გაუქმების დროს არსებული საშტატო ერთეული (14 კაცი) და მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
  2. ვინაიდან დღეს საქართველოს მცირე მეწარმეობაში აბსოლუტური საკანონმდებლო ვაკუუმია, სასწრაფოდ არის და შემდეგაც იქნება მისაღები მრავალი კანონპროექტი, მიზანშეწონილია გერმანული მოდელის შესაბამისად მთავრობამ, კერძოდ, პრემიერ–მინისტრმა პარლამენტში დანიშნოს მცირე მეწარმეობის საპარლამენტო მდივანი.
  3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან პრემიერ–მინისტრის ფონდიდან „ცენტრის“ 2013 წლის ბოლომდე 6 თვით ფუნქციონირებისათვის გამოიყოს 200 ათასი ლარი. დაახლოებით 100 ათასი ლარი მოხმარდება 14 კაცის სახელფასო ფონდს და 100 ათასი ლარი კი სხვადასხვა მიმდინარე ხარჯებს (ოფისის დაქირავება და მოწყობა, კომუნალური გადასახადები, საკანცელარიო, ბენზინი, მობილური ტელეფონების მომსახურება, რეკლამა და ა.შ.)
  4. 2013 წლის დამთავრებამდე „ცენტრი“ შეასრულებს შემდეგ სამუშაოებს:

–  დაიწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს 2014 წლის 1 იანვრიდან ჩვენს მიერ დამუშავებულ და დაპატენტებულ (საქპატენტის მოწმობა #5296) „საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამის“ პრაქტიკული რეალიზაციისათვის.

  • ამ მიზნით დამუშავდება 5–წლიანი გეგმა კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალით. განსაკუთრებით დეტალურად დამუშავდება უახლოესი ერთი წლის, ანუ 2014 წლის სამუშაო გეგმა. შემდეგში, 2014 წელს დამუშავდება 2015 წლის კონკრეტული სამუშაო გეგმა და ა.შ.
  • 2014 წლის სამუშაო პროგრამის შესაბამისად 6 თვეში დამუშავდება ამ პროგრამის შესაბამისი 2014 წლის ბიუჯეტი, 2015 წლის პროგრამის შესაბამისად 2015 წლის ბიუჯეტი, 2016 წლის პროგრამის შესაბამისად 2016 წლის ბიუჯეტი და ასეთი წესით გაგრძელდება შემდეგ წლებში ბიუჯეტის შედგენა.
  • მცირე მეწარმეობის აღდგენა–განვითარების ჩვენი პროგრამა მოითხოვს მხოლოდ 2014 წლის ერთჯერად სასტარტო დაფინანსებას და შემდეგ წლებში ახალი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ეს პროგრამა მუდმივად გადადის თვითდაფინანსების უწყვეტ რეჟიმში.
  • 2014 წლის ბიუჯეტისა და მცირე მეწარმეობის მართვის ამერიკული მოდელის შესაბამისად, 2014 წლის 1 იანვრიდან დაიწყება „ცენტრის“ ფილიალების დაარსება საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში და მათი ფუნქციონირება ზემოდ აღნიშნული დაპატენტებული პროგრამის შესაბამისად.
  • ჩვენს მიერ დამუშავებული და დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა #5266) ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით 2014 წლის 1 იანვრამდე დამუშავდება ფიქსირებულ გადასახადებსა და ბრუნვის პროცენტის თავისუფალ მიშვებაზე დაფუძნებული მცირე მეწარმეობის ახალი საგადასახადო კანონმდებლობა, რაც ცალკე თავად უნდა შევიდეს მოქმედ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების სახით. შემდეგში მცირე მეწარმეობის ამ საგადასახდო კოდექსის მოდელზე შეიძლება გადავიყვანოთ მთელი ჩვენი საგადასახადო კოდექსი, რადგან ასეთი საგადასახადო კოდექსი დღეს მსოფლიოში ითვლება საუკეთესოდ.
  • მცირე მეწარმეობის აღორძინება–განვითარების პროგრამის პარალელურად 2014 წლის 1 იანვრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენს მიერ დამუშავებული და დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა #5890) „სახელმწიფოს მიერ დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პროგრამის“ ამოქმედებისათვის: 2014 წლის 1 იანვრიდან „ცენტრსა“ და მის ფილიალებში მასიურად დაიწყება დაზარალებულთა ზარალის აღრიცხვა–ინვენტარიზაცია, დაზარალებულებზე საგადასახადო თამასუქების გაცემა, ამ თამასუქების გამოყენებით ახალი სამრეწველო საწარმოების (ძირითადად მცირე სამრეწველო საწარმოების) ახსნა და მათი წარმატებული ფუნქციონირება.
  • დამუშავდება დამატებითი ღონისძიებები, რათა ზარალის ანაზღაურების ჩვენი დაპატენტებული პროგრამით დაიწყოს როგორც სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად უკვე აღიარებული 11 სახის დაზარალებული მოქალაქეების 1,2 მილიარდი ლარის (მათ შორის მეანაბრეთა 502 მილიონი ლარის) ზარალის, ისე 2004-2012 ავადსახსენებელ წლებში ნაციონალების მიერ წართმეული ქონებითა და ბიზნესებით დაზარალებული დაახლოებით 20 ათასი მოქალაქის 7 მილიარდი ლარის ზარალის ანაზღაურება”.

ამრიგად, საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და ფორსირებული განვითარებისათვის ჩვენ დამუშავებული გვაქვს 3 მნიშვნელოვანი პროგრამა:

  1. საქართველოში მცირე მეწარმეობის ფორსირებული აღორძინებისათვის საჭირო სარეკომენდაციო ღონისძიებების პროგრამა(48).
  2. პროგრამა–დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ(47).
  3. საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა(9).

ამ სამი პროგრამიდან, უპირველეს ყოვლისა, უნდა შესრულდეს მოსამზადებელ ექვსთვიან პროგრამაში (48) გათვალისწინებული 5 საკითხისა და მე–5 საკითხის ყველა 9 პუნქტის მოთხოვნა. პირველ რიგში კი აღსადგენია მცირე მეწარმეობის 2006 წელს გაუქმებული ერთადერთი კანონი და ამ კანონთან ავტომატურად მიბმული მცირე საწარმოთა მართვის უფლებებისა და ინტერესების ერთადერთი დამცველი სტრუქტურა „ცენტრი“ მცირე მეწარმეთა საკუთარი საინვესტიცო ფონდით. აღდგენა უნდა მოხდეს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ცენტრის“ იმ დებულებითა და საფინანსო–საშტატო გეგმით, რაც „ცენტრს“ ჰქონდა გაუქმების დროს. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცესებს. ამის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი მე–2 (47) და მე–3(9) პროგრამების მიხედვით უნდა დავადგინოთ მცირე მეწარმეობის ორი ძირითადი პარამეტრი:

  1. მცირე საწარმოს სტატუსი.

ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე არსებული შეთანხმების საფუძველზე, მცირე და საშუალო საწარმოს ცნება უნდა გაერთიანდეს ერთ ცნებად–„მცირე საწარმო“, ხოლო მცირე და საშუალო მეწარმის ცნება ასევე ერთ ცნებად–„მცირე მეწარმე“(47). მცირე საწარმოსთვის წლიური ბრუნვა მიზანშეწონილია ამ საწყის ეტაპზე იყოს 1,5 მილიონი ლარი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 50.

ეს მონაცემები კარგად ეთანადება 1999 წელს მიღებულ და 2006 წლიდან დღემდე გაუქმებულ „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის“ კანონით განსაზღვრულ მცირე და საშუალო საწარმოთა სტატუსებს: მცირე საწარმოსათვის წლიური ბრუნვა 0,5 მილიონ ლარამდე და დასაქმებულთა რაოდენობა 20, საშუალო საწარმოსთვის კი წლიური ბრუნვა 0,5-1,5 მილიონი ლარი და დასაქმებულთა რაოდენობა 50–მდე, რაც ზუსტად შეესაბამება ევროსაბჭოს მოთხოვნებს, მაგრამ წლიური ბრუნვა 1,5 მილიონ ლარამდე კოლოსალურად ჩამორჩება ევროსაბჭოს 10 მილიონამდე ევროს მოთხოვნას.

  1. მცირე საწარმოს გადასახადები.

მცირე მეწარმეს უფლება აქვს ამოირჩიოს ერთი შემდეგი სახის გადასახადებიდან(47):

  • მოქმედი საგადასახადო კოდექსი.
  • ფიქსირებული პროცენტული გადასახადი ბრუნვიდან.

ფიქსირებული პროცენტული გადასახადი ბრუნვიდან 1,5 მილიონ ლარამდე იქნება თავისუფლად მიშვებული. ბრუნვის გაზრდით ფიქსირებული პროცენტი გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება გადასახადები და ბრუნვის შემცირებით ფიქსირებული პროცენტი შემცირდება, შესაბამისად შემცირდება გადასახადები (7,14,47). ფიქსირებული პროცენტი ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს სამრეწველო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებისთვის. ასეთი ნოვაციების შემოტანით მცირე მეწარმე, რომელსაც მსხვილ მეწარმესთან შედარებით აქვს გაცილებით ნაკლები წლიური ბრუნვა, ანუ ნაკლები ბიზნესაქტიობა, დაიბეგრება უფრო დაბალი გადასახადებით, ვიდრე მსხვილი მეწარმე. ამ გზით გასწორდება დღევანდელი საგადასახადო კოდექსის ერთ–ერთი ძირითადი ნაკლი–მცირე და მსხვილი მეწარმის თანაბარი საგადასახადო ტვირთით დაბეგვრა, რაც შანსს არ უტოვებს მცირე მეწარმეს რაიმე კონკურენცია გაუწიოს მსხვილ მეწარმეს და მისი გაკოტრება, ან ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლა გარდაუვალი ხდება.

 

2.3.საგადასახადო ლიცენზიების ყიდვა (47). 

საგადასახადო ლიცენზიების ყიდვა, ანუ გარიგებითი გადასახადის ლარებში გადახდა საზღვარგარეთ მცირე მეწარმეების დაბეგვრის ერთ–ერთი ნაცადი მეთოდია და განსაკუთრებით გამოიყენება იმ მცირე მეწარმეთა მიმართ, რომელთა საქმიანობის ადმინისტრირება გართულებულია, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მცირე მეწარმეები თვითონ წამოაყენებენ ასეთ წინადადებებს, რომლებიც მისაღები იქნება საგადასახადო სამსახურისთვისაც.

შენიშვნა: თუ მცირე მეწარმე არ ამოირჩევს გადასახადის სახეს, ის გადასახადებს გადაიხდის მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

  1. საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენა და ფორსირებული განვითარება.

საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და ფორსირებული განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1999 წლის „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ კანონის აღდგენის შემდეგ რეფორმების სწორად გაგრძელებას ამერიკული მოდელით და, პირველ რიგში აღდგენილი „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ ფილიალების დაარსებას საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. ამ მართლაც შთამბეჭდავი და უდიდესი მასშტაბური ამერიკული მოდელის შესახებ აი რას წერს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ომარ შურღაია 2010 წელს გამოცემულ თავის შესანიშნავ წიგნში „მცირე ბიზნესისი საფუძვლები“ (მოგვყავს ციტატა):

„მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად ჩამოყალიბებულია დინამიკური ინსტიტუციური საფუძვლები. შექმნილია სპეციალური ეროვნული სამსახური – მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომელიც აშშ–ის კონგრესთან ფუნქციონირებს. მის ცენტრალურ აპარატში 2100 კაცი მუშაობს, ხოლო მთლიანად სისტემაში – 4ათასი კაცი. ადმინისტრაცია ქვეყნის რეგიონებში წარმოდგენილია 100 განყოფილებით. ამასთანავე თითოეულ შტატში ფუნქციონირებს მათი ადგილობრივი ქვეგანყოფები. ადმინისტრაციული მუშაკები ეხმარებიან წვრილ მეწარმეებს საკუთარი საქმის მოწყობაში, ხელსაყრელი ფედერალური კონტრაქტებისა და სუბკონტრაქტების დადებაში, იცავენ მათ ინტერესებს, ორგანიზებას უწევენ მცირე საწარმოებისადმი ფინანსურ მხარდაჭერას, თანამშრომლობენ სამმართველო, ტექნიკური, ინფორმაციული და სხვა საკითხების მოგვარებაში, ამუშავებენ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კონკრეტულ ღონისძიებებს და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აშშ–ის პრეზიდენტსა და კონგრესს წარუდგენენ“(30).

აღსანიშნავია, რომ ამ ამერიკული მოდელით მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია არ ექვემდებარება არც ერთ სამინისტროს და ექვემდებარება უშუალოდ კონგრესს. ამერიკული მოდელის ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია „ცენტრის“ დებულებაში, როცა „ცენტრი“არ ექვემდებარება არც ერთ სამინისტროს და, აღდგენის შემთხვევაში, დაექვემდებარება პარლამენტს. დაახლოებით მცირე მეწარმეობის მართვის ასეთივე სტრუქტურებია 2004 წელს მოსკოვში გამართულ მცირე მეწარმეობის სამიტზე მიწვეულ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებშიც [46].

4.მცირე საწარმოთა შემოწმებაზე მორატორიუმის შემოღება.

საქართველოში მცირე საწარმოთა შემოწმებაზე უნდა გამოცხადდეს 3–წლიანი მორატორიუმი, რომელიც გავრცელდება ყველა ახალშექმნილ მცირე საწარმოზე. უნდა მომზადდეს მორატოიუმის ჩატარების საკანონმდებლო აქტი, სადაც აღნიშნული იქნება იმ მაკონტროლებელი ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც უფლება მიეცემათ მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეამოწმონ მცირე საწარმოები [47].

 

  1. საქართველოში მცირე საწარმოების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა.

5.1. ფინანსთა სამინისტრომ „ცენტრს“ უნდა დაუტოვოს „ცენტრის“ მიერ ჩატარებული მცირე მეწარმეობის რეფორმების შედეგად მცირე მეწარმეობიდან ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული თანხების 25% და მოხმარდეს ეს თანხები „ცენტრთან“ მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ბანკის დაარსებასა და მისი საწესდებო კაპიტალის ყოველწლიურად გაზრდას[47].

5.2. მცირე მეწარმეობის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამებით საქართველოში მიღებული დახმარებების, გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების განკარგვა უნდა  დაევალოს „ცენტრს“ იმ აუცილებელი პირობით, რომ ეს რესურსები მოხმარდება „ცენტრის“ საწესდებო მოთხოვნების შესრულებასა და საინვესტიციო ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდას[47].

5.2. პუნქტში აღნიშნული უფლებების „ცენტრისათვის“ გადაცემას ექნება დიდი მნიშვნელობა, რადგან 1992-2014 წლებში მცირე მეწარმეობის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით საქართველოსთვის გამოყოფილი მრავალრიცხოვანი დახმარებების, გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების დიდი ნაწილი დაიხარჯა არამიზნობრივად ისე, რომ მცირე მეწარმეობას თითქმის არაფერი არ მოხმარდა. 2003 წელს ჩვენ მოვიპოვეთ საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ სამსახურებრივი მოხმარებისათვის დაბეჭდილი „საერთაშორისო თანამეგობრობა. საქართველო. 1992–2002. დახმარების მიმოხილვა“(49), სადაც განსაკუთრებით მასშტაბურად ჩანს ასეთი დარღვევები და სამაგალითოდ მოვიყვანთ ერთ დარღვევას: 1992–2002 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის, ძირითადად მცირე მეწარმეობისათვის გამოიყო 378 მილიონი გერმანული მარკის დახმარება. ამ დახმარების 2/3 წარმოადგენდა 40–წლიან შეღავათიან კრედიტს 0,75%–იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით, თანაც გადახდა იწყებოდა 10 წლის შემდეგ. ამ ასეული მილიონებიდან მცირე მეწარმეობას თითქმის არაფერი არ შეხვედრია, ძირითადად დაიტაცეს ბანკებმა და ატრიალებდნენ წლიურ 36%–იან სესხებად. ასეთ დარღვევებს დღესაც აქვს ადგილი და მცირე მეწარმების იაფი სესხებისათვის გამოყოფილი ასეული მილიონობით ლარი იშვიათად მიდის უშუალოდ მცირე მეწარმებამდე და ამ სოლიდური თანხებით ისევ მხვილი მეწარმეები, განსაკუთრებით კი ბანკირები სარგებლობენ. რომ არსებობდეს „ცენტრი“ და ამ „ცენტრთან“ მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ბანკი, რაც გათვალისწინებულია ამ ახალ პროგრამაში, ასეთ დარღვევებს ადგილი აღარ ექნებოდა, მოიშლებოდა კორუფციული საშუალედო რგოლები და მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის გამოყოფილ ამ სოლიდურ თანხებს პირდაპირ უშუალოდ განკარგავდა „ცენტრი“ თავისი საკუთარი საინვესტიციო ბანკით.

მცირე მეწარმეობის სრულყოფილი რეფორმირებისათვის, გარდა ზემოდ ჩამოთვლილი რეფორმებისა, კომპლექსურად იქნება გამოყენებული „სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებისა“[10] და აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული „უპროცენტო ემისიური კრედიტების“ [50] პროგრამები, რომელთა შესახებ საუბარი გვექნება შემდეგ თავებში.

ამრიგად ჩვენს ასოციაციას მზად აქვს საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და ეტაპობრივი განვითარებისათვის აუცილებელი 3 პროგრამა: ”საქართველოში მცირე მეწარმეობის ფორსირებული აღორძინებისათვის საჭირო სარეკომენდაციო ღონისძიებების პროგრამა”(48), ”პროგრამა–დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ”[47] და ”საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა”(9). ამ რეფორმების ამოქმედებისა და საქართველოში მცირე მეწარმეობის 9–წლიანი საკანონმდებლო ვაკუუმის დასრულებისათვის აუცილებელია 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი მართვის უწყების, ”ცენტრის” აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში მოსახლეობის დასაქმების, სიღარიბის დაძლევის, სიღატაკისაგან თავის დაღწევის პრობლემების მოგვარება კვლავ გაურკვეველი დროით გადაიწევს და, რაც მთავარია, ძირითადად მცირე სამრეწველო მეწარმეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო პროგრამები, დიდი ალბათობით, ჩავარდება.

ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატვისა და 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენის შემთხვევაში, მზად ვართ დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა ხელისუფლებასთან ასოციაციის მიერ დამუშავებული მცირე მეწარმეობის აღდგენა–განვითარების ამ 3 პროგრამის შესრულების თაობაზე. ჩვენი პროგრამების შესრულება და მაქსიმალურ უკუგებაზე გასვლა კი ეტაპობრივად შესაძლებელია მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში. ამ 5 წლის განმავლობაში მცირე მეწარეობის ეს რეფორმები ჩატარდება რა კომპლექსურად საგადასახადო რეფორმებთან ერთად, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი მოსახლეობის დასაქმება, რადგან სამრეწველო მეწარმეობაში ერთი დასაქმებული არასამრეწველო მეწარმეობაში ავტომატურად დამატებით ასაქმებს 4 კაცს. ამ 4 კაცის ავტომატურად დასაქმება კი ასევე ავტომატურად იწვევს იმ არასამრეწველო მეწარმეობის სფეროების მშპ–ის გაზრდას, სადაც მოხდება არასამრეწველო მეწარმეების დამატებითი დასაქმება. აქედან გამომდინარე, მცირე მეწარმეობის ამ რეფორმების განხორციელება წინა თავში განხილული საგადასახადო რეფორმების კომპლექსში დააჩქარებს მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში მშპ–ის გაზრდას 100–150%–ით.

 

  • სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა

ზარალის ანაზღაურების რეფორმების პროგრამა

სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პრობლემები ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შევისწავლეთ დაზარალებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პრობლემები არა მარტო თეორიულ დონეზე [51,52,53,54,55], არამედ გადავდგით პირველი პრაქტიკული ნაბიჯები. 2002 წელს ქუთაისში აღვრიცხეთ დაახლოებით 10 ათასი დაზარალებული მეანაბრე, რომლებიც თანახმა იყვნენ უარი ეთქვათ ზარალის ანაზღაურებაზე პირდაპირ ბიუჯეტიდან და მიეღოთ ჩვენს მიერ შეთავაზებული ზარალის ანაზღაურების ალტერნატიული საკმპენსაციო ანაზღაურება. ეს არის გაეროს კატეგორიული მოთხოვნა, რომელიც 1985 წლის 29 ნოემბრის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-8 და მე-13 მუხლების თანახმად სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულებს აღიარებს რა „მსხვერპლად“, მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს აუცილებლად მოხდეს ზარალის ანაზღაურება. აქვე მითითებულია, რომ თუ ანაზღაურება ვერ ხერხდება პირდაპირ ბიუჯეტიდან, ეს შეიძლება განხორციელდეს საკომპენსაციო ანაზღაურებით, მათ შორის სპეციალური საკომპენსაციო ფონდების დაარსებით. საკომპენსაციო ანაზღაურება კი მრავალფეროვანია და ამ პრობლემის მოგვარების გზებზეც საქართველოში გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები, განსაკუთრებით დაზარალებული მეანაბრეების საკომპენსაციო ფონდის საქმიანობის თემაზე.

ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობდით სახელმწიფო ფონდისათვის სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად დროებით სარგებლობაში გარკვეული გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების გადმოცემას აღიარებული შიდა ვალის ანგარიშში და გადმოცემული მატერიალური ფასეულობების ბაზაზე დროებითი სახელმწიფო სააქციო საზოგადოების დაარსებას, რომლის აქციონერები გახდებოდნენ დაზარალებული მეანაბრეები თავიანთ მეანაბრეთა წიგნაკებზე რიცხული თანხების ნომინალების შესაბამისად. სახელმწიფოს ამ ფონდისთვის უნდა მიეცა მოგების საბიუჯეტო შემოსავლების 5%, პრივატიზაციიდან შემოსული თანხების 3% და სახელმწიფოს კუთვნილი აქციების 50%(55), რისი რესურსებიც ქვეყანას არ აღმოაჩნდა და ამ ფონდის შექმნაზე სახელმწიფომ უარი თქვა. იყო აგრეთვე წინადადება, რომ ჩვენს ასოციაციასთან დაარსებულიყო „მცირე მეწარმეთა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა ცენტრი“. ეს იქნებოდა ანალოგი მცირე მეწარმეთა უფლებების გაუქმებული დამცველი „ცენტრისა“, მაგრამ დაზარალებულ მეანაბრეთა ინტერესების დამცველი გაზრდილი უფლებამოსილებით, თანაც არა სამთავრობო, როგორიც იყო „ცენტრი“, არამედ არასამთავრობო სტრუქტურაში, როგორიცაა ჩვენი ასოციაცია.

ჩვენ ოფიციალურად გაგზავნილი სამთავრობო წერილებით სისტემატურად ვითხოვდით 2006 წელს ნოღაიდელის ძალისხმევით გაუქმებული მცირე მეწარმეობის კანონისა და ამ კანონთან მიბმული „ცენტრის“ აღდგენას. როცა ამას ვერ მივაღწიეთ, 2008 წელს ჩვენს ასოციაციასთან დავაარსეთ „მცირე მეწარმეთა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა ცენტრი“, რომელსაც უნდა განეხორციელებია ასოციაციის წევრების მიერ საგადასახადო ვაუჩერების სრულიად ახალი ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე დაფუძნებული „სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებული მეანაბრეების ზარალის ანაზღაურების კონცეფცია“[56]. ქვემოთ ციტატის სახით მოყვანილია ამ კონცეფციის მოკლე თეზისები, რომლებიც დაიბეჭდა 2008 წლის 2-4 მაისის გაზეთ „ვერსიაში“:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში დაზარალდნენ მეანაბრეები, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნებში მიმდინარეობს მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურება თანდათანობით და ზოგიერთ ქვეყანაში ეს პროცესი კიდევაც დამთავრდა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს გარდაუვალი პროცესი არც კი დაწყებულა, რადგან ხელისუფლებას არ აქვს ამის პოლიტიკური ნება. არადა, მთავარი დამნაშავე არის სწორედ სახელმწიფო, რადგან თავის დროზე, ქართველმა ხალხმა თავისი დანაზოგები შეიტანა სახელმწიფო შემნახველ სალაროებში და ამ ანაბრების უკან დაბრუნება უნდა უზრინველყოს სახელმწიფომ.

გაეროს 1985 წლის 29 ნოემბრის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომელზედაც საქართველოსაც აქვს ხელი მოწერილი, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ ყველა მოქალაქეს აღიარებს „მსხვერპლად“ და გაეროს წევრ ქვეყნებს ავალდებულებს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მოქალაქეებს აუცილებლად აუნაზღაურონ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალი 100 პროცენტით. ყველა იმ ქვეყანას, ვინც თავიანთი მოქალაქეებისათვის იწყებს სახელმწიფოსგან მიყენებული ნებისმიერი და, მათ შორის, ანაბრების დაკარგვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებითაც.

აქედან გამომდინარე, უპრიანია საქართველოშიც სასწრაფოდ დაიწყოს დაზარალებული მეანაბრეებისათვის სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროცესი. ამ მიზნით საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციასთან, ამ ასოციაციის საწესდებო მოთხოვნათა სრული დაცვით შეიქმნა „საქართველოს მცირე მეწარმეთა და დაზარალებულ მეანაბრეთა ცენტრი“, რომელიც იწყებს დღეისთვის საქართველოში ყველაზე უფრო გამწვავებული 2 გლობალური პრობლემის მოგვარებისათვის ბრძოლას, რომელთა მოგვარების გარეშე საქართველოში არასდროს არ დაიძლევა სიღარიბე, არ დამყარდება სოციალური სამართლიანობა, არ დამთავრდება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაცია.

ბიუჯეტის გამოყენებით დაზარალებული მეანაბრეებისათვის ზარალის ანაზღაურების მრავალი წინადადებაა, რომელთა განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დღეს ქვეყანას ნამდვილად არ აქვს ამისი ეკონომიკური და ფინანსური რესურსები. განსხვავებულია ჩვენი კონცეფცია,  რომელიც არ მოითხოვს არავითარ საბიუჯეტო სახსრებს, ასევე არავითარ პრობლემას არ შეუქმნის მიმდინარე ბიუჯეტის შესრულებას (რის გამოც საფინანსო წლის ნებისმიერ თვეში შეიძლება მისი რეალიზება), არ გამოიწვევს ინფლაციას და, პირიქით, ფორსირებულად ააღორძინებს რა სამრეწველო მეწარმეობას, ძირითადად კი მცირე სამრეწველო მეწარმეობას, საგრძნობლად შეამცირებს ინფლაციასა და ერთდროულად მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში პრაქტიკულად მოაგვარებს ხალხის რეალური დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის უმწვავეს სოციალურ პრობლემებს, რადგან საერთაშორისო სტატისტიკიდან გამომდინარე, სამრეწველო მეწარმეობაში ერთი დასაქმებული არასამრეწველო მეწარმეობაში დამატებით ავტომატურად ასაქმებს 4 კაცს.

ამ ფუძემდებლური პრინციპების გათვალისწინებით ქართველ ხალხს ვთავაზობთ სახელმწიფოსაგან დაზარალებული მეანაბრეებისათვის ზარალის ანაზღაურების ჩვენს ძირითად კონცეფციას:

  1. საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციასთან არსებული „მცირე მეწარმეთა და დაზარალებულ მეანაბრეთა ცენტრი“, შემდეგში „ცენტრი“, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს სახელმწიფოს მიერ დაზარალებული მეანაბრეებისა და მათზე რიცხული ანაბრების ზუსტ აღრიცხვას აშშ დოლარებში ანაბრების შეტანის დროს მოქმედი გაცვლითი სავალუტო კურსის შესაბამისად.
  2. „ცენტრის“ მიერ დაზუსტებულ და ნოტარიალურად დამოწმებულ მეანაბრეთა ზარალს სახელმწიფო მთლიანად აღიარებს დაზარალებულ მეანაბრეთა შიდა ვალად აშშ დოლარებში.
  3. სახელმწიფო მის მიერ აღიარებული დაზარალებული მეანაბრეების შიდა ვალის ანგარიშში ყველა დაზარალებულ მეანაბრეს თავისი ანაბრის ნომინალის შესაბამისად გაყიდვის უფლებით უფასოდ აძლევს ფასიან ქაღალდს აშშ დოლარებში, ანუ ვაუჩერებს.
  4. სახელმწიფოს მიერ დაზარალებული მეანაბრეებისათვის უფასოდ მიცემული ვაუჩერების გამოყენება შეიძლება მხოლოდ არენდაში აღებული სახელმწიფო მიწებისა და ქონების გადასახადების გადასახდელი და ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოების ფუნქციონირების დროს საგადასახადო დავალიანებების დასაფარავად.
  5. სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის მიერ მომზადებული და 2006 წლის 28 ნოემბერს პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად წარდგენილი კანონპროექტი „დამწყები სამრეწველო საწარმოებისათვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რაც დააჩქარებს საქართველოში ახალი სამრეწველო საწარმოების გახსნასა და, შესაბამისად, დაზარალებული მეანაბრეების ზარალის ანაზღაურების პრობლემის მოგვარებას.

სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდის დაარსების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც დაგვეხმარებოდა 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის დაძლევაშიც, 2010 წლის 7 თებერვალს ოფიციალურ წერილზე თანდართული მოხსენებითი ბარათით მივმართეთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მოხსენებითი ბარათის სათაური იყო „სახელმწიოფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდი – ზარალის ანაზღაურების ერთადერთი გზა“ (58), სადაც ზარალის ასანაზღაურებლად საგადასახადო ვაუჩერების [56,42] ნაცვლად გამოყენებული გვაქვს უფრო დაზუსტებული და ადეკვატური ტერმინი „საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქები“. ციტატის სახით მოგვყავს საინტერესო ნაწყვეტი ამ მოხსენებითი ბარათიდან:

„თუ გავეცნობით გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის დეკლარაციას, რომელიც გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის ასეთ და მსგავს შემთხვევებში საპროგრამო დოკუმენტს წარმოადგენს, დარწმუნდებით, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებმა არ უღალატეს დემოკრატიზმის პრინციპებს და იმოქმედეს ამ დოკუმენტის მოთხოვნათა შესაბამისად. ეს დოკუმენტი კი მსხვერპლად აღიარებს ყველა იმ პირსა თუ პირთა ჯგუფს, რომელთაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიადგათ მატერიალური ზარალი, ან სხვა სახის ზიანი მორალური ზიანის ჩათვლით ხელისუფლების მიზეზით და ამასთან ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს ისეთ მოქმედებას, რომლითაც სასწრაფოდ იქნება კომპენსირებული ზიანი მსხვერპლთა ღირსების ყოველმხრივი დაცვით. უფრო მეტიც, ეს დეკლარაცია მოუწოდებს ხელისუფალს, რომ სპეციალური ტრენირება ჩაუტაროს პოლიციის, სასამართლოს, მედიცინისა და სოციალური სამსახურის მუშაკებს, რომლებმაც დაზარალებულებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვან მათი ღირსება, მოექცნენ ყურადღებითა და გაგებით. მსგავსი შემთხვევებისათვის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-8 და მე-13 მუხლი განგვიმარტავს: „ხელი უნდა შეეწყოს სახელმწიფო ფონდების შექმნას, განმტკიცებას და გაფართოებას მსხვერპლთათვის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას სხვა ფონდებიც, მათ შორის, არასამთავრობოც იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს არ ძალუძს აუნაზღაუროს მსხვერპლს მიყენებული ზარალი“.

როცა ამ მოხსენებითი ბარათით [58] და სხვა მრავალი ოფიციალური წერილით, სადაც ვითხოვდით დაზარალებულ მეანაბრეთა სახელმწიფო საკომპენსაციო ფონდის შექმნას, შედეგს ვერ მივაღწიეთ, გაეროს გენერალური ასამბლეის ზემოდ დასახელებული, ყველა ქვეყნისათვის საპროგრამო დოკუმენტის თანახმად, ჩვენი ასოციაციის 7-მა წევრმა 2011 წლის 4 ოქტომბერს სახელმწიფო რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით დავარეგისტრირეთ „სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდი“. დამფუძნებელთა შორის არიან მეცნიერებათა დოქტორები, ცნობილი ეკონომისტები, მენეჯმენტისა და საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალისტები. ფონდის დირექტორად კი ავირჩიეთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ცისკარიშვილი. ფონდის მიერ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების განსახორციელებელი პროგრამა 2012 წლის 1 მარტს საქპატენტში დავაპატენტეთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დეპონირების წესით(12). სამწუხაროდ, თუ ადრე გამოქვეყნებულ ჩვენს კონცეფციებში [56,57] საგადასახადო საკომპენსაციო ვაუჩერები, შემდეგში იგივე თამასუქები, ვრცელდებოდა მხოლოდ სამრეწველო საწარმოებზე, ასოციაციის ზოგიერთი წევრის მოთხოვნით, ის გავრცელდა რა სავაჭრო-სამომხმარებლო ბიზნესზეც[12], გაართულა ხელისუფლებასთან კომპრომისის მიღწევა. გარდა ამისა, ზარალის პრიორიტეტულად ანაზღაურებისათვის დამატებით დაწესდა დაზარალებულ მეანაბრეთა 40-58 წლის ასაკის პრიორიტეტი, რაც პრაქტიკულად ძნელად განსახორციელებელია და იწვევს დაზარალებულ მეანაბრეთა დაპირისპირებასაც.

ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ჩვენ 2012 წლის 28 სექტემბერს დავამუშავეთ და დეპონირების წესით საქპატენტში დავაპატენტეთ ახალი პროგრამა „სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგამა“(51), სადაც შედარებით მოწესრიგებულია ყველაზე დიდი პრობლემა. ეს არის ზარალის ანაზღაურების ინდექსაცია საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქების ნომინალების დასადგენად. ასოციაციის ზოგიერთი წევრი, გამოხატავდა რა დაზარალებულ მეანაბრეთა უმრავლესობის აზრს, მოითხოვდა თამასუქების ნომინალების განსაზღვრას იმ სავალუტო კურსის შესაბამისად, რაც ანაბრის შეტანის დროს არსებობდა საბჭოთა მანეთსა და აშშ დოლარს შორის. პრაქტიკულად ეს აღმოჩნდა ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაოები, რადგან მოითხოვს საქართველოში დაფიქსირებული 4,6 მილიონი ანაბრის თითოეულ წიგნაკში ათობით ფულადი შენატანის ცალკეულ ინდექსირებას. (12)-ის პროგრამაში ინდექსაციის საკითხი დატოვებულია ღიად. ამ საკითხის გადაწყვეტა გათვალისწინებულია ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რაც დღემდე ვერ ხერხდება და მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პრობლემის მოგვარება შესულია ჩიხში.

აქედან გამომდინარე, მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების ინდექსაციის საკითხის სამართლიან გადაწყვეტას ამჟამად ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. საბოლოოდ ჩვენ გადავწყვიტეთ ინდექსაცია მოხდეს ერთიანი გასაშუალებული პროპორციით 1:1, ანუ დაზარალებული მეანაბრეების ანაბარზე დარიცხულ 1 საბჭოურ მანეთს სახელმწიფო გაანაღდებს მის მიერ გაცემული საგადასახადო თამასუქის 1 აშშ დოლარის ნომინალით. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვეყრდნობით შემდეგ მნიშვნელოვან არგუმენტებს:

  • საბჭოთა ანაბრების მოქმედების დაახლოებით ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საბჭოთა მანეთის გაცვლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იყო საშუალოდ მიახლოებული ერთთან.
  • ბიუჯეტი არ დაზარალდება, რადგან ბიუჯეტიდან არ გაიცემა არც ერთი ლარი.
  • საგადასახადო თამასუქებით დაიფარება მხოლოდ არენდაში აღებული სახელმწიფო მიწებისა და ქონების გადასახადები და ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოების საგადასახადო ვალდებულებები. ამის გამო საგადასახადო თამასუქები ფაქტობრივად წარმოადგენს პოტენციურ ადგილობრივ ინვესტიციას და რაც უფრო მეტი საგადასახადო თამასუქები ჩაიდება საქმეში, იმდენად მეტი მდგრადი ეკონომიკის ამღორძინებელი ადგილობრივი ინვესტიციები განხორციელდება საქართველოში.
  • ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამარტივებს, აჩქარებს და აიაფებს დაზარალებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების ინდექსაციის პრაქტიკულ რეალიზაციას.
[12,55,56,57,58] პროგრამების დადებითი და უარყოფითი მხარეების დეტალური გაანალიზებით დავამუშავეთ და დავაპატენტეთ სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ახალი პროგრამა [11], რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

  1. სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდის დაარსება და მისი ფილიალების გახსნა საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში. ეს ფონდი, რომელიც უკვე დაარსაებული გვაქვს, შეითავსებს აგრეთვე 1999 წელს დაარსებული და 2006 წელს გაუქმებული მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ფუნქციებსაც ამერიკული მცირე მეწარმეობის მოდელის შესაბამისი რეგიონული ინფრასტრუქტურითა და მაქსიმალურად გაფართოებული უფლება-მოვალეობებით.
  2. ფონდი თავისი რეგიონული ფილიალებით დაიწყებს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა მასიურ აღრიცხვას ყველა იურიდიული ნიუანსის აუცილებელი დაცვით. შეიქმნება აღრიცხულ დაზარალებულ მეანაბრეთა ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომლის მონაცემების მიხედვით განისაზღვრება მეანაბრეთა ზარალი აშშ დოლარებში და დაწესდება ამ ზარალის ანაზღაურების რიგითობა.
  3. ფონდის მიერ აღრიცხულ-შეკრებილი დაზარალებული მეანაბრეების ნოტარიალურად დამოწმებული ანაბრების წიგნაკების, პირადობისა და საჭიროების შემთხვევაში სამემკვიდრეო მოწმობის ქსეროასლები თანდათან გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს მეანაბრეთა დაზუსტებული ზარალის სახელმწიფო შიდა ვალად აღიარებისათვის.
  4. მეანაბრეთა დაზუსტებულ და ნოტარიალურად დამოწმებულ ზარალს სახელმწიფო აღიარებს შიდა ვალად აშშ დოლარებში და მეანაბრეებს გადასცემს შესაბამის საგადასახადო თამასუქებს გაყიდვა-გასხვისების უფლებით.
  5. საგადასახადო თამასუქების გამოყენება შეიძლება მხოლოდ არენდაში აღებული სახელმწიფო მიწებისა და ქონების გადასახადებისა და ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოების ამუშავების დროს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დასაფარავად.
  6. საგადასახადო თამასუქებით მომუშავე საწარმოებისათვის ამუშავდება საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი „ახლადგახსნილი სამრეწველო საწარმოებისათვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც განსახილველად შეტანილია პარლამენტში და გამოქვეყნდა 2010 წლის ივნისის ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“.
  7. ფონდის სისტემაში ამოქმედდება ჩვენს მიერ დამუშავებული და დეპონირების წესით საქპატენტში დაპატენტებული ახალი საგადასახადო კოდექსი [14], საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა [9], აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა [13] და აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული საწარმოების ემისიური კრედიტებისა და ადგილობრივი ინვესტირების პროგრამა[50].
  8. ფონდი თავისი რეგიონული ფილიალებით საგადასახადო თამასუქების მფლობელს მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი მცირე საწარმოების დასაარსებლად უტარებს კონსულტაციებს და ეხმარება ბიზნეს-გეგმების შედგენაში.
  9. ფონდს უფლება აქვს შეიძინოს საგადასახადო თამასუქები და დააარსოს როგორც საკუთარი, ისე ერთობლივი სამრეწველო საწარმოები საგადასახადო თამასუქების მფლობელებთან ერთად.
  10. საკუთარი და ერთობლივი საწარმოებიდან მიღებული შემოსავლების გარდა, ფონდი პროგრამა [47]-ის შესაბამისად მიიღებს დამატებით შემოსავლებსა და დაარსებს მცირე საწარმოთა საინვესტიციო ბანკს.

პროგრამა [47]-ის შესაბამისი დამატებითი შემოსავლების გარდა ფონდს უნდა მიეცეს სახელმწიფოს მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა შიდა ვალად უკვე აღიარებული 500 მილიონი ლარის განკარგვის უფლება. ამ თანხის ანგარიშში სახელმწიფომ უნდა გამოუყოს 50 მილიონი ლარის 5 წლიანი შეღავათიანი კრედიტი სასტარტო დაფინანსებისათვის, რომელიც მოხმარდება რეგიონული ოფისების ჩამოყალიბებასა და მცირე საწარმოთა საინვესტიციო ბანკის დაარსებას. დარჩენილი 450 მილიონი ლარის ანგარიშში კი პირველ რიგში აღრიცხულ დაზარალებულ მეანაბრეებზე უნდა გაიცეს შესაბამისი საგადასახადო თამასუქები. ისიც აღსანიშნავია, რომ 50 მილიონი საჭიროა მხოლოდ სასტარტო დაფინანსებისათვის, რის შემდეგაც პროგრამა მთლიანად გადადის თვითდაფინანსების რეჟიმში [47].

ამრიგად, ჩვენს მიერ დამუშავებული სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამის ახალი ეკონომიკური მექანიზმი ემყარება მეანაბრეთა ზარალის აღიარებას შიდა ვალად (რაც ნაწილობრივ უკვე განხორციელებულია) და ამ ვალის ანგარიშში დაზარალებული მეანაბრეებისათვის გაყიდვა-გასხვისების უფლებით საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების დარიგებას, რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ არენდაში აღებული სახელმწიფო მიწებისა და ქონების გადასახადები და ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოების მუშაობის დროს წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დასაფარავად.

ეკონომიკური ეფექტი იქნება დიდი: სახელმწიფოსაგან მიყენებული ათეული მილიარდობით ლარის ზარალი თანდათან ტრანსფორმირდება საგადასახადო თამასუქების მფლობელი მეწარმეების (ძირითადად მცირე სამრეწველო მეწარმეების) ადგილობრივ უფასო ინვესტიციებად, რის შედეგადაც დაზარალებული მეანაბრეები საკუთარი წარმატებული ბიზნესით თანდათან თვითონ აინაზღაურებენ სახელმწიფოსაგან მიყენებულ ზარალს. მოგებული იქნება სახელნწიფოც, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების გარეშე გაისტუმრებს მის მიერ სახელმწიფო შიდა ვალად აღიარებულ მეანაბრეთა ზარალს. ქვეყანაში შეიქმნება ათეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, რადგან საგადასახადო თამასუქების მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ სამრეწველო ბიზნესში. მსოფლიო სტატისტიკიდან კი ცნობილია, რომ სამრეწველო ბიზნესში 1 დასაქმებული არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად დამატებით ასაქმებს 4 კაცს. მოიხსნება ინფლაციის რისკებიც, რადგან ბრუნვაში შედის არა ცოცხალი ფულის მასა, არამედ ფასიანი ქაღალდები საგადასახადო თამასუქების სახით, რომლებიც უკვე დასაქონლებულია გამოშვებული სამრეწველო პროდუქციით.

„სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებიათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამა”[11] მოიწონა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ლეო ჩიქავამ, რომელმაც წერილობითი ფორმით გამოხატა თანადგომა და მზადყოფნა, გაგვიწიოს დახმარება ამ პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის ყველა ეტაპზე. გარდა ამისა, 2013 წლის 24 მაისს, სასტუმრო ვერე-პალასში არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად საქართველოში გაიმართა დიდი კონფერენცია თემაზე „საბჭოთა ანაბრები და სახელმწიფოს შიდა ვალი“, რომელსაც აკადემიური წრეების, ექსპერტული საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების 40-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციას უძღვებოდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი. ამ კონფერენციაზე ერთადერთი სრულყოფილი პროგრამა, რომელიც მზად არის პრაქტიკული რეალიზაციისათვის და არ ითხოვს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, იყო ზუსტად ეს ჩვენი პროგრამა და ამიტომ გამოიწვია დამსწრეთა დიდი ინტერესი.

პირადად ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ჩვენს მიერ დამუშავეულ-დაპატენტებული მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: პროგრამის დამუშავება, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდის დაარსება, ზარალის აღრიცხვა და ინდექსაცია, ინდექსირებული ზარალის აღიარება სახელმწიფო შიდა ვალად, აღიარებული შიდა ვალის მოცულობის შესაბამისი სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების უფასოდ გადაცემა დაზარალებული მეანაბრეებისათვის და ამ თამასუქების პრაქტიკულად გამოყენების კანონპროექტის დამუშავება[57]. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპებიდან პროგრამა უკვე დამუშავებული გვაქვს, დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდი შექმნილი გვაქვს, დაზარალებულ მეანაბრეთა 500 მილიონი ლარი სახელმწიფოს უკვე 1998 წლიდან აქვს აღებული შიდა ვალად და თუ ამ ვალს კანონიერი საურავები დაერიცხება, გაცილებით უფრო დიდი თანხა გამოვა. დარჩენილია მხოლოდ ბოლო 2 ეტაპის სამუშაოები, თამასუქების დაბეჭდვა-დარიგება და ამ თამასუქების გამოყენების კანონპროექტის დამუშავება, რომლებიც ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე არ გადაწყდება. 2011-2012 წლებში ჩვენ გვქონდა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ექსპერტებთან მუდმივი კონსულტაციები და თითქმის მისული ვიყავით კონსესუსამდე, როცა ჩვენი ასოციაციის ექსპერტებმა ყველა ჩამჭრელ კითხვას გასცეს დამაჯერებელი პაუხი. სამწუხაროდ, ჩვენი ინტენსიური კონსულტაციები შეწყდა ფინანსთა მინისტრად ნოდარ ხადურის დანიშვნის შემდეგ, რომელმაც ვეტო დაადო სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პრობლემის მოგვარებას და ეს თემა საერთოდ დახურა.

ამის მიზეზი შეიძლება ისიც გახდა, რომ 500 მილიონი ლარის უკვე აღიარებული შიდა ვალის გარდა მილიარდობით ლარის შიდა ვალად ასაღები მეანაბრეთა ზარალის ზუსტი აღრიცხვა-ინდექსირებისა და ამის საფუძველზე სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამაუქების გაცემის სირთულეები ობიექტურად მართლაც არსებობს, თუმცა ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და აუცილებელიც არის. დაზარალებულ მეანაბრეთა გარდა უნდა მოხდეს სხვა 10 სახის დაზარალებულთა შიდა ვალად აღიარებული 500 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურება, რომლის აღრიცხვა-ინდექსაცია არავითარ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი სახის დაახლოებით 20 ათასი დაზარალებული, რომელთა ზარალის აღრიცხვა-ინდექსირება კიდევ უფრო გამარტივებულია. ესენი არიან 2004-2012 წლებში ნაციონალების მიერ 7 მილიარდი ლარის ქონება-ბიზნესების წართმევით დაზარალებულები, რომელთა თანხმობის შემთხვევაში მათი ზარალიც შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი ბიუჯეტის გვერდის ავლით ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით [11].

ყველა ზემოდ ჩამოთვლილი ხარვეზის გამოსწორების მხედველობაში მიღებით ჩვენ დავამუშავეთ და 2014 წლის 19 თებერვალს დეპონირების წესით საქპატენტში დავაპატენტეთ ახალი პროგრამა-„სახელმწიფო მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პროგრამა(10), რომელიც ეანაბრეთა გარდა მოიცავს სახელმწიფოს მიზეზით ნებისმიერი სახის დაზარალებულს, მათ შორის 1998 წელს დაზარალებულებად სახელმწიფოს მიერ უკვე აღიარებული 10 სახის დაზარალებულებ და 2004-2012 წლებში ნაციონალების მიერ დაზარალებულებსაც. შესაბამისად, ჩვენს მიერ დაარსებული „სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდი“ (შემდეგში „საკომპენსაციო ფონდი“) დაზარალებული მეანაბრეების გარდა მოემსახურება ნებისმიერი სახის დაზარალებულებს და მათთვის გახსნის სპეციალურ სპეცფონდს, რისი იურიდიული უფლებაც საკომპენსაციო ფონდს აქვს მინიჭებული წესდებით. ამავე წესდებით მას უფლება აქვს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში გახსნას საკომპენსაციო ფონდის რეგიონული ფილიალები, სადაც მოხდება ადგილობრივი დაზარალებულების ზარალის აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და ინდექსირების იურიდიული დოკუმენტების მომზადება ფინანსთა სამინიტროდან სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების მისაღებად. რეგიონული ფილიალები ადგილობრივ დაზარალებულებს ბოლომდე დაეხმარებიან, რათა მაქსიმალური ეფექტიანობით მოიხმარონ თავიანთი თამასუქები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო საქართველოს ჩათვლით ვალდებულია ყოველგვარი დახმარება გაუწიოს მისი მიზეზით დაზარალებულთა საკომპენსაციო ფონდების წარმატებულ საქმიანობას. ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ 1998 წელს 11 სახის დაზარალებულთა 1,2 მილიარდი ლარის აღიარებული შიდა ვალიდან დღეისათვის გაუნაღდებელი 1,0 მილიარდი ლარის ვალის განკარგვის უფლება უნდა მიეცეს გაეროს რეკომენდაციებით შექმნილ საკომპენსაციო ფონდს, რომელიც ამ ერთ მილიარდ ლარს რეალიზაციას გაუკეთებს დაზარალებულთა სახელობით საკომპენაციო საგადასახადო თამასუქებად.

 

 

 

1.4 მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა

ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა

მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა (შემდეგში ”მეგაპროგრამა“) ეფუძნება მე-2 თავში განხილული მცირე მეწარმეობისა და მე-3 თავში განხილული სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების პროგრამებს. ეს მეგაპროგრამა მართლაც წარმოადგენს ამ პროგრამების ერთიან კომპლექსს, რადგან მცირე მეწარმეობის რეფორმების პროგრამის დაფინანსება-ამოქმედებით უმცირესი დანახარჯებით მცირე მეწარმეობის ერთ და იგივე სტრუქტურებში ამოქმედდება სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების პროგრამაც და, პირიქით, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების პროგრამის დაფინანსება-ამოქმედებით, ასევე უმცირესი დანახარჯებით, დაზარალებულთა ზარალის ასანაზღაურებელ ერთ და იგივე სტრუქტურებში ამოქმედდება მცირე მეწარმეობის რეფორმების პროგრამაც.

ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატვის შემთხვევაში შესაძლებელია ეს მეგაპროგრამა სწრაფად დაიქოქოს და უკვე ერთ სამეურნეო წელიწადში მოგვცეს უკუგება, რომელიც საგრძნობლად გაიზრდება ყოველწლიურად. მეგაპროგრამამ ერთდროულად უნდა შეასრულოს 2 უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური მისია – მოსახლეობის დასაქმებისათვის საქართველოში ააღორძინოს მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობა და უზრუნველყოს სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის კომპენსაცია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ორივე ამ მისიის შესრულებაზე უარს ამბობს. მესამე წელიწადია არ აღადგენს 2006 წელს უსამართლოდ გაუქმებულ მცირე მეწარმეობის ერთადერთ კანონს, ამ კანონთან მიბმულ მცირე საწარმოთა მართვის ორგანიზებული საქმიანობის ერთადერთ სტრუქტურას – ”ცენტრს“ და არ იხდის 1998 წელს სახელმწიფოს მიერ 11 სახის დაზარალებულების 1,2 მილიარდი ლარის აღიარებული საშინაო ვალიდან დღეისათვის გაუნაღდებელ 1,0 მილიარდ ლარს, რომლის გაცემას ვითხოვთ არა ნაღდ ფულად, არამედ ფასიანი ქაღალდების სახით საგადასახადო თამასუქებით.

ეს კი ცეცხლთან თამაშის ტოლფასია, რადგან სანამ საქართველოში არ აღორძინდება დღევანდელი განულებული მცირე მეწარმეობა, მანამდე ვერასდროს ვერ დასაქმდება მოსახლეობა და სანამ არ დაიწყება სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პრობლემის სამართლიანი მოგვარების პროცესი, მანამდე სტრასბურგის სასამართლოში დაზარალებულების მიერ ათეული მილიარდობით ლარის სარჩელების დიდი ალბათობით მოგებისა და, შესაბამისად, დეფოლტეს საშიშროება ყოველთვის დამოკლეს მახვილივით ეკიდება საქართველოს თავზე. ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ეს საშიშროება კინაღამ სინამდვილედ ექცა საქართველოს. მაშინდელი საშიშროება იმდენად რეალური იყო, რომ როგორც 2002 წლის 12-13 სექტემბრის გაზეთი „ალია“ იუწყებოდა, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩევნების ცნობილმა გამყალბებელმა ხათუნა გოგორიშვილმა ამჯერად პარლამენტის გადაწყვეტილება გააყალბა, თითქოს პარლამენტმა დაზარალებულ მეანაბრეებს ევროსასამართლოში ჩივილი აუკრძალა. საბედნიეროდ, ეს სიყალბე დროზე აღმოაჩინა პარლამენტარმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მაშინვე გაასაჯაროვა და აღკვეთა ეს წარმოუდგენელი პოლიტიკურ-ეკონომიკური თაღლითობა.

მეგაპროგრამის პრაქტიკულად განხორციელების გზების ძიებაში ჩვენ ძირითად მიზნად დავისახეთ სახელმწიფოს მიერ დაზარალებულების 1998 წლიდან აღიარებული და დღემდე არგადახდილი 1,0 მილიარდი ლარის საშინაო ვალის მკვდარი კაპიტალის გაცოცხლება და მისი შემდგომი კაპიტალიზაცია ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული პროგრამების  შემდეგი სქემით [9,10,11]:  ზარალის იურიდიულად დასაბუთება, იურიდიულად დასაბუთებული ზარალის აღრიცხვა-ინდექსირება, აღრიცხულ-ინდექსირებული ზარალის აღიარება სახელმწიფო საშინაო ვალად, აღიარებული საშინაო ვალის ანგარიშში გასხვისება-გაყიდვის უფლებით დაზარალებულებისათვის სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების უფასოდ დარიგება რომელთა გამოყენება შეიძლება არენდებში აღებული სახელმწიფო მიწებისა და ქონების არენდის ღირებულების გადასახადად და ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადასახადების გადასახადად. საგადასახადო თამასუქების გამოყენებით ახალი რენტაბელური მცირე სამრეწველო საწარმოების ამუშავება და კონკურენტუნარიანი სამრეწველო პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია.

ამ სქემაში მთავარ ეკონომიკურ ბერკეტს წარმოადგენს საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქი, რომლის ცნება სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (მათ შორის მეანაბრეთა) ზარალის ანაზღაურების პრაქტიკაში პირველად ჩვენ შემოვიტანეთ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც, რომელთა მოსახლეობამ საქართველოს მოსახლეობის მსგავსად, ყველამ განიცადა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფინანსური ზარალი სახელმწიფოს მიზეზით. რა თქმა უნდა, საგადასახადო თამასუქების გამოყენება სამრეწველო მცირე მეწარმეობაში წარმოადგენს ერთგვარ საგადასახადო შეღავათებს, მაგრამ სამრეწველო მცირე მეწარმეებისათვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების მინიჭების გარეშე ჩვენნაირი ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ დაუღწევია თავი.

ამის დასტურია ლეგენდარული ეკონომიკური პროგრამის „კეთილდღეობა ყველასთვის“ ავტორის ლუდვიგ ერჰარდის ისტორიული ეკონომიკური რეფორმები, როცა მან ომის შემდგომი მიწასთან გაწორებული დასავლეთ გერმანიის ეკონომიკა ფეხზე წამოაყენა ერთდროულად 400 დასახელების პროდუქციის მწარმოებელი ყველა საწარმოს გათავისუფლებით ყოველგვარი გადასახადისაგან. ჩვენი მეგაპროგრამით კი ეს საგადასახადო შეღავათები არ არის მხოლოდ ცალმხრივი შეღავათები სამრეწველო მცირე მეწარმეებისათვის, რადგან შეღავათები აგრეთვე ეძლევა სახელმწიფოსაც, რომელსაც გაცემული საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქების შესაბამისად ჩამოეწერება მის მიერ აღიარებული დაზარალებულთა საშინაო ვალი.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მცირე მეწარმეობა ვერ უწევს რა კონკურენციას მსხვილ მეწარმეობას და განწირულია გასაკოტრებლად, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მცირე მეწარმეობას გადასარჩენად აძლევს ან სუბსიდიებს, ან საგადასახადო შეღავათებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მცირე მეწარმეობის გადარჩენისათვის პირდაპირი სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების მინიჭების ფინანსური რესურსები არ გაგვაჩნია და ამ მეგაპროგრამით აუცილებლად მისანიჭებელი სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების ჩანაცვლებას ვახდენთ საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქებით, რომელიც ერთდროულად ეხმარება სახელმწიფოს მის მიერ აღიარებული შიდა ვალის გასტუმრებაში. ამით სახელმწიფო ორმაგად მოგებული რჩება. რაც მთავარია, საგადასახადო თამასუქებით ფორსირებულად ფეხზე დადგება სამრეწველო მეწარმეობა, სადაც მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით 1 დასაქმებული არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად დამატებით ქმნის 4 სამუშაო ადგილს. არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად ახალდასაქმებულები კი ყოველგვარი შეღავათების გარეშე ჩვეულებრივი წესით იბეგრებიან რა მოქმედი საგადასახადო კოდექსით, ეს იქნება ბიუჯეტში სოლიდური გაუთვალისწინებელი დამატებითი საგადასახადო შემოსავლები!

საბოლოო ჯამში, ამ უნიკალური მეგაპროგრამით სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა იურიდიულად დადასტურებული მილიარდობით ლარის ზარალი აღირიცხება და გაეროს 1985 წლის 29 ნოემბრის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-8 და მე-13 მუხლების მოთხოვნით სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება საშინაო ვალად. ჩვენი მეგაპროგრამის შესაბამისად ეს ვალი ერთდროულად ტრანსფორმირდება როგორც სახელობით საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებად, ისე მცირე სამრეწველო საწარმოების ადგილობრივ ინვესტიციებად, რაც ამ საწარმოების გარანტირებულად მოგებაზე მუშაობის ეკონომიკური საფუძველია. მოსალოდნელი შედეგები მართლაც რომ შთამბეჭდავია: გარანტირებული მოგების ხარჯზე დაზარალებულები თანდათან თავიანთი წარმატებული მცირე მეწარმეობით თვითონ ინაზღაურებენ სახელმწიფოს მიზეზით მიყენებულ ზარალს. სახელმწიფო მოქმედი ბიუჯეტის გვერდის ავლით ასევე თანდათანობით ისტუმრებს შიდა ვალად აღიარებულ დაზარალებულთა ზარალს. ქვეყანაში ფაქტობრივად ხორციელდება ახალი მცირე საწარმოების ამუშავებისა და მოსახლეობის დასაქმებისათვის აუცილებელი მილიარდობით ლარის ადგილობრივი ინვესტიციები. მოქმედ ბიუჯეტში შემოსავლები არ მცირდება და, პირიქით, იზრდება ზემოთ დასახელებულ გარემოებათა გამო. გამორიცხულია ინფლაცია, რადგან ეკონომიკურ ბრუნვაში ექცევა არა ზედმეტი ფულის მასა, არამედ უკვე დასაქონლებული ფასიანი ქაღალდები სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების სახით. რაც მთავარია, ეს მეგაპროგრამა 100%-იანი გარანტიით უზრუნველყოფს დაწყებული სახელმწიფო პროგრამების „აწარმოე საქრთველოში“, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა საქართველოში“ და „ძლიერი რეგიონიძლიერი საქართველოსათვის“ წარმატებით დამთავრებას. შეიძლება ითქვას, რომ მეგაპროგრამა ფაქტიურად წარმოადგენს გაეროს მიერ 2001 წელს საქართველოსათვის გაწერილი და დღემდე აბსოლუტურად შეუსრულებელი ვალდებულებების აღსრულების სამუშაო პროგრამას. ამიტომ უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება ამ მეგაპროგრამით და რაც შეიძლება სწრაფად გამოხატოს მისი აღსრულების პოლიტიკური ნება.

          მეგაპროგრამის პრაქტიკული რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტოებში იმის მიხედვით, თუ როგორ პოლიტიკურ ნებას გამოხატავს ხელისუფლება. ცნობილია, რომ მეგაპროგრამა წარმოადგენს ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული მცირე მეწრმეობის აღდგენა-განვიარების პროგრამის (9) და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პროგრამის [10] ერთიან კომპლექსურ დიდ პროგრამას. ამ მეგაპროგრამის პრიორიტეტი თუ გახდება პროგრამა [9], მეგაპროგრამა იქნება სამთავრობო, ხოლო თუ პრიორიტეტი მიეცემა პროგრამას [10], შესაბამისად, მეგაპროგრამა იქნება არასამთავრობო. განვიხილოთ ცალცალკე ორივე ეს შემთხვევა:

მე-2 თავში განხილული მცირე მეწარმეობის რეფორმების პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენას. ამ კანონის აღდგენასთან ერთად ავტომატურად აღდგება კანონთან მიბმული „ცენტრი“ საკუთარი საინვესტიციო ფონდით. ამის შემდეგ ჩვენი პროგრამის (9) შესაბამისად ხდება ამერიკული მოდელის მიხედვით „ცენტრის“ რეფორმირება და საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში მისი ფილიალების დაარსება. „ცენტრი“ თავისი რეგიონული ფილიალებით იქნება მეგაპროგრამის სტრუქტურები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის კაპიტალიზაციას ჩვენს მიერ დამუშავებული და ზემოთ დაწვრილებით უკვე განხილული უნიკალური სქემითა და მოსალოდნელი შთამბეჭდავი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით. აღსანიშნავია, რომ ამერიკული მოდელის შესაბამისობიდან გამომდინარე, „ცენტრი“ თავისი ფილიალებით არ დაემორჩილება არც ერთ სამინისტროს და მოექცევა პარლამენტის უშუალო კურატორობის ქვეშ. ეს მით უფრო გამართლებულია, რომ დღეს საქართველოში მცირე მეწარმეობის აბსოლუტური საკანონმდებლო ვაკუუმია და მცირე მეწარმეობის ამერიკული მოდელიდან გამომდინარე, საქართველოშიც მცირე მეწარმეობაში მისაღები იქნება მრავალი კანონი და მიღებულ კანონებში ცვლილებების შეტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი პრინციპი „ცენტრის“ წესდებაშიც უკვე დევს, როცა „ცენტრი“ არ ემორჩილება არც ერთ სამინისტროს. ვინაიდან სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულა ზარალის ანაზღაურებს ვალდებულება გადადის „ცენტრზე“, „ცენტრს“ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული დაზარალებულთა 1,0 მილიარდი ლარის ვალის განკარგვის უფლება, რის შემდეგაც „ცენტრი“ თავისი რეგიონული ფილიალებით უზრინველყოფს 1,0 მილიარდი ლარის სახელობითი საკომპენსაციო თამასუქების დამზადებასა და რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. თვითონ „ცენტრის“ დაფინანსებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 21 მილიონი ლარი. დაფინანსება იქნება ერჯერადი, რადგან შემდეგ მეგაპროგრამა მუდმივად გადადის თვითდაფინანსების უწყვეტ რეჟიმში. დაფინანსება შეიძლება მოხდეს მცირე მეწარმეობის სასტარტო დაფინანსებისა და იაფი კრედიტებისათვის გამოყოფილი სახრსებიდან, ან სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული 1,0 მილიარდი ვალის დაზარალებულთა ვალიდან.

მე-3 თავში განხილული სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების პროგრამაში ხაზგასმულია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ფუძემდებლური დოკუმენტების მოთხოვნათა საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით ჩვენს მიერ დაარსებულ „საკომპენსაციო ფონდს“ (სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდი) დამტკიცებული წესდებით უფლება აქვს მოემსახუროს სახელმწიფოს მიზეზით ნებისმიერ დაზარალებულს, უკეთ მომსახურების მიზნით გახსნას რეგიონული ფილიალები საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში, სადაც მოხდება ადგილობრივი დაზარალებულების ზარალის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის აუცილებელი იურიდიული დოკუმენტების მომზადება ფინანსთა სამინისტროდან სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების მისაღებად და დაევალება ამ თამასუქების გამოყენებით ახალი მცირე სამრეწველო საწარმოების წარმატებით ფუნქციონირება.

ამრიგად, საკომპენსაციო ფონდზე გადავა რა ახალამოქმედებული მცირე სამრეწველო საწარმოების წარმატებით ფუნქციონირების პასუხისმგებლობა, საკომპენსაციო ფონდის მიმართ მთლიანად უნდა ამოქმედდეს „მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა“(9), აგრეთვე „პროგრამა-დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ“(47) ამ დეკრეტში გაწერილი შეღავათებია და პრიორიტეტებით, პირველ რიგში კი დაფინანსების წყაროების პრიორიტეტებით. ყოველივე ამის შედეგად, ჩვენს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით დაარსებული საკმპენსაციო ფონდი თავისი რეგიონული ფილიალებით გახდება ჩვენი მეგაპროგრამის ძირითადი აღმასრულებელი სტრუქტურები. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული და დღემდე გაუნაღდებელი დაზარალებულა 1,0 მილიარდი ლარის ვალი დარჩება დაარალებულთა მთავარი სტრუქტურის, საკომპენსაციო ფონდის განკარგვაში და ეს 1,0 მილიარდი ლარი იქნება მთელი ამ მეგაპროგრამის სასტარტო კაპიტალი დაზარალებულთა ზარალის პირველი კაპიტალიზაციის ჩასატარებლად, პირველ რიგში კი, საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების დასამზადებლად.

აქედან გამომდინარე, 1,0 მილიარდი ლარის აღიარებული ვალის ანგარიშში სახელმწიფომ საკომპენსაციო ფონდს ნაღდი ფულის, ან შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტის სახით უნდა გამოუყოს 21 მილიონი ლარი, საიდანაც 11 მილიონი ლარი მოხმარდება საკომპენსაციო ფონდისა და მისი რეგიონული ფილიალების ინტენსიურად ამუშავების ერთჯერად დაფინანსებას (შემდეგში მთელი მეგაპროგრამა გადავა თვითდაფინანსების მუდმივ რეჟიმში), ხოლო 10 მილიონი ლარი იქნება დაზარალებულ მეანაბრეთა საინვესტიციო ფონდის პირველი შენატანები და დაიბეჭდება დარჩენილი 979 მილიონი ლარის სახელობითი საკომპენსაციო საგადასახდო თამასუქები.

„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ გამოეხატა პოლიტიკური ნება და ერთობლივად დაგვეწყო ჩვენი ამ მეგაპროგრამის განხორციელება, სახელმწიფოს საშინაო ვალად აღიარებული 11 სახის დაზარალებულების (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მარტო მეანაბრეა!) 1,2 მილიარდი ლარის ზარალიდან დღეისათვის გაუნაღდებელი 1,0 მილიარდი ლარი უკვე კაპიტალიზებული იქნებოდა მცირე სამრეწველო საწარმოების საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებად, ადგილობრივ ინვესტიციებად და ასობით მილიონი ლარის გამოშვებულ სამრეწველო პროდუქციად. ეს კი გამოიწვევდა ახალი მცირე სამრეწველო საწარმოების მასიურად ამუშავებას, სადაც რეალურად შეიქმნებოდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილები და 4-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები კი ავტომატურად დამატებით შეიქმნებოდა არასამრეწველო ბინესებში. ამის შედეგად დღეს საქართველოში გაცილებით უფრო ნაკლებად იქნებოდა ლარის კურსის სიმყარისა და უმუშევრობის მოგვარების პრობლემები, რაც მთავარია, ეს ჩვენი მეგაპროგრამა უმაღლეს სიჩქარეებზე ბოლომდე უკვე დაქოქილი იქნებოდა ახალი კვოტების მილიარდობით ლარის ზარალის უწყვეტი კაპიტალიზაციისა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების უწყვეტი შექმნისათვის.

 

  • მონეტარული რეფორმების პროგრამა

საქართველოში მიმდინარეობს არასწორი ფულად-საკრედიტო, ანუ მონეტარული პოლიტიკა, რის გამოც ფულის მასა ნაკლების მშპ-ზე დაახლოებით 5-ჯერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა 5-ჯერ ნაკლებად არის შევსებული ფულით და ქვეყანაში მძვინვარებს ფულის შიმშილი. ამის დასტურად მოვიყვანთ ციტატას ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის ურუზმაგ ქარქუსოვის საინტერესო ნაშრომიდან „ეკონომიკური განვითარების ანტიკრიზისული პროგრამა“(59):

„2 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი (2 300 000 000 აშშ დოლარი), რომელსაც ფლობს საქართველო, არ შეესაბამება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას (მშპ), რაც შეადგენს 10 მილიარდ დოლარზე (10 000 000 000 აშშ დოლარი) ოდნავ ნაკლებს 2008 წლის მონაცემებით. ეს დისპროპორცია არ იძლევა საკმარისი რაოდენობით სამუშაო ადგილების შექმნის, საშუალო ფენის ფორმირების საშუალებას, ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების სტაბილურობას და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ლიდერობას რეგიონში. ფულის რაოდენობა საქართველოში ეწინააღმდეგება ელემენტარულ ლოგიკას, ავტომატურად რიყავს ქვეყნის შრომისუნარიან მოსახლეობას აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ფულის რაოდენობა შეესაბამება წარმოებული პროდუქციის მოცულობას (მშპ). ეს მტკიცდება სხვა ქვეყნებთან შედარებით ანალიზის საფუძველზე. მაგალითად, აშშ-ში წარმოებულ 13 ტრილიონი დოლარის მშპ-ზე მოდის 12 ტრილიონი დოლარის ფულის მოცულობა, იაპონიაში 5 ტრილიონ დოლარ მშპ-ზე მოდის 7 ტრილიონი დოლარის  ფულის მასა, ევროკავშირში 9 ტრილიონი დოლარის ღირებულების მშპ-ზე მოდის 10 ტრილიონი დოლარის მასა“.

ამრიგად, 2008 წელს ფულის მასისა და მშპ-ის პროცენტული ფარდობა იყო 23%, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს ეკონომიკა შევსებული იყო საჭირო ფულის მასის მხოლოდ 23%-ით და ეკონომიკა განიცდიდა 77%-იან ფულის შიმშილს. სამწუხაროდ, ეკონომიკის დამანგრეველი ეს დისპროპორცია შემდეგ წლებშიც არ შეცვლილა, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა უარყოფითისკენ და 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით არის 18%. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ქართული ეკონომიკა შევსებულია საჭირო ფულის მასის მხოლოდ 18%-ით და განიცდის 82%-იან ფულის შიმშილს!

ეკონომიკის დამანგრეველი ინფლაციური სპირალის განვითარების გარეშე როგორ დავძლიოთ ასევე ეკონომიკის დამანგრეველი 82%-იანი ფულის შიმშილი? ამ თავსატეხი პრობლემის მოგვარების გზებზე საინტერესოდ მსჯელობს ურუზმაგ ქარქუსოვი თავის ნაშრომში [59], სადაც მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული ფულის ემისიური ექსპერიმენტების საოცარი შედეგები. ამ ქვეყნებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უკრაინის მაგალითი, სადაც 2005 წელს ფულის მასის 54%-ით გაზრდამ ინფლაცია გაზარდა მხოლოდ 0,3%-ით. გარდა ამისა, უკრაინაში 9 წლის განმავლობაში ფულის მასა ყოველწლიურად გაზარდეს საშუალოდ 40,3%-ით და მშპ მხოლოდ 19,2%-ით. 9 წლის შემდეგ ქვეყანაში ინფლაციამ შეადგინა მართლაც საოცარი ციფრი-12,4%, რამაც თავდაყირა დააყენა ფულის ემისიასა და ინფლაციას შორის არსებული ძველი კანონზომიერების დოგმები. ბატონი ურუზმაგი სწორად აყენებს საკითხს, რომ უნდა გადაიხედოს ეს დოგმები და ფულის მასის გაზრდის აუცილებლად ჩასატარებელი რეფორმების განხორციელებაში უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა ფრთხილები, მაგრამ უფრო გაბედულები.

სწორედ ასეთი ნაბიჯების გადადგმას 10 წელიწადზე მეტია ამაოდ ვთავაზობთ ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც მცირე სამრეწველო მეწარმეებისათვის მწვავედ დადგა იაფი კრედიტების მიღების პრობლემა. თავიდან კი ყველაფერი კარგად დაიწყო. 1999 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ერთადერთი მცირე მეწარმეობის კანონის საფუძველზე დაარსებულ „ცენტრს“ მიზნობრივად მცირე მეწარმეობის დასახმარებლად ჰქონდა 10 მილიონი ლარი. წარმოიდგინეთ, რომ მაშინდელი ხელისუფლება თავისი მწირი 600-მილიონი ლარის ბიუჯეტიდან ახერხებდა „ცენტრის“ შენახვასა და მისთვის 10-მილიონიანი მიზნობრივი ინვესტიციების გამოყოფას, ანუ იმას, რასაც მესამე წელიწადია ამაოდ ვთხოვთ 25-ჯერ უფრო დიდი, 9 მილიარდიანი ლარის ბიუჯეტის მფლობელ დღევანდელ ხელისუფლებას.

სამწუხაროდ, შემდეგში 2005 წელს პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა ჩაიდინა რა დიდი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, „ცენტრს“ დაუპირისპირა მის მიერ შექმნილი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო“, რომელსაც გადასცა „ცენტრისგან“ ჩამორთმეული მცირე საწარმოთა მიზნობრივი ინვესტიციების განკარგვის უფლება და ეს ინვესტიციები უკვე მცირე მეწარმეებს აღარ ხმარდებოდა. 2006 წელს კი ნოღაიდელმა საერთოდ გააუქმა მცირე მეწარმეობის ეს ერთადერთი კანონი. შესაბამისად, გაუქმდა რა ამ კანონთან მიბმული „ცენტრი“, დღემდე საქართველოში მცირე მეწარმეობა განულებულია და გამოცხადებულია კანონგარეშედ.

2009 წელს ჩვენ მოვახერხეთ მიზნობრივი მცირე მეწარმეობისთვის ბიუჯეტში გაგვეთვალისწინებია 21 მილიონი ლარი, საიდანაც 11 მილიონი ლარი მოხმარდებოდა 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის კანონისა და, შესაბამისად, „ცენტრის“ აღდგენას დამატებით თავისი რეგიონული ფილიალების დაარსებით საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. 10 მილიონი ლარით კი ამ „ცენტრთან“ დაარსდებოდა მცირე საწარმოთა საინვესტიციო ფონდი. სამწუხაროდ, ეს საბიუჯეტო თანხები გაიხარჯა არამიზნობრივად და მცირე მეწარმეებს ამ 21 მილიონი ლარიდან ფაქტიურად არაფერი არ უსარგებლიათ.

მცირე სამრეწველო საწარმოების იაფფასიანი დაკრედიტების პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ დავიწყეთ ალტერნატიული გზების ძიება და ყურადღება შევაჩერეთ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის 1999 წლის ემისიური კრედიტების ნაშრომზე (50). ამ ნაშრომში ბატონი ივერი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას, რომელმაც ინფლაციის გაზრდის რისკების შესამცირებლად არასწორი გზა აირჩია და წავიდა მშპ-ის მიმართებაში ეროვნული ვალუტის მასის მკვეთრ 13%-მდე შემცირებაზე, რამაც რუსეთში გამოიწვია სამრეწველო საწარმოების საბრუნავი სახსრების კატასტროფული უკმარისობა, მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობის მკვეთრად დაცემა და რუსეთის მთელი სამრეწველო მეწარმეობის სტაგნაცია. გამოსავალი მოძებნა აკადემიკოსმა ივერი ფრანგიშვილმა, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საწარმოთა საბრუნავი სახსრების შევსებისა და მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობის ამაღლების გადაუდებელი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მიზანმიმართული ფულადი ემისიის განხორციელებით იმ შემთხვევაში, როცა ეს ემისიური ფული დაბალპროცენტიანი, ან უპროცენტო ემისიური კრედიტების სახით გადაეცემა სწრაფადრეალიზებადი სამრეწველო პროდუქციის დამამზადებელ საწარმოებს ინფლაციისაგან დაცვის შემდეგი პირობების აუცილებელი გათვალისწინებით: ემისიური კრედიტები ძირითადად გამოყენებული იქნება უნაღდო ანგარიშსწორებით, ემისიური კრედიტებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია მოხდება კრედიტების მიღებიდან 3-6 თვის განმავლობაში, ემისიური კრედიტების მიღება იწარმოებს ეტაპობრივად პროდუქციის რეალიზაციის მოცულობების შესაბამისად და, საბოლოო ჯამში, ემისიური კრედიტებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის ფულადი მასა მეტი იქნება ამ პროდუქციის დასამზადებლად აღებული ემისიური კრედიტების ფულად მასაზე.

2002 წელს ჩვენი ასოციაციის სახელით მივწერეთ პრეზიდენტს, რომ მთავრობას მცირე მეწარმეებისათვის ექსპერიმენტის სახით გამოეყო 5 მილიონი ლარის ემისიური კრედიტი, რომლის მიზნობრივ მომსახურებაზე და შესაძლო ინფლაციური მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობას აიღებდა ასოციაცია, რომელიც ამ ემისიურ კრედიტს გამოიყენებდა ბატონი ივერის ნაშრომის (50) რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. წერილი დაეწერა მაშინდელ ფინანსთა მინისტრს ნოღაიდელს და დარჩა პასუხგაუცემელი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენ ანალოგიური წერილით, სადაც მხოლოდ მოთხოვნილი ემისიური კრედიტის თანხა იყო გაზრდილი 10 მილიონ ლარამდე, 2005 წელს მივმართეთ ახალ პრეზიდენტს. წერილი დაეწერა ამჯერად პრემიერ-მინისტრის რანგში აღზევებულ იგივე ნოღაიდელს და კვლავ დარჩა პასუხგაუცემელი!

ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სანამ მთავრობაში ახალ წერილს გავაგზავნიდით, მანამდე ჩაგვეტარებია ბატონი ივერის მიერ შემოთავაზებული ემისიური კრედიტების მეთოდის განხილვა მაღალ სამეცნიერო დონეზე. დახმარება ვთხოვეთ საქართგველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ლეო ჩიქავას, რომელმაც დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. აკადემიკოს ლეო ჩიქავას თავმჯდომარეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი აკადემიკოსების გივი გამსახურდიას, რევაზ კაკულიას, როზეტა ასათიანის, ჯემალ შათირიშვილის, გედეონ ხელაიას, ნუგზარ სანთელაძისა და საქართველოს დამსახურებული ეკონომისტის ანზორ ბაბუხადიას შემადგენლობით. კომისიის ყველა წევრს დავურიგეთ ჩვენი მოხსენებითი ბარათი თავისი დასკვნებით და აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ნაშრომი [50]. ამ ნაშრომის საფუძველზე დაწერილი ჩვენი მოხსენებითი ბარათის საბოლოო განხილვა მოხდა 2005 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში და გადაწყვეტილება იყო დადებითი. კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა, კერძოდ აკადემიკოსმა გედეონ ხელაიამ შეიკავა თავი.

ამდენი აკადემიკოსის დასტურის მიღების შემდეგ ჩვენ დავწერეთ მცირეფორმატიანი ნაშრომი „ემისიური კრედიტები მცირე სამრეწველო საწარმოებისათვის“ [60], ხოლო მოგვიანებით, 2009 წლის დეკემბრის თვის ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ ამ თემაზე გამოვაქვეყნეთ სტატია „როგორ ვუშველოთ მცირე მეწარმეობას?“[61]. ამის შემდეგ 2010 წელს ჩვენ პრეზიდენტის სახელზე კვლავ შევიტანეთ ოფიციალური წერილი მცირე სამრეწველო  საწარმოებისათვის ემისიური კრედიტების გამოყოფის შესახებ, რომელსაც დავურთეთ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ნაშრომი [50] და ჩვენი გამოქვეყნებული სტატია [61]. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №05-03/20431 ოფიციალური წერილით [62] მივიღეთ უარი მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას ამ პასუხით (მოგვყავს ციტატა): „ემისიური კრედიტების გაცემა გამოიწვევს ინფლაციის ზრდას. ამასთან, უპროცენტო კრედიტი არის ეკონომიკურად არაეფექტიანი და ხელს არ შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“. სამწუხარო ის არის, რომ ქალბატონი რუსუდანი არ ეთანხმება არც 8 აკადემიკოსისა და არც ჩვენი ასოციაციის მაღალპროფესიონალი სპეციალისტების აზრს ისე, რომ არც აკადემიკოსებთან და არც ჩვენთან ამ თემაზე რაიმე მსჯელობის სურვილიც კი არ გაჩენია და ეს გადაწყვეტილებაც, ალბად, ისე მიიღო, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემის არსს არც კი გაცნობია. ამის შემდეგ, 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელიც ჩვენ მცირე სამრეწველო მეწარმეებისათვის ემისიური კრედიტების რეფორმების თაობაზე რამდენჯერმე ჩავაყენეთ საქმის კურსში. ამის შესახებ შედარებით უფრო დაწვრილებით გვექნება საუბარი მომდევნო მე-6 თავში.

 

  • სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადაამუშავებელი მრეწველობის

კომპლექსური რეფორმების პროგრამა

საქართველოს ეკონომიკაში ადრე გამორჩეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის დარგი 25 წელიწადზე მეტია იმყოფება უმძიმეს კრიზისში. როგორც ჩანს, ამ გაჭიანურებულ კრიზისს ვერ დაძლევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახლახანს მომზადებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგია“, რომლის შესახებ აზრს გამოთქვამს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი პარლამენტარი და სოფლის მეურნეობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამ დარგის გამოცდილი მეწარმე (მრავალი წელი მუშაობდა ღვინის ქარხნებში მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად და დირექტორად) მურმან ქურიძე (მოგვყავს ციტატები):

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სოფლის მეურნეობის 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგია“, ჩვენი აზრით, ვერც შინაარსით, ვერც დასახული ამოცანებით ვერ პასუხობს საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას. სტრატეგიაში ნახსენებია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფასებს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიღებულ მხარდაჭერას ამ დოკუმენტის მომზადებისას. საინტერესოა, რომელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებზეა საუბარი. საუბედუროდ, დღესდღეობით ისინი უკვე აღარ არსებობენ. სტრატეგიული ხედვა ითვალისწინებს მხოლოდ შესაბამისი გარემოს შექმნას სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ხედვა არასრულყოფილია, ჩამოუყალიბებელია. ხედვაში უნდა ყოფილიყო იმ ძირითადი ღონისძიებების ჩამონათვალი მაინც, რაც კონკრეტულად საჭიროა სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტრატეგია 2015-2020 წლებში ჩვენი აზრით ვერ შეძლებს დღევანდელი უამრავი პრობლემის გადაჭრას. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დამუშავებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციები, აგრეთვე საქართველოს აგრარიკოსთა კავშირის, რეფორმატორთა კავშირის და ამ დარგის სხვადასხვა სპეციალისტთა კონცეფციები, რომელთა ღრმა შესწავლისა და ანალიზისათვის დავაარსეთ არაკომერციული იურიდიული პირი – „საქართველოს სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების ეროვნული კავშირი“. ეს კავშირი აერთიანებს რა სოფლის მეურნეობის მეცნიერების და წარმოების სპეციალისტების სამივე თაობას, მიზნად დავისახეთ აგრარული სფეროს რეალური აღორძინებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა ნამდვილ სამუშაო შტაბად გადაიქცეს. უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის რეალური სუბსიდირება, ხელი შეეწყოს გადამამუშავებელი წარმოების ინვესტირებას. მათი სტიმულირებისათვის ისინი გარკვეული დროით უნდა გათავისუფლდნენ დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. კატეგორიულად მოვითხოვთ დასახული მიზნების განსახორციელებლად ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს შემდეგი რეფორმები:

  1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო მსგავსად სხვა აგრარული ქვეყნებისა (ამ მოთხოვნას ასევე კატეგორიულად ჩვენც ვუჭერთ მხარს, ა.ს.)
  2. თაღლითური გზით მიტაცებული აგრარულ უნივერსიტეტს დავუბრუნოთ სახელმწიფო სტატუსი მსგავსად სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტისა. ამ გზით ხელი შეეწყობა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული დარგისთვის ჭეშმარიტი სპეციალისტების მომზადებას.
  3. დროულად აღვადგინოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებების, საუკუნოვანი ტრადიციული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები თავისი ჯერ კიდევ შემორჩენილი ექსპერიმენტული ბაზებით, სანერგეებით.
  4. აღვუდგინოთ ფუნქცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას.

სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინება გადაარჩენს საქართველოს. დღეს საქართველოში მოხმარებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების 80 პროცენტზე მეტი (თანაც საეჭვო წარმომავლობის) ჩვენს აგრარულ ქვეყანაში გარედან შემოდის მაშინ, როცა ჩვენი და გერმანელი მეცნიერების საერთო მოკვლევის შედეგად 1990 წლის მონაცემებით დადგენილია, რომ საქართველოს თავისი აგრარული პოტენციალით 8 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია“.(63).

ბატონ მურმანის ამ ციტატებში ნათლად ჩანს რა უმძიმესი მდგომარეობაა მთლიანად საქართველოს აგრარულ ეკონომიკაში და, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში. ამის გამო სოფლის მოსახლეები ვერ ახერხებენ რა მათ მიერ დიდი წვალებით მოყვანილი მოსავლის რეალიზაციას, მასიურად ტოვებენ სოფლებს და თავის გადასარჩენად ეძებენ სამუშაოს ქალაქებში, ძირითადად თბილისში, ან საზღვარგარეთ. ცნობილია, რომ ბელორუსიაში სოფლის მოსახლეობის მიერ მოყვანილი მოსავლის ჩაბარების პასუხისმგებლობა აღებული აქვს სახელმწიფოს. ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შესაბამისად ამ პასუხისმგებლობას აიღებს მცირე საწარმოთა „ცენტრი“. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის ფორსირებულ აღორძინებას დღეს საქართველოსთვის აქვს უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული მნიშვნელობა და უდაოდ არის როგორც სოფლის, ისე მთელი ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოს გადამრჩენი ეს დარგი იმ დონეზეა განადგურებული, რომ ასეული მილიონობით დოლარის სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რაც სისტემატურად ხორციელდება საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვერასდროს ვერ დადგება ფეხზე. ასეული მილიონობით დოლარის სუბსიდირების ფინანსური რესურსები კი ქვეყანას არ გააჩნია და ქართული სოფლების დაცლის დამღუპველი პროცესები არ შეჩერდება. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდაა მოსაფიქრებელი და გასატარებელი რადიკალური კომპლექსური ეკონომიკური რეფორმები სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში. ჩვენს მიერ ადრე დამუშავებული ასეთი რადიკალური კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების საფუძველზე [6,7], რომელთა გამოყენებაზე ნაციონალებმა უარი თქვეს და ეს იყო მათი ეკონომიკური და, შესაბამისად, პოლიტიკური კრახის ძირითადი მიზეზი, ჩვენ დავამუშავეთ და 2012 წლის 17 აგვისტოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დეპონირების წესით დავაპატენტეთ „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა“[13]. 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ ეს პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია შემდეგი 5 ეკონომიკური რეფორმის კომპლექსურად გამოყენებაზე:

  1. საგადასახადო რეფორმა, რომელზედაც მიღებული გვაქვს საქპატენტის დეპონირების დამადასტურებელი მოწმობა №5266 [14]. ამ რეფორმის შესაბამისად შემოღებული იქნება თავისუფლად მიშვებული ბრუნვის პროცენტული ფიქსირებული გადასახადები, რომლებიც გაიზრდება ბრუნვის გაზრდით და შემცირდება ბრუნვის შემცირებით. რეფორმა ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში ბიზნესის განვითარების სირთულეებს და ამ სირთულეების გათვალისწინებით ასევე შემოღებული იქნება ადგილობრივი საგადასახადო კოეფიციენტები, რომლებსაც განსაზღვრავს თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანიზაციები და დაამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო.
  2. მცირე მეწარმეობის რეფორმა, რომელიც დამუშავებულია ჩვენს მიერ და ეფუძნება მცირე მეწარმეობის განვითარების ამერიკულ მოდელს [6,7]. ამ რეფორმის სრულფასოვანი განხორციელება დიდ სარგებლობას მოუტანს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებულ მცირე მეწარმეებს.
  3. სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებული მეანაბრეების ზარალის ანაზღაურების რეფორმა [6,7], რომელზედაც მიღებული გვაქვს საქპატენტის დეპონირების დამადასტურებელი მოწმობა №5042 [12] და მოწონებულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ (პრეზიდენტი, აკადემიკოსი ლეო ჩიქავა). ამ რეფორმის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული მილიარდობით დოლარის ზარალი მთლიანად ტრანსფომირდება სამრეწველო სფეროს (ჩვენს შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის) შიდა ინვესტიციებად საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქების სახით. ეკონომიკური უკუგება შთამბეჭდავია – საბიუჯეტო ხარჯების გარეშე სახელმწიფო თანდათან ისტუმრებს მისი მიზეზით დაზარალებული მეანაბრეების შიდა ვალად აღიარებულ, აუცილებლად გასასტუმრებელ მილიარდობით ვალს, რომელიც ტრანსფორმირდება შიდა ინვესტიციებად და ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების უძლიერესი ეკონომიკური ბერკეტი.
  4. ემისიური ფულის რეფორმა, რომელიც ემყარება აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის თეორიას [50]: თუ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს საბრუნავ სახსრებად მივცემთ სწრაფადრეალიზებადი პროდუქციის დასამზადებელ იმ საწარმოებს (ასეთებს კი მიეკუთვნება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების უმრავლესობა), რომლებიც 3-6 თვის განმავლობაში მოახდენენ პროდუქციის დამზადება–რეალიზაციას, ინფლაციური სპირალი არ განვითარდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს მივუახლოვდეთ მოძრავი ფულის მასისა და მშპ-ის პროცენტული შეფარდების ევრო-ამერიკულ 100%-იან მაჩვენებელს და სწრაფადრეალიზებადი პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებს ინფლაციური რისკების გარეშე საბრუნავ სახსრებად მივცეთ მილიონობით დოლარის უპროცენტო ემისიური კრედიტები.
  5. სახელმწიფო ბიზნესის აღორძინების რეფორმა [6,7]. ეს რეფორმა ხელს შეუწყობს საქართველოში დაბალანსებული სახელმწიფო ბიზნესის დამკვიდრებას, რომელიც გახდება ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო და მოსახლეობის სასარგებლოდ საბაზრო ფასების სახელმწიფო რეგულირების ეკონომიკური ბერკეტი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი სახელმწიფო აგროფირმების ამოქმედება კი სასიკეთოდ წაადგება ამ დარგის აღორძინებას.

ამრიგად, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამა ქმნის სოფლის მეურნეობის პროდუქტების, განსაკუთრებით კი სწრაფადრელიზებადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწამოების ფორსირებული აღორძინების უნიკალურ შესაძლებლობას, როცა ასეთი საწარმოს მფლობელს ეძლევა უპრეცენდენტო შესაძლებლობები: წარმოების დაწყებისთანავე საბრუნავ სახსრებად მიიღოს უპროცენტო ემისიური კრედიტი და გადასახადები კი გადაიხადოს საკუთარი ოჯახის წევრების, ან შედარებით იაფად ნაყიდი შემნახველი სალაროს წიგნაკების ანაბრების თანხის შესაბამისი საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქებით, რაც გათვალისწნებულია მეანაბრეების ზარალის საკომპენსაციო ჩვენს რეფორმაში [6,7,12].

2012 წლის დეკემბრის თვეში ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამის“ [13] თანდართვით ჩვენ ოფიციალური წერილებით მივმართეთ პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაგზავნილი წერილი დაეწერა სოფლის მეურნეობის ცნობილ სპეციალისტსა და მეცნიერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს თამაზ კუნჭულიას, რომელმაც მოიწონა ეს პროგრამა და დაწერა დადებითი დასკვნა, მაგრამ ამ დასკვნაზე ოფიციალური ხელმოწერისაგან თავი შეიკავეს მინისტრმა და მისმა მოადგილეებმაც. ამასობაში ამ სამინისტროს გადმოეგზავნა პრემიერ-მინიტრისადმი გაგზავნილი ჩვენი წერილი და 2013 წლის 10 აპრილს მინისტრის მოადგილის შ. ფიფიას ხელმოწერით მივიღეთ ასეთი არაადეკვატური პასუხი [64]:

”საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განიხილა საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2013 წლი 13 მარტი #173/1 წერილით წარმოდგენილი თქვენი წერილი, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებულია ”საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. ამასთან ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროც ამზადებს კანონპროექტს სოფლის მეურნეობის სფეროში გარკვეულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით.

მიუხედავად აღნიშნულისა, მომავალში სამინისტრო ყოველთვის მზად არის მიიღოს ახალი წინადადებები და პროექტები და მოწონების შემთხვევაში მოახდინოს სათანადო რეაგირება“.

სამწუხაროდ, მოხდა პირიქით. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არ აღმოჩნდა მიეღო ამ სამინისტროს ყველაზე დიდი ავტორიტეტისა და სპეციალისტის თამაზ კუნჭულიას მიერ მოწონებული ჩვენი პროგრამა და მოეხდინა სათანადო რეაგირება. უფრო მეტიც, 3 თვის განმავლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობაში არ აღმოჩნდა არც ერთი მაღალჩინოსანი, ვინც პასუხისმგებლობას აიღებდა და ხელს მოაწერდა ჩვენს პროგრამაზე ბატონი თამაზის მიერ მომზადებულ დადებით დასკვნას. ალბათ, მინისტრი და მისი მოადგილეები იმიტომ გაურბოდნენ პასუხისმგებლობას, რომ ეშინოდათ ამ პროგრამის აღსრულება მთავრობას ხელის მომწერისთვის არ დაევალებინა. შედეგები კი დადგა სავალალო. ჩვენდამი მოწერილ პასუხში აღნიშნული საგადასახადო შეღავათები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში უნდა განეხორციელებიათ ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, არ განხორციელდა. ჩვენს პროგრამასაც უარი ეთქვა და, დიდი ალბათობით, სოფლის მეურნეობაში გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების შესრულება დადგება რეალური საშიშროების წინაშე.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების ამ პროგრამის დამუშავება-დაპატენტების შემდეგ [13] ჩვენ დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში დავამუშავეთ და დავაპატენტეთ „საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა.“[9], „სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამა“[11] და „სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პროგრამა“[10], რომლებიც ძირითად ავებათაა შესული წარმოდგენილ „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური რეფორმების  კონცეფცია  – პროგრამაში.“ ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ ის თუ არ დააპირებს ამ პროგრამის სრულმასშტაბიან ამოქმედებას საქართველოს მთლიან სამრეწველო სამეწარმეო სვრცეში, თავდაპირველად ექსპერიმენტის სახით აამოქმედოს მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ სახელმწიფო პროგრამებს, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ და „ძლიერი რეგიონიძლიერი საქართველოსთვის“, იურიდიული, სტრუქტურული და ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით შეექმნებათ გადაულახავი პრობლემები, რადგან დღეს საქართველოში არ არსებობს კანონი მცირე მეწარმეობის შესახებ და მცირე მეწარმეობა გამოცხადებულია კანონგარეშედ. ამ სახელმწიფო პროგრამების სუბიექტები კი ძირითადად არიან მცირე მეწარმეები.

საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია–პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში კი, ამოქმედდება რა 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამები აღარ დაეფუძნებიან იურიდიულად არარსებულ მცირე მეწარმეობას და მოხდება მათი იურიდიული უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ამოქმედდება რა ახალი საგადასახადო რეფორმების პროგრამა, სადაც საგადასახადო ტვირთი დაახლოებით 2-ჯერ შემცირდება და მცირე და მსხვილი მეწარმეები თანაბრად აღარ დაიბეგრებიან, მცირე მეწარმეებს გაუჩნდებათ რეალური შანსი საბაზრო კონკურენცია გაუწიონ მსხვილ მეწარმეებს.

რაც მთავარია,  მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამის ამოქმედებით, რომელიც ამ ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის ქვაკუთხედს წარმოადგენს, საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით  მოხდება სახელმწიფოს მიზეზით მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით დოლარის ზარალის თანდათანობითი კაპიტალიზაცია ახლად გახსნილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების ადგილობრივ ინვესტიციებად. ამ კაპიტალიზაციის შედეგად კი მილიარდობით დოლარის ზარალს აინაზღაურებს მილიონობით დაზარალებული და, ერთდროულად, საშინაო ვალად აღიარებულ, სახელმწიფო მიზეზით მოსახლეობისათვის მიყენებულ მილიარდობით დოლარის ზარალს აანაზღაურებს სახელმწიფო.

ამრიგად, ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის კაპიტალიზაციის ტექნოლოგიური სქემის მორგება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის ფორსირებული აღორძინების რეფორმების პროგრამასთან იქნება მყარი გარანტი ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ამ პროგრამის უთუო წარმატებისა.

გარდა ამისა, ამავე პროგრამაში თუ ავამოქმედებთ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებულ, საწარმოების საბრუნავი სახსრებით შევსებისა  და მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობის გაზრდის წარმატებულ რეფორმად აღიარებულ მიზანმიმართული ემისიური დაკრედიტების ჩვენს მიერ ზემოთ უკვე განხილულ პროგრამას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებს მართლაც შევუქმნით იდეალურ პირობებს, როცა ასეთი საწარმოები არენდებში აღებული სახელმწიფო მიწებისა და ქონების არენდის გადასახადებს გადაიხდიან საკომპენსაციო თამასუქებით, საბრუნავ სახსრებად მოიხმარენ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს და საგადასახადო გადასახადებს კი დაფარავენ ასევე სახელობითი საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქებით. ეს გამოიწვევს როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის, ისე სოფლის მეურნეობის, ქართული სოფლებისა და მთელი საქართველოს ფორსირებულ ეკონომიკურ აღორძინებას.     

 

რითადი დებულებები

საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის მიერ 1998 წლიდან დაწყებული, 2012 წლიდან ამ ასოციაციის კანონიერი იურიდიული სამართალმემკვიდრის, საქართველოს რეფორმატორთა კავშირის მიერ გაგრძელებული და დეპონირების წესით 2015 წელს სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N6333), ”საქართველოს ანტიკრიზისული 5–წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია–პროგრამა” განხორციელებადია ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატვიდან მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში. ამ „კონცეფცია-პროგრამის“ წარმატებით განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ასოციაციისა და კავშირის დამფუძნებლები, სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებსაც ამ კონცეფცია–პროგრამით განსაზღვრული ეკონომიკური რეფორმების ძირითად საკითხებზე 1998–2015 წლების განმავლობაში ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებული გვაქვს 700–ზე მეტი პუბლიკაცია და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დეპონირების წესით მიღებული გვაქვს საქპატენტის 6 მოწმობა. ეს ანტიკრიზისული კონცეფცია–პროგრამა არ განიხილება საქართველოს მთლიანი ეკონომიკის გლობალურ ასპექტში და მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩენილი სამრეწველო მცირე მეწარმეობის ეკონომიკური სეგმენტის ფორსირებული აღორძინების კონცეფცია–პროგრამის საგადასახადო, ევროპული სტატუსის მცირე მეწარმეობის, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების 3 უდიდესი სოციალურ–ეკონომიკური ღირებულების რეფორმის, აგრეთვე ამ რეფორმებთან კომპლექსში მონეტარული და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის რეფორმების ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ერთდროულად, გამოყენებული იქნება საგადასახადო, მცირე მეწარმეობის, დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებისა და მონეტარული რეფორმების ნოვატორული ნოვაციები.

ჩვენს მიერ დამუშავებულ–დაპატენტებული ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით [14], პირველად საგადასახადო რეფორმების პრაქტიკაში, თავისუფლად იქნება მიშვებული ბრუნვის ოპტიმალური პროცენტული ფიქსირებული გადასახადები, რომლებიც გაიზრდება ბრუნვის, ანუ ბიზნესაქტივობის გაზრდით და შემცირდება ბრუნვის, ანუ ბიზნესაქტივობის შემცირებით, რაც მეწარმეს საშუალებას მიცემს ბოლომდე არ გაკოტრდეს და საშუალო, მცირე, ან მიკრო მეწარმის დონეზე მაინც გადაარჩინოს საკუთარი ბიზნესი. მნიშვნელოვანია, რომ ეს საგადასახადო რეფორმები გაასწორებს დღევანდელი საგადასახადო კოდექსის უდიდეს ნაკლს–მცირე და მსხვილი მეწარმეების თანაბარ დაბეგვრას, რომელმაც ლეგალური მცირე სამრეწველო მეწარმეობა ძირითადად განდევნა ქვეყნის სამრეწველო სამეწარმეო სივრციდან.

          გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის საგადასახადო სივრცეში პირველად გადასახადები დიფერენცირებული იქნება ბიზნესის 3 სფეროში – მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება. უმნიშვნელოვანესია აგრეთვე, რომ მცირე მეწარმეობის გადასახადები გახდება ადგილობრივი გადასახადები, მათ ადმინისტრირებას მოახდენენ ადგილობრივი ორგანოები და შემოსავლები შევა ადგილობრივ ბიუჯეტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონებში, ბიზნესის წარმოების სირთულეებიდან გამომდინარე, შემოღებული იქნება ბიზნესის სირთულის ადგილობრივი კოეფიციენტები, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაადგენს მართვის ადგილობრივი ორგანოები და დაამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო.

რაც მთავარია, ახალი საგადასახადო კოდექსით საგადასახადო ტვირთი მაქსიმალურად მიუახლოვდება რა ოპტიმალურ საგადასახადო ტვირთს, შემცირდება დაახლოებით 2–ჯერ, რაც საშუალებას მოგვცემს დღევანდელი კატასტროფული 70%–იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა თანდათან შევამციროთ და მაქსიმუმ 5 სამეურნეო წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ 20%–იან საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. ჩრდილოვანი ეკონომიკის 50%–იანი გათეთრებით კი შევძლებთ  ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, მხოლოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრების ხარჯზე მშპ გავზარდოთ 100–150%–ით, რაც ქვეყნის 20–30–წლიანი ეკონომიკური ნახტომის ტოლფასი იქნება!

ჩვენს კავშირს მზად აქვს საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და ეტაპობრივი განვითარებისათვის აუცილებელი, ერთმანეთთან კომპლექსურად დაკავშირებული 3 პროგრამა: ”საქართველოში მცირე მეწარმეობის ფორსირებული აღორძინებისათვის საჭირო სარეკომენდაციო ღონისძიებების პროგრამა”[48], ”პროგრამა–დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ[47] და ”საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა”[9].

ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ხელისუფლებას ამ რეფორმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებისთვის. პროგრამების შესრულება და მაქსიმალურად უკუგებაზე გასვლა კი ეტაპობრივად შესაძლებელია მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში. ამ 5 წლის განმავლობაში მცირე მეწარმეობის ეს რეფორმები ჩატარდება რა კომპლექსურად ჩვენს მიერ დამუშავებულ საგადასახადო რეფორმებთან ერთად, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი მოსახლეობის დასაქმება, რადგან რეფორმები ძირითადად შეეხება მცირე სამრეწველო საწარმოებს, სადაც 1 დასაქმებული არასამრეწველო სფეროებში ავტომატურად დამატებით ასაქმებს 5 კაცს. ამ 5 კაცის ავტომატურად დასაქმება კი ასევე ავტომატურად იწვევს იმ არასამრეწველო სფეროების მშპ–ის გაზრდას, სადაც მოხდება არასამრეწველო მეწარმეების დამატებითი დასაქმება. აქედან გამომდინარე, მცირე მეწარმეობის ამ რეფორმების განხორციელება ზემოთ განხილული საგადასახადო რეფორმების კომპლექსში კიდევ უფრო დააჩქარებს მაქსიმუმ 5 სამეურნეო წელიწადში მშპ–ის გაზრდას 100–150%–ით.

მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამის პრაქტიკული რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც სამთავრობო სექტორში ”მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრისა” და მისი რეგიონული ფილიალების მიერ, ისე არასამთავრობო სექტორში ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდისა” და მისი რეგიონული ფილიალების მიერ დაზარალებულთა ზარალის კაპიტალიზაციის ჩვენს მიერ დამუშავებულ–დაპატენტებული სპეციალური პროგრამებით. ამ მეგაპროგრამის სასტარტო დაფინანსების საწყის ფინანსურ წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ 1998 წელს სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებული 11 სახის დაზარალებულთა 1,2 მილიარდი ლარის ვალიდან დღემდე გაუნაღდებელი 1,0 მილიარდი ლარი, ძირითადად სახელობითი საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქების დასამზადებლად და ზარალის კაპიტალიზაციის დასაწყებად.

ახალ ხელისუფლებას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ გამოეხატა პოლიტიკური ნება და ერთობლივად დაგვეწყო სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება, ეს გაუნაღდებელი 1,0 მილიარდი ლარის საშინაო ვალი უკვე კაპიტალიზებული იქნებოდა ახალგახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოების საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებად, ადგილობრივ ინვესტიციებად და ასობით მილიონი ლარის გამოშვებულ სამრეწველო პროდუქციათ. ეს კი გამოიწვევდა ახალი მცირე სამრეწველო საწარმოების მასიურად ამუშავებას, სადაც რეალურად შეიქმნებოდა ათასობით ახალი მუდმივი სამუშაო ადგილები და 5–ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები კი ავტომატურად დამატებით შეიქმნებოდა არასამრეწველო ბიზნესებში. რაც მთავარია, ჩვენი ეს მეგაპროგრამა უკვე დაქოქილი იქნებოდა უმაღლეს სიჩქარეებზე ახალი კვოტების მილიარდობით ლარის დაზარალებულთა ზარალის უწყვეტი კაპიტალიზაციისა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების უწყვეტი შექნისათვის.

აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საწარმოთა საბრუნავი სახსრების შევსებისა და მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობის ამაღლების გადაუდებელი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მიზანმიმართული ფულადი ემისიის განხორციელებით იმ შემთხვევაში, როცა ეს ემისიური ფული დაბალპროცენტიანი, ან უპროცენტო ემისიური კრედიტების სახით გადაეცემა სწრაფადრეალიზებადი სამრეწველო პროდუქციის დამამზადებელ საწარმოებს ინფლაციისაგან დაცვის შემდეგი პირობების აუცილებელი გათვალისწინებით: ემისიური კრედიტები ძირითადად გამოყენებული იქნება უნაღდო ანგარიშსწორებით, ემისიური კრედიტებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია მოხდება კრედიტების მიღებიდან 3-6 თვის განმავლობაში, ემისიური კრედიტების მიღება იწარმოებს ეტაპობრივად პროდუქციის რეალიზაციის მოცულობების შესაბამისად და, საბოლოო ჯამში, ემისიური კრედიტებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის  ფულადი მასა მეტი იქნება ამ პროდუქციის დასამზადებლად აღებული ემისიური კრედიტების ფულად მასაზე. ეს მნიშვნელოვნად გამოასწორებს საქართველოში არსებულ დღევანდელ მონეტარულ დისბალანსს, როცა ეკონომიკა შევსებულია მშპ-ის მხოლოდ 18%–ით. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების აშშ, ევროკავშირი, იაპონია, ჩინეთი და ა.შ. ეკონომიკა კი შევსებულია ძირითადად მშპ-ის 100%-ით.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში ერთდროულად თუ გამოვიყენებთ მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების ერთიან კომპლექსურ მეგაპროგრამასა და აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებულ მიზანმიმართული ემისიური დაკრედიტების პროგრამას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებს მართლაც შევუქმნით იდეალურ პირობებს, როცა ასეთი საწარმოები არენდებში აღებული სახელმწიფო მიწებისა და ქონების არენდის გადასახადებს გადაიხდიან საკომპენსაციო თამასუქებით, საბრუნავ სახსრებად მოიხმარენ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს და საგადასახადო გადასახადებს კი დაფარავენ იგივე სახელობითი საგადასახადო საკომპენსაციო თამასუქებით. ეს გამოიწვევს როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის, ისე სოფლის მეურნეობის, ქართული სოფლებისა და მთელი საქართველოს ფორსირებულ ეკონომიკურ აღორძინებას.     

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბესო ჯუღელი, ინტერვიუ, გაზეთი ”ახალი თაობა”, თბილისი, 30 სექტემბერი, 2000.
  2. ანზორ საკანდელიძე, ”რომელ კანონს მალავს ბესო ჯუღელი და რატომ არის დაბრმავებული ნოღაიდელი”? ინტერვიუ, გაზეთი ”ქრონიკა”, თბილისი, 29 იანვარი–4თებერვალი, 2007.
  3. ნათია ჯანაშვილი, ”ნოღაიდელო, დაბრმავდი?! შენი საგადასახადო კოდექსი ბიზნესმენებს კრიმინალებად აქცევს”, გაზეთი ”ალია”, 20–22 მაისი, 2006.
  4. ანზორ საკანდელიძე, ”საქართველოს ეკონომიკის არაქართველი მკვლელები და ქართველი ქილერები”, გაზეთი ”ასავალ–დასავალი”, თბილისი, 10–16 დეკემბერი, 2007.
  5. ანზორ საკანდელიძე, ”შეჩერდით, ქართული ეკონომიკის მკვლელებო!” გაზეთი ”ასავალ–დასავალი”, თბილისი, 14–20 მარტი, 2011.
  6. საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია, ”საქართველოს ეკონომიკური რეფორმების პროექტები”, 1998–2008, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008.
  7. ანზორ საკანდელიძე, ”როგორ გვესმის საქართველოს ეკონომიკური რეფორმირება”, ჟურნალი ”ბიზნესი და კანონმდებლობა”, გვ.28–30, თბილისი, იანვარი, 2010.
  8. ანზორ საკანდელიძე, ”მივმართავთ ხელისუფლებას – დაიწყეთ ეკონომიკური რევოლუცია და გადარჩებით პოლიტიკურ რევოლუციას!” გაზეთი ”ასავალ–დასავალი”, თბილისი, 18–24 აპრილი, 2011.
  9. ანზორ საკანდელიძე, ”საქართველოს მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა”, სამეცნიერო–მეთოდური ნაშრომი, საქპატენტი, დეპონირების მოწმობა #5296, თბილისი, 17 აგვისტო, 2012.
  10. ანზორ საკანდელიძე, ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პროგრამა”, სამეცნიერო–მეთოდური ნაშრომი, საქპატენტი, დეპონირების მოწმობა #5890, თბილისი, 19 თებერვალი, 2014.
  11. ანზორ საკანდელიძე, ”სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამა”, სამეცნიერო–მეთოდური ნაშრომი, საქპატენტი, დეპონირების მოწმობა #5341, თბილისი, 28 სექტემბერი, 2012.
  12. ანზორ საკანდელიძე, თამაზ ვაშაკიძე, მალხაზ ცისკარიშვილი, ანზორ ბაბუხადია, თამაზ ცქიტიშვილი, ივანე ჩოლოყაშვილი, ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდის პროგრამის ძირითადი ასპექტები”, სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი, საქპატენტი, დეპონირების მოწმობა #5042, თბილისი, 1 მარტი, 2012.
  13. ანზორ საკანდელიძე, ”საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა”, სამეცნიერო–მეთოდური ნაშრომი, საქპატენტი, დეპონირების მოწმობა #5297, თბილისი, 17 აგვისტო, 2012.
  14. ანზორ საკანდელიძე, ”ხელისუფლებას ვთავაზობთ მსოფლიოში საუკეთესო საგადასახადო კოდექსს”, მეთოდური ნაშრომი, საქპატენტი, დეპონირების მოწმობა 5266, თბილისი,18 ივლისი, 2012.
  15. აზიკო სისვაძე, ”გადასახადების საბაზრო ტრანსფორმაცია”, გაზეთი ”მცირე მეწარმე”, თბილისი, მაისი, 2007.
  16. ანზორ საკანდელიძე, საქართველოს მცირე მეწარმეობა 1997 წლის საგადასახადო კოდექსიდან 2004 წლის საგადასახადო კოდექსამდე”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, ნოემბერი, 2004.
  17. ანზორ საკანდელიძე, ”აღვადგინოთ მცირე ბიზნესის გადასახადი”, გაზეთი ”მცირე მეწარმე”, თბილისი, თებერვალი, 2006.
  18. ანზორ საკანდელიძე, ”ვაჭრობის სფეროს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ჟურნალი ”ბიზნესი და კანონმდებლობა”, თბილისი, მაისი, 2010.
  19. იურიდიული ფირმა ”ბონა კაუზა”, ”საქართველოს საგადასახადო კოდექსი”, თბილისი, 2012.
  20. ანზორ საკანდელიძე, ”საქართველოში მცირე და მსხვილი მეწარმის საგადასახადო ტვირთი თანაბარია”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 8 იანვარი, 2013.
  21. ანზორ საკანდელიძე, ”გვაქვს თუ არა კარგი საგადასახადო კოდექსი”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 24 აგვისტო, 2012.
  22. ანზორ საკანდელიძე, ”შეიძლება თუ არა მცირე და მსხვილი მეწარმეების კოჰაბიტაცია”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 1 თებერვალი, 2013.
  23. ანზორ საკანდელიძე, ”აუცილებელია მთლიანად ახალი საგადასახადო კოდექსი”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 7 მაისი, 2013.
  24. ანზორ საკანდელიძე, ”ვის შეჰყავს შეცდომაში პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი”, გაზეთი ”ბანკები და ფინანსები”, თბილისი, 13–19 ივნისი, 2013.
  25. Михаил Схиерели  (Министерство Экономики) «Справка к вопросу об анализе применения специальных режимов налогообложения  субъектов малого предпринимательства в государствах –  участников СНГ» Библиотека ассоциации. Тбилиси, 2005.
  26. ნაირა გელაშვილი, ”დაბეგვრის რეჟიმები საზღვარგარეთის კოოპერატიულ საწარმოებში”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2005.
  27. Материалы конференции центра международного частного предпринимательства. Библиотека ассоциации, Тбилиси, 25 – 27 октября 2006 года.
  28. Наталья Дубцова, « Самые удобные налоговые системы мира». Библиотека ассоциации, Тбилиси, январь,
  29. ზაირა ღუდუშაური, ”საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ძირითადი კონცეფცია”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2001.
  30. ომარ შურღაია, ”მცირე ბიზნესის საფუძვლები”, თბილისი, 2010.
  31. თამაზ ვაშაკიძე, ”მცირე ბიზნესი და საგადასახადო კანონმდებლობა უცხოეთის ქვეყნებში”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2004.
  32. ანზორ ბაბუხადია, ”ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ ედუარდ შევარდნაძეს”, გაზეთი ”სახალხო გაზეთი”, თბილისი, თებერვალი, 1999.
  33. ანზორ ბაბუხადია, ”გაყინული ექსპერიმენტი, ანუ მინისტრებმა პრეზიდენტის დავალება მიიყურისძირეს”, გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”, თბილისი, 17 თებერვალი, 2000.
  34. ანზორ ბაბუხადია, ”ექსპერიმენტი, რომელიც შემოსავლების გაორმაგებას გვპირდებოდა, სახელისუფლებო ქსელში ”გაჭედეს”, გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”, თბილისი, 18 ივლისი, 2000.
  35. ანზორ ბაბუხადია, ”ფიქსირებული გადასახადები ტოტალური საგადასხადო კორუფციისა და მეწარმეობის გადარჩენის ერთადერთი შანსი”, გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”, თბილისი, 1 აგვისტო, 2001.
  36. ანზორ ბაბუხადია, ”ფიქსირებული გადასახადი და სიღარიბის დაძლევა”, გაზეთი ”მცირე მეწარმე”, თბილისი, ივლისი, 2005.
  37. ანზორ ბაბუხადია, ”ქართულ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ანადგურებენ”, გაზეთი ”საერთო გაზეთი”, თბილისი, მაისი, 2007.
  38. ანზორ ბაბუხადია, ”იტყვის ნოღაიდელი სიმართლეს?” გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”, 3 თებერვალი, 2009.
  39. თამაზ ვაშაკიძე, ”ინოვაციური მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა ევროკავშირში”, ნაშრომთა კრებული, ”მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია”, თბილისი,2010.
  40. თამაზ ვაშაკიძე, ”წართმეული ბიზნესების ძველი მფლობელებისათვის დაბრუნების პროცესი სულ უფრო მასშტაბური ხდება”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 22 დეკემბერი, 2012.
  41. ანზორ საკანდელიძე, ”ცხოვრება მცირე მეწარმეობის გარეშე, ანუ ცხოვრება ჯოჯოხეთში”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 3 ოქტომბერი, 2013.
  42. ანზორ საკანდელიძე, ”მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურება სოციალური მცირე მეწარმეობით”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 5 აპრილი, 2013.
  43. ანზორ საკანდელიძე, ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების პროგრამები”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 14 მარტი, 2014.
  44. თამაზ ვაშაკიძე, ”საქართველოს კანონმდებლობაში მცირე ბიზნესის ხელისშემშლელი ფაქტორები”, ნაშრომი, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2007.
  45. თამაზ ვაშაკიძე, ”მცირე მეწარმეობასთან მიმართებაში საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კონცეფცია”, ნაშრომი, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2007.
  46. Пятая всероссийская  конференция представителей малых предприятии (научно практическая), «Основные характеристики   государственно-общественной поддержки  и  развития  малого и среднего предпринимательства зарубежных стран». Москва, 2004.

 

  1. საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია, ”პროგრამა–დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2003.
  2. ანზორ საკანდელიძე, ”საქართველოს მცირე მეწარმეობის ფორსირებული აღორძინებისათვის საჭირო სარეკომენდაციო ღონისძიებების პროგრამა”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, მაისი, 2013.
  3. საქართველოს მთავრობა, ”საერთაშორისო თანამეგობრობა. საქართველო. 1992–2002. დახმარების მიმოხილვა”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2002.
  4. И.В. Прангишвили, действительный член АН России, «Предложения по значительному преодолению экономического кризиса за счёт без инфляционного увеличения денежной массы и адресного инвестирования  произвоизводств,  обеспечивающих  товары народного потребления и услуг», брошюра, Москва,1999.
  5. ვახტანგ ჯაველიძე,ანზორ საკანდელიძე, ”როგორ დავიბრუნოთ წართმეული ანაბრები”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 4 აპრილი, 2002.
  6. ანზორ საკანდელიძე, ”სპეციალური პროგრამა მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურებისა და სამართლიანობის აღდგენისათვის”, გაზეთი ”რეზონანსი”, თბილისი, 8 ივნისი, 2013.
  7. ანზორ საკანდელიძე, ”დავიბრუნებთ თუ არა წართმეულ ანაბრებს”, გაზეთი ”საერთო გაზეთი”, თბილისი, აგვისტო, 2008.
  8. ანზორ საკანდელიძე, ”შევარდნაძის დაყაჩაღებული მეანაბრეების ზარალის ანაზღაურების რეალური გზა სინგაპურული ”საგადასახადო არდადეგებია”, გაზეთი ”ბანკები და ფინანსები”, თბილისი, 22–28 ივნისი, 2011.
  9. ანზორ საკანდელიძე, ”დაზარალებული მოქალაქეების მიტაცებული ანაბრების განაღდების ძირითადი კონცეფცია”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 1999.
  10. თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია, ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებული მეანაბრეების ზარალის ანაზღაურების კონცეფცია”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008.
  11. ანზორ საკანდელიძე, ”სახელმწიფოს მიერ დაზარალებული მეანაბრეებისათვის ზარალის ანაზღაურების ძირითადი კონცეფცია”, გაზეთი ”ვერსია”, თბილისი, 2–4 მაისი, 2008.
  12. საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია, ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდი–ზარალის ანაზღაურების ერთადერთი გზა”, მოხსენებითი ბარათი, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 7 თებერვალი, 2010.
  13. ურუზმაგ ქარქუსოვი, ”ეკონომიკური განვითარების ანტიკრიზისული პროგრამა. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის გადაუდებელი პირველადი ამოცანები და ღონისძიებები 2009–2010 წლებში”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008.
  14. ანზორ საკანდელიძე, თამაზ ვაშაკიძე, ”ემისიური კრედიტები მცირე სამრეწველო საწარმოებისათვის”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2006.
  15. ანზორ საკანდელიძე, თამაზ ვაშაკიძე, ”როგორ ვუშველოთ მცირე მეწარმეობას?” ჟურნალი ”ბიზნესი და კანონმდებლობა”, თბილისი, დეკემბერი, 2009.
  16. ფინანსთა სამინისტრო, წერილი #05–03/20431, ხელს აწერს მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია, 31 დეკემბერი, 2010.
  17. მურმან ქურიძე, “GEORGIA-მიწათმოქმედთა ქვეყანა”, ასოციაციის ბიბლიოთეკა, თბილისი, 26 ივნისი, 2015.
  18. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, , ”საქართველოს მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ანზორ საკანდელიძეს”, ოფიციალური წერილი #01–02–10/2173, 10 აპრილი, 2013.

 

 

თავი 2

 

 

პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროები

პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროები

პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოსთვის განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდება საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროების გამოძებნა და მათი დაჩქარებული პრაქტიკული რეალიზაცია. ეს აუცილებელია, რათა საქართველოს მთავრობამ, რაც შეიძლება ნაკლები დათმობები გააკეთოს საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო ორგანიზაციების წინაშე, რათა ამ ორგანიზაციების მიერ მოცემული ვითომ “შეღავათიანი” კრედიტების მოცემის სანაცვლოდ იმ დოზით არ დავთმოთ ჩვენი ისეთი სუვერენული, ისტორიული, სულიერი, რელიგიური, ეროვნული, კულტურული და მხოლოდ ქართველებისათვის დამახასიათებელი გამორჩეული ფასეულობები, რის შედეგადაც ჩვენი გარდაცვალების შემდეგ შვილებმა და შვილიშვილებმა არ მოგვიგონონ “ცოდვილებად” და “უსჯულოებად” ბიბლიური იერემია წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით: “მამათა ჩვენთა ცოდეს, და არღა არიან, და ჩვენ უსჯულოებათა მათთა მოვისჟამთ!”

 ამ მე-2 თავში განხილულია პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის 6 ახალი წყარო: 1. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება 2. ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება 3. სახელმწიფო ბიზნესის აღორძინება 4. მშენებლობის სამინისტროს აღდგენა, სამშენებლო ტენდერების გაუქმება და სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესის აღორძინება 5. პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება 6. საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის „კეთილდღეობა ყველასთვის!“ ექსპერიმენტის წესით ამოქმედება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში. ეს წყაროები რეალურია და ხელისუფლების დაინტერესება-ხელშეწყობით ექვსივე პროგრამა პრაქტიკულად განხორციელებადია, რის შედეგადაც სავსებით შესაძლებელი გახდება ბიუჯეტის გაზრდა მილიარდობით ლარის დამატებითი შემოსავლებით. მთავარია, ხელისუფლებამ აღიაროს პრობლემების არსებობა, რათა შესაძლებელი გახდეს ბრძოლა ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

სამაგალითოდ გამოდგება 2012 წელს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ოფიციალურად დაფიქსირებული 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს და არ ატარებს შესაბამის ღონისძიებებს. არადა, მსოფლიო ბანკის გარდა, ბევრმა სხვა საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაციამ, უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტმა დაგვიფიქსირა საქართველოში ასეთივე და უფრო მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა, რაზედაც საუბარია მე-2 თავის პირველ და მე-2 ქვეთავებში: „ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება“ და „ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება.“

სწორედ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებით არის შესაძლებელი ამ უზარმაზარი ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება საშუალო ევროპულ 17%-იან მაჩვენებლამდე და ჩრდილოვანი ეკონომიკის 55%-იანი გათეთრებით, აგრეთვე „კეთილდღეობა ყველასთვის!“ ჩვენი პროგრამის სრულფასოვანი ამოქმედებით, ყოველგვარი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე (რასაც დღეს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა!) 2-3 წელიწადში სტაბილურად გასვლა მშპ-ის გაზრდაზე დღეს ჩვენთვის სანატრელი არა ორნიშნა, არამედ სამნიშნა პროცენტებით. ეს კი იქნება ჩვენი ეკონომიკის 20÷30-წლიანი ზრდის გიგანტური ნახტომი, რაც საქართველოში გეგმაზომიერად დაამკვიდრებს ლუდვიგ ერჰარდისეულ საოცნებო ეკონომიკას „კეთილდღეობა ყველასთვის!“

 

2.1. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება

ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება წარმოადგენს ჩვენს მიერ საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის განხილული 6 წყაროდან ერთ-ერთ მთავარ წყაროს. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების აუცილებლობაზე ვრცლად არის საუბარი პირველი თავის მე-2 ქვეთავში “საგადასახადო რეფორმების პროგრამა.” ამ მე-2 თავის პირველ ქვეთავში კი მოკლედ აღვნიშნავთ, რომ თუ საქართველოში სასწრაფოდ არ დაიწყება პირველი თავის მე-2 ქვეთავში წარმოდგენილი საგადასახადო რეფორმები და, პირველ რიგში, სასწრაფოდ არ მივიღებთ დღევანდელი საგადასახადო კოდექსის სოციალურ-ეკონომიკური და ფისკალური პრინციპებისაგან აბსოლუტურად განსახვავებულ, სულ სხვა სოციალურ-ეკონომიკურ და ფისკალურ ფასეულობებზე დაფუძნებულ ახალ საგადასახადო კოდექსს, წყალში გადაყრილი აღმოჩნდება პოსტკორონავირუსული კრიზისული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად დახარჯული მილიარდები!

გარდა ამისა, შეჩერდება და შემდეგ უკუღმა დატრიალდება ჩვენს მიერ მიგნებული საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით სახელმწიფოს მიზეზით მილიონობით დაზარალებული მოქალაქეების მიმართ მიყენებული მილიარდობით ლარის ზარალის ადგილობრივ ინვესტიციებად კაპიტალიზაციის შედეგად დიდი წარმატებით ამოქმედებული მოსახლეობის უწყვეტი დასაქმების კონვეიერი. ეს კი მოხდება მას შემდეგ, როცა სახელმწიფო საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით სრულად აანაზღაურებს მოქალაქეებისადმი მის მიერ მიყენებულ ზარალს, შეწყდება ამ თამასუქების დაბეჭდვა-გაცემა და მცირე სამრეწველო საწარმოებიც გადასახადების გადახდას დაიწყებს მოქმედი საგადასახადო კოდექსით. თუ მანამდე არ შეიცვლება ძველი საგადასახადო კოდექსი, საგადასახადო თამასუქების გამოყენებით წარმატებულად მოქმედი ყველა მცირე სამრეწველო საწარმო გარანტირებულად გაკოტრდება, ან გადავა ჩრდილოვან ეკონომიკაში.

თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხს მიიღებთ 2014 წლის 18 ივნისის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებული ჩვენი სტატიის “დღევანდელი საგადასახდო კოდექსის გამო “აწარმოე საქართველოში” დამთავრდება კრახით!” ყურადღებით წაკითხვის შემდეგ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მრავალგზის სუბსიდირებისა, ეკონომიკური პროგრამა “აწარმოე საქართველოში!” ყოველთვის მთავრდებოდა და მომავალშიც აუცილებლად დამთავრდება გარანტირებული კრახით. ამ კრახის 2 ძირითადი მიზეზია:

მოქმედ საგადასახადო კოდექსში ოპტიმალურთან შედარებით 2-ჯერ უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთი და მცირე და მსხვილი საწარმოების თანაბარი დაბეგვრა. პირველ მიზეზზე შედარებით ვრცლადაა საუბარი პირველი თავის მე-2 ქვეთავში “საგადასახდო რეფორმების პროგრამა”, ხოლო მე-2 მიზეზზე ასევე ვრცლადაა საუბარი ჩვენს მიერ 2013 წლის 8 იანვრის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიაში “საქათველოში მცირე და მსხვილი მეწარმეების საგადასახადო ტვირთი თანაბარია!”. ამ სტატიაში აშკარა ფაქტების მოშველიებით დამაჯერებლად ვამტკიცებთ, რომ დღეს საქართველოში მცირე და მსხვილი საწარმოები ფაქტიურად მართლაც იბეგრება თანაბრად!

როგორც ცნობილია, 1997 წლის პირველი საგადასახადო და 2004 წლის მე-2 საგადასახადო კოდექსი მოამზადა და მიიღო მარტივად მოაზროვნე ზურაბ ნოღაიდელის ეკონომიკურმა გუნდმა, რომლის წევრებს ცნობილმა ეკონომისტმა ნიკო ორველაშვილმა უწოდა “მარტივი ტვინები.” ის მოუწოდებდა ამ “მარტივ ტვინებს”, რომ ეკონომიკის სახელმძღვანელოები წაიკითხეთ და გადასახადები შეამცირეთო. “მარტივ ტვინებში” კი ბატონი ნიკო გულისხმობდა მარტივ ეკონომიკურ აზროვნებას: რაც უფრო მაღალია გადასახადები, მით უფრო მეტია ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები. ეს კი ეწინააღმდეგება ეკონომიკაში ცნობილი “ლაფერის მრუდეების” კანონზომიერებას, რომ საგადასახადო ტვირთის გაზრდით ბიუჯეტში შემოსავლები იზრდება მხოლოდ გარკვეულ კრიტიკულ წერტილებამდე და საგადასახადო ტვირთის შემდეგი გაზრდით ბიუჯეტში შემოსავლები იწყებს კლებას ეკონომიკის ჩრდილში ინტენსიურად გადასვლის გამო.

ამ “მარტივმა ტვინებმა” დაუშვეს მეორე საბედისწერო შეცდომაც, როცა საგადასახადო კოდექსის მოდელად შეარჩიეს მაღალი ეკონომიკური განვითარების დონის ქვეყნების საგადასახადო კოდექსი მაღალი საგადასახადო ტვირთით. ნოღაიდელისტური საგადასახადო კოდექსის ავტორებმა ვერ მოტვინეს, რომ ეკონომიკური განვითარების დონის გაზრდით იზრდება და ეკონომიკური განვითარების დონის შემცირებით კი მცირდება ბიუჯეტში მაქსიმალური შემოსავლების შემომტანი ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის სიდიდე. ელემენტარულად უნდა იცოდე, რომ როცა ხარ საქართველოსავით დაბალი ეკონომიკური დონის განვითარებადი ქვეყანა, მაღალი ეკონომიკური დონის განვითარებული ქვეყნების შესაბამისი მაღალი საგადასახადო განაკვეთებიანი კოდექსის მიღებით ბიუჯეტში აუცილებლად მინიმუმამდე შეგიმცირდება საგადასახადო შემოსავლები და მაქსიმალურად გაგეზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკა, რაც ზუსტად გვისრულდება უკვე 23 წელიწადია!

უფრო მეტიც, ამ “მარტივი ტვინების” მიერ 2004 წელს დამუშავებულმა და 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა მე-2 ახალმა საგადასახადო კოდექსმა ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში იმდენი უბედურება მოუტანა საქართველოს ეკონომიკას, რომ ენით ვერ აღწერ. სამაგიეროდ კალმით კარგად აღწერა კონტროლის პალატამ იმ დონეზე, რომ ბიუჯეტის ასეთი სამართლიანი და მაღალპროფესიული კონტროლისათვის გამწარებულმა ნაციონალებმა სასწრაფოდ გააუქმეს კონტროლის პალატა, გადააკეთეს უმნიშვნელო აუდიტის სამსახურად და სამუშაოდან დაითხოვეს ყველა მაღალი დონის პროფესიონალი შემმოწმებელი.

ნაციონალებმა ყველა ხერხს მიმართეს, რომ 2006 წლის მაისში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საკომიტეტო განხილვაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, იაშა მესხიას მიერ წარმოდგენილი წარმოუდგენელი მასშტაბების აშკარა ელიტარული კორუფციული დანაშაულებები როგორმე არ გასაჯაროებულ-გასკანდალებულიყო, მაგრამ სკანდალი, თანაც უზარმაზარი, მაინც შედგა. ამ საკომიტეტო მოსმენიდან 2 დღის შემდეგ, 2006 წლის 20-22 მაისის გაზეთ “ალიაში” დაიბეჭდა უშიშარი ჟურნალისტის, ნათია ჯანაშვილის საოცარი პათოსით დაწერილი, ნაციონალების ელიტური კორუფციული ეკონომიკური პოლიტიკის განაჩენის ტოლფასი მამხილებელი, ისტორიული  სტატია “ნოღაიდელო, დაბრმავდი?! შენი საგადასახადო კოდექსი ბიზნესმენებს კრიმინალებად აქცევს”.

მართლაც გამაოგნებელია ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები და ციფრები. უამრავიდან ციტატის სახით მოვიყვანთ მხოლოდ 2 ფაქტს: ” 2005 წელს გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, კერძოდ გადასახადების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებაში მაჩვენებელმა 18,5%-იდან 19,7%-მდე იმატა” – აფიქსირებს კონტროლის პალატა. როგორ? საგადასახადო კოდექსი ხომ გამარტივდა და გადასახადების განაკვეთებმაც იკლო? აი, ასე, მთავრობამ იცის ეგეთი ფოკუსები. ვითომ რომ გიმცირებს ტვირთს, სინამდვილეში კი უფრო გიმძიმებს.”

სხვათა შორის, 2004 წელს ზემოთ აღნიშნული ფოკუსი ქართველ ხალხს გაუკეთა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, როცა 18 გადასახადიდან დატოვა მხოლოდ 6 და 12 კი გადაიტანა მოსაკრებლებში. ეს ფოკუსი ჭამა ქართველმა ხალხმა, მაგრამ არ ჭამეს საზღვარგარეთ, მოსაკრებლებში გადატანილი 12 ვითომ მოსაკრებელი ჩაგვითვალეს ძირითად გადასახადებში და 18 გადასახადით 148 ქვეყანას შორის ვართ 92-ე ადგილზე. ასე, რომ სატრაბახო ბევრი არაფერი არ გვაქვს და თავი უნდა დავანებოთ უსაფუძვლო ტრაბახს, თითქოს გადასახადების სიმცირით მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა. მოვიყვანთ მე-2 ფაქტის ციტატას:

“ახლა კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ ეჭვებს ჩვენი ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებისადმი. გინახავთ საწარმო, რესტორანი, სასტუმრო, რომლის შემოსავალი დღეში 1 ლარზე ნაკლებია? კონტროლის პალატა აფიქსირებს, რომ მთავრობის ანგარიშის მიხედვით საქართველოში 970 საწარმო საშუალოდ 70 თეთრის პროდუქციას უშვებს დღეში, 1117 საწარმოს კი დღეში 2,4 ლარის ბრუნვა აქვს, 3889 საწარმოს – 4,4 ლარი შესდის დღეში საშუალოდ, 17702 კომპანიას კი – 14,5 ლარი.” აქვე დაუმატებთ ამ სტატიაში გაჟღერებულ ციფრებს, რომ 2004 წლის განმავლობაში დღეში ერთმა კაცმა საშუაოდ მოიხმარა 2 გრამი კარაქი, 57 გრამი პური და საერთოდ არ მოუხმარია ჩაი და მინერალური წყალი. 2002 წელთან შედარებით 2005 წელს უმუშევრობა გაიზარდა 100000 კაცით და ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 18,8%-ით!

ამ კატასტროფული ციფრების შემდეგ რატომ გვიკვირს, რომ ცნობილმა ავსტრიულმა საფინანსო კომპანიამ “ეუობსერვიზი” 2009 და 2011 წლებში საქართველოში შესაბამისად დაგვიფიქსირა 68 და 74%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა, მსოფლიო ბანკმა 2000 და 2010 წლებში 70%-იანი, ხოლო 2012 წელს 72%-იანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2018 წელს 65%-იანი და ადგილობრივი ექსპერტები (დემურ გიორხელიძე, თამაზ ვაშაკიძე) სისტემატურად გვიფიქსირებენ 75%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას.

ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ 2004 წლის საგადასახადო კოდექსში, რომელიც აგებულია მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებისა და ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბების პრინციპებზე, ზურაბ ნოღაიდელმა ჩაგვიტარა კიდევ ერთი საგადასახადო ფოკუსი, რომელსაც დღემდე ვჭამთ. ეს არის საპენსიო ფონდის ძირითადი წყაროს, სოციალური გადასახადის საერთოდ გაუქმება საგადასახადო კოდექსში, მისი გაერთიანება საშემოსავლო გდასახადთან, რომელიც ევროპული და მსოფლიო საშემოსავლო გადასახადის სტანდარტების მსგავსად აღარ არის პროგრესული და გახდა ფიქსირებული. ამით ნოღაიდელმა 2 კურდღელი ერთად დაიჭირა: კოდქსში გააქრო მოსახლეობის საპენსიო ფონდის შემქმნელი, 30%-იანი სოციალური გადასახადი, რომელსაც იხდიდა არა დასაქმებული ფიზიკური პირი, არამედ დამსაქმებელი იურიდიული პირი და შემოიღო 20%-იანი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი, რომლის გაზრდა აღარ შეიძლება სპეციალური რეფერენდუმისა და საპარლამენტო-საკონსტიტუციო უმრავლესობის თანხმობის გარეშე, ანუ მდიდრებს ეს სიმდიდრე ფაქტიურად დაუკანონდათ მუდმივად. ამ დროს მთელ მსოფლიოში საშემოსავლო გადასახადი არის არა ფიქსირებული, არამედ პროგრესულად მზარდი, სოციალურად სამართლიანად განაწილებული და შემოსავლების გაზრდასთან ერთად იზრდება 0-დან 75%-მდე, რაც ნათლად ჩანს 2018 წლის 13 დეკემბრის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში „როგორ მოვიზიდოთ ბიუჯეტში ივანიშვილის მიერ ბანკების მევალეების დასახმარებლად შეპირებული 1,5 მილიარდი ლარი?“.

ამდენი ფაქტებისა და ციფრების მოყვანის შემდეგ ნათელია, რომ ნამდვილად არ გვაქვს კარგი საგადასახადო კოდექსი, რასაც თავს ახვევენ ბიძინა ივანიშვილს და ეს აშკარად ჩანს 2013 წლის 13-19 ივნისის გაზეთში “ბანკები და ფინანსები” გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში “ვის შეყავს შეცდომაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი”.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება კარგი იყოს ის საგადასახადო კოდექსი, სადაც მცირე და მსხვილი საწარმო თანაბრად იბეგრება, საგადასახადო ტვირთი 200-300%-ით აღემატება ოპტიმალურს და, აქედან გამომდინარე, მეწარმეებს ამოსარჩევად უტოვებს მხოლოდ 2 გზას, ან შეწყვიტონ მეწარმეობა და დარჩნენ უმუშევრად, ან დამალონ გადასახადები, გახდნენ კრიმინალები და ქვეყანაში დაამკვიდრონ 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა!

აქედან გამომდინარე, დღევანდელი კრიმინალური საგადასახადო კოდექსის სასწრაფოდ შეცვლას ალტერნატივა არ აქვს. ახალ კოდექსში კი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მსოფლიოში ცნობილი რეფორმატორი ეკონომისტების, ნობელის პრემიის ლაურეატის სტენლი ფიშერის, პოლონელი ლეშეკ ბალსეროვიჩისა და ესტონელი მარტ ლაარის საქართველოსათვის მიცემული რეკომენდაციები სგადასახადო ტვირთის 2-ჯერ შემცირების თაობაზე. პარალელურად, ამ შემცირების ხარჯზე უნდა დავაბრუნოთ კოდექსში ნოღაიდელის მიერ გაუქმებული სოციალური გადასახადი (რითაც გადაწყდება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემა!) და აღვადგინოთ პროგრესული საშემოსავლო გადასახდი. ეს ყველაფერი ამ ახალ სგადასახადო კოდექსში სამართლიანად უნდა დაბალანსდეს და აღარ დარჩება კითხვა, რომელიც გავაჟღერეთ 2012 წლის 24 აგვისტოს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში “გვაქვს თუ არა კარგი საგადასახადო კოდექსი?”

დიახ, ზემოთ აღნიშნული რეფორმების გატარების შემდეგ ნამდვილად გვექნება კარგი საგადასახადო კოდექსი, როგორსაც 2004 წელს პრესაში გამოქვეყნებულ თავის ინტერვიუში ნატრობდა ერთ-ერთი მეწარმე და ამბობდა: “კარგი საგადასახადო კოდექსის მიღება ერთი სამამულო ომის მოგების ტოლფასია.” ზუსტად ასეთი სათაურით კი 2007 წლის 20-26 ივლისის გაზეთ “კომერსანტში” გამოქვეყნდა ჩვენი ინტერვიუ, რომელმაც მკთხველთა დიდი ინტერესი და მხარდაჭერა გამოიწვია. კორონავირუსის ეკონომიკური საშიშროებიდან გამომდინარე, დღეს ეს ინტერესი და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია. ჩვენც აღარ უნდა დავაყოვნოთ, მცირე მეწარმეებისათვის მივიღოთ კარგი საგადასახადო კოდექსი და კორონავირუსს მოვუგოთ ომი. ეკონომიკური ომის მომგები ასეთი საგადასახადო კოდექსი, უკვე მზად გვაქვს და დიდი ხანია ველოდებით ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატვას. მთავარი საგადასახადო კოდექსის მისაღებად კი სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელსაც წარვუდგენთ და წარმატებით დავიცავთ ჩვენს რეკომენდაციებსა და დებულებებს.

სამწუხაროდ, 2011 წლის დეკემბერში ჩვენ მივიღეთ დღემდე მოქმედი, საწვავზე და სიგარეტზე აქციზური გადასახადების გაზრდით კიდევ უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთიანი ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ამ აქციზური გადასახადების რამდენჯერმე გაზრდით კიდევ უფრო გავაუბედურეთ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ 23 წელია საქართველოში მოქმედებს ეს ნოღაიდელისტური კრიმინალური საგადასახადო კოდექსი, რომელშიც ყოველწლიურად საშუალოდ შედის 100 ცვლილება. ამ ცვლილებებში კი ძირითადად რეალიზდებოდა ხელისუფლებებთან მიტმასნილი საოჯახო და სამეგობრო კლანების მიერ ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო საკუთარი კლანური ბიზნესის ინტერესების დაკმაყოფილება. ამჟამად დაახლოებით 23000 განხორციელებული საგადასახადო ცვლილებიდან ძირითადად სწორედ ასეთი ცვლილებებია განხორციელებული და ამიტომ არის გადასაგდები კორუმპირებული ავტორების მიერ დაწერილი, კორუფციული ხვრელებით გაძეძგილი დღევანდელი საგადასახადო კოდექსი.

ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოში თუ სასწრაფოდ არ იქნება ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი, ანტიკორონავირუსული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაზე დახარჯული მილიარდები უგზოუკვლოდ გაქრება. ამას კი გააკეთებს არა კორონავირუსები, არამედ დღევანდელ ჩვენს კრიმინალურ საგადასახადო კოდექსში უხვად ჩაბუდებული კორუფციის ბაცილები და ვირუსები.

 

2.2. ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება

საქართველოში მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკის უტყუარად არსებობის თემაზე ჩვენ უკვე დამაჯერებლად ვისაუბრეთ პირველი თავის მე-2 ქვეთავში: “საგადასახადო რეფორმების პროგრამა”და მე-2 თავის პირველ ქვეთავში: “ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება”. ჩვენი ეკონომიკის დამღუპველი ამ მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობაში, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ეს ეჭვებიც საბოლოოდ გააქარწყლა 2016 წლის 7 ივნისის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულმა ელზა წიკლაურის მართლაც უტყუარი ფაქტებით მამხილებელმა სტატიამ “საქართველო ჩრდილოვანი ეკონომიკის მორევში”, რომელიც მთავრდება მსოფლიო ბანკის, ავსტრიული ფინანსური კომპანია “ეუობსერვიის”, ფინანსური კომპანია “ვაის ევროპის”, ლინცის უნივერსიტეტის პროფესორ ფრიდრიხ შნაიდერის და ქართველი სპეციალისტების მონაცემებით დადასტურებული გამაოგნებელი დასკვნებით:

“სახელმწიფო, რომელიც რეფორმატორი ქვეყნის სტატუსით, დაბალი კორუფციის დონითა და ჯანსაღი კონკურენციის არსებობით ამაყობს, კვლავ ჩრდილოვანი ეკონომიკის მორევშია ჩაშვებული და იქედან ამოსვლას ვერ ახერხებს. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის მშპ-ის უფრო მეტად ზრდას უშლის ხელს. სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის საკმაოდ დიდი მასშტაბები აღიარონ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ”.

სწორედ ასეთ აღიარებას განსაკუთრებული კატეგორიულობით ვითხოვთ ჩვენ ხელისუფლებისაგან მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა 2012 წელს საქართველოში ოფიციალურად დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ასეთი აღიარება ხელისუფლებისაგან კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ ქალბატონი ელზას სტატიის გამოქვეყნებიდან 23 დღის შემდეგ, 2016 წლის 1 ივლისის ამავე გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში: “აღიარეთ 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა და დავიწყოთ მის წინააღმდეგ ბრძოლა!”.

რა არის ამ კატასტროფული ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი მიზეზები? პირველ რიგში, მაღალი საგადასახადო ტვირთი, რომლის 2-ჯერ შემცირებით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების 3-ჯერ გაზრდის რჩევაზე ხელისუფლებამ უარი განუცხადა 2000 წელს ნობელის პრემიის ლაურეატ სტენლი ფიშერს და შემდეგ, 2006 წელს, პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეულ, ცნობილ ესტონელ რეფორმატორ-ეკონომისტს, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარტ ლაარს. მე-2 ძირითადი მიზეზი კი არის 2006 წელს ეკონომიკის მინისტრის ბენდუქიძის მიერ სამინისტროში “ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს” გაუქმება.

ცნობილი გამოთქმაა: არ არის კაცი, არ არის პრობლემა! სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ პრინციპით ბევრი გაწირა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, განსაკუთრებით ისეთი სახელმწიფო უწყებები, რომელთა პრობლემებს ხელისუფლება ვერ აგვარებდა. მაგალითად, ხელისუფლება ვერ აგვარებდა მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის პრობლემებს და 2006 წელს ნოღაიდელის ხელით გააუქმა 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი მართვის ცენტრითა და საკუთარი საინვესტიცო ფონდით.

ეს კანონი მე-8 წელიწადია ვერც ქართულ ოცნებას ვერ აღვადგენიეთ. ასევე ხელისუფლება ვერ აგვარებდა რა ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემას, ბენდუქიძის ხელით 2006 წელს გააუქმა ერთადერთი “ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველო”, რომელიც დღემდე არც ქართულ ოცნებას არ აღუდგენია. აღარ არსებობდა რა ეს უწყებები, სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საქართველოში აღარ არსებობდა მცირე მეწარმეობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემები. სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკის დამღუპველ, ამ უდიდესი პრობლემების არდანახვა-არაღიარების პოლიტიკას დღემდე აგრძელებს ქართული ოცნებაც! სწორედ ამიტომაა დღეს ქართული ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა უზარმაზარი, 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის რეალურად არსებობა და თუ გვინდა პოსტკორონავირუსული უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლა, უპირველეს ყოვლისა, სწრაფად უნდა ამოვიდეთ ეკონომიკის მახრჩობელა ჩრდილოვანი ეკონომიკის მორევიდან. 2017 წლის 9 თებერვლის გაზეთ “რეზონანსში” ამ თემაზე გამოვაქვეყნეთ სტატია “2016 წელს საქართველოში მშპ იყო არა 33, არამედ 100 მილიარდი ლარი!” სადაც ვწერთ:

“დამთავრდა 2016 სამეურნეო წელი. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში მშპ იყო 33 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად კი იქნება დაახლოებით 100 მილიარდი ლარი . . . 70%-იანი რელური ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს 100 მილიარდიანი ლარის მშპ-დან სახელმწიფოსა და ხალხს ხმარდება დაახლოებით მხოლოდ 30%, მაფიოზურ-ეკონომიკურ კლანებს კი 70%. ამის გამო სახელმწიფო და ხალხი უსაშველოდ ღატაკდება და კლანები კი უსაზღვროდ მდიდრდებიან. ამ უდიდეს ეკონომიკურ და სოციალურ უსამართლობას აკანონებს 1997 წელს მიღებული ანტიეროვნული კრიმინალური საგადასახადო კოდექსი, რომელსაც 20 წელიწადია კბილებით იცავდა და დღესაც იცავს ხელისუფლებაში მოსული ყველა მთავრობა ქართული ოცნების ჩათვლით . . .

რა არის ამ უზარმაზარი 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, ერთნაირი საგადასახადო ტვირთი, რომელიც არ არის დიფერენცირებული საწარმოთა სიდიდის (მცირე, საშუალო, მსხვილი), სამეურნეო დარგების (მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება) და ტერიტორიული სირთულეების მიხედვით, რის შედეგადაც გადასახადები გაუსაძლისად მაღალია და საგადასახადო ტვირთი არ არის ოპტიმალური მაქსიმალური საგადასახდო შემოსავლების მისაღებად. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მაქსიმალური საგადასახადო შემოსავლების მისაღებად საგადასახადო ტვირთები (რომლებიც განისაზღვრება ლაფერის მრუდეებით), დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონეზე – იზრდება ქვეყნის ეკონომიკური დონის გაზრდით და მცირდება ეკონომიკური დონის შემცირებით.”

დღევანდელი ქართული ეკონომიკის ამ უდიდესი პრობლემის თემას ვაგრძელებთ 2019 წლის 12 იანვრის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში “როგორი სამინისტრო გვაქვს-ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, თუ ჩრდილოვანი ეკონომიკის და არამდგრადი განვითარების?”, სადაც ვკითხულობთ:

“დღეისთვის საქართველოში რეალური მშპ არის დაახლოებით 110 მილიარდი ლარი და რეალური ბიუჯეტი კი დაახლოებით 40 მილიარდი ლარი. აქედან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება მხოლოდ დაახლოებით 36 მილიარდი ლარის მშპ და 13 მილიარდი ლარის ბიუჯეტი. დანარჩენი მშპ და ბიუჯეტი მოქცეულია მაფიოზურ-ეკონომიკური კლანების კონტროლის ქვეშ. ამის გამო ასეთ სახელმწიფოს არ უწერია მდგრადი განვითარება და ეკონომიკის სამინისტროს უპრიანია ეწოდოს ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არამდგრადი განვითარების სამინისტრო!”

ამრიგად, ნოღაიდელის ძალისხმევით 1997 წელს მიღებული კრიმინალური საგადასახადო კოდექსის მიღებიდან 23 წლის შემდეგ, დღეს განსაკუთრებული სიცხადით გამოიკვეთა ის უდავო ჭეშმარიტება, რომ ამ კოდექსმა არნახულად გაალაღა 70%-იან ჩრდილოვან ეკონომიკაში “მოღვაწე” კრიმინალური კლანები და დაგვაბრუნა მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრის ევროპასა და ამერიკაში, სადაც ადამ სმიტისეულმა ანალოგიურმა კრიმინალურმა საგადასახადო კოდექსმა უზარმაზარ ჩრდილოვან ეკონომიკას მისცა დასაბამი. კარგად გავიხსენოთ ამ ჩრდილოვანმა ეკონომიკამ მე-19 და მე-20 საუკუნეებში სოციალურ ფენებს რა უბედურებები მოუტანა:  ზღვარგადასული უდიდესი ქონებრივი უთანასწორობა, უმწვავესი სოციალური დაპირისპირებები და სისხლიანი რევოლუციები!

ნოღაიდელის საგადასახადო კოდექსს სწორედ აქეთკენ მივყავართ და საქართველოში ზღვარგადასული ქონებრივი უთანასწორობების ეტაპიც უკვე “წარმატებით” გავიარეთ. შემდეგი ეტაპებია უმწვავესი ფიზიკური დაპირისპირებები, სოციალური აფეთქებები და სისხლიანი რევოლუციები. აღარ უნდა ვთქვათ უარი, ამ მართლაც სანაგვეზე გადასაგდებ საგადასახადო კოდექსზე და აღარ უნდა გავჩერდეთ? დიახ, უნდა გავჩერდეთ, რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ ახალი საგადასახადო კოდექსის ფორსირებული დამუშავების ხელმძღვანელი სამთავრობო კომისია და, ერთდროულად, აღვადგინოთ “ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველო.”

როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნოღაიდელის დამსახურებით დაგროვილი ეს უზარმაზარი, მინიმუმ 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც ხელისუფლება დღემდე მალავს და არ ასაჯაროებს, არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებითა და კორონავირუსით განადგურებული ქართული ეკონომიკის პოსტკორონავირუსული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ოქროს რეზერვი!

ლაფერის მრუდეების გამოყენებით ოპტიმალურ საგადასახადო ტვირთებზე გაანგარიშებული ახალი საგადასახადო კოდექსის რეალური ამოქმედებით სავსებით შესაძლებელია დღევანდელი ეს ჩვენი 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩამოვიყვანოთ საშუალო ევროპულ 17%-იან მაჩვენებელზე და ჩრდილოვანი ეკონომიკის 55%-იანი გათეთრებითა და “კეთილდღეობა ყველასთვის!” ჩვენი პროგრამის სრულფასოვანი ამოქმედებით, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, 2-3 წელიწადში სტაბილურად გავიდეთ მშპ-ის გაზრდაზე ორნიშნა და სამნიშნა პროცენტებითაც კი!

ეს კი შესაძლებელია განვახორციელოთ ბრუნვის, ანუ ბიზნეს-აქტივობის თავისუფლად მიშვებაზე, ოპტიმალურ საგადასახადო ტვირთებზე, მინიმალურ საგადასახადო ადმინისტრირებაზე, მაქსიმალურ საგადასახადო შემოსავლებზე, საწარმოთა სიდიდისა (მცირე, საშუალო, მსხვილი) და სამეურნეო დარგების (მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება) თავისებურებებზე ორიენტირებული, ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N5266) ახალი საგადასახდო კოდექსის პროექტით. ამ პროექტზე ვრცლადაა საუბარი “კეთილდღეობა ყველასთვის!” ჩვენი პროგრამის პირველი თავის მე-2 ქვეთავში: საგადასახადო რეფორმების პროგრამა და მე-2 თავის პირველ ქვეთავში: “ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება.”

თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება, ჩვენ შეგვიძლია 3 თვეში ავამუშაოთ და პრაქტიკულად დავნერგოთ ასეთი საგადასახადო კოდექსი მცირე მეწარმეებისთვის, რომელიც შემდეგში ცალკე თავად შევა სამთავრობო კომისიის მიერ დამუშავებულ ახალ საგადასახადო კოდექსში. ამ ახალმა საგადასახადო კოდექსმა კი სწრაფად უნდა დაამკვიდროს დღევანდელისაგან რადიკალურად განსხვავებული, სულ სხვა საგადასახადო-ეკონომიკური სივრცე, რომელიც საქართველოში საყოველთაო კეთილდღეობას მოუტანს არა მარტო მოსახლეობის აბსოლუტურ უმცირესობას, არამედ აბსოლუტურ უმრავლესობასაც და საქართველოში დამყარდება ლეგენდარული ლუდვიგ ერჰარდისეული “კეთილდღეობა ყველასთვის!”

 

2.3. სახელმწიფო ბიზნესის აღორძინება 

2011 წლის 18-24 აპრილის გაზეთ “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა ჩვენი გახმაურებული სტატია: “მივმართავთ ხელისუფლებას-დაიწყეთ ეკონომიკური რევოლუცია და გადარჩებით პოლიტიკურ რევოლუციას!”. ხელისუფლებას ვთავაზობდით 5 რევოლუციური ეკონომიკური რეფორმის განხორციელების დაწყებას, რომელთა შორის მე-4 იყო “სახელმწიფო მუნიციპალური ბიზნესის აღორძინების რეფორმების პროექტი.” ჩვენ ვწერდით, რომ ამ პროექტის ამოქმედებით “ფეხზე დადგება დღეს საქართველოში განულებული სახელმწიფო მუნიციპალური ბიზნესი, რომელიც საქართველოს გარდა, დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წარმოადგენს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს”. ამ მართლაც შთამბეჭდავი 5 ეკონომიკური პროგრამის თაობაზე სტატიას ვამთავრებთ ასეთი სიტყვებით: “ალბათ, ღირს ბრძოლა ეკონომიკური რევოლუციის ტოლფასი ამ პროექტების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, რაც საქართველოში დაამკვიდრებს ლუდვიგ ერჰარდისეულ საოცნებო ეკონომიკას კეთილდღეობა ყველასთვის!”

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და კორონავირუსისაგან დანგრეული ჩვენი ეკონომიკის ასაღორძინებლად არ შეიძლება უარი ვთქვათ ბიუჯეტის ფორსირებულად შევსების ამ უდიდეს წყაროზე. მითუმეტეს, როცა პრესასა და ტელევიზიაში გამომსვლელი სპეციალისტები და ექსპერტები მუდმივად მოგვიწოდებენ, რომ დღევანდელ პოსტკორონავირუსულ კატასტროფულ ეკონომიკაში საბიუჯეტო შემოსავლების გასაზრდელად აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი, მათ შორის, გიჟური პროგრამები. ეს განსაკუთრებით ეხება საგადასახადო რეფორმას, რომელიც ჩვენი ყველა ეკონომიკური პროგრამის უპირველესი რეფორმაა და ამ რევოლუციური ეკონომიკური რეფორმების რიგშიც პირველ პროგრამადაა წარმოდგენილი.

სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ჩვენი გაფრთხილება, არ დაიწყო ეკონომიკური რევოლუცია და მიიღო მშვიდობიანი პოლიტიკური რევოლუცია ხლისუფლების დაკარგვით. ანალოგიური საფრთხე ემუქრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც 7 წელზე მეტია უარს აცხადებს ჩვენს მიერ მრავალგზის შეთავაზებულ რევოლიციურ ეკონომიკურ რეფორმებსა და პროგრამებზე. სააკაშვილის ბედი გაცილებით უფრო ადრე გაიზიარა შევარდნაძის ხელისუფლებამაც, რომელმაც ნოღაიდელის რჩევით არ ჩაატარა ჩვენს მიერ შეთავაზებული რევოლუციური ეკონომიკური რეფორმები, რომლებზედაცაა საუბარი 1998 წლის 1-2 ნოემბრის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” დაბეჭდილ ჩვენს სტატიაში: “მრეწველობა-ყოფნა თუ არყოფნა?”, სადაც ვწერდით:

“ჩვენი ჩანაფიქრის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მეწარმეთა დამაქცევარი დღევანდელი საგადასახადო კანონმდებლობის რადიკალური ლიბერალიზაცია, რის თაობაზეც ამჟამად ცხარე დებატები მიმდინარეობს და, რასაც, ალბათ, საბოლოოდ მივაღწევთ. თუ რადიკალურად არ შემცირდა დღევანდელი საგადასახადო განაკვეთები, სახელმწიფო საკუთარი სახაზინო საწარმოებიდან და პრივატიზებულ საწარმოებში დაბანდებული საკუთარი აქციებიდან ვერასდროს ვერაფერს ვერ მიიღებს”.

აი, რას ვწერდით 22 წლის წინ და ჩვენი ეს შეგონება 22 წელიწადია არ შეიგონა არც ერთმა ხელისუფლებამ. ამის გამო ამ 22 წლის მანძილზე საგადასახადო ტვირთი არა თუ რადიკალურად შემცირდა, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა და გამართლდა ჩვენი ავბედითი წინასწარმეტყველება, რომ ამ პირობებში სახელწიფო საკუთარი საწარმოებიდან და აქციებიდან შემოსავლებს ვერასდროს ვერ მიიღებდა. ამ ფაქტმა სახელმწიფო ბიზნესს გაუკეთა სრული დისკრედიტაცია და დაამკვიდრა აბსურდული საზოგადოებრივი აზრი, რომ სახელმწიფო ბიზნესი საქართველოსთვის არის წამგებიანი და ამიტომ მასზე უარი უნდა ვთქვათ. ამ დროს მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკაში სახელმწიფო და კერძო ბიზნესის წილი დაახლოებით თანაბარია და მრავალ ქვეყანაში სახელმწიფო ბიზნესი კერძო ბიზნესს კიდევაც აჭარბებს.

რაც შეეხება საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაშინდელი წარმომადგენლის, შადმან ვალავისა და ზურაბ ნოღაიდელის კორუფციული დუეტის მიერ საქართველოსთვის ძალად თავსმოხვეული, 1997 წელს მეწარმეების ხელების გადაგრეხვით მიღებული საგადასახადო კოდექსის გამო ატეხილ ცხარე დებატებსა და მოვლენებს, იმ წლებში თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, პირდაპირობით, აქტიურობითა და პირადი სიმამაცით აშკარად გამოირჩეოდა ცნობილი მეწარმე და პარლამენტარი, კომპანია “ყაზბეგის” თავკაცი ბატონი გოგი თოფაძე.

დღესაც ბევრს ახსოვს იმ ავადმოსაგონარ წლებში ბატონი გოგის მიერ მრავალგზის გაკეთებული განცხადება: მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც მაჩვენეთ, სადაც სავალუტო ფონდი შევიდა დასახმარებლად და იმ ქვეყანას დახმარების რამე ეტყობა. ასევე შემორჩა ისტორიას მისი ვაჟკაცური პირდაპირი პასუხები ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორც ქარხნის დირექტორი, მალავდა თუ არა ის გადასახადებს: ვმალავ, აბა, რა ვქნა. ვინ გადაიხდის ამხელა გადასახადებს, ხომ მაშინვე გაკოტრდება ქარხანა. ეს პასუხი, რომელიც გადასახადების დამალვის დანაშაულის თვითაღიარების ტოლფასია, ტელევიზიით მრავალჯერ გაჟღერდა, მაგრამ მისთვის პასუხი არავის არ მოუთხოვია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ის სიმართლეს ამბობდა.

სხვათაშორის, როცა შადმან ვალავმა ჩვენებური საგადასახადო კოდექსის მიღება სომხეთშიც სცადა, სომხებმა შეხვედრაზე, როგორც წარმოების ექსპერტი, გოგი თოფაძეც მიიწვიეს. ბატონმა გოგიმ მიამბო, რომ როცა შადმან ვალავმა მოინდომა სომხებისთვისაც თავს მოეხვია ჩვენთვის უკვე თავსმოხვეული, ადგილობრივი წარმოების ჩამკლავი საგადასახადო კოდექსი, ერთმა აღშფოთებულმა სომეხმა ხნიერმა ეკონომიკის დოქტორმა მაგიდაზე დადებული, კერამიკული საფერფლე ჩაარტყა თავში და თავგატეხილი ბატონი შადმანი ისე გამოაძევეს სომხეთიდან. ჩვენ კი დღემდე ვამაყობთ, რომ გვაქვს ნოღაიდელ-ვალავისეული ვითომ მსოფლიოში საუკეთესო საგადასახადო კოდექსი!

როცა “პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროები” ამ პროგრამის დაწერა გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ გავეცანი პირად არქივში შემონახულ ასეულობით გამოქვეყნებულ ჩვენს პუბლიკაციას. ამ უამრავ პუბლიკაციას შორის ნამდვილად ნიშანდობლივია 2000 წლის 30 აგვისტოს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული სტატია: “რატომ ვერ იღებს შემოსავლებს სახელმწიფო საკუთარი საწარმოებიდან და აქციებიდან?”.

20 წლის წინანდელი ეს სტატია თითქოს გუშინ დაიწერა, რადგან აქ განხილული, ქვეყნის ეკონომიკური სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების პრობლემები ხელუხლებელია. სათაურში გამოტანილ რიტორიკულ კითხვაზე კი პასუხი არის დამაჯერებლად გაცემული, მაგრამ დღემდე აბსოლუტურად იგნორირებულია. ვინც გააკეთა ეს იგნორი, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებები, ამ იგნორმა შეიწირა და ივანიშვილის ხელისუფლებაც, თუ ბოლომდე გააგრძელებს იგნორირების პოლიტიკას, ისიც მალე შეეწირება. დღეს, პოსტკორონავირუსულ კატასტროფულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოსთვის თუ რამდენად სასწრაფოდაა განსახორციელებელი ჩვენს მიერ 20 წლის წინ რეკომენდირებული ეკონომიკური რეფორმები, მოვიყვანთ შესაბამის ამონარიდებს ამ სტატიიდან:

“ამ კითხვას, რომელიც დღეს ასეთი პოპულარული გახდა, ადრე რამდენჯერმე ვაყენებდი, მაგრამ პასუხი არც ერთხელ არ მიმიღია. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვისაც ეს ეხება, დღემდე საერთოდ არც კი დაინტერესებულან ამ უდიდესი წყაროდან სახელმწიფო შემოსავლების მიღების პრობლემის მოგვარებით. დაკარგული წლებისა და განადგურებული ბიუჯეტის შემდეგ ჩვენ მხოლოდ დღეს ვიწყებთ ბჭობას, თუ რატომ ვერ იღებს სახელმწიფო შემოსავლებს საკუთარი საწარმოებიდან და აქციებიდან. ყურადღებით ვაკვირდები რა ამ საკითხზე საგაზეთო და სატელევიზიო გამოსვლებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მთელი სიგრძე-სიგანით ჯერ კიდევ ვერ გაითავის არა მარტო ამ სახელმწიფო შემოსავლების, არამედ მთელი ჩვენი ეკონომიკის დამანგრეველი დღევანდელი საგადასახადო კოდექსის როლი.

სახელმწიფომ, რომ მიიღოს შემოსავლები საკუთარი საწარმოებიდან და აქციებიდან, ამისათვის უბრალოდ აუცილებელია მეწარმეებმა ეს საწარმოები აამუშაონ. მეწარმოება კი თავის მხრივ ძირითადად 3 სახისაა – საწარმოო, კომერციული და ფინანსური. 1993 წელს მიღებულმა პირველივე საგადასახდო კანონებმა გაანადგურა საწარმოო მეწარმეობა, 1997 წელს მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა კი კომერციული მეწარმეობა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმ აფსურდით (რაც დღემდე გრძელდება), რომ კომერციული მეწარმეები დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრეს არა მოგებიდან (როგორც ეს ადრე იყო), არამედ საერთო შემოსავლებიდან.

მთელ მსოფლიოში მთავარ პრიორიტეტად აღიარებულია საწარმოო მეწარმეობა, რადგან 1 აქ დასაქმებული კომერციულ და საფინანსო მეწარმეობაში დამატებით ავტომატურად ასაქმებს რამდენიმეს, მაგალითად, სამხრეთ კორეაში – საშუალოდ 3,2 კაცს (დღეს ასაქმებს 5-6 კაცს, ა.ს.). ამიტომ ვიბრძვი მეწრმეობის გამანადგურებელი ჩვენი დღევანდელი კრიმინალური საგადასახადო კოდექსის წინააღმდეგ და ამ საკითხზე 1993 წლიდან დღემდე პრესაში გამოქვეყნებული მაქვს 2 ათეულამდე წერილი, სადაც პრიორიტეტებს ყოველთვის ვაძლევდი და დღესაც ვაძლევ საწარმოო მეწარმეობას, განსაკუთრებით კი მცირე საწარმოო მეწარმეობას, რომლის შესახებაც ჩვენმა ასოციაციამ (იგულისხმება 1998 წელს ჩვენს მიერ დაარსებული “თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია”, ა.ს.) დაამუშავა და 2 წლის წინ პარლამენტში განსახილველად შეიტანა საკმაოდ ორიგინალური და ეკონომიკურად კარგად გააზრებული კანონპროექტი . . . 

მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების პატიოსნად გადახდა, როგორც წესი, იწვევს საწარმოს გაკოტრებას, რის გამოც სახელმწიფოს მორალური უფლებაც არ აქვს მოითხოვოს შემოსავლები საკუთარი საწარმოებიდან და აქციებიდან, რადგან ეს შემოსავლები რომ მიიღოს, სახელმწიფო საწარმოთა დირექტორებმა აუცილებლად უნდა დამალონ გადასახადები და გახდნენ კრიმინალები, ე.ი. ამ სახელმწიფო შემოსავლების მიღების აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფო საწარმოებმა გადასახადები უნდა დაუმალონ სახელმწიფოს!

აი, რა აბსურდამდე მიგვიყვანა დღევანდელმა საგადასახადო კოდექსმა. რატომ ვერ უნდა გავიგოთ, რომ მაღალი საგადასახადო გადასახადების დაწესებით სახელმწიფო გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე იძენს . . . ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამდე გადასახადების ლიბერალიზაციისა და ხალხის დასაქმების უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს და რეფორმები არ შეფერხდეს, ხელისუფლებას კვლავ ვთავაზობთ 4 წინადადებას, რომელმაც მკითხველებისა და სპეციალისტების მხარდაჭერა მოიპოვა:

  1. საქართველოში უნდა გამოცხადდეს საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლი გადავა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და მთელი ძალისხმევა ერთობლივად იქნება მიმართული წარმოების ამოქმედებასა და ხალხის დასაქმებაზე.
  2. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამდე, პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით უნდა განახევრდეს დღეს არსებული ყველა საგადასახადო განაკვეთი, რის შედეგადაც საერთო შემოსავლებიდან 60-70 პროცენტის ნაცვლად გადაიხდის რა 30-35 პროცენტს, მეწარმეს მიეცემა გადასახადების პატიოსნად გადახდისა და ნორმალური მუშაობის საშუალება.
  3. ხელი რომ შეეწყოს წარმოების სწრაფად ამოქმედებასა და ხალხის დასაქმებას, გადასახადების რეალურად შემცირებასთან ერთად პრეზიდენტის ბრძანებულებით საწარმოებს 2 წლით უნდა “გაეყინოს” საგადასახადო დავალიანებები.
  4. უნდა ამოქმედდეს საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის მიერ დამუშავებული 2 საკანონდებლო აქტი: “მცირე საწარმოო მეწარმეობის შესახებ” და “მცირე კომერციულ მეწარმეობაში ალტერნატიული ფიქსირებული გადასახადების შემოღების შესახებ” (ავტორი-ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ანზორ ბაბუხადია).

აი, 20 წლის წინ ჩვენი “თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის” (რომლის დაწყებული ეკონომიკური რეფორმების გამგრძელებელი სამართალმემკვიდრეა 2012 წელს ასევე ჩვენს მიერ დაარსებული “რეფორმატორთა კავშირი”) მაღალპროფესიონალი წევრები ხელისუფლებას რა შესანიშნავ 4-პუნქტიან სასტარტო ეკონომიკურ პროგრამას თავაზობდნენ უახლოეს დროში სასწრაფოდ გასაუქმებელი ნოღაიდელ-ვალავისეული კრიმინალური და ადგილობრივი წარმოების ქრონიკულად გამანადგურებელი დღევანდელი საგადასახადო კოდექსის გაუქმებამდე და ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამდე, რომელიც ფორსირებულად ააღორძინებს ნოღაიდელ-ვალავისეული საგადასახადო კოდექსის მიერ განადგურებულ, ბიუჯეტში პოტენციურად ერთ-ერთ უდიდეს შემომტან სახელმწიფო ბიზნესს.

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და კორონავირუსის გამო პოსტკორონავირუსული კატასტროფული ეკონომიკური კრიზისიდან გამომყვანი ახალი ეკონომიკური რეფორმების ამოქმედებამდე წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ 20 წლის წინ შეთავაზებული ეს ჩვენი 4 პუნქტიანი სასტარტო პროგრამა ერთი შესწორებით – მე-4 პუნქტით განსაზრვრული 2 საკანონმდებლო აქტი უნდა შეიცვალოს ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული “საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამით”, რომელშიც სხვა ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად ეს 2 რეფორმაცაა განხილული.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ დღეს ჩვენ, როცა პრაქტიკულად უკვე ვცხოვრობთ პოსტკორონავირუსული დანგრეული ეკონომიკის პირობებში და არ გვაქვს ამ კატასტროფული ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის არავითარი  ეკონომიკური პროგრამა, სანამ ასეთ პროგრამას დავამუშავებთ, მივიღებთ და პრაქტიკულად ავამოქმედებთ, მანამდე ბოლომდე რომ არ ჩამოგვეშალოს ეკონომიკა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვიყენოთ 22 წლის წინ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული და 20 წლის წინ პრესაში გამოქვეყნებული ჩვენი ეს 4-პუნქტიანი დროებითი, ხანძრის ჩამქრობი რეკომენდაციები, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-2 პუნქტი.

ამ პუნქტში აღნიშნულ რეკომენდაცია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამდე ყველა საგადასახადო განაკვეთი გავანახევროთ, საფუძვლად ედვა მშპ-თან მიმართებაში საგადასახადო ჯამური ტვირთის 60-70 პროცენტიანი კატასტროფული მაჩვენებელი, რაც ჩვენი ასოციაციის წევრებმა გაკოტრებული წარმოებების ხელმძღვანელებთან გამოკითხვის წესით დაადგინეს. სწორედ ამ მასიური გამოკითხვების შედეგად გამოირკვა, რომ როცა კორუფციულ სიმებზე გიტარასავით აწყობილმა ნოღაიდელ-ვალავის დუეტმა ქართველ ხალხს თავს მოახვია ჩვენი ეკონომიკის დამაქცევარი ნოღაიდელ-ვალავისეული საგადასახადო კოდექსი იმ პირობის აუცილებელი დაცვით, რომ ჯამური საგადასახადო ტვირთი არ გამოვიდოდა 30%-ზე მეტი, გამოდგა ბლეფი და ფაქტობრივად ამ მასიური გამოკითხვების შედეგად გამოვიდა დაახლოებით 2-ჯერ მეტი!

პირადად მე, რომელიც იმ პერიოდში ლილოს ერთ-ერთი რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად ვმუშაობდი და მქონდა დირექტორად მუშაობის საკმაოდ დიდი, 20-წლიანი სტაჟი, ჯამური საგადასახადო ტვირთი გამომივიდა 63% და, ცხადია, გავკოტრდი. ჩვენი გათვლების სიზუსტე 2 წლის შემდეგ თავისი დამოუკიდებელი გათვლებით დაადასტურა ცნობილმა ბანკირმა და ეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა სტენლი ფიშერმა, რომელიც გვირჩევდა, რომ 2-ჯერ შეამცირეთ გადასახადები და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო!

ჩვენი გათვლებიდან მე-8 წელს, აგრეთვე გადასახადების ტვირთის განახევრებას აპირებდა სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეული, მსოფლიოში ცნობილი რეფორმატორი ეკონომისტი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინსტრი მარტ ლაარიც. 2006 წელს ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ არა ვირული გაჯიუტება პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა, რომელსაც ამის გაკეთება კატეგორიულად აუკრძალეს მისმა საზღვარგარეთელმა “კეთილმა” პატრონებმა.

არადა, ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის მსოფლიოში ყველაზე უფრო აპრობირებული საშუალებაა სამრეწველო საწარმოების დაუყოვნებლივ გადაყვანა შეღავათიან საგადასახადო რეჟიმზე, ან დროებით საერთოდ გათავისუფლება გადასახადებისაგან. ამას კი ჩვენ ვაღწევთ პირველ თავში განხილულ “კონცეფცია-პროგრამაში” საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ახალი ინოვაციური ბერკეტების გამოყენებით ისე, რომ საწარმოები არ თავისუფლდება გადასახადებისაგან!

ისიც აღსანიშნავია, რომ “კეთილდღეობა ყველასთვის!” ლუდვიგ ერჰარდისეულ გენიალურ ეკონომიკურ პროგრამას საფუძვლად დაედო 400 დასახელების სამრეწველო პროდუქციის გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადისაგან, ხოლო ონკონგმა ეკონომიკურ სასწაულს მიაღწია გრძელვადიანი შეღავათიანი საგარეო ვალის აღებით, ამ ვალის ხარჯზე პროდუქციის მწარმოებელი ახალი სამრეწველო საწარმოების გახსნითა და 5 წლის განმავლობაში ამ საწარმოების გათავფლბით გადასახადებისაგან.

არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს პროდუქციის მწარმოებელ სამრეწველო საწარმოებში ერთი სამუშაო ადგილის შექმნით არასამრეწველო ბიზნესებში როგორც ავტომატურად იქმნება 5-6 ახალი სამუშაო ადგილი, ზუსტად ასევე, სამრეწველო საწარმოებში 1 სამუშაო ადგილის დაკარგვით არასამრეწველო ბიზნესებში ავტომატურად იკარგება 5-6 სამუშაო ადგილი. ამიტომაა აუცილებელი პოსტკორონავირუსული კრიზისული ეკონომიკის დღევანდელ პირობებში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ სამრეწველო საწარმოებში როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ისე ასეთ საწარმოებში სამუშაო ადგილების არდაკარგვას. აქედან გამომდინარე, გამოძებნილი ფულადი რესურსები ძირითადად უნდა მივმართოთ არა ძალიან საეჭვო ტურიზმის, არამედ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრების სამრეწველო ბიზნესებში.

ამრიგად, საბიუჯეტო შემოსავლების დამატებით გაზრდისა და მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა სახელმწიფო ბიზნესისა და, განსაკუთრებით, სახელმწიფო სამრეწველო ბიზნესის ფორსირებული აღორძინება. ბევრი სხვა ეკონომიკური სიკეთის მოტანასთან ერთად, სახელმწიფო ბიზნესი კერძო ბიზნესთან შევა რა სამართლიან საბაზრო კონკურენციაში, სამომხმარებლო საბაზრო ფასებს დაარეგულირებს და შეამცირებს მომხმარებლების, ანუ მოსახლეობის სასარგებლოდ. ამის გამო სახელმწიფო ბიზნესი აუცილებლად უნდა მოექცეს სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ, როგორც ეს ხდება ევროკავშირისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებში.

 

2.4. მშენებლობის სამინისტროს აღდგენა, სამშენებლო ტენდერების გაუქმება და სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესის აღორძინება

ჩვენს მიერ დამუშავებული, “პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროების” მე-2 თავის მე-3 ქვეთავში “სახელმწიფო ბიზნესის აღორძინება” აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოში დღეს თითქმის განულებული სახელმწიფო ბიზნესის დიდ მასშტაბებში აღორძინებას, რათა ამ ბიზნესიდან მაქსიმალურად გაიზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები. გარდა ამისა, საბიუჯეტო ხარჯების შესამცირებლად, დარგობრივ სამინისტროებსა და დეპარტამენტებს უნდა მიეცეთ სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმოების უფლება, რათა ისინი თანდათანობით გეგმაზომიერად გადავიდნენ თვითანაზღაურების რეჟიმში. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკების შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაშიც დამყარდეს სახელმწიფო და კერძო ბიზნესების დაახლოებით თანაბარი წილი.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრგაკიული წელია 2004 წელი, როცა ხელისუფლებამ გააუქმა და დღემდე არ აღდგენილა მთელ მსოფლიოში სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული და ამიტომ ყველა ქვეყანაში მოქმედი, მშენებლობის სამინისტრო. ამ უგუნური ნაბიჯით ხელისუფლებამ გაწირა საქართველო მოახლოებული გარდაუვალი სეისმონგრევებისათვის, ქართველი ხალხი კი ნანგრევებში ჩამარხვის მსხვერპლად. აგრეთვე სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების კატასტროფული დარღვევებით გამოწვეული გენოციდისთვის, რადგან ამ ნორმების დარღვევებით გამოწვეული უმძიმესი დაავადებებისაგან დღეს მსოფლიოში იღუპება გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი და თუნდაც მარტო მისთვის არის საჭირო მშენებლობის სამინისტროს სასწრაფოდ აღდგენა. სანამ ამას არ გავაკეთებთ, მანამდე საქართველოში უკნტროლო სამშენებლო-ეკოლოგიური დაავადებებისაგან ყოველდღიურად ბევრი დაავადდება, ბევრს დაავადება დაუმძიმდება და ბევრიც გარდაიცვლება!

მართლაც უდიდესი სეისმონგრევების საშიშროებაშია 8-9 ბალიან აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარე საქართველო. ყოველწლიურად მსხვეპლთა მზარდი მსოფლიო სტატისტიკაც შემზარავია: 2000-2010 წლების 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიწისძვრებით 43%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1950-2000 წლების 50 წლის განმავლობაში. ამ კატასტროფული სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური რისკების მქონე საქართველოში 30 წელიწადია დღემდე არც ერთი შენობა-ნაგებობა არ შემოწმებულა არც სეისმომედეგობაზე, არც სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე და მოსახლეობის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ასეთი შემოწმებები პერსპექტივაშიც კი არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, მშენებლობაში ფორსირებული რეფორმების ჩატარებას ალტერნატივა არ აქვს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამშენებლო რეფორმების გატარებაში არ ვართ დილეტანტი. 1990 წელს არჩეულ უზენაეს საბჭოში ვიყავი რა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე, ვიყავი აგრეთვე ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმ რეფორმებისა, როცა მშენებლობის პროფილის 3 სამინისტრო და სამინისტროსთან გათანაბრებული 4 უწყება გავაერთიანეთ ერთ, არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროდ. მეც მიმიძღვის წვლილი, რომ სამინისტროს უმაღლეს, მაღალ და საშუალო რგოლების თითქმის ყველა ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნენ მხოლოდ გამოცდილი და მაღალი პროფესიონალები.

ამ ახლადშექმნილმა მშენებლობის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის თამაზ ვაშაძის უშუალო ხელმძღვანელობითა და დიდი ძალისხმევით 1991 წელსვე ჩააბარა უმძიმესი გამოცდა, როცა 28 აპრილს მომხდარი საშინელი 9-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული აღდგენითი 4-წლიანი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ნახევარზე მეტი შეასრულა 6 თვეში და გადაარჩინა რაჭა და მთიანი იმერეთი მოსახლეობისაგან მასიური დაცლისა და გაპარტახებისაგან. აქ ნათლად გამოჩნდა, თუ რატომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოსთვის მშენებლობის სამინისტროს არსებობა. ეს ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დადასტურდა 10 წლის წინ ისევ რაჭაში, მხოლოდ ონის რაიონში მომხდარი დაბალი სიმძლავრის ლოკალური მიწისძვრის დროს, როცა მშენებლობის სამინისტროს არარსებობის პირობებში 1991 წლის მიწისძვრასთან შედარებით გაცილებით უფრო სუსტი მიწისძვრით მსუბუქად დაზიანებული შენობების აღდგენა-შეკეთება სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო!

საქართველოში 1991 წლის 28 აპრილის 9-ბალიან მიწისძვრასთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიები განვითარდა მას შემდეგ, რაც 1992 წელს ხელისუფლებაში მოსულმა შევარდნაძის ხელისუფლების უვიცმა ეკონომიკურმა გუნდმა გაგანია სამოქალაქო ომის დროს წამოიწყო საყოველთაო პრივატიზაცია. ასეთი უგუნურობა არ ახსოვს პრივატიზაციის მსოფლიო ისტორიას. სამოქალაქო ომების დროს არც ერთ ქვეყანაში არავის არასდროს არ დაუწყია პრივატიზაცია და, პირიქით, თუ დაწყებული იყო, სასწრაფოდ აუქმებდნენ.

პრივატიზაციის ეგიდით ჩატარებული სახელმწიფო ქონების ამ უმაგალითო მასშტაბების მიტაცება-ძარცვა-გლეჯამ განსაკუთრებით დააზარალა და  მიწასთან გაასწორა მთელ საბჭოთა კავშირში გამორჩეული საქართველოს მშენებლობის სამინისტრო. მახსოვს, 1993 წლის 30 ივნისის გაზეთში “არქიტექტურა და მშენებლობა” როგორ გამოვაქვეყნეთ მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძისადმი. ამ მიმართვაში იყო ჩემი, როგორც უზენაესი საბჭოს მშენებლობის კომისიის თავმჯდომარის თხოვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამშენებლო ქონება ყველაფერი არ გაეყიდა და სახელმწიფო საკუთრებაში ერთი ძლიერი სამშენებლო ტრესტი საკუთარი ინდუსტრიით, ტრანსპორტითა და მექანიზმებით მაინც დაეტოვებია სახელმწიფო-სამშენებლო ბიზნესის საწარმოებლად და მოსალოდნელი მიწისძვრების დროს პრობლემების მოსაგვარებლად. სამწუხაროდ, ამ თხოვნამ არ გაჭრა, ყველაფერი გასხვისდა და გაიყიდა მართლაც ჩალის ფასად.

მშენებლობის სამინისტროს დეფაქტო განადგურებას 2004 წელს მოყვა დეიურე განადგურებაც, როცა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩაიდინა დღემდე გამოუსწორებელი უმძიმესი დანაშაული და საერთოდ გააუქმა მშენებლობის სამინსტრო. ამ წარმოუდგენელი უვიცი ნაბიჯით ხელისუფლებამ ფაქტიურად ვიზა მისცა საქართველოს, განსაკუთრებით დიდ მასშტაბებებში კი, თბილისის გადაქცევას სეისმონანგრევებად და ქართველი ხალხის ცოცხლად ჩამარხვას ნანგრევებში. 16 წელიწადია ასობით გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიებში ამაოდ ვსაუბრობთ რეალურად მოსალოდნელ ამ უდიდეს საფრთხეებზე. სწორედ მშენებლობის სამინისტროს აღდგენის მოთხოვნის ორგანიზებისათვის დავაფუძნეთ სამინისტროს გაუქმებისთანავე, 2004 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” და 2017 წელს “საქართველოს მშენებელთა ლიგა”.

რაც მთავარია, 2017 წელს დავამუშავეთ და სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დავაპატენტეთ (საქპატენტის მოწმობა N7069) “თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა”, რომელსაც სპეციალისტებმა თბილისის ნებისმიერი მერის სამაგიდო ნაშრომის შეფასება მისცეს. სამწუხაროდ, ეს ნაშრომი 3-ჯერ ამაოდ გავუგზავნეთ თბილისის მერს განსახილველად. პასუხიც კი არ მიგვიღია და მერია დღემდე არ ასრულებს ამ ნაშრომში განსაკუთრებით ხაზგასმულად აღნიშნულ სეისმომედეგობის ძირითადი კანონისა და საქართველოს მთავრობის 2 ფუნდამენტური დადგენილების, თბილისელების სიკვდილ-სიცოხლესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამის შედეგად დღემდე ვერ ხერხდება 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმებასთან ერთად გაუქმებული სამშენებლო კონტროლის აღდგენა და მთელ საქართველოში, განსაკუთრებული მასშტაბურობით კი თბილისში, უწყვეტადაა ჩართული სიკვდილის კონვეიერი: სასიკვდილო სამშენებლო ნებართვების გაცემა, სასიკვდილო სამშენებლო ზედამხედველობა, სასიკვილოდ აშენებულის სასიკვდილო მიღება-ჩაბარება.

თბილისის მიმართებაში ყოველივე ეს ზემოთ ნათქვამი ნამდვილად სიმართლეს რომ შეესაბამება, ნებისმიერი დარწმუნდება, ვინც ყურადებით წაიკითხავს 2018 წელს გაზეთ “რეზონანსში” ასეთი თანმიმდევრობით გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიებს: 24 მაისი – “თბილისისა და თბილისელების ყოფნა-არყოფნის ტრაგედია”, 28 ივნისი – “სასწრაფოდ შეაჩერეთ 4-წლიანი დანაშაულებრივი ძალადობა კანონსა და მოსახლეობაზე” და 19 ივლისი – “თბილისის გენგემა თბილისელების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ძალადობრივი ხელყოფის დაკანონებაა”. ამ სიმართლეში დარწმუნდება მკითხველი აგრეთვე, თუ ასევე ყურადღებით წაიკითხავს ბათუმში მიმდინარე სამშენებლო განუკითხაობებით გამოწვეული უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლთა თემაზე 2018 წლის 1 თებერვლის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ჩვენს მართლაც რეზონანსულად გახმაურებულ სტატიას “სასწრაფოდ შეაჩერეთ ცაში აღმართული ბეტონის კუბოების მშენებლობა”. ამ ტრაგედიებისა და უბედურებების ძირითად მიზეზებზეა ვრცლად საუბარი 2018 წლის 20-26 თებერვლის გაზეთში “ქრონიკა +” ჟურნალისტ გელა მამულაშვილთან გამოქვეყნებულ ჩვენს ინტერვიუში “სამშენებლო სფეროზე კონტროლი უნდა აღსდგეს”.

დიახ, სამშენებლო სფეროზე კონტროლის აღდგენა დღეს საქართველოსთვის არის ქართველი ხალხის სიკვდილ-სიციცხლესთან უშუალოდ დაკავშირებული, კორონავირუსთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი საშიშროება, რადგან კარზეა მომდგარი დამანგრეველი მიწისძვრები. მშენებლობის სამინსტროს გაუქმებიდან განვლილმა 16 წელმა გვიჩვენა, რომ სანამ არ აღვადგენთ მშენებლობის სამინისტროს, მანამდე ვერ აღვადგენთ კონტროლს მშენებლობაზე. მშენებლობის სამინისტროს აღდგენა კი უნდა მოხდეს იმ რეფორმებით, რასაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ვთავაზობდით პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს “მშენებლობა ფალსიიკაციის გარეშე” ასოციაციის 2012 წლის 5 დეკემბრის N52 ოფიციალური წერილით, რომელსაც ვინახავთ პირად არქივში. სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა ისე წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან, რომ ამ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. შემდეგში ვინც მოვიდა პრემიერ-მინისტრად, ყველას ვთხოვდით მშენებლობის სამინისტროს აღდგენას და დანართად ვურთავდით ბატონი ბიძინასადმი გაგზავნილ ამ ჩვენს წერილს. ჩვენ არც ერთი პრემიერ-მინისტრისგან არავითარი პასუხი არ მიგვიღია და ამ თემაზე პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში გაიმართა მხოლოდ უპასუხისმგებლო დებატები და თემაც აქ გაიყინა.

ბატონმა ბიძინამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა გამოეყოს რეგიონული განვითარების სამსახური და გადავიდეს ეკონომიკის სამინისტროში. ამ წერილით კი ჩვენ ბატონ ბიძინას ვურჩიეთ, რომ სამაგიეროდ ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაეტანა მშენებლობის დეპარტამენტი და დაარსდებოდა ინფრასტრუქტურისა, იგივე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა და მშენებლობის დეპარტამენტის 2-სუბიექტიანი სამინისტრო, ანუ ფაქტობრივად მშენებლობის სამინისტრო. ჩვენი წინადადებით ნანატრ მშენებლობის სამინისტროს აღვადგენთ ისე, რომ არ დაგვჭირდება ახალი სამინისტროს დაარება.

ძირითად მოდელად შევარჩიეთ ისრაელის მშენებლობის სამინისტროს მოდელი, რომელსაც აქვს სამეურნეო საქმიანობისა და სახელმწიფო ბიზნესის წარმოების უფლება. ისრაელის მშენებლობის სამინისტრო ძირითადად საკუთარი ძალებით აშენებს საცხოვრებელ სახლებს უმთავრესად სახელმწიფოს საზღვრისპირა ზოლში და შემდეგ ყიდის ისრაელში საცხოვრებლად ჩასულ ემიგრანტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებზე, ან გადასცემს მათ 25-წლიანი იჯარა-გამოსყიდვის შეღავათიანი პირობებით. ეს სტარატეგია კარგად ჯდება ჩვენი “თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამაში” განხილული საქართველოში 0,5 მილიონი ქართველი ემიგრანტის ჩამოსახლების, ავარიული სახლებიდან 0,5 მილიონი თბილისელის დაბალანსებული გამოსახლებისა და მათი თბილისთან ახლომდებარე და სახელმწიფოს საზღრისპირა სოფლებში ჩასახლების 10-წლიან სტრატეგიაში. ჩასახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს კი შეასრულებს მშენებლობის სამინისტრო. ამ სტრატეგიაზეა საუბარი 2019 წლის 2 მარტის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში “ემიგრანტების დაბრუნების ხელისუფლების ნულოვანი და მშენებელთა ლიგის რეალური პროგრამები“.

დღევანდელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ მშენებლობის სამინისტროს ექნება ის აუცილებელი სასტარტო მინიმუმი, რათა კარგად მოერგოს ისრაელის არჩეულ მოდელს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საკუთარი სამშენებლო კომპანიის არსებობა და მრავალმილიარდიანი ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ყოველწლიური სტაბილური დაფინანსება. შემდეგში ამ სამინისტროს გადაეცემა აგრეთვე სხვა სამინისტროების მიერ დღემდე ტენდერებზე გადაცემული და უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები. საერთოდ, შეიძლება ვიფიქროთ მშენებლობაში ტენდერების გაუქმებაზე, რადგან საქართველოში მყარად ჩამოყალიბდა სამშენებლო სატენდერო მაფია, რომელიც მშენებლობის ხარისხისა და საიმედობის კატასტროფულად გაუარესების ხარჯზე ყოველწლიურად ითვისებს მლიარდობით ლარის შავ ფულს!

ახალ მშენებლობის სამინისტროში ჩატარდება ახალი რეფორმები და სამინისტროში შეიქმნება სეისმური უსაფრთხოების, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და სამშენებლო ენერგოეფექტურობის დეპარტამენტები, რომლებიც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლები იქნებიან დღეს აბსოლუტურად უპატრონოდ მიტოვებულ, ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლესთან უშუალოდ დაკავშირებულ  ამ დარგებზე.

რაც მთავარია, მშენებლობის სამინისტრო მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩაერთვება სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესში და გახდება ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი. რა თქმა უნდა, მოგებას ნახავს მშენებლობის სამინისტროც, რომელიც ამ მოგებას გამოიყენებს სამშენებლო ინდუსტრიისა და ტრანსპორტის გასაძლიერებლად. მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესი შევა რა კერძო სამშენებლო ბიზნესთან სამართლიან კონკურენციაში, საცხოვრებელი ბინების ფასებს დაარეგულირებს მოსახლეობის სასასრგებლოდ. გარდა ამისა, თანდათან ისტორიას ჩაბარდება საქართველოში 30-წლიანი უხარიხო, სეისმოსაშიში, ეკოლოგიურად საშიში, კატასტროფულად ენერგოტევადი მშენებლობა და ამ მაჩვენებლებით მიუახლოვდებით ევროსტანდარტებს.

 

2.5. პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება

“საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის” პირველი თავის მე-2 ქვეთავში “საგადასახადო რეფორმების პროგრამა” და მე-2 თავის პირველ ქვეთავში “ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება” უკვე აღვნიშნეთ, რომ 23 წლის წინ მიღებული, მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრის ადამ სმიტისეულ ძველ არქაულ ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ჩვენი დღევანდელი საგადასახადო კოდექსი კარგა ხანია აღარ ექვემდებარება წარმატებულ რეფორმირებას, ის გასაუქმებელია და მისაღებია ახალ ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული ახალი საგადასახადო კოდექსი.

ეს კი მოითხოვს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნას, საუკეთესო საგადასახადო კოდექსის პროექტზე ტენდერის გამოცხადებას და მისი შედეგების საჯაროდ განხილვას, რაც დაკავშირებულია დროის ლიმიტთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების გაჭიანურებულმა პროცესებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ბიუჯეტში ასეული მილონობით ლარის სწრაფად დამატებით მობილიზაციის ჩვენს მიერ შემოთავაზებულ 2 ცვლილებას, რომლებიც ავტომატურად შემდეგში უკვე გათვალისწინებული იქნება ახალ კოდექსშიც. ამ 2 ცვლილების აუცილებლობას კი 15 წელიწადზე მეტია ხშირად ვასაჯაროებთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა და ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუებში.

დავიწყოთ პირველი ცვლილებით, რომლის გატარების გარეშე ჩვენ ევროკავშირში არასდროს არ მიგვიღებენ, რადგან უკლებლივ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, რომლის პროცენტული განაკვეთები ფიზიკური პირის შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დიაპაზონში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში – 0-50%, შვედეთში – 0-56%, ნიდერლანდებში – 0-52%, პორტუგალიაში – 0-43%, საფრანგეთში – 10,5-75%, გერმანიაში – 14-45%, ესპანეთში – 24-43%, იტალიაში – 23-43%, დანიაში – 38-59%, ბელგიაში – 25-50%, ავსტრიაში – 21-59%, ნორვეგიაში – 28-51%, ირლანდიაში – 20-41%. ასევეა თითქმის მთელ მსოფლიოშიც, მაგალითად, აშშ-ში – 10-35%, იაპონიაში – 5-40%, ჩინეთში – 15-56%, ისრაელში – 10-47%, სინგაპურში – 3,5-20%.

აქედან გამომდინარე, ზურაბ ნოღაიდელის მიერ 2004 წელს მიღებული და მდიდრების კასტაზე მორგებული, სოციალური სოლიდარობისა და შემოსავლების სამართლინი გადანაწილების ძირითადი ფუნქციებისაგან განთავისუფლებული და საქართველოში დღემდე მოქმედი 20%-იანი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი სრული ანომალიაა ევროატლანტიკურ და მსოფლიო საგადასახადო კანონმდებლობაში.

ეს არის ჩვენი მოსახლეობის 97%-ის უბედურების ხარჯზე მოსახლეობის 3%-ის ბედნიერება, რომელიც მუდმივადაა დაკანონებული, რადგან საქართველოში მოქმედი კანონით გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის მოწყობის გარეშე აკრძალულია. ეს იმ დონის უსასრულო სიბრიყვეა, რომელმაც გენიალურ აინშტაინს ათქმევინა: “უსასრულო მხოლოდ სამყარო და სიბრიყვეა!”

დღეს “ქართულ ოცნებას” პარლამენტში აქვს ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტი, სწრაფად დაასრულოს ეს სიბრიყვე და აღადგინოს მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილი, ევროატლანტიკური ტიპის პროგრესული საშემოსავლო გადასახადი იმ დიაპაზონში, რომელიც ძირითადად მოაგვარებს ბიუჯეტში მილიარდ ლარამდე დამატებითი მობილიზების პრობლემას.

მე-2 ცვლილებაა პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის მიერ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის უაზროდ დაწყებული რეფორმის გაუქმება. უაზროდ იმიტომ, რომ წინასწარ არავის არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია 1999 წელს ესტონეთში პრემიერ-მინისტრის მარტ ლაარის მიერ დაწყებული ეს მართლაც წარმატებული რეფორმები ეხებოდა მცირე საწარმოების ფორსირებულ აღორძინებას და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ეს ამოცანები მარტ ლაარმა ბრწყინვალედ გადაწყვიტა და მისმა რეფორმებმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ბედის ირონია იყო, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარტ ლაარი მოიწვია თავის ეკონომიკურ მრჩევლად იმ საქართველოში, სადაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე მიზამიმართულად გაშმაგებით ანადგურებდნენ სწორედ მარტ ლაარის რეფორმების მთავარ ორიენტირს, მცირე სამრეწველო საწარმოებს, რაც საბოლოოდ 2006 წელს დასრულდა 1999 წელს მიღებული “მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” ერთადერთ კანონის გაუქმებითა და ქართული მცირე სამრეწველო მეწარმეობის დასამარებით!

ცხადია, ასეთ საქართველოში მარტ ლაარი ვერაფერს ვერ გააკეთებდა და მან მალე თქვა უარი პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლობაზე. სხვათაშორის, 2018 წლის 30 ნოემბერს “TV-1”-ის სატელევიზიო არხზე გამოსვლისას საქართველოში ესტონეთის ქალბატონმა ელჩმა თავის ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთში 1999 წელს დაწყებულმა მოგების გადასახადის ესტონურმა მოდელმა ყველაზე დიდი წარმატებები მოუტანა მცირე და საშუალო სამრეწველო საწარმოებს.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში ყველამ ბრმად რომ დაუჭირა მხარი კვირიკაშვილის წინასწარ განწირულ ესტონურ მოდელს, ერთ ვინმეს მაინც არ უნდა სცოდნოდა, რას ნიშნავს ეს მოდელი და მისი განხორციელებისთვის რა პირობები არსებობდა საქართველოში? ჩვენთან ხომ მცირე მეწარმეობის აბსოლუტური საკანონმდელო ვაკუუმია და ყველა ზომის სამრეწველო საწარმო ერთნაირად იბეგრება? ეს ხომ ეკონომიკური ნონსენსია და ასეთი თანაბარი დაბეგვრის შემცველი საგადასახდო კოდექსი არ არსებობს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში!

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ვითომ ესტონური მოდელი ქვეყნის სასარგებლო ეკონომიკური რეფორმა კი არა, მდიდარ მსხვილ მეწარმეთა კასტაზე მორგებული ეკონომიკური პროვოკაცია რომ იყო, ამას თავიდანვე ვაცხადებდით და შემდეგშიც გავიმეორეთ რამდენჯერმე. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდით. 3 წელიწადია მიმდინარეობს ვითომ ესტონური მოდელის რეფორმა, რომელიც ბიუჯეტს ყოველწლიურად 900 მილიონი ლარი უჯდება და რა შედეგები გვაქვს? დადებითი არაფერი, უარყოფითი კი მრავალი.

ბიუჯეტიდან ამოღებული 900 მილიონი ლარის შესავსებად საწვავსა და სიგარატებზე აქციზებისა და, შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების 20%-იანი გაზრდით ისედაც დამშეულ-გაღატაკებული მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად დაიმშა და გაღატაკდა. გაძვირებული საწვავისა და განსაკუთრებით სიგარეტის ბიზნესის კიდევ ღრმა ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლით დარტყმა მიადგა ქვეყანას, როცა თბილისის ჩათვლით მთელ საქართველოში უსაშველოდ გაძვირებული სიგარეტები მალულად პირდაპირ ჩანთებიდან იყიდება. ამის გამო 2012 წელს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ოფიციალურად დაფიქსირებული 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო დაასუსტა ისედაც გაუბედურებული ჩვენი ეკონომიკა.

ბუნებრივია კითხვა, რომელზედაც წლებია პასუხს ვერ ვიღებთ: ვის და რას ხმარდება ბიუჯეტიდან ამოღებული ეს 900 მილიონი ლარი? ცხადია, არა საკანონმდებლო ვაკუუმში მოქცეულ, სტატუსგაურკვეველ და, პრაქტიკულად, განადგურებულ, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელ მცირე მეწარმეებს. მაშ, ვის ხმარდება? მხოლოდ მსხვილ მეწარმეებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის გაფართოებისათვის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებით სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ 900 მილიონ ლარს ნამდვილად არ იყენებენ მიზანმიმართულად ბიზნესის გასაფართოებლად, რასაც ცხადად ადასტურებს ეს სტატისტიკური მონაცემები: 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ამ ვითომ ესტონური მოდელით 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტიდან ამოღებული 900 მილიონი ლარის მოგების გადასახადიდან ბიზნესებში რეინვესტირებული იქნა მხოლოდ 100 მილიონ ლარამდე, შემდეგ წლებში, გაზრდის ნაცვლად, რეინვესტიცია თანდათან კიდევ უფრო შემცირდა და ჩამოვიდა 20 მილიონ ლარამდე!

აქედან გამომდინარე, კორუფციის შემცველი კვირკაშვილისეული ვითომ ეს ესტონური მოდელი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს და მოგების გადასახადი სრულად დაუბრუნდეს ბიუჯეტს. გამონაკლისის სახით კი ამ რეინვსტირებული მოგების გადასახადი თუ ვინმე მართლა რეალურად აფართოებს ბიზნესს მთავრობაში  წარდგენილი ბიზნესგეგმის მიხედვით, მკაცრი კონტროლის ქვეშ მხოლოდ მას უნდა მიეცეს დამთავრების საშუალება. ისიც საკითხავია, რამდენად შეესაბამება კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ვითომ ესტონური მოდელი მსოფლიოში აღიარებულ იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც ესტონეთში დიდი წარმატებით განახორციელა პრემიერ-მინსტრმა მარტ ლაარმა. ამ რეფორმებმა კი ყველაზე უფრო შეუწყო ხელი ესტონეთში მცირე მეწარმეობის არნახულ აღორძინებას!

გარდა მცირე მეწარმეობისა, ესტონური რეფორმები ითვალისწინებდა აგრეთვე საგადასახადო კოდექსის რეფორმირებას და გადასახადების რეგულირებას ოპტიმალური საგადასახადო ტვირთებიდან გამომდინარე, ანუ ზუსტად იმას, რასაც 2000 წელს გვთავაზობდა და არ გავაკეთეთ მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი სტენლი ფიშერი: 2-ჯერ შეამცირეთ გადასახადები და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო. რის ხარჯზე? საქართველოში მძვინვარე, მსოფლიო ბანკის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებული 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის 55%-იანი გათეთრებითა და ჩრდილში ეკონომიკის მხოლოდ 17%-ის დატოვებით, რაც ევროპული ქვეყნების ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო მაჩვენებელია.

2006 წელს სწორედ ამის გაკეთებას აპირებდა საქართველოში სააკაშვილის ეკონომიკურ მრჩევლად მოწვეული, ესტონური რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მამამთავარი მარტ ლაარი. ეს იქნებოდა ნამდვილი ესტონური მოდელი და არა ის, რაც შემოგვთავაზა კვირიკაშვილმა და 3 წელიწადია აოხრებს ქართულ ეკონომიკას. სამწუხაროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალებით მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მარტ ლაარი დაბლოკა, ხოლო მცირე მეწარმეობის პროგრამა კი არ გააგრძელა, პირიქით, ჩაიდინა რა უდიდესი ეროვნული დანაშაული, 2006 წელს საერთოდ გააუქმა მცირე მეწარმეობის ერთადერთი ჩარჩო-კანონი და გაწირა ქართველი ხალხი უმუშევრობა-სიღატაკისთვის!

სამწუხაროდ, კვირკაშვილი-ქუმსიშვილის დუეტმა ააოხრა ქართული ეკონომიკა კორუფციული სქემებით ჩახლართული, ვითომ ესტონური მოდელით. სწორედ ამ დუეტმა დაბლოკა მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარებაზე, ანუ მოსახლეობის დასაქმებაზე და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებაზე, ანუ სამართლიანობის აღდგეაზე დაფუძნებული, ჩვენს მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული “საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა”, რომელიც წარმოდგენილია ძირითადი პროგრამის პირველ თავში.

ჩვენ თავიდანვე, როგორც კი მთავრობამ დაიწყო საუბარი ბიზნესის მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების ვითომ ესტონურ მოდელზე, გამოვთქვით ეჭვი ამ მოდელის ავკარგიანობაზე 2016 წლის 27 იანვარს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ჩვენს ინტერვიუში: “რას მოგვიტანს ესტონერი მოდელის საქართველოში დანერგვა?”(იხ.დან.22). როცა ჩვენი ეჭვები გამართლდა და ამ ავადსახსენებელმა, ვითომ ესტონურმა მოდელმა ცუდის გარდა კარგი არაფერი არ მოგვიტანა, 2019 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ “რეზონანსში” გამოვაქვეყნეთ კრიტიკული სტატია: “სასწრაფოდ გააუქმეთ ქართული ეკონომიკის მაოხარი ვითომ ესტონური მოდელი!”

დიახ, ქართული ეკონომიკის მაოხარი, ვითომ ეს ესტონური მოდელი მართლაც სასწრაფოდ გასაუქმებელია, რადგან ქართულ ეკონომიკას გამოუჩნდა უფრო დიდი, მეგამაოხარი კორონავირუსის სახით. ამ მოდელის გაუქმებით გამოთავისუფლებული ასეული მილინობით ლარი კი უნდა მოვახმაროთ კორონავირუსის მიზეზით დამშეული საქართველოს მოსახლეობის გამოკვების სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემის მოგვარებას. ამ პრობლემის მოგვარებას წაადგება აგრეთვე პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შედეგად საბიუჯეტო შემოსავლების სამართლიანად გადანაწილებასთან ერთად ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული რამდენიმე ასეული მილიონი ლარიც.

 

2.6. საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის ექსპერიმენტის წესით ამოქმედება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში

ლეგენდარული ლუდვიგ ერჰარდისეული “კეთილდღეობა ყველასთვის!” ბრწყინვალე ეკონომიკური რეფორმების პროგრამის სათაურის სახელწოდებით ჩვენს მიერ 2020 წელს დამუშავებული “საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის” (შემდეგში “მეგაპროგრამა”) პირველი თავის, ასევე ჩვენს მიერ 2015 წელს სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დაპატენტებულ (საქპატენტის მოწმობა N6333), “საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამაში” (შემდეგში “კონცეფცია-პროგრამა”, იხ.დან.1) ცალკე მე-6 თავადაა წარმოდგენილი “სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური რეფორმების პროგრამა”.

ჩვენ ამ დარგს ასეთი დიდი ყურადღება იმიტომ დავუთმეთ, რომ დღეს ფაქტიურად განადგურებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებული მრეწველობის აღდგენასა და ფორსირებულ განვითარებას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც ქართული სოფლების, ისე მთელი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ფიზიკურ გადარჩენაში. მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენის პრობლემებს კი მთელ მსოფლიოში გამძვინვარებულმა კორონავირუსმა დღეს დაუმატა შიმშილისაგან გადარჩენის პრობლემაც, რომლის გადაჭრაშიც ამ დარგმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. ამისთვის კი ჩვენ 2012 წლის 1 მარტს ცალკე დავამუშავეთ და სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დავაპატენტეთ (საქპატენტის მოწმობა N5297) “საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა”.

ორივე ერთნაირი სათაურის ეს პროგრამა კი ეფუძნება 2006 წლ 20-22 მაისის ნათია ჯანაშვილის მიერ გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნებულ, საოცარი პათოსით დაწერილ სტატიას: “ნოღაიდელო, დაბრმავდი?! შენი საგადასახადო კოდექსი ბიზნესმენებს კრიმინალებად აქცევს”, აგრეთვე ელზა წიკლაურის ასევე საოცარი პათოსით დაწერილ და 2016 წლის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიას: “საქართველო ჩრდილოვანი ეკონომიკის მორევში!” და ჩვენს  მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს, როგორებიცაა 2017 წლ 21 სექტემბრის გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატია “ზარალის ტრანსფორმაცია კაპიტალად, ადგილობრივ ინვესტიციებად და დასაქმებად!” და 2017 წლ 18-24 აპრილის გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული სტატია “მივმართავთ ხელისუფლებას-დაიწყეთ ეკონომიკური რევოლუცია და გადარჩებით პოლიტიკურ რევოლუციას”.

ამ სტატიებში საუბარია 5 გამორჩეული ეკონომიკური რეფორმის ჩატარების აუცილებლობაზე და უპრიანია, დაჩქარების მიზნით ამ რეფორმების ექსპერიმენტის წესით ამოქმდება სოფლის მეურნობის სამინისტროს სისტემაში. ეს რეფორმებია: საგადასახადო, მცირე მეწარმეობა, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება, მიზნობრივი ემისიური დაკრედიტება და სახელმწიფო ბიზნესის აღორძინება. ეს რეფორმები მოიწონა ყველა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, რომლებიც ამ რეფორმებს საფუძვლიანად გაეცნენ. მათ შორის, 2020 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, რომლის ინოვაციურმა ცენტრმა ჩვენს მიერ მიგნებული, საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით სახელმწიფოს მიზეზით მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაცია პროდუქციის მწარმოებელ ევროპული სტატუსის მცირე სამრეწველო საწარმოებში აღიარა ეკონომიკურ ინოვაციად. თუ როგორ ხდება ეს ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაცია, საუბარია 2017 წლ 21 სექტემბერს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში: “ზარალის ტრანსფორმაცია კაპიტალად, ადგილობრივ ინვესტიციებად და დასაქმებად!” .

დღეს, როცა საქართველოში სპეციალისტები მთავრობასთან ერთად ინტენსიურად მუშაობენ კორონავირუსისაგან განადგურებული ქართული ეკონომიკის კატასტროფული კრიზისიდან სასწრაფოდ გამოყვანის ოპერატიულ გზებზე და დახმარებისათვის უცხოელი სპეციალისტებიც კი მოიწვიეს, ხელისუფლება ახლა მაინც უნდა დაინტერესდეს 22 წლის განმავლობაში განხილვების გარეშე უარყოფილი, ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული ეკონომიკური პროგრამებით. ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამები ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა დაამთავროს ჩვენი პროგრამების 22-წლიანი ბოიკოტი და კორონავირუსისაგან განადგურებული ქარათული ეკონომიკის სწრაფად, იაფად და ხარისხიანად აღდგენისთვის ჩვენი 5 რეფორმის მინიმუმ განხილვა მაინც უნდა დაიწყოს ფორსირებულად. ამ განხილვებს წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს ხელიუფლების მიერ პრობლემების აღიარება. ჩვენი ხელისუფლებები კი 22 წელიწადია პრობლემებს მალავენ, არ აღიარებენ და ამით ხელს უწყობენ ეკონომიკის გადაჩეხვას უფრო ღრმა კრიზისში.

ზემოთ აღნიშნულ 5 პრობლემას შორის მთავარია საგადასახადო პრობლემის სასწრაფოდ აღიარება და რეფორმების დაწყება. უფრო მეტიც, საგადასახადო პრობლემის მოგვარებას 20 წელზე მეტია საშველი რომ არ დაადგა და ნამდვილად გახდა ქვეყნის ეკონომიკის ნომერ პირველი პრობლემა, სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ დამუშავებული პოსტკორონავირუსული “მეგაპროგრამის” პირველი თავის “კონცეფცია-პროგრამის” პირველივე პროგრამაა: “საგადასახადო რეფორმების პროგრამა”. მე-2 თავის  “პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროების” ასევე პირველივე პროგრამაა: “ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება”.  ხელისუფლებას ერთხელ კიდევ მოვუწოდებთ ყურადღებით გაეცნოს საგადასახადო პრობლემების მოგვარებისადმი მიძღვნილ ამ პროგრამებსა და ზემოთ დასახელებულ სტატიებს. თუ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს 20-წლიანი იგნორირების პოლიტიკას და არ შეცვლის ნოღაიდელ-ვალავის მიერ 1997 წელს მიღებულ, კორუფციული ხვრელებით გაძეძგილ დღევანდელ კრიმინალურ საგადასახადო კოდექსს, ისე როგორც ამ 20 წლის განმავლობაში ბიუჯეტში შესული თუ არშესული, ხალხის კუთვნილი მილიარდობით ლარი აღმოჩნდა ჩვენთან მომრავლებული მაფიოზურ-ეკონომიკური კლანების ჯიბეებში, ისე პოსტკორონავირუსული კრიზისიდან თავის დასაღწევად საქართველოსთვის საზღვარგარეთ სესხად გამოყოფილი ეს მილიარდებიც აღმოჩნდება ამ კლანების უძირო ჯიბეებში და მათი ვალის გადახდა კი მოუწევს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.

აქედან გამომდინარე, კორონავირუსისაგან იავარქმნილი დღევანდელი ქართული ეკონომიკის პირველ ეტაპზე გამოცოცხლებისთვის და შემდეგში ეტაპობრივად მყარად ფეხზე დადგომისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალი საგადასახადო კოდექსის დაჩქარებულად მიღებას 2 ეტაპად: თავდაპირველად ექსპერიმენტის წესით სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ, ანუ კვების მრეწველობის ევროპული სტატუსის მქონე მცირე სამრეწველო საწარმოებში და გამოვლენილი ნაკლოვანებების გასწორების შემდეგ მთელ სამრეწველო ბიზნესებში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაც უკვე რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, რომ საქართველოში გადასახადების ჯამი 2-ჯერ მეტია ოპტიმალურზე, რომელიც შეიძლება განისაზღვროს ლაფერის ცნობილი მრუდეებით. მაღალი გადასახადების ყველაზე უტყუარი ინდიკატორია მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ეს კანონზომიერება საქართველოში ფიქსირდება 1997 წლის პირველი საგადასახადო კოდექსის მიღებიდანვე და გრძელდება დღემდე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა 2000 და 2010 წლებში საქართველოში დააფიქსირა 70%-იანი, ხოლო 2012 წელს 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ავსტრიული კომპანია ”ეუობსერვიზის” ექსპერტებმა 2009 წელს საქართველოში დააფიქსირეს ასევე მაღალი 68%-იანი და 2011 წელს 74%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ქართველი ექსპერტები კი 20 წელზე მეტია საქართველოში სისტემატურად აფიქსირებენ უფრო მაღალ, 75%-იან ჩრდილოვან ეკონომიკას. ისიც აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაგვიფიქსირა 65%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა.

საერთაშორისო ექსპერტები მაღალი საგადასახადო ტვირთის გარდა, საგადასახადო კოდექსს გვიწუნებენ გადასახადების სიმრავლითა და გადასახადების გადახდის სიძნელით. კერძოდ, 2010 წლის მონაცემებით 6 გადასახადისა და 12 მოსაკრებლის, ანუ როგორც საზღვარგარეთ გვითვლიან, 18 გადასახადის მიხედვით მსოფლიოში 147 ქვეყანას შორის ვიყავით 92-ე ადგილზე, ხოლო გადასახადების გადასახდელად საჭირო დოკუმენტაციის შედგენისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობითა და სირთულით ერთ-ერთ ბოლო, 145-ე ადგილზე!

2009 წელს მსოფლიო ბანკმა, ერთ-ერთმა საფინანსო კომპანიამ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ თავიანთ ერთობლივ ანგარიშში გამოაქვეყნეს იმ ქვეყნების სია, სადაც მსოფლიოში იყო ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა. შეირჩა 3 ძირითადი კრიტერიუმი: გადასახადების რაოდენობა, გადასახადების გადახდაზე ერთ წელიწადში დახარჯული დრო საათებში და გადასახადების ჯამი პროცენტებში ბრუნვასთან შეფარდებით. პირველ ადგილზე გავიდა მალდივის რესპუბლიკა, რომელსაც ჰქონდა ბრუნვის 9,1%-იანი ერთადერთი ფიქსირებული გადასახადი და გადასახადის გადახდაზე დროს საერთოდ არ ხარჯავდა. მეორე ადგილზე კი გავიდა ყატარი, რომელსაც ასევე ჰქონდა ბრუნვის 11.3%-იანი ერთადერთი ფიქსირებული გადასახადი და გადასახადის გადახდაზე წელიწადში ხარჯავდა 36 საათს.

ამ 3 მაჩვენებლით მსოფლიოში ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო სისტემის ქვეყნებად ითვლებიან ის ქვეყნები, სადაც მოქმედებს მხოლოდ ბრუნვის ერთადერთი ფიქსირებული პროცენტული გადასახადი. ასეთი საგადასახადო სისტემის ნაკლია ფიქსირებული პროცენტის მუდმივობა, როცა ბრუნვის ცვლილების შესაბამისად არ იცვლება ბრუნვის ფიქსირებული პროცენტი, რაც მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ მეწარმეებთან კონკურენციაში უქმნის გარკვეულ პრობლემებს. მაგალითად, ყატარის სახელმწიფოს ბრუნვის ერთადერთი 11,3%-იანი ფიქსირებული უცვლელი გადასახადი არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აყენებს მცირე და მსხვილ მეწარმეს, როცა ბრუნვის 11,3%-იანი ფიქსირებული გადასახადი მისაღებია მსხვილი მეწარმეებისათვის და მიუღებელი მცირე მეწარმისათვის.

2012 წელს ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი (იხ.თავი 1, გამოყენებული ლიტერატურა N14), სადაც გამოსწორებულია ეს ხარვეზი და საქართველო გახდება ის ქვეყანა, რომელსაც ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ხელსაყრელი და სამართლიანი საგადასახადო კოდექსი. ამჟამად კი ხელისუფლებას ვთავაზობთ ეს პროექტი ეკონომიკური ექსპერიმენტის სახით გამოიყენოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ევროპული სტატუსის მქონე მცირე სამრეწველო საწარმოებისთვის, პირველ რიგში კი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში. ამ უნიკალური საგადასახადო რეფორმის პროექტის ძირითადი პრინციპებია:

  1. მსოფლიოში პირველად იქნება შემოღებული თავისუფლად მიშვებული ბრუნვის პროცენტული ფიქსირებული გადასახადები, რომლებიც გაიზრდება ბრუნვის გაზრდით და შემცირდება ბრუნვის შემცირებით. ბრუნვის თანდათან გაზრდით მეწარმე, ყოველგვარი წინასწარი სტატუსის მინიჭების გარეშე, ეტაპობრივად პირობითად გახდება მიკრო, მცირე, საშუალო, მსხვილი და ბრუნვის გაზრდის შესაბამისად ბიუჯეტში მაქსიმალური შემოსავლების მისაღებად უნდა გაზარდოს გადასახადები გარკვეულ ოპტიმალურ კრიტიკულ სიდიდემდე, ხოლო ბრუნვის შემცირების შემთხვევაში, ჩრდილოვან ეკონომიკაში არგადასვლისა და ბიუჯეტში მაქსიმალური შემოსავლების მისაღებად, ასევე ეტაპობრივად პირობითად გახდება საშუალო, მცირე და მიკრო მეწარმე. შესაბამისად, მეწარმეს შეუმცირდება რა გადასახადები, აძლევს კარგ შანსს ბოლომდე არ გაკოტრდეს და რაღაც ეტაპზე მაინც გადაარჩინოს თავისი ბიზნესი.
  2. პროექტში პირველად იქნება გათვალისწინებული საქართველოში ბიზნესის ცალკეული სფეროების თავისებურებები. ამ თავისებურებების გათვალისწინებით ბრუნვის ფიქსირებული პროცენტები და, შესაბამისად, გადასახადები დიფერენცირებული იქნება ბიზნესის 3 სფეროსთვის: მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება.
  3. პროექტში იქნება გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში, ბიზნესის განვითარების სირთულეები და ამ სირთულეების გათვალისწინებით გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით შემოღებული იქნება ადგილობრივი საგადასახადო კოეფიციენტები, რომლებსაც განსაზღვრავს თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები და დაამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო.

ჩვენი ეს ახალი საგადასახადო რეფორმის პროექტი ორიენტირებულია მინიმალურ საგადასახადო ტვირთზე, მაქსიმალურად გამარტივებულ საგადასახადო ადმინისტრაციაზე და მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეების ინტერესების ჰარმონიულად შერწყმაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, როცა ეს საგადასახადო რეფორმები სრულად დაინერგება საქართველოს მთელ სამეწარმეო სივრცეში, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, მხოლოდ ბიზნესის გათეთრების ხარჯზე საქართველოში მშპ გაიზარდოს სამნიშნა ციფრით, 100-150%-ით და ქვეყანამ გააკეთოს ეკონომიკური ზრდის 20-30 წლიანი გიგანტური ნახტომი. მცირე მეწარმეებისთვბის განსაზღვრული ასეთი საგადასახადო ცვლილებები შეიძლება ცალკე თავად შევიდეს მოქმედ საგადასახადო კოდექსში. დროის მოგების მიზნით თავდაპირველად პირველ რიგში ასეთი ცვლილებები შეიძლება განვახორციელოთ მხოლოდ პროდუქციის მწარმოებელი მცირე სამრეწველო საწარმოებისათვის.

ამრიგად, მას შემდეგ, რაც მოწესრიგდება პროდუქციის მწარმოებელი მცირე სამრეწველო მეწარმეთა საგადასახადო კანონმდებლობა (რომლებიც დღეს მსხვილ მეწარმეთა თანაბრად იბეგრებიან!), დღის წესრიგში დადგება „კონცეფცია-პროგრამის“ დიდი წარმატებით ამოქმედება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, განსაკუთრებული წარმატებით კი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ, ანუ კვების მრეწველობის ევროპული სტატუსის მცირე საწარმეობში, რასაც დღეს სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი მნიშვნელობა ენიჭება კორონავირუსისგან საზღვრებჩაკეტილ მსოფლიოში ქართველი ხალხის შიმშილისაგან გადასარჩენად.

დღეს, როცა მსოფლიოში თითქმის მთელი ინვესტიციები მიმართულია მხოლოდ კორონავირუსისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენმა “კონცეფცია-პროგრამამ“ საქართველოში გააჩინა შანსი 30 წლის განმავლობაში ყოფილი ხელისუფლებების მიერ საკუთარი მოქალაქეების მილიარდობით ლარის დაზარალება, დღევანდელმა ხელისუფლებამ გარდაქმნას იგივე მილიარდობით ლარის კაპიტალად, ადგილობრივ ინვესტიციებად და მოსახლეობის დასაქმება-დასაპურებლად!

თუ როგორ, ამ კითხვაზე დამაჯარებელადაა პასუხი გაცემული “კონცეფცია-პროგრამაში”, სადაც დაწვრილებითაა განხილული, მძივებივით აწყობილი და ერთმანეთზე გადაჯაჭვული ის უნიკალური კომპლექსური ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც საქართველოში უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიზეზით მილიონობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის გეგმაზომიერ ტრანსფორმაციას კაპიტალად, ადგილობრივ ინვესტიციებად და მოსახლეობის გრანდიოზულ დასაქმებად!

სწორედ ამიტომ არის საჭირო, “კონცეფია-პროგრამის” ამ უნიკალური ეკონომიკური რეფორმების სწრაფად და ოპერატიულად ამოქმედება ექსპერიმენტის წესით თავდაპირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, პირველ რიგში კი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ, ანუ კვების მრეწველობის ევროპული სტატუსის მცირე სამრეწველო საწარმოებში. როცა ექსპერიმენტი წარმატებით დამთავრდება, “კონცეფცია-პროგრამის” კომპლექსური ეკონომიკური რეფორმები წარმატებით უნდა ავამოქმედოთ პროდუქციის მწარმიებელ, ევროპული სტატუსის ყველა სახის, მათ შორის, კერძო საკუთრების მცირე სამრეწველო საწარმოებში.

 

 

დასკვნები

კორონავირუსის შემოტევამდე მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის განვითარების დონემ საქართველოში თუ რა კატასტროფული ვარდნა განიცადა გასული საუკუნის 80-იანი წლების მე-2 ნახევარან შედარებით, კარგად ჩანს 2015 წელს ჩვენს მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნარომად დამუავებულ-დაპატენტებული, ჩვენი „მეგაპროგრამის“ [პირველ თავში განხილული, “საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის” 18-20 გვერდების ამ მონარიდებიდან:

„საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემების დაძლევა დიდად არის დამოკიდებული წვრილი მეწარმეობის ქსელის ფართო, დაჩქარებულ და თანაბარზომიერ განვითარებაზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი აზრით, უწინარესად, სწორედ ეკონომიკის ეს სექტორი განასახიერებს ხალხის აღმშენებლობით ენერგიას, ყველაზე მეტად მცირე ეკონომიკურ სტრუქტურებს ძალუძთ უმოკლეს დროში გამოაცოხლონ პოსტსოციალისტურ პერიოდში უკიდურესად დაქვეითებული ეკონომიკური ცხოვრება, ააღორძინონ მივიწყებული ეროვნული მეურნეობრივი ტრადიციები და წეს–ჩვეულებანი, შრომისკენ შემოაბრუნონ ათეული წლების განმავლობაში ნამდვილ მეურნეობრიობას გადაჩვეული ადამიანი, ადგილობრივი მატერიალური რესურსებითა და მუშახელით აამოქმედონ ყველაზე აუცილებელი რეზერვები და შესაძლებლობანი“.

აი, რა უდიდეს შეფასებას აძლევს მცირე მეწარმეობას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ომარ შურღაია 2010 წელს გამოშვებულ თავის შესანიშნავ წიგნში „მცირე ბიზნესის საფუძვლები“, რომლის დებულებები უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, ხოლო თვითონ წიგნი უნდა გახდეს თითოეული მცირე მეწარმის სამაგიდო წიგნი. ამ წიგნში ბატონი ომარი ძალიან საინტერესო ისტორიულ ფაქტს აღნიშნავს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2100 წელს ბაბილონის მეფე ხამურაბმა  მეწარმეთა (რომლებიც ძირითადად მცირე მეწარმეებს წარმოადგენდნენ) ინტერესების დასაცავად 300 კანონისაგან შემდგარი კოდექსი შემოიღო. წარმოიდგინეთ, ძველი წელთაღრიცხვით 21–ე საუკუნეში ბაბილონში მცირე მეწარმეს იცავდა 300 კანონი, ახალი წელთაღრიცხვით 21–ე  საუკუნეში კი საქართველოში მცირე მეწარმეს იცავდა 1999 წელს მიღებული ერთადერთი კანონი და 2006 წელს ხელსიუფლებამ ისიც გააუქმა!

ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვერ მოვუარეთ, ვერ გავუფრთხილდით და ნულამდე გავანადგურეთ ქვეყნის მარჩენალი მცირე მეწარმეობა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებელმა საქართველომ ჩაიბარა აღმატებულ ხარისხში. ისტორიული ფაქტია, რომ გასული საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საბჭოთა კავშირმა აღადგინა კერძო საკუთრება კოოპერატივების, ანუ მცირე საწარმოების სახით და მცირე მეწარმეები რეალურად 2 წლით გაათავისუფლა გადასახადებისაგან, რასაც 25 წელიწადია ვერაფრით ვერ ახერხებს დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება, თავისუფალმა ქართველმა მცირე მეწარმეებმა მცირე მეწარმეობის აღორძინების მართლაც სასწაულები მოახდინეს:

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 2 წელიწადში დაარსდა 50 ათასზე მეტი მცირე საწარმო, სადაც დასაქმდა დაახლოებით 500 ათასი მუშა–მოსამსახურე. იმ პერიოდში ყველა სამინისტროში შეიქმნა მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი სტრუქტურები სამმართველოების, განყოფილებებისა თუ ჯგუფების სახით, რომლებიც სამინისტროების სისტემებში წარმოება–ორგანიზაციებთან, ან დამოუკიდებლად მცირე საწარმოების მასიურად დაარსების საორგანიზაციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ. ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იჩენდა იმ დიდი საწარმოების მიმართ, სადაც ყველაზე მეტი მცირე საწარმო შეიქმნებოდა. ამიტომ იყო, რომ რკინაბეტონის ქარხანაში, სადაც დირექტორად ვმუშაობდი, შევქმენით 5 ინოვაციური მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად იყენებდნენ ჩემს დაპატენტებულ გამოგონებებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში კერძო საკუთრების ფორმით პირველი კოოპერატივი, ანუ მცირე საწარმო დაარსდა ქალაქ რუსთავში და ეს იყო კოოპერატივი “წიდა”, რომლის დირექტორს, ბატონ ოთარ დოლიძეს სპეციალური დიპლომის გადაცემით მიენიჭა საბჭოთა კავშირის პირველი კერძო მესაკუთრის წოდება. შემდეგში, 1998 წელს ბატონი ოთარი გახდა ჩვენი ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და საქართველოში მცირე მეწარმეობის დამკვიდრებისათვის აქტიურად მებრძოლი თანაგუნდელი.

ქართველი მცირე მეწარმეების თავდადებულმა და მიზანმიმართულმა შრომამ ისეთი შთამბეჭდავი შედეგები გამოიღო, რომ ერთ სულ მოსახლეზე მცირე საწარმოთა რაოდენობით ჩვენ საბჭოთა კავშირში დიდი უპირატესობით გავედით პირველ ადგილზე (დღეს ამ მაჩვენებლით პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის ვართ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე) და 1988 წელს საბჭოთა კავშირის მცირე მეწარმეთა პირველი ყრილობა ჩატარდა საქართველოში. სამწუხაროდ, შემდეგში ვეღარ მოინახა საქართველოში მცირე მეწარმეობის რეფორმირების სწორი გზები. სამინისტროებში გაუქმდა მცირე მეწარმეობის ადრე არსებული ხელშემწყობი სტრუქტურები და მათ ბაზაზე, 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის კანონით, დაარსდა “მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი”. მცირე მეწარმეობის მოძულე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელს გააუქმა 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და ამ კანონთან მიერთებული მცირე მეწარმეობის მართვის ერთადერთი სტრუქტურა – “ცენტრი”. ამით ის გახდა ქართული მცირე მეწარმეობის მესაფლავე.

გასული საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევრის ქართული მცირე მეწარმეობის არნახულმა აღზევებამ ნათლად დაგვანახა, რომ ქართველი ხალხის გენებში ჯერ კიდევ არის შემონახული მცირე მეწარმეობისადმი ის ისტორიული ალღო და შემართება, რომელმაც მრავალგზის გადაარჩინა გადამთიელი მრავალრიცხოვანი მტრებისაგან აოხრებული საქართველო და ქართველი ხალხი. ასე იქნება ამჯერადაც, თუ ჩავატარებთ სწორად გააზრებულ მცირე მეწარმეობის რადიკალურ, მიზანმიმართულ რეფორმებს, რომლებიც მიაღწევს უშუალოდ მცირე მეწარმეებამდე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში კიდევ იფეთქებს 30 წლის წინანდელი მცირე მეწარმეობის ბუმი. მთავარია, ქართველმა ხალხმა ირწმუნოს მცირე მეწარმეობის ამ რეფორმების სიკეთე და იმ პიროვნებების პატიოსნება, ვინც ამ რეფორმებს ჩაატარებენ“.

მოულოდნელად თავსდატეხილმა კორონავირუსის პანდემიამ სწრაფად შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური წესრიგი, უფრო სწორად კი ეკონომიკური უწესრიგობა და ჩვენს პლანეტაზე ახლო მომავალში დააკვიდრებს არსებულისაგან ძირეულად განსხვავებულ, გაცილებით უფრო სამართლიან ეკონომიკურ წესრიგს. აქედან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი დღევანდელი, მე-18 საუკუნის მსოფლიოში დაწყებული ადამ სმიტისეული დრომოჭმული, არქაული, ძირითადა კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული, უსამართლო, ულტრალიბერალური, სახელმწიფოს მიერ არარეგულირებადი, ქაოტური და ველური კაპიტალიზმის დამამკვიდრებელი ეკონომიკა რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარებით ფორსირებულად უნდა შევცვალოთ სახელმწიფოს მიერ ზომიერად რეგულირებადი, დაბალანსებულ კერძო და სახელმწიფო საკუთრებაზე დაფუძნებული, არაქაოტური, არალიბერალური, შემოსავლების სამართლიანი განაწილება-გადანაწილების ლუდვიგ ერჰარდისეული ეკონომიკური პროგრამით „კეთილდღეობა ყველასთვის!“

თუ ამას არ გავაკეთებთ, არ აღვადგენთ მცირე მეწარმეობის ერთადერთ მარეგულირებელ კანონს მართვის ცენტრით, რეგიონული ფილიალებითა და საინვესტიციო ფონდით, საქართველოში არასდროს არ მოგვარდება მოსახლეობის დასაქმება, ლარის კურსის გამყარება, სიღარიბის დაძლევა, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება და კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით ეს პრობლემები კიდევ უფრო ტრაგიკულად დამძიმდება. სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ამ პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოფილი ასეული მილიონობით ლარი კი, როგორც უშედეგოდ დაიხარჯა დღემდე, კიდევ უფრო უშედეგოდ და ყოველგვარი უკუგების გარეშე დაიხარჯება მომავალშიც. გამკითხავი, მომკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი კვლავ არავინ არ იქნება!

დღეს მთელი კაცობრიობა მსჯელობს იმ ეკონომიკური კატასტროფიდან სწრაფად თავის დაღწევის გზებზე, რაც ჩვენს პლანეტაზე მძვინვარე კორონავირუსმა თავს დაატეხა მსოფლიო ეკონომიკას და განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის სეგმენტს, რომელიც ასაქმებდა მსოფლიოში დასაქმებულთა 90 პროცენტს. სწორედ დასაქმების ეს სეგმენტი გაასწორა მიწასთან აბობოქრებულმა კორონავირუსმა. სამაგალითოდ კი გამოდგება ესპანეთი, სადაც უკვე განადგურებულია მცირე საწარმოთა 96%!

უმძიმეს დღეში მყოფმა იტალიამ მცირე მეწარმეობისა და, შესაბამისად, მოსახლეობის დასაქმების გადასარჩენად ძლივს გამონახა 25 მილიარდი ევრო, რაც აშკარად არასაკმარისია. ასეთივე მწვავე ფინანსური კრიზისია კორონავირუსისგან ეკონომიკური განადგურების ზღვარზე მყოფ ევროკავშირის აბსოლუტურად უმრავლეს ქვეყანაში, რის გამოც მცირე მეწარმეობის გადასარჩენად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა ფასიანი ქაღალდების სახით გამოუშვას ევროობლიგაციები, ე. წ. კორონაბონდები. აშშ ჯერჯერობით თავს იკავებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისაგან და კორონავირუსისაგან ქვეყნის გადასარჩენად გამოყოფილია 6 ტრილიონი დოლარი, საიდანაც 2 ტრილიონი დოლარი გათვალისწინებულია მცირე მეწარმოების გადასარჩენად.

ამ დროს, როცა მთელი მსოფლიო მზადაა ყველაფერი გაიღოს მოსახლეობის დასაქმების და სახელმწიფოებრიობის გადამრჩენელი მცირე მეწარმეობის გადასარჩენად, საქართველოში გვქონდა 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი მარეგულირებელი კანონი, რომელიც 2006 წელს ნაციონალებმა დანაშაულებრივად გააუქმეს და 14 წელიწადია ქვეყანაში მცირე მეწარმოება გამოცხადებულია კანონგარეშედ. დიახ, 14 წელიწადია მცირე მეწარმოების ეს ერთადერთი კანონი ვერაფრით ვერ აღვადგენიეთ ვერც ძველ და ჯერჯერობით ვერც ახალ ხელისუფლებას!

ახლა კორონავირუსმა მაინც არ უნდა გვასწავლოს ჭკუა და სასწრაფოდ არ უნდა ავამოქმედოთ 2016 წლის 22 იანვარს პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად შეტანილი და პირველადი განხილვებისათვის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში პარლამენტიდან ასევე ოფიციალურად გადაგზავნილი, ჩვენს მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული, სწორედ 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენაზე და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებაზე დაფუძნებული “საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა”, რომელიც წარმოდგენილი ჩვენი „მეგაპრომის“ პირველი თავია. ეს „კონცეფცია-პროგრამა“ ამჟამად დიდი წარმატებით გამოდგებოდა  კორონავირუსთან საბრძოლველად, მით უმეტეს, რომ 2016 წლის 25 თებერვალს მოხდა ამ “კონცეფცია-პროგრამის” დადებითი განხილვა ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტების თავმჯდომარეებისაგან შემდგარ უაღრესად კომპეტენტურ 9-კაციან კომისიაზე.

დღეს ვერაგმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში კატასტროფულად შეამცირა პროდუქციის წარმოება. ამის შესაბამისად, კატასტროფულად უნდა შემცირდეს ფულის მოჭრა, ანუ ემისია, რადგან მოჭრილი ფული აუცილებლად უნდა დასაქონლდეს წარმოებული პროდუქციით. დაუსაქონლებელი მოჭრილი ფული კი იქნება ყალბი და ინფლაციის წყარო. აქედან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში კორონავირუსისაგან განადგურებული წარმოების აღდგენას ცდილობენ არა ინფლაციის გამომწვევი დაუსაქონლებელი მოჭრილი ფულით, არამედ სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდებით (ევროობლიგაციებით, კორონაბონდებით).

საქართველოც ამ სწორ გზას უნდა გაყვეს და ფასიან ქაღალდებად გამოიყენოს ჩვენ მიერ მიგნებული საკომპენსაციო-საგადასახადო თამასუქები, რაც დამატებით მოგვცემს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის მიუღწეველ ორ უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს: დაზარალებულთა ზარალის ექვივალენტურ რა თანხების ამ უნიკალურ საგადასახადო თამასუქებს მოვჭრით, ზუსტად იმ თანხების დაზარალებულთა აღიარებული საშინაო ვალები ჩამოეწერება საქართველოს და ეს ვალები წარმოებაში ჩაიდება ადგილობრივ ინვესტიციებად! აი, ჩვენი მართლაც უნიკალური რა მიგნება აღიარა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ეკონომიკურ ინოვაციად!

ბუნებრივია კითხვა, რატომ ითვლება საგადასახადო თამასუქები ადგილობრივ ინვესტიციებად და მათი გამოყენებით რატომ არ მოხდება ინფლაცია? საგადასახადო თამასუქები ადგილობრივ ინვესტიციებად ითვლება და მათი გამოყენებით ინფლაცია არ მოხდება იმიტომ, რომ ახლადგახსილ მცირე სამრეწველო საწარმოებში პროდუქციის დამზადების დროს წარმოშობილი, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდა მოხდება არა საინვესტიციო, ან საწარმოს შემოსავლების ფულადი თანხებით, არამედ უკვე წარმოებული პროდუქციით დასაქონლებული ანტიინფლაციური საგადასახადო თამასუქებით. ამის შედეგად საწარმო აკეთებს რა საგადასახადო თამასუქების ნომინალის შესაბამისი ფულადი სახსრების ეკონომიას, ეძლევა შესაძლებლობა ეს დაზოგილი ფულადი სახსრები ჩააბრუნოს წარმოებაში დამატებით ადგილობრივ ინვესტიციებად. კორონავირუსით ჩაკეტილი და თავად განადგურებული მსოფლიოს სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოზიდვის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე დარჩენილი საქართველოსთვის ჩ ვენს მიერ მიგნებული მილიარდობით ლარის ზარალის კაპიტალიზაცია ადგილობრივ ინვესტიციებად არის ჭეშმარიტად ღვთის წყალობა, რომელიც უნდა მივიღოთ დიდი მადლით, მორჩილებითა და სამართლიანად მოვახმაროთ უპოვარ და დამშეულ მრევლს.

ამ საოცარი ადგილობრივი ინვესტიციების გარდა ჩვენი “კონცეფცია-პროგრამის” ამოქმედებით უდიდესი შეღავათები მიეცემათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოწევისა და გადამუშავების ადგილობრივ მცირე მეწარმეებს. ისინი სახელმწიფო ქონების (მათ შორის, მიწების) გრძელვადიანი არენდების გადასახადებს დაფარავენ სახელმწიფოს მიზეზით მოსახლეობის დაზარალების შესაბამისი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით, საბრუნავ სახსრებად მევახშე-ბანკირთა გვერდის ავლით გამოიყენებენ უპროცენტო მიზნობრივ ემისიურ კრედიტებს აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული ანტიინფლაციური შეზღუდვებით და საგადასახადო კოდექსის გადასახადებსაც დაფარავენ საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით.

ფაქტიურად უფასო ასეთი უდიდესი შეღავათების გამო სოფლის მეურნეობის დარგის ქართველი მცირე მეწარმეები საქართველოში მოწეულ-გადამუშავებული კვების პროდუქციის გასაყიდი დაბალი ფასებით სრულად დაეუფლებიან ადგილობრივ ბაზარს. საკუთარი ბაზრის ათვისებას კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დღეს კორონავირუსის გამო საზღვრებჩაკეტილ საქართველოში ძირითადად იმპორტული საკვები პროდუქტების შემოზიდვის იმედზე დარჩენილი მოსახლეობის შიმშილისაგან გადასარჩენად, როცა ძირითადად თავს დავიკმაყოფილებთ გაცილებით უფრო იაფი და ხარისხიანი ადგილობრივი საკვები პროდუქტებით.

 

ს  ა  რ  ჩ  ე  ვ  ი

  1. წინასიტყვაობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .3
  2. შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6
  3. თავი 1. საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10
  4. ქვეთავი 1. საგადასახადო რეფორმების პროგრამა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 17
  5. ქვეთავი 2. მცირე მეწარმეობის რეფორმების პროგრამა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .26
  6. ქვეთავი 3. სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების პროგრამა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .35
  7. ქვეთავი 4. მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა . . . . . . . . . . . . . . 42
  8. ქვეთავი 5. მონეტარული რეფორმების პროგრამა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .47
  9. ქვეთავი 6. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 51
  10. ძირითადი დებულებები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 57
  11. გამოყენებული ლიტერატურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 60
  12. თავი 2. პოსტკორონავირუსულ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის წყაროები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 64
  13. ქვეთავი 1. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 66
  14. ქვეთავი 2. ჩრდილოვანი ეკონომიკის გათეთრება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 71
  15. ქვეთავი 3. სახელმწიფო ბიზნესის აღორძინება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .74
  16. ქვეთავი 4. მშენებლობის სამინისტროს აღდგენა, სამშენებლო ტენდერების გაუქმება და სახელმწიფო სამშენებლო ბიზნესის აღორძინება . . . . . . . . . . . . . . . .80
  17. ქვეთავი 5. პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღება და მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 84
  18. ქვეთავი 6. საქართველოს პოსტკორონავირუსული ანტიკრიზისული ეკონომიკური რეფორმების მეგაპროგრამის „კეთილდღეობა ყველასთვის!“ ექსპერიმენტის წესით ამოქმედება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 88
  19. დასკვნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .93
Facebook Comments
შეაფასეთ