მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ქვეყანაში სიკეთით გამარჯვების სახალხო პროგრამის პროექტი

1.შევკრათ მოაზროვნე ადამიანების  დიდი ერთობა მეცნიერებისა და მეცნიერული პროგრამების ირგვლივ!

2.დავბეჭდოთ 1 მილიონი ეგზემპლიარი ქვეყნის გადარჩენის 21 პუნქტიანი მეცნიერთა პროგრამა და მივიტანოთ ყველა ოჯახში..(120 000 უკვე დაბეჭდილი და დარიგებულია)

3.პარალელურ რეჟიმში ამ პროგრამის განხილვა მოვაწყოთ სამეცნიერო,შემოქმედებით,

განათლების, სამედიცინო, სპორტულ წრეებში, სტუდენტობაში,საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში, დიდ სოფლებში,დიდი ქალაქების სხვადასხვა უბნებში!

4.შევქმნათ ერთი სახალხო,რაც მთავარია, მართალი,მიუკერძოებელი, არაპარტიული და არატენდენციური ტელევიზია!

5.დავბეჭდოთ 5 მილიონამდე სტიკერი:ხალხის გადაწყვეტილება,ანუ ვის ჰქვია საქართველოს ხელისუფლება და რა შემთხვევაში ინიშნება ვადამდელი საპარლანენტო არჩევნები!

ეს უნდა დარიგდეს მთელ ქვეყანაში,გაიკრას ყველგან. ხალხმა არ იცის რა არის მთავრობის ფუნქცია, პარტიები კი ატყუებენ, მე რომ მოვალ ის  იქნება  კარგი მთავრობაო..

6.შევქმბათ ლიდერთა გუნდი,რომლის რამდენიმე წევრი(7 მაინც) სახელდება ხალხის მონაწილეობით,მერე კი ეს ჯგუფი სრული კონსესუსით ამატებს წევრებს. წლის ბოლოსთვის, მაქსიმუმ 8თებერვლისთვის მის შემადგენლობაში უნდა იყოს, მინიმუმ,50 ,სასურველია 100,Მასშტაბურად მოაზროვნე და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების პროფესიონალი, ანუ ლიდერი არა პოლიტიკური ნიშნით,არამედ პროფესიული ნიშნით

7.ლიდერთა ჯგუფმა ,მეცნიერთა კონგრესთან ერთად,8 თებერვლამდე უნდა დაასრულოს ქვეყნის გადარჩენის პროგრამის პროექტის შექმნა,წარუდგინოს გელათის კონგრესს და გამოიტანოს დიდ სახალხო დათათბირებაზე… 8.გელათის კონგრესმა ანალიზი უნდა გაუკეთოს მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული ხალხის გადაწყვეტილების შესრულებას და მიიღოს მიმართვა ხალხისადმი,რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს მჯთითებული არის,თუ არა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა.

9.თუ გელათის კონგრესის მიმართვაში იქნება დასაბუთებული ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა, მაშინ მეცნიერთა კონგრესი,ლიდერთა ჯგუფი უნდა გავიდეს ხალხში და 9 აპრილამდე უნდა ჩამოყალიბდეს საერთო პოზიცია და ,თუ მას ხელისუფლება არ მიიღებს, 26 მაისი ,საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,უნდა  ვაქციოთ ხელისუფლებაზე ხალხის განარჯვების დღედ,რეფერენდუმის დღედ და გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები..

10.ეს პროცესი უნდა მიდიოდეს ღიად,მუდმივ დიალოგში  ხელისუფლებასთან, ინტელიგენციასთან, სტუდენტ-ახალგაზრდობასთან, საზოგადოებასთან. ამისთვის გახსნილი უნდა იყოს საინფორმაციო სივრცე, უპირველესად, საზოგადოებრივი არხი.ვიმუშაოთ,კერძო არხებთან.თუ ისინი არ გადმოდგამენ შემხვედრ ნაბიჯებს,დრო უნდა ვიყიდოთ ამ არხებზე და სათქმელი ვუთხრათ ხალხს.

  1. ერთი წლის განმავლობაში უნდა შედგეს ყოველთა “ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა “კონგრესი, რომელმაც უნდა გააერთიანოს ქვეყნის შიდა და ქვეყნის გარეთ არსებული პოტენციალი.კონგრესი უნდა ჩატარდეს მეცნიერთა მიერ დადგენილი წესით:სესიები ტარდება 40 – ზე მეტი ქვეყნის იმ 90 მდე ქალაქში,რომლელშიც 1000- ზე მეტი ჩვენი თანამენამულე ცხოვრობს. კონგრესის ყველა სესია უნდა გადაიცეს ჩვენს მიერ შექმნილი სახალხო, მართალი ტელევიზიით (სასურველია პირდაპირ ეთერში) და დამთავრდეს დიდი კონგრესით თბილისში,რომლის დელეგატები არჩეული იქნება მსოფლიოს 90 ქალაქში,საქართვწლოს რეგიონებში..კონგრესზე მიწვეული იქნება ხელისუფლების ყველა შტოს მთელი ვერტიკალის ყველა წარმომადბენელი- სოფლის გამგებლით და საკრებულოს წევრით დაწყებული, პრეზიდენტით, პრემიერმინისტრით, პარლამენტის თავჯდომარით დამთავრებული.

კონგრესმა უნდა მიიღოს: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა,კონსტიტუციის ახალი რედაქცია,ქვეყნის განვითარების პროგრამა,ახალი საარჩევნო სისტემა,დაამტკიცოს  სახელმწიფო კაცების საკრებულის დებულება,აირჩიოს მისი პირველი შემადგენლობა.

ამ დოკუმენტების მომზადება და საერთოდ მთელი ეს პროცესი დაწყებულია.მას წარმართავს მეცნიერთა კონგრესი..

12   ამ ერთწლიანი პროგრამის რეალიზებას სჭირდება,მინიმუმ 200 000 (ორასი თასი) დოლარის შესაბამისი ლარი (ინფორმაციისთვის: ყოველი ხალხმრავალი მიტინგისთის იხარჯება მინიმუმ 2 მილიონი დოლარი…ძირითადი ტელევიზიები,თითოეული, თვეში ხარჯავს 2 მილიონ დოლარს…..)..ჩვენ გამოვრიცხავთ მდიდართა მონაწილეიბას ამ საქმეში.ეს უნდა იყოს სუფთა და შიშველხელებიანთა სახელმწიფოებრივი პროცესი,რომლის მონაწილე უნდა გახდეს ბევრი..ფულის ხარჯვას უნდა აკონტროლებდეს საზოგადოებრივი კომისია. ყოველთვიურად უნდა ქვეყნდებოდეს შემოსული თანხის მოცულობაც და კონკრეტულად რაში დაიხარჯა.ანუ კონტროლი ერთ თეთრამდე.ჩვენ 200 ათასი დოლარის შასაბამისი ლარით,მინიმუმ ერთ მილიონი ლარით უნდა გავაკეთოთ ის,რასაც ორასი მილიონი ლარით ვერ აკეთებს ვერც ერთი პარტია და ხელისუფლება..

 

ეს არის ქვეყანში სიკეთით გამარჯვების გზა!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *