მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

სიკეთით გამარჯვების გზა

ვილოცოთ სამშობლოსა და ერთმანეთისთვის, საკუთარ სულში, ოჯახში,სახლში,ქუჩაში, ღვთისმშობლის წილხვედრ ,ჩვენს უსაყვარლეს სამშობლოში-საქართველოში-სიკეთით გამარჯვებისთვის!

ღმერთო მოგვეცი ძალა და უნარი:
● ვიკრიბებოდეთ ამ გადაწყვეტილებისთვის;
● ვირჩევდეთ ამ გადაწყვეტილებით;
● არ ვიყოთ იმ პოლიტიკოსთა ქომაგები,რომელთაც 30 წლის განმავლობაში,ერთხელ არ იფიქრეს ამის შესრულებაზე;
კატასტროფაა,როცა იმ პოლიტიკოსებს ვცემდეთ თაყვანს,ვიბრძოდეთ იმ პოლიტიკოსებისთვის , რომლებიც 30 წელია საკუთარია მბიციებისთვის, გამდიდრებისთვის, გენოციდს უწყობენ ხალხს,ქვეყანას!

ღმერთო,მიეცი ძალ
ა ყველა ქართველს,საქართველოს ყველა მოქალაქეს,რომ მოერიოს საკუთარ თავს,გაიმარჯვოს საკუთარ თავზე,ამოშანთოს საკუთარ თავში კერპთაყვანისმცემლობა, სიძულვილი,იცხოვროს სიყვარულით!

ღმერთო,მიეცი ძალა ნაცმიძრაობისა და “ქართული ოცნების” ლიდერებს,გამოაცხადონ ხალხისთვის სისხლისმწოველი,
ხალხის,საზოგადოების დამპირისპირებელი ამ პარტიებისგან და, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მიეცი ძალა მათ წევრებს დატოვონ ამ სამარცხვინო პარტიების რიგები!

ღმერთო მოგვეცი ძალა, გავთავისუფლდეთ დაპირისპირებული და დამპირისპირებელი ძალებისგან, გარედან მართული ძალებისგან, გავნთავისუფლდეთ ნაცმოძრაობის, ოცნებისა და მათგან გამოყოფილი- მათი განწყობის ძალებისგან,
განვთავისუფლდეთ სააკაშვილისა და ივანიშვილისგან,საერთოდ,პოლიტიკაში ე.წ.ბელადებისა და მილიონერ-მილიარდელებისგან… გვიმრავლე ასეთები პოლიტიკის გარეთ!

ღმერთო,მოგვეცი ძალა გავერთიანდეთ ამ გადაწყვეტილებისა და მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამის ირგვლივ!
მოგვეცი ძალა, საქართველოს პირველი ეროვნული და შემდგომი პარლამენტების წევრებს, მეცნიერებთან,მამულიშვილებთან,
მიაზროვნე ადამიანებთან ერთად, დავიწყოთ პარტიულ სამთავროებად დაყოფილი ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი
პროცესი…ძალა იმისა,რომ ყველას გასაგონად ვთქვთ:

● მომავალი არ გვაქვს – ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანანშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე!
● მომავალი არ გვაქვს- ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპის: მთავარში-ერთობა,სადაოში-თავისუფლება,მაგრამ
ყველაფერში სიყვარული!”-დანერგვის გარეშე;
● მომავალი არ გვაქვს,თუ არ გავაცნობიერებთ,რომ მიზანია სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით,საშუალება ამ მიზნის მისაღწევად!
● მოგვეცი ძალა,რომ შევთანხმდეთ იმაში,რომ პარტიებში ზნეობის დეფიციტია,ზნეობრივ ადამიანებში, პარტიებისადმი ზიზღი,რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საქვეყნოდ მომართული კაცია,ვიდრე პარტიებში.
● სწორედ ამიტონ და ყველაფერი ზემითქმულიდან გამომდინარე, მოგვეცი ძალა,რომ ხელისუფლებაში ავირჩიოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი . ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება,რომელიც ქვეყანაში დაგროვილ პოლიტიკურ ნაგავს გადაანუშავებს უდანაკარგოდ!

ვილოცოთ სამშობლოსა და ერთმანეთისთვის, საკუთარ სულში, ოჯახში,სახლში,ქუჩაში, ღვთისნშობლის წილხვედრ ,ჩვენს უსაყვარლეს სამშობლოში-საქართველოში სიკეთით გამარჯვებისთვის!

უფალი ჩვენთან და მოაზროვნე ადამიანები ერთნანეთთან,ამ უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ-ღირსების ბრძოლაში!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *