მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ვახში ჟვანია.: იმედის პროგრამა

 

საქართველოს მეცნიერთა კონგრესის წევრებმა, მეცნიერებათა აკადემიასთან კავშირში დაამუშავა ქვეყნის განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციიდან გამომდინარე, შემუშავებულ იქნა 21-პუნქტიანი იმედის პროგრამა – მიზანია სამშობლო და ადამიანი, სახვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“. იგი გადაეცა ხელისუფლების მთელ ვერტიკალს.

ხალხში ამ პროგრამისადმი არნახული მხარდაჭერის ფონზე, სრული იგნორირებაა სახელისუფლებო წრეებში.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ მიწის, წყლის, ჰაერის, სითბოს, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ, ადამიანებს არსებობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ! ასე გაგრძელება არ შეიძლება!

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება მეცნიერების 21 პუნქტიანი პროგრამა, რომლის განხილვა, დათათბირება შედგება ხალხთან 18 სექტემბერს, 17 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე. აი მისი ანოტაცია!

პირველი: მიწა _ ეროვნული სიმდიდრე არ იყიდება!

ბუნებრივი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს, გამორიცხულია მათი გაყიდვა _ გასხვისება. ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეებიდან, სტრატეგიული ობიექტებიდან შემოსული მოგების უდიდესი ნაწილი (მინიმუმ 80 %) უნდა განაწილდეს ხალხზე.

მეორე: რიონის ხეობა გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად!

ყოველი ჰესი უნდა ეკუთვნოდეს ქართულ სახელმწიფოს. რიონის ხეობაში ყველა სახის სამუშაოები უნდა შეჩერდეს. აუცილებელია ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის შექმნა; თურქულ კომპანიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტი უნდა გამოქვეყნდეს; დავიწყოთ მეცნიერთა კონგრესის წინადადების განხილვა რიონის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების და ტვიშისა და უსახელოურისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

მესამე: საჭიროა ახალი, ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია! დღემდე კონსტიტუციის ყველა ცვლილება გამოხატავდა არა ხალხის, არამედ პარტიების ინტერესებს და უნდა დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციის ახალ პროექტზე, რომელიც უნდა მიიღოს საერთო ¬სახალხო რეფერენდუმმა. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მოსვლას.

მეოთხე: დაუბრუნდეს ხალხს რეფერენდუმის ჩატარების უფლება!

აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარებისა და იმპიჩმენტის მოწყობის გამარტივებული სისტემა.

მეხუთე: დადგინდეს საარსებო კალათას რეალური სიდიდე და მისი მიხედვით განისაზღვროს: პენსია; მინიმალური ხელფასი; ლტოლვილთა და უმუშევართა შემწეობა; სტიპენდია; სამხედრო ვეტერანის პენსია.

მეექვსე: შეიქმნას „სახელმწიფო კაცების საკრებულო“ (ეს გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის) და მისი არსებობა _ ფუნქციები და მოვალეობები კანონმდებლობით იყოს განმტკიცებული.

მეშვიდე: ხალხს სურს რეალური სამართლიანობა!

მერვე: ქვეყანას სჭირდება მომავლის პროგრამა!

მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეადგინოს პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად მოიყვანს მოქმედებაში ქვეყნის პოტენციალს;

მეათე: აიკრძალოს პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უარი ითქვას დეპუტატის იმუნიტეტზე და პრივილეგიებზე, დაკანონდეს დეპუტატის გამოწვევის სისტემა, დეპუტატის ხელფასი უნდა განისაზღვროს საარსებო კალათის ღირებულების ორმაგი ოდენობით.

მეთერთმეტე: აუცილებელია სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობის შემცირება!

მეთორმეტე: ქვეყნის განვითარება შეუძლებელია სამართლიანი საინფორმაციო სივრცის გარეშე!

დღეს არსებული სისტემა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებზე ქვეყნდება უმძიმესი მასალები და არც პროკურატურა იწყებს მოკვლევას და არც კრიტიკის ადრესატი არ მიმართავს სასამართლოს, ეს არც თავისუფლებაა და არც თავისუფალი მედია. უნდა აღდგეს ნაციონალური მოძრაობის მიერ გაუქმებული კანონი ცილისწამებისა და პიროვნების ღირსების შელახვის შესახებ.

მეცამეტე: სახელისუფლებლო მარწუხებიდან უნდა განთავისუფლდეს განათლება, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სასამართლო, ხალხის ფულის _ ბიუჯეტის მაკონტროლებელი (აუდიტის სამსახური)! კადრების შერჩევაში უნდა გაძლიერდეს ხალხის როლი!

მეთოთხმეტე: მოიხსნას ბანკებით დაზარალებულთა პრობლემა!

მოქალაქეებს, ბანკებში შეტანილი და დაკარგული თანხები უნდა დაუბრუნდეთ შეტანილი ფულის იმდროინდელი დოლარის ეკვივალენტი ლარებში. პირველ ეტაპზე მათ, ვისაც ექნება ქვეყანაში მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების პროგრამა.

მეთხუთმეტე: აუცილებელია რადიკალური საბანკო რეფორმა!

რეალურია ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს წლიური საბანკო კრედიტით 3, 5 პროცენტის ფარგლებში, აუცილებელია არამომგებიანი სახელმწიფო აგრარული ბანკების დაარსება, სოფლის მეურნეობის პროექტების იაფი სესხით დასაფინანსებლად.

მეთექვსმეტე: ემიგრანტთა დაბრუნების ეფექტური სისტემა!

შეიქმნას ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. თუ სახელმწიფო მათი დაბრუნების და ბიზნესში ჩართვის გამჭვირვალე გარანტიებს შექმნის, თუნდაც იმით, რომ როცა მოდის კონკრეტული ბიზნესპროგრამით და გარკვეული თანხით, სახელმწიფო ერთი იმდენით გვერდით უნდა დაუდგეს და ასე შექმნილი სამუშაო ადგილების მინიმუმ ნახევარი, ემიგრანტებისთვის უნდა იყოს განსაზღვრული.

მეჩვიდმეტე: ამ სისტემით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება!

მეთვრამეტე: მოხდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია!

გაფართოვდეს ადგილობრივი არჩევითი ორგანოების ფუნქციები. მოხდეს მართვის, საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია.

მეცხრამეტე: ჩატარდეს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი!

მეოცე: საჭიროა ლუსტრაციის კანონი. კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სახელმწიფო ღალატს!

ოცდამეერთე: ეროვნული დოქტრინა _ ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს! ეროვნული განწყობის საკითხები ერთად პროგრამის ამ ნაწილში!

 

მეცნიერთა კონგრესის სახელით

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ვახში ჟვანია

ეს სტატია გაეგზავნა გაზეთებს:ალია, რეზონანსი და კვირის პალიტრა.
Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *