მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

პრესრელიზი

 

ა/წ 17 სექტემბერს, პარასკევს, 13 სთ.ზე რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება მეცნიერთა კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია:

სამშობლო განსაცდელშია!

ვიწყებთ დიდ სახალხო გაერთიანებას ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით,მეცნიერთა კონგრესმა მიიღო 21 პუნქტიანი იმედის პროგრამა-“მიზანია სამშობლო და ადამიანი,სხვა ყველაფერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად”.აშკარაა რომ პარტიების გზა სამოქალაქო დაპირისპირების გზაა,მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის პროგრამას,პრინციპით:”მთავარში ერთობა,სადაოში თავისუფლება,სხვა ყველაფერში სიყვარული”,ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ნაგავი დაგროვდა,სისტემური ცვლილებებით მისი უდანაკარგო გადამუშავებაა საჭირო!

სწორედ ამ მიზნით:

18 სექტემბერს, შაბათს, 13.00 სთ.ზე შედგება საქართველოს სასიქადულო მამულიშვილთა შეკრება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით (მისამართი:ალექსიძის 12.“მეფედავითის“ კომპლექსი,სპორტის სასახლის უკან)

ამავე დღეს ,18 სექტემბერს 17 .00 სთ.ზე რესპუბლიკის მოედანზე (იქ სადაც  დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა) დაგეგმილია დიდი სახალხო დათათბირება-“ქართული, მხოლოდ ქართული გზა,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს”

თუ ხალხი მიიღებს ამ პროგრამას ,მაშინ ხელისუფლებამ უნდა თქვას შეუძლია თუ არა მისი შესრულება, და თუ არ შეუძლია ხალხმა უნდა უთხრას ხელისუფლებას-გადადექი!

“მეცნიერთა კონგრესის” საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო პირები:საკონტაქტო პირები:

ლუარა ნიჟარაძე: 555 46 63 01 , ვახში ჟვანია: 577 40 71 82

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *