მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის მიმართვა – მოსაწვევი საქართველოს სასიქადულო მამულიშვილებს!

18 სექტემბრის სახალხო შეკრების საორგანიზაციო ჯგუფმა საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს გაუგზავნა მიმართვა-მოსაწვევი.

მიმართვაში, რომლის ადრესატებს შორის არიან ისეთ ცნობილი მოღვაწეები, როგორიცაა: ნონა გაფრინდაშვილი, რობიკო სტურუა, ტარიელ ხარხელაური, რეზო ამაშუკელი, გივი თოიძე, რადიშ თორდია, გია კვაშილავა, ვაჟა აზარაშვილი, შავლეგ შილაკაძე, ელენე აბაშიძე, ბაღათურ არაბული, აკა მორჩილაძე, ბესიკ ხარანაული, რომან რურუა, თემურ ლანჩავა, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, ილო პატაშური, რეზო ადამია, გურამ ოდიშარია, ლევან ღვინჯილია,  დავით შემოქმედელი, თემურ ჩალაბაშვილი, ავთანდილ არაბული, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭუმბურიძე, მინდია უგრეხელიძე და სხვა სასიქადულო მამულიშვილები,  ნათქვამია:

ეს წერილი იმ მამულიშვილთა სახელით იგზავნება, რომელთაც მიაჩნიათ: ერის და ქვეყნის ცხოვრებაში არის დრო და მომენტი, როცა არნახულად იკვეთება განათლების, კულტურის, მეცნიერების როლი და მნიშვნელობა.

მეცნიერთა კონგრესის წევრებმა, მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო კავშირსა და საქართვ-ელოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დავიწყეთ მუშაობა ქვეყნის განვითარე- ბის კონცეფციაზე. გავაკეთეთ ქვეყნის პოტენციალის და ქვეყანაში რეალური მდგომარეობის ანალიზი. ვიფიქრეთ იმ პროგრამაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა ეტაპობრივად, მოქმედებაში მოვიყვანოთ ქვეყნის პოტენციალი.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ ჩვენთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა:

ვიცით, რომ მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ვცხოვრობდეთ, მაგრამ თუ ნებისმიერი მიმართულებით ამ 30 წლის განმავლობაში შესაძლებლის 5-7 %-ზე მეტი არ იყო მოყვანილი მოქმედებაში, ბიუჯეტში არსებული რეალური თანხითაც კი, მინიმუმ, 5-ჯერ მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი; მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს არ ჰქონდა საშუალება მიეღო სიცოცხლისთვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი და, რომ ქვეყანაში ელიტარული კორუფცია ასეთი მასშტაბებშია –  ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა.

რეალურად, მდგომარეობა მართლაც უმძიმესია. ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება, მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ხელისუფლებები თვითკმაყოფილნი არიან, ოპოზიცია  გაბოროტებული და მუდმივად ჩასაფრებული. ქვეყანა ცხოვრობს პოლიტიკურ პარტიათა პერმამენტული დაპირისპირების რეჟიმში. ასეთ გაუსაძლის ვაკხანალიაში კი იკარგება და ზარალდება  საქართველო!

ჩვენ, ქვეყნის მომავლისთვის უმთავრეს მიმართულებად – ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთ თანამშრომლობის ჰარმონიზაცია მიგვაჩნია. პირდაპირ ვამბობთ, ამის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. პოლიტიკურ პარტიათა არასახელმწიფოებრივმა აზროვნებამ და ქმედებებმა  აპოგეას მიაღწია. ამის შორიდან ყურება კი უკვე დანაშაულია.

ჩვენს მიერ შედგენილი ქვეყნის განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ 21-პუნქტიანი იმედის პროგრამა„მიზანია სამშობლო და ადამიანი, სახვა ყველაფერი, ხელი- სუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“. რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედ- ებას მოითხოვს. პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დაი- წყოს მეცნიერების ერა. ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა. ხალხმაც ეს დაადასტურა, სწო-რედ ამიტომ არის ეს პროგრამა საერთო-სახალხო – შესაბამისად სახელმწოფოებრივი.

პირველ ეტაპზე დასტამბული 100 ათასი ეგზემპლარი უკვე დარიგდა მთელს საქართველოში, გადაეცა ხელისუფლების მთელს ვერტიკალს: ქალაქების, რაიონების მერიებისა და საკრებ- ულოებით დაწყებული, პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავმჯდომარით, პარლამენტის წევრებით დამთავრებული.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხში ამ პროგრამისადმი არნახული მხარდაჭერის ფონზე, სრული იგნორირებაა სახელისუფლებო წრეებში, შესაბამისად მედიაში, რომელიც რეალურად, პოლიტიკურ პარტიათა სააგიტაციო საშუალებადაა ქცეული. სრულიად იგნორირებული და  მკვდარია ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე.

სწორედ ამან გვაიძულა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ მამულიშვილებს. აშკარაა, რომ ხალხი დასაცავია ამ 30 წლიანი, ერთმანეთში კალეიდოსკოპივით პერმანენტულად მბრუნავი პოლიტიკური პარტიებისგან და შესაბამისად  ხელისუფლებებისგან.

 მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ინტელიგენცია ყოველთვის იცავდა ხალხს პარტიებისა და ხელისუფლებისაგან, სამარცხვინო იყო ყოველი პიროვნება, რომელიც ხელისუფლებას იცავდა ხალხისგან. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაც კარგი მაგალითია. საბჭოთა პერიოდშიც კი გრგვინავდა ქვეყანა მწერალთა, თეატრალთა და სხვა შემოქმედებითი კავშირების ყრილობების მოლოდინში. დიდი დიპლომატიით ახერხებდნენ სასიქა დულო თანამემამულენი: რეზო თაბუკაშვილი, ირაკლი აბაშიძე, რეზო ჯაფარიძე, ნიკო ჭავჭავაძე, ლალი ჯავახიშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, თამაზ გამყრელიძე, გიგა ლორთქიფანიძე, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ოტია იოსელიანი, რეზო ჭეიშვილი , აკაკი ბაქრაძე და არაერთი  სხვადასხვა სფეროს გამორჩეული საზოგადო მოღვაწენი სათქმელი ეთქვათ კომუნისტური ხელისუფლებისთვის და დაეცვათ ხალხის ინტერესები.

სწორედ ამ გამოცდილებას მივაგებთ პატივს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას დღესაც ჰყავხართ უბადლო მამულიშვილები, თქვენს გარეშე რეალური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისის დასაძლევად, რომელიც შექმნა არაკომპენტენტური ხელისუფლებების თვითკმაყოფილებამ და ოპოზიციის გაბოროტებამ – შეუძლებელია!

ამ განწყობით გადმოგცემთ ამ პროგრამას. დიდი სიამოვნებით მოვისმენდით თქვენგან იმას, რომ ჩვენ ვაჭარბებთ თუნდაც შეფასებაში და რომ ხალხის მდგომარეობა უმჯობესდება. პირდაპირ ვამბობთ: ჩვენ ამ შემთხვევაში მოვიხსნით პასუხისმგებლობას და არც არავისგან მოვითხოვთ ჩვენს მიერ შედგენილი პროგრამების გაზიარებას. ასევე დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს შეფასებასა და შენიშვნებს 21 პუნქტიან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოგიდგენთ შესაბამისი შეფასებებით და 18 სექტემბერს დიდი სახალხო დათათბირების მოწყობის წინადადებით. თუ თქვენც მიიჩნევთ, რომ მდგომარეობა რთულია და ჩვენი პროგრამა საწყის ეტაპზე მისაღები, მაშინ ჩვენ გვსურს მოქმედებაში მოვიყვანოთ კაცობრიობის გამოცდილება:  „ნებისმიერი ქვეყნის ქვაკუთხედი ხალხი და ბრძენკაცნია“ და არა პარტიები და ხელისუფლებები. 

ჩვენ ვგრძნობთ მეცნიერებისა და ქვეყნის ნამდვილი მამულიშვილების პასუხისმგებლობას. ეს წერილიც ამის დასტურია. მაგრამ ვიცით ისიც –  უპირველესი სიტყვა სახალხო ავტორიტე-ტებზე გადის. თქვენ ხართ ასეთი ავტორიტეტები. ჩვენც ზუსტად ამით ვამაყობთ და გვეიმედებით.

თქვენდამი მომართულ წერილს კადნიერებასა და იმპერატიულობაში ნუ ჩაგვითვლით, უფრო მეტიც: არც ჩვენ გვანიჭებს სიამოვნებას ამ წეილით თქვენთან მოსვლა, რომ არა რეალური კრიზისი, რომლის დაძლევა დიდი ერთობითაა შესაძლებელი. ფაქტია ასე ცხოვ- რება აღარ შეიძლება! – აუცილებლობად მიგვაჩნია მეცნიერულ პროგრამებთან დიდი ავტორ-იტეტების, პირადად თქვენი თანადგომა და უფრო მეტიც, თანაავტორობა, რომელიც ქვეყა- ნაში „სიკეთით გამარჯვების საწყისი ნიშანსვეტი“ შეიძლება გახდეს. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება. დუმილს და უმოქმედობას არც დრო, და არც ხალხი არ გვაპატიებს. და ეს არის სიმართლე!

ჩვენთვის დიდი პატივი იქნება გვეწვიოთ 18 სექტემბერს 13:00 სთ-ზე კულტურის ცენტრ „მეფე დავითში“ ამ და სხვა საკითხებზე დათათბირებისთვის.

ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

 

ამირან აფციაური – ფიზიკოსი, მეცნ. დოქტორი, ეკოლოგიის მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

რეზო ბალანჩივაძე – ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, განათლების მეცნ. აკადემიის წევრი

ჯუმბერ ბოლღაშვილი – მედიცინის მეცნ. დოქტორი

ციური გარუჩავა – მუსიკოსი, მწერალი, მთარგმნელი

რამაზ გახოკიძე – ქიმიკოსი, მეცნ. დოქტორი,საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის წევრი

ჯუმბერ კოპალიანი – ისტორიკოსი,მეცნიერების დოქტორი

პაატა კოღუაშვილი – ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი, ექსპერტი აგრარულ ეკონომიკაში

ჰამლეტ მელაძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი, ევროპის აკადემიის წევრი

რამაზ ნამიჭეიშვილი – ეკონომისტი, მეცნ. დოქტორი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე

ლუარა ნიჟარაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ვახში ჟვანია – კიბერნეტიკოსი, მეცნ. დოქტორი

დავით სახვაძე – მეცნიერების დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

მურმან ქურიძე  – ტექნიკის მეცნ. დოქტორი, მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი

თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის აკადემიის აკადემიკოსი

შოთა ჩხეიძე – ტექნიკის მეცნ.დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი კვების საკითხებში

 

მისამართი: მერაბ ალექსიძის 12 (მეცნიერთა ქალაქი, სპორტის სასახლის უკან)

საკონტაქტო პირები:

ლუარა ნიჟარაძე: 555 46 63 01  ტ: ციური გარუჩავა ტ.: 593 32 70 96, ვახში ჟვანია: 577 40 71 82

12  სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *