მეცნიერთა კონგრესიპროექტები

მიზანი სამშობლო და ადამიანია

 

თუ ხალხი მიიღებს ამ პროგრამას, ხელისუფლებამ უნდა თქვას, შეუძლია თუ არა მისი შესრულეობა, თუ არ შეუძლია, ეყოს ძალა მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ხალხს უნდა აღმოაჩნდეს პოლიტიკური ნება, გაუშვას ასეთი ხელისუფლება!

 მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილება

ქვეყნის მომავალი არა ბელადებთან და მილიონერებთან, არამედ განათლებულ და ღირსების მქონე ხელისუფლებასთან, არა პარ-ტიულ, არამედ პიროვნებათა, პროფესიონალთა ხელისუფლებასთან და მეცნი¬ერულ პროგრამებთანაა დაკავშირებული! გთავაზობთ გაერთიანებას სისტემური ცვლილებების აქ წარმო¬დგენილი პროგრამის ირგვლივ!

თანამემამულენო, საქართველოს პრეზიდენტო, პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, პოლიტიკოსებო და პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებო, გუბერნატორებო და მერებო, საკრებულოთა წევრებო: ჩვენ -`მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისათვის“ გიდგენთ დაპირებულ მოსაზრებებს სისტემური ცვლილებების თაობაზე. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველია (ვფიქრობთ, აუცილებელიც), პირველ ოქტომბრამდე, 21-ვე პუნქტზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილეობა.
მართალია, ჩვენი პოზიცია კატეგორიულია, მაგრამ იგი შედეგია ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობისა, რომელიც გაცილებით უარესია, ვინემ ჩვენ ამას ვგრძნობთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ხალხთან, ხელისუფლებასთან და ყველასთან, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *