მეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის

დასკვნის სახით

 

გვწამს და გვჯერა: ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ!

მომავალი აქვს ქვეყანას, სადაც მართვის სადავეები ხელში აქვთ აღებული ეროვნული ღირსების მქონე ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს, სადაც მასწავლებელს, მეცნიერს, ხელოვანს და მეწარმეს აქვს მხარდაჭერა, სადაც მადლიერებაა უფროსი თაობების მიმართ, სადაც დაცულია შრომის უუნარო, სადაც დაფასებულია ჯარისკაცი და წესრიგის დამცველი, სადაც განათლებაა უპირველესი პრიორიტეტი, სადაც არის ნიჭის ძალაუფლება და ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება, სადაც დაცულია ყოველი მოქალაქის სწავლისა და განვითარების უფლება. მთავარი და განსაკუთრებულია, სადაც ხელისუფლებას ყოველივე ეს გაცნობიერებული აქვს და იცის, რომ იგი ხალხის მსახურია და არა უფროსი!
ქართული, მხოლოდ ქართული გზა! – ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!
ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!

`ქართული”არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან. ქართული ნიშნავს ერთობას აფხაზებთან და ოსებთან, საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების წარმომადგენელთან. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და მხსნელის ძებნა.
ქვეყნის გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!

დავიხსნათ თავი გარედან მართული პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან, ავირჩიოთ განათლებულ და ზნეობრივ ადამიანთა ხელისუფლება, ამის გაკეთება ღირსებით სავსე ამომრჩევლებს შეუძლიათ.

იხ. მეცნიერთა კონგრესის პროგრამა მომავლის საქართველოსთვის (სრული დოკუმენტი)

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *