"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერიტელევიზია "ქართული TV"

ჩვენ ერთად ვქმნით ეროვნული განწყობის და ქართული ცნობიერების ტელევიზიას

  • ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია 
  • ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია
  • ჩვენ ვიცით მხოლოდ მართალი ტელევიზია

“ქართული ტვ” – ს შექმნის იდეა ეკუთვნის დიდ მამულიშვილს, ბატონ მერაბ ბერძენიშვილს. “ქართული ტვ” დააფუძნა “ჯარისკაცის მამამ” რეზო ჩხეიძემ და ჯერ კიდევ სიცოცხლეში ღვთისმშობლობას, სამების საკათედრო ტაძარში  საჩუქრად გადასცა სრულიად საქართველოს.

ტელევიზია “ქართული ტვ” სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ტლევიზიის სათავეებთან დგანან საქვეყნო კაცები, “ქართული ერთობის დარბაზის” დანმფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე., ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, ტარიელ ხარხელაური, და “ქართული ერთობის დარბაზის” თბილისის კონგრესის მონაწილენი.

დღევანდელი რეალობა მწარეა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ქვეყანა უჭირავს ცრუ, მოსყიდული აგიტ-ინფორმატორებით!
სიყალბითაა გაჟღენთილი „ნაციონალური“ ოპოზიცია!
ისინი ამას ახერხებენ მოსყიდული ტელევიზიებით!
თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა, ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება
ამისათვის აუცილებელია მასებისათვის მართალი ინფორმაციის მიწოდება!

თავისუფლება – სიმართლეშია და ქვეყანას ჰაერივით სჭირდება მართალი ტელევიზია, ჩვენ თქვენთან ერთად ამ გზით მივდივართ. ეს რთული გზაა. მას ყველას მხარდაჭერა სჭირდება. დიდი ერთობით მომდებნო წლის 26 მაისამდე , ჩვენ უნდა შევძლოთ ასეთი ტელევიზიის შექმნა და სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ყველამ ერთად მივმართოთ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, მთელ მსოფლიოშიო მცხოვრებ თანამემამულეებს, საქართველოს მეგობრებს, რომ მომდევნო ერთიწლის განმავლობაში ამ ტელევიიის აქციონერი გახდეს საქართველოს ყველა ოჯახი და საქართველოს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და მეგობართა ყველა ოჯახი. ეს იქნება ნამდვილი სახალხო ტელევიზია, რომლის შექმნის ანალოგი მსოფლიომ ჯერ არ იცის, როგორც ეს გვითხრეს პარიზში განთავსებულ მსოფლიოს კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერთა ცენტრ იუნესკოში.

მოგმართავთ,ვის როგორ შეგვიძლია, დავუდგეთ გვერდით ამ ტელევიზიას, ტექნიკით, საორგანიზაციო საქმეებში ჩართვით, გადაცემების შემოთავაზებით, აქციების ყიდვით, რეკლამების მოძიებით და გადაცემების დაფინანსებით.


„ქართული-ტვ“

აქ შეგიძლიათ მეცნიერების, პროფესიონალების, მათ მიერ დამუშავებული პროგრამების გაცნობა; პოლიტიკური მდგომარეობის ობიექტური ანალიზის მოსმენა!
დავეხმაროთ მას ფინანსურად!

ჩავურიცხოთ ვისაც რა შეგვიძლია!
ხარჯვის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილ იქნება ღონისძიებებით:
1. ფონდს უხელმძღვანელებს სამი თანაბარი უფლებამოსილების მქონე დირექტორი;
2. ფონდში შემომწირველთა სია და მათ მიერ შემოწირული თანხები გამოქვეყნდება ყოველთვიურად ფონდის ელექტრონულ მისამართზე;
3. კონფიდენციალობის დაცვის მიზნით შემომწირველთა სურვილისამებრ გვარი-სახელი შეიცვლება რიცხვითი კოდით;
4. ყოველი თვის 5 რიცხვში გამოქვეყნდება წინა თვის ფაქტიური ხარჯები;
5. ფონდის სარევიზიო კომისიის კვარტალური ანგარიში გამოქვეყნდება მომდევნო თვის 15-ში.
6. „ქართული-ტვ“ პერიოდულად, მომდევნო კვარტალის დასაწყისში გააშუქებს ფონდის საქმიანობას, კვარტალურ ანგარიშს.
ფონდი – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ
ანგარიშები:

NCLE GZA TSIVILIZEBULI SAKHELMTSIPOSKEN MKHARDACHERIS PONDI

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001

EUR: Liberty Bank GE12LB0115181809573002

LBRTGE22

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *