მორალური გუნდი
რაიმე უნდა მოიფიქროთ ისეთ რომ თქვენი აზრები ხალხთან მივიდეს

ჩვენი მეგობარი, გიორგი კოროშინაძე გვწერს:
“გამარჯობათ, დიდი პატივისცემით ვერ თქვენდამი განწყობილი, მართლაც ასეა, ქართველმა მეცნიერებმა უნდა გამოიყვანოთ საქართველო ამ ყოველმხრივი კრიზისიდან. სიტყვა კრიზისი კიდე ვერ გამოხატავს იმ სიმძიმეს რაც საქართველოში ხდება ალბად კატასტროფა უფრო შეეფერება დღევანდელ მდგომარეობას.
ყველაზე სამწუხარო კი ისაა რომ არც მთავრობას და არც მოსახლეობას არ ესმის, არ სჯერავს, არავისი და არაფრის და ყველაზე ცუდი საკუთარი თავის და ქვეყნის რწმენა აქვს დაკარგული. ასე რომ დიდი შრომა გაქვთ წინ! თუ მოკიდებთ ხელს და გააგრძელებ ამ ურთულეს და უმადურ საქმეს, მაგრამ სხვა გზაც არ არის უკან უფსკრულია. უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროფესიულობა და სიმშვიდე გმართებთ რათა არ დააბნიოთ თუ დააბრკოლოთ მსმენელი რომელიც ისედაც უიმედოთ დაბნეულია. ჩართვა უფრო ორგანიზებულად და ჩამოყალიბებულად რომ განახორციელოდ მემგონი რომ აჯობებს.
ეკლესიაც უნდა ჩართოთ რაღაცა სახით
და რაიმე უნდა მოიფიქროთ ისეთ რომ თქვენი აზრები ხალხთან მივიდეს იმ ფორმით რომ შეარყიოს და გამოაღვიძოს “ძილიდან” და მთავრობასაც სხვა გზა რომ არ დაუტოვოს რომ მოგისმინონ და გაითვალისწინონ თქვენი რჩევები თუ პროექტები. მეცნიერები თქვენ ხართ და დიდი იმედი მაქვს რომ მოიფიქრებთ ამ გზას.
მიხარია თქვენი ერთად დგომა და ეს დიდი ჩანაფიქრი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!!!
PS. და კიდე ბოდიშს მოგიხდით, სიამაყით არ ვწერ, დარდი მაწერინებს.”