"გზა ცივილიზებული სახელმწიგოსკენ" მხარდაჭერის ფონდისლაიდერი

დასანანი და გასაოცარია, რომ 200 მეცნიერის ფორუმი მედიამ არ გააშუქა.

 

27 ნოემბერს, ბიზნეს-კომპლექს “KING DAVID” – ში, “ქართული ერთობის დარბაზის” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის და მეცნიერთა კონგრესის ეგიდით ჩატარებულ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა დიდ შეკრებას ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 200 ზე მეტი გამოჩენილი მეცნიერი , კულტურის, სპორტის და ხელოვნების საზოგადო მოღვაწე ასე ერთად ,არც კი ახსოვს საზოგადოებას როდის შეიკრიბა ბოლოს.

თან ისიც ნიშანდობლივია, რომ ეს მოვლენა, ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფ ქვეყანაში მოხდა . „ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ და ვხედავთ, თუ რა სირთულეების წინაშე დგას ქვეყანა, სად მიგვიყვანა დაპირისპირებამ. პოლიტიკოსებმა თითქმის 30 წელია, თავს მოგვახვიეს ქუჩის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ემოციას და აძლიერებს აგრესიას, იგნორირებულია მეცნიერება, საზოგადო მოღვაწეთა და მამულიშვილთა, საერთოდ, ინტელიგენციის პოზიცია… რეალურად ვცხოვრობთ გონებადაკარგული პოლიტიკის პირობებში. ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა. პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომელთა დუმილმა წაახალისა არაერთი მოუმზადებელი და უმწიფარი პიროვნების მოხვედრა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში. „ „ წერდნენ შეკრების ორგანიზატორები, ცნობილი მეცნიერები, ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები. ფორუმზე მოწვეული იყო როგორც პრემიერ მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ასევე ოიპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
მიმართვაში იყო თხოვნა, უდიდესი ინტერესის გამო, რომელიმე ტელევიზიას პირდაპირ ეთერში გაეშუქებინა ეს შეხვედრა.

ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, როცა პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა და არის საშიშროება მათი უფრო მეტად ესკალაციისა, სწორედ მსგავსი შეხვედრებია სასარგებლო, რათა პროცესებმა ქუჩიდან დარბაზებსა და მოლაპარაკების მაგიდებთან გადაინაცვლოს. ხოლო მედიატორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების გარდა ,ჩვენი ქვეყნის მეცნიერები და ცცნობილი მოღვაწეები გამხდარიყვნენ.

აი, ასეთი ფორმატის მეტად მნიშვნელოვანი შეკრება, შედგა და რამდენად დასანანი და გასაოცარია, რომ როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ანუ მათ, , ვის ინტერესებშიც თითქოს უნდა ყოფილიყო შეკრებაზე დასწრება, მას იგნორირება გაუკეთეს.

და როგორი იყო ამ დროს მედიის რეაქცია?

საზოგადოებრივი არხი, ვისაც პირველ რიგში ევალება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების გაშუქება, დაპირების მიუხედავად, საერთოდ არ მოვიდა მეცნიერთა ფორუმზე , არ იყო არც ტელეიმედი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის აქტივობებს აშუქებს მხოლოდ. მოვიდა ორი ტელევიზია, “რუსთავი 2” და  “TV პირველი”, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არ ჩათვალეს საჭიროდ 200 – ზე მეტი ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიების არათუ გაშუქება, არამედ თუნდაც რამდენიმე კადრის ჩვენება. “რუსთავი 2” ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოჩენას ელოდა, ხოლო ტ ვ პირველი ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს.

ღონისძიება გააშუქა „ქართული TV – მ, რომელსაც მადლობას ვუხდით, თუმცა ტელევიზია, რომლის სათავეებთან მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე იდგნენ, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს უსახსრობის გამო პირდაპირ ეთერში გასვლას და სრულფასოვან მაუწყებლობას.

ჩვენ, ვერ ჩავერევით კერძო ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში, მაგრამ აღვნიშნავთ გულისტკივილით, რომ ისინი რეალურად გადაიქცნენ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიულ ტელევიზიებად. ხოლო მეცნიერების ხმა მათთვის ნაკლებადაა საინტერესო.

ჩვენ სრულად ვეთანხმებით მეცნიერთა ფორუმზე გამოთქმულ მოსაზრებას, ქვეყანას სჭირდება ერთი მაინც საინფორმაციო საშუალება, რომელიც ხალხისა და სიმართლის სამსახურში იქნება.

↗️ამ თემასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს 17 სთ.ზე “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდში გაიმართება პრესკონფერენცია ,სადაც მოწვეულია ყველა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლები.

პრესკონფერენციის დეტალები გადაიცემა ასევე სოციალური ქსელის პირდაპირი ლაივით.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *