ახალგაზრდობა

განათლებული ახალგაზრდები – ქვეყნის ღირსეული მომავალი!

ინფორმაცია მეგობარმა, ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ მოგვაწოდა. აი, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს საქართველოს. განათლებული, პატრიოტი, მცოდნე. ვინც არავის დაემონება. დარწმუნებული ვართ, ისინი დაბრუნდებიან  და ცოდნას სამშობლოს მოახმარენ.

“ზვიად გელანტიამ, ჩემმა უმცროსმა ძმამ უკვე ჩააბარა უნივერსიტეტში (ბაკალავრი)! ძალიან ამაყი ვარ. ისიც ფრაიბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლის. ახლა ჩვენ, უკვე ოთხი ძმა ერთდროულად ვსწავლობთ ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტში”.

P.S. ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ალბერტ–ლუდვიგის უნივერსიტეტი ფრაიბურგში (Albert-Ludwigs-Universität Freiburg) დაარსდა 1457 წელს და მისი სახელწოდება უკავშირდება იმდროინდელ გავლენიანი და მდიდარი ჰერცოგის ალბერტ VI სახელს. უნივერსიტეტი შედის მსოფლიო ტოპ 200 უნივერსიტეტთა სიაში. სწორედ ამ უნივერსიტეტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, ერთდროულად სწავლობენ ოთხი ქართველი ძმები გელანტიები: გიორგი, დავითი, ამირანი და ზვიადი. ტარიელ და ნანა როგავა-გელანტიას აღზრდილები. იამაყე საქართველოვ!!!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *