მეცნიერთა კონგრესიპროგრამულიქართული ერთობის დარბაზი

 სამართლიანობის მანიფესტი

“არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა!”

 

(დოკუმენტი ასეთი სახელწოდებით, 2009 წლის 23 ნოემბრიდან როცა იგი პირველად წარედგინა პრეზიდენტს, ეგზავნება დღემდე მოსულ ყველა ხელისუფლებას. თითქმის ყველა მმართველი პოლიტიკური ძალა ამ  დაპირებებით მოდის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ მოთხოვნებს „ელემენტარულს“ უწოდებს, რეალურად კი მათ  არ, ან ვერ ასრულებს, ოპოზიციაში წასულები კი, პროგრამების სახით გვიბრუნებენ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ასეთ პოლიტიკურ ძალებს სწორედ ხალხმა უნდა გამოუცხადოს უნდობლობა. „სამართლიანობის მანიფესტი“ ამ თვალსაზრისით, მართლაც, დიდი წყალგამყოფია და ყველას მის დამსახურებულ ადგილს მიუჩენს. ჩვენ აქ შევეხებით ამ დოკუმენტის იმ  დებულებებს და კონკრეტულ მოთხოვნებს, რომლებსაც დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა)

  ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ.

არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა – ეს არის სახელმწიფოში ჭეშმარიტი მშვიდობის დამკვიდრების უპირველესი და აუცილებელი მოთხოვნა. სამართლიანობის შეგრძნების გარეშე, მოქალაქე ვერ იქნება კანონმორჩილი, სახელმწიფოს მიერ დასახული ამოცანების რეალიზებაზე ორიენტირებული; სახელმწიფოს ინტერესების ერთგული და განხორციელებისათვის მოტივირებული.

უსამართლო გარემოში ყველა პარტიას, ყველა ხელისუფალს თავისი სიმართლე აქვს, ყველა მართალიახალხი კი დასჯილია და ქვეყანა ინგრევა!

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე წელია ვითხოვთ დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებული ნეგატიური პროცესების გამოძიებას, დამანგრეველი ძალების რეალურ გამოვლენას და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

ღრმად გვწამს, რომ 1991-92, 2003, 2007, 2008 წლების; 7 ნოემბრის, 8 აგვისტოს, 26 მაისის პერიპეტიების სამართლებრივი შესწავლა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის დადგენის პროცესის დაწყების კარგ პრეცედენტს. 

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ, და უპირველესად, სამართლიანობის დადგენა-დამკვიდრებაზე. რადგან პირველი, მეორის მცირე ნაწილია.

 ჩვენთვის სამართლიანობაეს არის ღირსეული, უფრო სწორად, ღირსებადადებული ქვეყანა, ღირსებადადებული ადამიანი, ღირსებადადებული ენა, ღირსებადადებული მიწა, ღირსებადადებული ეროვნული ცნობიერება, ღირსებადადებული ეროვნული სიმდიდრე და ის ხელისუფლება, რომელიც ამისთვის იბრძვისხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის მიზანი და სხვა ყველაფერი კი საშუალება, ამ მიზნის მისაღწევად. ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში ქმნის კონკურეტულ გარემოს, და იღებს პასუხისმგებლობას, რომ ადამიანი იყოს დაცული. ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს თავისი ხალხის ვალი ან თუ აქვს, იმის ღირსებაც გააჩნია გადასახადის მოთხოვნამდე, ვალის დაბრუნების პირობები მაინც შესთავაზოს ხალხს.

სამართლიანობა არის  მაშინ, როცა ადამიანები იბრძვიან არა არსებობისთვის, როგორც ეს დღეს არის საქართველოში, არამედ საკუთრი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, როგორც ეს არის რეალური დემოკრატიის ქვეყნებში.

ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების  უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება.

არ შეიძლება, დანაშაულის ტოლფასია არა მარტო ის, რომ უკიდურესად დაბალია მინიმალური ხელფასი და პენსია, არამედ, საარსებო მინიმუმის განსაზღვრის ჩვენთა დამკვიდრებული მეთოდიკა და რაც ყველაზე მეტად შემაძრწუნებელია, თანაფარდობა სახელისუფლებო წრეებში ხელფასებსა და პენსიებს, მინიმალურ ხელფასს შორის.

ჩვენი პოზიცია მარტივია და ნათელი:

  • პენსია
  • მინიმალური ხელფასი
  • ლტოლვილთა შემწეობა
  • უმუშევართა შემწეობა
  • სტიპენდია

უნდა გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე ;

 უნდა  დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან  და სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის, პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;

 

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *