პროექტები

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს
პროფესორ გიორგი შალუტაშვილს

ბატონო გიორგი,
გილოცავთ შობა-ახალ-წელს, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის დიდი სურვილით გიგზავნით მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ შემუშავებულ „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს, რომლის განხილვა დავიწყეთ გელათის კონგრესზე, გასული წლის 8 თებერვალს, დავითობას და რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ, ამ სახით უნდა მოხდეს დღევანდელ საქართველოში გამეფებული დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა, რომ ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერულ პროგრამებთან და მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან.
ტრადიციულად, თეატრალური უნივერსიტეტი დიდი ეროვნული საყრდენი იყო. ასეთივე განწყობაა დღესაც ხალხში და ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, თქვენი პოზიცია დოქტრინასთან დაკავშირებით.
ჩვენი გადაწყვეტილება მყარია – აქტიურად ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, სამეცნიერო და სასწავლო მიმართულების დაწესებულებებთან. ამ ეტაპზე, აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან. გადწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ ტექსტს. პირველ ეტაპზე წარვადგინოთ მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო წრეების წინაშე, შემდგომ კი, საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.
ბატონო რექტორო,
გაახლებთ დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარს, რომ აკადემიური საბჭოს რაც შეიძლება მეტ წარმომადგენელს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება.
სასურველია, შეძლოთ მონაწილეობა გელათის კონგრესის მუშაობაში პირადად თქვენ, ან აკადემიური საბჭოს ერთმა წევრმა. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ 5 წუთის ფარგლებში, კონგრესს გაუზიარებთ თქვენს მოსაზრებას დოქტრინასთან დაკავშირებით.
გელათის კონგრესი სრულად იქნება ჩაწერილი და შემდგომში გადაცემული ტელევიზია „ქართული TV” – ს ეთერში.

 ძალინ დაგვავალებთ, თუ 1 თებერვლამდე გვაცნობებთ თქვენი გადაწყვეტილების თაობაზე,

პატივისცემით,
ჯუმბერ კოპალიანი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *