პროექტები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორს
აკადემიკოს დავით გურგენიძეს
ბატონო დავით,
გილოცავთ შობა-ახალ-წელს, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის დიდი სურვილით გიგზავნით „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს, რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ვფიქრობთ, ამ სახით უნდა მოხდეს საქართველოში დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა. მიგვაჩნია, ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერულ პროგრამებთან და მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან.
ტრადიციულად, საქართვლოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ეროვნული საყრდენი იყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი პოზიცია დოქტრინასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ ტექსტს. პირველ ეტაპზე წარვადგენთ მეცნიერებათა აკადემიაში, შემდგომ კი, საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.
ბატონო რექტორო,
გაახლებთ დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარს. სასურველია, შეძლოთ მონაწილეობა გელათის კონგრესის მუშაობაში პირადად თქვენ, ან აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრმა. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ 5 წუთის ფარგლებში, კონგრესს გაუზიარებთ თქვენს მოსაზრებას დოქტრინასთან დაკავშირებით.
გელათის კონგრესის ჩანაწერი სრულად იქნება გადაცემული ტელევიზია „ქართული TV”- ს ეთერში.
გელათში გამგზავრება მოხდება 8 თებერვალს, დილის 9:00 საათზე. კონგრესი დაიწყება 14:00 საათზე დაბრუნება მოხდება იმავე დღეს.
გთხოვთ თქვენი გადაწყვეტილება გვაცნობოთ 1 თებერვლამდე.
პატივისცემით,
ჯუმბერ კოპალიანი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, „ქართული ერთობის დარბაზის“ პრეზიდენტი.
ბესიკ ბოგველი „მეცნიერთა კონგრესის“ სპიკერი , „ფსიქოლოგიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი.
ვახში ჟვანია ტექნიკის მეცნ დოქტორი, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდის დირექტორი.
საკონტაქტო პირები ვახში ჟვანია (ტელ.:577 40 71 82 ) ბესიკ ბოგველი (ტელ.: 595 01 65 66)
13 იანვარი, 2025 წელი