სლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

მოსაზრებები საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა დაცვის საერთაშორისო ლიგის შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით

პროექტი

(დიასპორულ ორგანიზაციებში და ემიგრანტებში განხილვის მიზნით)

მოსაზრება ასეთი ლიგის შექმნის თაობაზე, გაჩნდა „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ იტალიის, საბერძნეთის და სტამბულის (თურქეთი) სესიებზე , რომელიც „მეცნიერთა კონგრესისა“ და ემიგრანტთა ყრილობის საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ძალებით  შედგა ზუსტად ერთი წლის წინ.

ამ მოსაზრებას ემიგრანტებმა არა მარტო სესიებზე დაუჭირეს მხარი, არამედ ის ფართო განხილვის საგნად აქციეს ინტერენეტ-სივრცეში. ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ეს ჰაერივით საჭირო საქმეა, როგორც ემიგრანტებისთვის, მათი ოჯახებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. თუნდაც ის ფაქტი რომ ჯერ კიდევ 2005 – 2008 წლებში, მეცნიერთა მიერ შედგენილ და დიდ მამულიშვილთა მიერ მხარდაჭერილ ემიგრანტთა პროგრამაში ხაზგასმითაა მინიშნებული, რომ ემიგრანტებს ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ უცხოეთის ქვეყნებში, როგორიც ამ ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში – მრავლისმთქმელია. სამწუხარო ის არის,რ ომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც მეცნიერები, ასევე დიდი მამულიშვილები ამ პროგრამებს ყოველწლიურად წარუდგენდნენ ხელისუფალთ, დღეის მდგომარეობით, შედეგი პრაქტიკულად, ნულის ტოლია. მეტიც, წარმოუდგენლად არის შეზღუდული ემიგრანტების არა მარტო სოციალური უფლებები, არამედ პოლიტიკურიც. ხელისუფლებებმა არ მიიღეს მეცნიერთა წინადადება, რომ საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, რომლებშიც ემიგრანტთა რაოდენობა იძლეოდა ამის საშუალებას, რომ აერჩიათ დეპუტატები საქართველოს პარლამენტში, ხელისუფლებებმა იგნორირება გაუკეთეს. არადა,  ეს იქნებოდა ჩვენი ერთობის დიდი საყრდენი. კონკრეტული ქვეყნების ემიგრანტებს საქართველოს პარლამენტში ეყოლებოდათ თავიანთი წარმომადგენელი, ანუ მათი უფლებებისა და ინტერესების დამცველი, ასევე ხელისუფლებას ამ დეპუტატების საშუალებით, უცხოეთის კონკრეტულ ქვეყნებში ეყოლებოდა თავის წარმომადგენელი, რომლის უპირველესი ფუნქცია სწორედ  ემიგრანტთა უფლებების დაცვა იქნებოდა იმ ქვეყნებში. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. 20-30 პროცენტს აჭარბებს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში არჩეულ იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებიც არ ცხოვრობენ სამშობლოში. ჩვენ მეცნიერთა კონგრესის მიერ მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით შემოთავაზებული ეს უნიკალური მექანიზმი დღემდე ვერ გავითავისეთ და ვერ გავაცნობიერეთ. მეტიც, ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობას არჩევნებში მონაწილეობის პოლიტიკური უფლებაც კი წავართვით.

კარგია,  რომ 21 სექტემბრის ემიგრანტთა პირველმა ყრილობამ გარკვეული ფორმით შეაჯამა ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული დისკუსია და მიიღო უნიკალური წინადადება საქართველოში ემიგრანტთა ოჯახებისა და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნის თაობაზე. წარმატებული აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით გამართული კონსულტაციები როგორც გაეროს, ასევე ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებთან. აქაც შეფასება  ერთნაირია, რომ ეს ახალი წამოწყებაა, რომლის მსგავსი პრეცედენტი დღემდე არც ერთ ქვეყანაში არ არის და მისი წარმატებით განხორციელება საქართველოს მიერ, შეიძლება დიდი მხარდაჭერით მიიღოს საერთაშორისო სტრუქტურებმა რეკომენდაციები მისცენ სხვა ქვეყნებს, რომ წავიდნენ ანალოგიური გზით.

რეალურად, ჩვენ შეიძლება გავხდეთ საერთაშორისო მასშტაბის წამოწყების ინიციატორები. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, რადგან ეს უპირველესად, არის საჭირო საქმე ყოველი ემიგრანტის და მისი ოჯახისთვის, ემიგრანტთა ერთობისთვის, ემიგრანტთა შესაძლებლობების კონცენტრაციისთვის საქვეყნო საქმეებზე და, როგორც უკვე ვთქვით, ეს ქვეყნის ღირსების საქმეა.

როგორ წარმოუდგენია მენციერთა კონგრესს ემიგრანტთა დაცვის ლიგის დემოკრატიული წესით არჩევა, რომ ის ამავდროულად, იყოს მოქნილი რაოდენობამ შეუძლებელი არ გახადოს მისი ეფექტურობა… რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, იყოს სრულიად აპოლიტიკური და ყოველი კონკრეტული პიროვნება მის საქმიანობაში მისთვის სიკეთის მომტანს ხედავდეს? აქვე ვამბობთ, აპოლიტიკურობა არ ნიშნავს იმას, რომ მისი წევრობის უფლება შეეზღუდება რომელიმე პარტიის წევრს. ჩვენთვის აქაც უპირველესია ბიბლიური თეზა: „მთავარში ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.  მთავარი – სამშობლოა, ყველა თავისუფალია პარტიულ არჩევანში, მაგრამ, ურთიერთობა იქნება  პატივისცემითი,  ყოველგვარი პარტიულობისგან თავისუფალი.

ემიგრანტთა ლიგის წევრთა შერჩევის კონკრეტული წინადადებები

  1. სასურველია, გარკვეული წესის დაცვით, ემიგრანტთა ლიგაში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედ დიასპორებს, რომელთაც ამის სურვილი ექნებათ. ემიგრანტთა ლიგის წევრი ავტომატურად ხდება საზღვარგარეთის ქვეყანაში დაფუძნებული დიასპორის თავმჯდომარე, ან დიასპორის მიერ რეკომენდირებული ერთი პიროვნება. აქ აუცილებელ მოთხოვნად მიგვაჩნია, რომ საუბარია მხოლოდ იმ დიასპორულ ორგანიზაციებზე, სადაც წევრთა რაოდენობა მინიმუმ, 500 (არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ციფრი 1000-მდე გაიზარდოს);
  2. ემიგრანტთა ლიგის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც მინიმუმ, 500 ემიგრანტი დაუჭერს მხარს და ეს იურიდიული ნორმების სრული დაცვით, ხელისმოწერით იქნება დადასტურებული;
  3. სასურველია, ემიგრანტთა ლიგის წევრობა შეეძლოს საზღვარგარეთის ქვეყნებში მოღვაწე ცნობილი მეცნიერების, კულტურის , მედიცინის, სპორტის წარმომადგენლებს. დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, ასეთი წესით შერჩეულ წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 და 2 პუნქტის მიხედვით არჩეულთა რაოდენობას.
  4. ლიგის მოქნილობისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, სასურველია, რომ მისი რაოდენობა 100, ყოველ შემთხვევისთვის – 150-ს არ აღემატებოდეს;

შენიშვნის სახით: ლიგის ფუნქცია მის სათაურშივეა განსაზღვრული. მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო მეტად აუცილებელს ხდის ასეთი ლიგის შექმნას, დრო აშკარად ითხოვს ქვეყანაში მათი ოჯახების და უცხოეთში მათი უფლებების დაცვას. ჩვენ აქ მხოლოდ დაკომპლექტების წესზე ვისაუბრეთ, ლიგის   დებულება უნდა შეიქმნას  უცხოეთში მცხოვრები პროფესიონალების მიერ და მისი მიღება უნდა მოხდეს ლიგის წევრთა გადაწყვეტილებით.

 

მიმდინარეობს ემიგრანტთა   ლიგის ხელმძღვანელ ორგანოში კანდიდატების დასახელება-შერჩევის პროცესი. ამ ეტაპზე  დასახელებულია შემდეგი პიროვნებები: 

  1. ნიკლოზ ჩხეიძე – აშშ (დიასპორის ხელმძღვანელი)
  2. ნიჟარაძე ლუარა – იტალია (ფლორენცია) „ემიგრანტები – ძლიერი საქართველოსთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი
  3. ბეგი თავართქილაძე – იტალია, რომი (ქართული დიასპორის ხელმძღვანელი)
  4. დარეჯან ღამბაშიძე – საბერძნეთი, ათენი საკვირაო სკოლის დირექტორი
  5. ავთანდილ მიქაბერიძე  – საბერძნეთი, ათენი (ქართულ-ბერძნული მეგობრობის კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი)
  6. ლელა კუხიანიძე – შვედეთი, სტოკჰოლმი (ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი)
  7. დავით ცეცხლაძე – რუსეთი, მოსკოვი (ქართული დიასპორის ხელმძღვანელი)
  8. ზურაბ კობახიძე – აშშ
  9. ირმა მანჯგალაძე – ჩეხეთი, პრაღა (ქართული დიასპორის ხელმძღვანელი)
  10. ნელი აფციაური – თურქეთი, სტამბული (ქართული დიასპორის ხელმძღვანლი)
  11. მევლუდ ართვინლი – თურქეთი, სტამბული (ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი)
  12. არჩილ ზოიძე – თურქეთი , იზმირი (დიასპორის ხელმძღვანელი)
  13. მარინე გელაშვილი – ისრაელი (ქართული დიასპორის ხელმძღვანელი)
  14. ორჰან ბერიძე – თურქეთი, სტამბული (დიასპორის ხელმძღვანელი)
  15. მელანია თურქი – თურქეთი, სტამბული (დიასპორის ხელმძღვანელი)
  16. თამაზ გვენეტაძე – გერმანია, (ქართული კულტურის ც ენტრის ხელმძღვანელი)
  17. ლალი ბურდული – იტალია, ფლორენცია (ქართულ-იტალიური ცენტრის ხელმძღვანელი)
  18. ლალი ფანჩულიძე – იტალია, მილანი (ქართულ-იტალიური საზოგადოების თავმჯდომარე)

 

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *