მეცნიერთა კონგრესისლაიდერიფოტო

დიდი ნიჭისა და დიდი ნებისყოფის შედეგი

მეცნიერთა კონგრესის ინიციატივით, საქართველის მენციერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ვიცე-რეზიდენტმა აკადემიკოსმა  რამაზ ხუროძემ,  აკადემიკოს-მდივანმა ლადო პაპავამ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელმა აკადემიკოსმა ელდარ ისმაილოვმა, სოფ. ოქროყანაში დაათვალიერეს კახაბერ კაკაბაძის კერძო მუზეუმი. აკადემიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს როგორც ცოცხალი მუზეუმის შექმნის კონცეფციას, ასევე და, უპირველესად, მუშაობას, რომელიც მისმა ავტორმა გასწია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

მუზეუმის კოლექციაში არის უნიკალური ნივთები პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული დღემდე. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს მუზეუმი შედეგია დიდი ნიჭის და დიდი ნებისყოფის, რომ შეუძლებელია ადამიანმა ეს საქმე გააკეთოს დიდი ეროვნული განწყობის და მთელი ოჯახის მოთმინებისა და მხარდაჭერის გარეშე. მუზეუმის კოლექციაშია უნიკალური ნივთები მოპოვებული როგორც საქართველოში, ასევე მოძიებული და დაბრუნებული ქვეყანაში უცხოეთიდან. აღინიშნა, რომ კონცეფცია, რომლითაც მუზეუმი იქმნება, არა მარტო თანამედროვეა, არამედ ორიენტორებულია მომავალზე.

როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იდეა ცოცხალი მუზეუმის შექმნის თაობაზე  და ის თანხვედრილია ეპოქის მოთხოვნებთან. „დასაფასებელია, – აღნიშნეს აკადემიკოსებმა, – რომ მუზეუმის კონცეფციის ავტორმა და მისმა ოჯახმა, ეს შექმნეს ურთულეს პერიოდში. უამრავი უნიკალური ექსპონატი გადარჩა ქვეყნიდან გატანას და მიუხედავად ირგვლივ გამეფებული გაჭირვებისა, უარი თქვეს სიმდიდრესა და კარგ ცხოვრებაზე, აირჩიეს სულიერების გზა და ქმნიან მუზეუმს, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ელემენტარული მხარდაჭერის პირობებში შეიძლება იქცეს ეროვნული კულტურის დიდ საგანძურად. ბედნიერებაა ,რომ ქვეყანას ჰყავს ასეთი ადამიანები. რომელთათვისაც ქვეყანა და ქვეყნის ინტერესია უპირველესი“

ამ შეხვედრაზე გაიხსენეს კაკაბაძეების დიდი გვარის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე და აღნიშნეს რომ კახაბერ კაკაბაძე ამ გზის ერთი კარგი გამგრძელებელია, ჩვენ ვამაყობთ, რომ კახაბერ კაკაბაძე „მეცნიერთა კონგრესის“ წევრია. მისი პროგრამების მხარდამჭერია და მომავლის საქართველოსთვის გამოკვეთილი პოზიციის მებრძოლია.

  „მეცნიერთა კონგრესი“ კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა და მთელმა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირეს წინადადებას ამ მუზეუმის დათვალიერების თაობაზე , ეს კარგი პრაქტიკა მკვიდრდება. ამ რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა, რამაზ ხუროძემ მოისმინა „მეცნიერთა კონგრესის“ ორი წევრის : ამირან აფციაურის და დავით სახვაძის ნოვატორულ წინადადებათა თაობაზე. პირველი ენერგეტიკას შეეხებოდა, მეორე – ლითონისა და ალუმინის ფხვნილის მიღებას. დაიგეგმა ოქტომბრის ბოლოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელთა დასწრება ექსპერიმენტზე , როცა მართლაც, დაუჯერებელის მომსწრენი უნდა გავხდეთ. მიღებული იქნას ალუმინის ფხვნილი, რაც საერთაშორისო მასშტაბის უდიდეს სიახლეს ნიშნავს. მართლაც, შეუძლებელს შევძლებთ , თუ ქვეყანაში დასრულდება პრიმიტიური პოლიტიკური აზროივნების ეპოქა და დაიწყება მეცნიერების ერა. სწორედ ეს,ხოლოდ ეს არის გზა ბედნიერებით სავსე ქვეყნისკენ!

ვდებთ ზოგიერთ სურათს რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით, რა დიდი საქმეა შესრულებული ამ მუზეუმის შექმნით. გაითვალისწინეთ, რომ ყველა სახის ნაგებობა ამ ეზოში, ყველა სახის დეკორაციული მორთულობა, შესრულებულია კხაბერ კაკაბაძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ. ეს სურათები არის დასტური იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ეროვნული განწყობის შემოქმედსა და ქვეყანაზე შეყვარებულ ენერგიულ კაცს და მის ოჯახს

რამდენიმე შტრიხი კახაბერ კაკაბაძის ბიოგრაფიიდან:

“მოგახსენებთ,რომ გახლავართ გენეტიკურად ქართველი და ვარ ძალიან თბილი,პატრიოტი ბებია-პაპების შთამომავალი,(აცხონოს უფალმა თითეული მათთაგანი),რომლებმაც ის უდიდესი,განყენებული წესი(კულტ ურაა), რასაც ქართული ჰქვია, დაბადებიდან შთამინერგეს გულში,სულში და ასე აღმზარდეს!
6 წლიდან მიწევდა ჩვენი პლანეტის მრავალ ქვეყანაში წარმედგინა ჩვენი,ქართული ფოლკლორი და თითქმის 15 წლამდე მთლიანი ეს დრო ჩოხა-ახალუხით მომევლო მრავალი ქვეყნის სცენა და ის აუარებელი აპლოდისმენტი,რომელიც მუდმივად ყურში ჩამესმის მეამაყა ამით.ბავშვობიდან უკრავდი და ვცეკვავდი თამაზ გოგოტიშვილის ანსამბლში.

მახსოვს ის აუარებელი გაკვირვება,რომელსაც ჩვენი ანსამბლი იმსახურებდა და სცენიდან ხანგრძლივი დროით არ გვიშვებდა.წარმოდგენის შემდეგ სცენაზე,კულისებში თუ საგრიმიოროში მოსული საზოგადოება რუქებით და მცირე ზომის ატლასებით გვთხოვდნენ პატარა არტისტებს,რომ თითით მიგვეთითებინა რომელი ქვეყნიდან ვიყავით,რადგანაც მათ ასეთი რამ სიზმარშიაც არ ენახათ!

როდესაც წამოვიზარდე დავინახე ჩემი ერის მრავალი გასაჭირი და მათ შორის “მშრალი ხიდის” ფენომენი,სადაც ჩემი საქართველო გაიყიდა და ამას ყველა მთავრობამ შეუწყო ხელი.ერთხელ სუფრასთან ერთმა პიროვნებამ განმიცხადა,რომ ის იყო იმ 9 კაცს შორის,ვინც შეიმუშავა ახალი ქართული სახელმწიფოს კონცეფცია და მითხრა,რომ ჩვენი,ქართული იდენტობის,ყველა ხალხისგან განსხვავებული წეს-ჩვეულებების აღმნიშნავი უძვირფასესი ნივთების გადინება,რაც ყველა თავმოყვარე ერს აკრძალული აქვს და რაც აქედან ჩარტერული რეისებითაც კი გაიტანეს ამ ახალ კონცეფციაში,როგორ არ შეიტანეს.მე ეს უდიდეს დანაშაულად მიმაჩნია,რადგანაც ვინც რა წაიღო აქედან ქართულ-კავკასიური უნიკალური ნიმუშები,მიისაკუთრა და თავისად გამოაცხადა!

90-იან წლებში განათლების მოსპობამ და მომავალი თაობების ნარკოტიკებთან მისევას მოჰყვა ჩვენი საუნჯის კაპიკებად მიტანა მშრალ ხიდზე,სადაც ძალიან ძვირად გაიყიდა და ჩარჩი გამდიდრდა,ჩემი ქვეყანა კი გაღარიბდა!

ამ ყველაფერმა მაიძულა მთელი დრო და ენერგია დამეთმო ამ საქმისათვის და რასაც გადავეყარე შემენარჩუმებინა და მომავალი თაობებისათვის გამეცნო.

მოგეხსენებათ ამას მხოლოდ მონდომება ვერ ეყოფოდა და სულ თანხების მოძიებაში ვიყავი,რამაც ჩემი ოჯახი დაღალა.

უნდა მიმეღო გადაწყვეტილება,გამეყიდა უნიკალური ნივთები,საიდანაც დიდ მოგებას ვნახავდი და იქეთ ექნებოდათ ჩემი ვალი!, რა დროსაც მოვიფიქრე ცოცხალი მუზეუმი გამეკეთებინა და არა გაყიდვით,არამედ დათვალიერებით და იგივე ჭურჭელში,იგივე ქვევრში,იგივე ხასიათში გამეცოცხლებინა ჩვენი წინაპრის დანატოვარი,რისთვისაც ბანკში ჩავდე სახლი და თან ვაშენე,თან გასამრჯელო გავეცი ხელოსნებზე,თან კოლექციას ვამატე და თანაც ავაშენე ეს მუზეუმი,სადაც პროექტის ავტორიც,მძღოლიც,დიზაინერიც,მუშაც,ხელოვნებათმცოდნეც და ა.შ. თავად ვიქეცი.

ახლა თავად ხედავთ,თუ რაოდენ შთამბეჭდავია ეს ყოველივე, დიდი სიამაყითა და უდიდესი სიყვარულით მინდა მადლობა მოვუხადო თითოეულ ადამიანს,ვინც გვერდში დამიდგა”

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *