მეცნიერთა კონგრესისლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ემიგრანტთა ყრილობის ორგანიზატორების შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

 

2023 წლის 28 სექტემბერს ემიგრანტთა ყრილობის ორგანიზატორები შეხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული  დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და მიიგრაციის  საკითხების უფროს კურატორს,შეხვედრაზე ემიგრაციის  პრობლემებსა და ქვეყანაში რეალურ მდგომარეობაზე იქნა ხაზგასმა “გულღია და მართალი საუბარი შედგა,ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით  ურთიერთ თანამშრომლობაზე” -აღნიშნა ქალბატომა ლუარა ნიჟარაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს წერილი ,რომელიც შემდგომ გადაეცა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიასპორიის  დეპარტამენტის დირექტორს ბატონ მალხაზ გულაღაშვილს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

ბატონებო!

2023 წლის 21 სექტემბერს მეცნიერთა კონგრესის მხარდაჭერით,საზოგადოებრიობის მონაწილეობით ჩატარდა ემიგრანტთა პირველი ყრილობა -მომავლის საქართველოსთვის,უპრეცედენტო შემთხვევა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში.

ემიგრანტთა ყრილობის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის 75 წევრის ხელმოწერით წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს სათაურით:”ბ-ნო პრემიერო გთავაზობთ თანამშრომლობას”.
ყრილობაზე მოწვეული იქნა მთლიანად სამთავრობო რგოლიც. ჩვენ ვთვლით რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს ემიგრანტთა გაერთიანებისთვის. პოზიტიურად ვუყურებთ რა დღევანდელ შეხვედრას,ვადასტურებთ პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილი წერილის ყველა მოთხოვნას.

ჩვენ ყოველგვარი დაპირისპირების და ლანძღვა-გინების წინააღმდეგნი ვართ. ამ ყრილობის საფუძვლად იქცა სწორედ ის, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცე დაპირისპირებით, აგრესიით, ლანძღვა-გინებით არის სავსე,მივმართეთ ყველა პოლიტიკურ ძალას: დღეს დაპირისპირების დრო არ არის!

მსოფლიოში შექმნილი რეალური მდგომარეობა გვაძლევს შანსს, რომ გაცილებით მეტად მივხედოთ საქვეყნო პრობლემებს და ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე!.

ჩვენ პატივისცემით მოვეკიდეთ „მეცნიერთა კონგრესის“ არა მარტო პროგრამულ დოკუმენტებს, რომელთა მიზანია ქვეყანაში სისტემური ცვლილებები, არამედ მთავარ დებულებებს; ქვეყანას არ ექნება მომავალი, თუ არ შედგა ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობა, თუ არ დამკვიდრდება პრინციპი – „მთავარში ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“,რომ დღეს მთავარი ამოცანაა არა ქუჩა და ქუჩის რევოლუცია, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია.

სწორედ ეს პროგრამები და ეს პრინციპები მოვისმინეთ იტალიასა და საბერძნეთში,სტამბულში, „მეცნიერთა კონგრესის“ თვრამეტკაციანი დელეგაციის ემიგრაციაში სტუმრობისას.

2022 წლის 6 ნოემბერს იტალიაში,ფლორენციიდან დაიწყო „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“,რომელიც უნდა დასრულდეს 2024 წლის 26 მაისს.
მეცნიერთა კონგრესის მიერ 2007 წელს შედგენილ დოკუმენტურ წიგნში  “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” სწორედ ამ კონგრესის ხაზგასმაა მოცემული: საქართველოში დარჩენილთა, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა და საქართველოდან წასულთა ერთობის თაობაზე, ჩამოყალიბებულია ემიგრანტთა პოტენციალის გამოყენების და ემიგრანტთა საქართველოში დაბრუნების სერიოზული პროგრამა.
თანამშრომლობისთვის

ემიგრანტთა ყრილობაზე შეიქმნა ორი ჯგუფი:

პირველი – საქართველოს საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ მისიებთან თანამშრომლობისა , რომელსაც სათავეში მეცნიერთა კონგრესის სპიკერი – ერეკლე შონია უდგას; მეორე -საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნის თაობაზე.

ჩვენ ვაერთიანებთ ხალხს, ვისაც ერთი დღე არ გვიცხოვრია საქართველოს გარეშე და ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე , დიდ ერთობაზე.

ამ ყრილობის მთავარი სათქმელი იყო: „ემიგრანტები მომავლის საქართველოსთვის ,პრინციპით -ერთად საქართველოსთვის!

ჩვენ ვაფასებთ დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც, როგორც წინასწარ გვითხრეს, ესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელები და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ემიგრანტთა პრობლემებზე.

ჩვენ დღეს გარკვევით ვამბობთ: ქვეყნის გარეთ ისტორიულად ცხოვრობდა არაერთი ქართველი, ძალიან ბევრი წარმატებული პიროვნება მიიწვიეს სხვადასხვა სახელმწიფოებმა. დღეს კი უცხოეთში წასვლა ასიათასობით ადამიანს გვაიძულა ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ. ჩვენთვის არავის უთქვამს წადითო.ემიგრანტების უდიდესი ნაწილი გარეთ გაგვიშვა ქვეყანაში შექმნილმა სოციალურმა მდგომარეობამ. დღეს ჩვენ ვიბრძვით ისეთი საქართველოსთვის, რომელშიც ჩვენი დაბრუნების პირობები იქნება შექმნილი. ჩვენ უკვე მილიონზე მეტნი ვართ ქვეყნის გარეთ და ვამბობთ, რომ ეს პირობები შევქმნათ ერთად. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული საკითხი:

1.დაიწყოს მეცნიერთა კონგრესის პროგრამების განხილვა სამთავრობო წრეებში, სისტემური ცვლილებების 21-პუნქტიანი “იმედის პროგრამა”მოისმინოს საქართველოს პარლამენტმა;

2.მიეცეს „მეცნიერთა კონგრესს“ საშუალება პირველ არხზე ჰქონდეს მუდმივი, ყოველკვირეული -ემიგრანტთა და „მეცნიერთა კონგრესის“ ერთობლივი გადაცემა. საერთოდ, კარგი იქნება, თუ ემიგრანტებს კვირაში ერთი გადაცემა ექნება სატელევიზიო სივრცეში;

3.შედგეს „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ მზადების ერთობლივი სახელმწიფო კომისია.ამ კონგრესის ჩატარება აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

4.განხილული იქნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის წინადადება:შეიქმნას უხუცესთა საბჭო, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე.

5. „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ შვიდი წლის წინ იქნა დასმული საკითხი:პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას დიასპორების ხელმძღვანელთა სათათბირო საბჭო და შედგეს რეგულარული შეხვედრები პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით.

6.აუცილებელია სატელევიზიო სივრცეში უცხოეთში მცხოვრებ ქართველთათვის ქართული ენის შემსწავლელი გადაცემა. ეს პრინციპული საკითითხია. სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები მოდიან საქართველოდან ოჯახებთან ერთად და უცხოეთში უკვე მესამე თაობის ბავშვები გაჩნდნენ, ძალიან ბევრ ქართული ენის სწავლის საკითხი სერიოზულადაა მოსაწესრიგებელი;

7.ჩვენ პრინციპულად ვითხოვთ:საქართველოს ხელისუფლება გახდეს გარანტი,რომ საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორი უფლებებიც იმ ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ საქართველოში.

საქართველოს ხელისუფლება უნდა გახდეს გარანტი, რომ ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში ჰქონდეთ იგივე პირობები, თუნდაც სოციალურ ჭრილში, როგორიც იმ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ თავიანთ ქვეყნებში, თუნდაც გაწეული საქმიანობის ანაზღაურების თვალსაზრისით;

8.აუცილებლად მიგვაჩნია გატარდეს სერიოზული საბანკო რეგორმა,რომელიც მომხმარებელს გაანთავისუფლებს ბანკების მონოპოლიზაციისაგან,მოგეხსენებათ ქვეყნის გარეთ გასულ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ბანკის ვალების გამოა გადახვეწილი და მაღალი საპროცენტო განაკვეთი წნეხის ქვეშ ამყოფებს არა მარტო ემიგრაციაში მყოფ ქართველობას,არამედ საქართველოში დარჩენილ მოსახლეობასაც.

9.პოზიტიურად მიგვაჩნია ,რომ საქართველოს სახელმწიფო გარკვეულ დახმარებას უწევს უცხოეთში მოქმედ შემოქმედებით კოლექტივებს. სასურველია, მომდევნო წლის მაისში საქართველოში ჩატარდეს უცხოეთში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების დათვალიერება-ფესტივალი.

ემიგრანტების განწყობა ერთია: რადგან დავიწყეთ, არ გავჩერდებოთ! არ ივარგებს ემიგრანტების დაყოფა „ჩემიანად და სხვისიანად“ !

ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე მთავარზე საუბარმა უნდა გაგვაერთიანოს.
სწორედ ამ განწყობით მოვედით თქვენთან.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სისტემურ ხასიათს მიიღებს.

პატივისცემით,
1.ლუარა ნიჟარაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მოძრაობა „ემიგრანტები საქართველოსთვის“ დამფუძნებელი
2.დარეჯან ღამბაშიძე – ათენის ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი
3.ირმა მანჯგალაძე-ყოველთა ქართველთა ,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის კოორდინატორი

წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *