მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესი დაბადების დღეს ულოცავს დიდ ქართველ პოლიტიკოსს, მეცნიერთა კონგრესის დამფუძნებელს, თეიმურაზ შაშიაშვილს

დიდ ქართველ პოლიტიკოსს,მეცნიერთა კონგრესის მთავარ დამფუძნებელს ,ქართული ეროვნული საქმის ამაგდარს,საზოგადო მოღვაწეს,ღირსეულ მამულიშვილს ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილს ულოცავს დაბადების დღეს

ქართული მხოლოდ ქართული გზა,ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს-თეიმურაზ შაშიაშვილი
დაბადების თარიღი: 20 ივნისი, 1951 (72 წლის)
კატეგორია: თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს პოლიტიკური სასწავლებელში.
1967-1972წწ. მუშაობდა ქუთაისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში მუშად, ინჟინრად; 1974 წელსს დაინიშნა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ;
1978 – ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად; იყო ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეული პარტიული ლიდერი, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე;
1989-1991წწ. ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: “საქართველოს კომუნისტური პარტია”, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1992); ✅️საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); ✅️1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №6.59 ქუთაისის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; ✅️1993-1995წწ. იყო ქალაქ ქუთაისის პირველი მერი; 1995-1997წწ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში (იმერეთის მხარის პირველი გუბერნატორი);
1997-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში. მონაწილეობდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომი და აშშ-ის ქალაქების, კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქის წოდება.
არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. – გვ. 347; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. – გვ.174; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.357
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
გელათის მეცნიერებათა აკადემია- აკადემიკოსი
მოძრაობა “დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო”, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992-)
პოლიტიკური პარტია “თეთრები”, ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე (2009-)
საზოგადოებრივი მოძრაობა “წინ საქართველო!”, დამფუძნებელი (2005-)
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომისია, წევრი (1992-1994)
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვის ფონდის საკონტროლო დროებითი კომისია, წევრი (1992-1994)
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2001 – ღირსების ორდენი
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ბიბლიოგრაფია:
↗️აზროვნების სიძნელე ანუ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება ერთ მუშტად შეკრული და კუჭი იმარჯვებს გონებაზე (ავტორი). – თბილისი, 2000. – 60გვ.
↗️მოხსენება საქართველოს პარლამენტში (13 ივნისი, 1997 წელი) (ავტორი). – თბილისი, 1998. – 28გვ.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *