"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი
ლუარა ნიჟარაძე: ჩვენ ემიგრანტები ამ სამშობლოსკენ ვიყურებით იმედით,რომ დავიბრუნებთ პარტიების მიერ მიტაცებულ სამშობლოს!

გუშინ ოცდაექვსი მაისი იყო და ვზეიმობდით,ზეიმობდა სრულიად საქართველო და ვღებულობდით მილოცვებს მსოფლიოს ქვეყნებიდან,სიმართლე გითხრათ ვუყურებდი 26 მაისის აღლუმს ,ვუსმენდი და ვტიროდი მე ემიგრანტი უცხო მიწაზე ,ჩემს ემიგრანტებს პირადში მივულოცე და მივწერე არ მეზეიმებოდა ,მაგრამ როცა აღლუმს ვუყურებდი ავტირდი,რადგან ეს ჩემი საქართველო იყო და გული სიამაყით მევსებოდა,მეც ფიქრით შევუერთდი იქ იმ აღლუმს და მიხაროდა ჩემი ქვეყნის მთავრობაც და პრეზიდენტიც.
დამთავრდა აღლუმი და საკუთარ თავთან ისევ მარტოდ დარჩენილს შემეცოდა ჩემი თავიც და ჩემთან ერთად ის ორმილიონამდე ემიგრანტი ვინც ჩემსავით ათეული წლებია ასე უცქერს შორიდან საკუთარ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი თარიღის ზარ-ზეიმით აღნიშვნას!
განა იმას ვამბობ რომ არ ვზეიმობდეთ,ცუდად არავინ გამიგოს,მაგრამ რას ვზეიმობთ ???ფურცელზე დარჩენილ დამოუკიდებლობას თუ იმ მოტირალ ორმილიონიან ემიგრანტთა ცრემლებს ,რომლებიც მობილური ტელეფონით ეფერებიან ოჯახებს ათეული წლები…?
პოლიტიკური “ინტელიშმენტი” მართლაც ბედნიერია,ზარზეიმობს და ხარობს კიდეც,დანარჩენი საქართველოა ღირსებით ცხოვრებას მოწყვეტილი საკუთარ ქვეყანაში და ჩემსავით არ ეზეიმება,ესაა ეროვნული ტრაგედია,პოლიტიკური “ინტელიშმენტისგან”მიტაცებული სამშობლო!!!!
…..
და ჩვენ ემიგრანტები ამ სამშობლოსკენ ვიყურებით იმედით,რომ დავიბრუნებთ პარტიების მიერ მიტაცებულ სამშობლოს!!!!