"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგნოზი

●ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვეცდები ვიყო გულწრფელი და არ დავიწყო მირით-მორეთი,ანუ შელამაზებული და შენიღბული საუბრები,რაც დღეს ქვეყნის რეალური ვითარებიდან გამომდინარე დამღუპველია.

●დღეს აუცილებელია შიშველი სიმართლე,ნახევრად ნათქვამმა სიმართლემ შეიძლება ჩვენი ქართული საზოგადოების საწინააღმდეგოდ იმუშაოს,ამიტომ ღიად უნდა ვისაუბროთ,და ჩვენი თვალით დანახული სიმართლე ვამცნოთ საზოგადოებას!

●სამწუხაროდ დღეს ქართული საზოგადოების ცნობიერებაზე მიდის ტერორი,ვეღარ გაგვირკვევია სად სიმართლეა და სად ტყუილი,ამას ახერხებენ სატელევიზიო სივრცის საშუალებით,ერთიდაიმავე პოლიტიკური სპექტრის და მათი “დაქირავებული”ჟურნალისტების მეშვეობით,რომლებიც ერთ სივრცეში არიან და ერთიდაიმავე ხელიდან იმართებიან ,და ეს ხელი არის დასავლეთი ,ნაწილობრივ რუსეთიც,თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესშია დაბნეული საზოგადოება მართოს დასავლეთის საწინააღმდეგოდ,იმ შემთხვევაში ჩვენ თუ მაინც დავიწყებთ “ნატო-ნატოს”ძახილს,და “ოკუპანტი-ოკუპანტი”რუსეთის ქადაგებას!

●სად დგას ევროპა?ევროპას საქართველო იმდენად აინტერესებს,რამდენადაც ემიგრანტების უდიდესი ნაკადი რომელიც ევროპაზე მოდის,ისროლოს საქართველოში,რამეთუ ევროპის ქვეყნები იტალია,საბერძნეთი,საფრანგეთი,გერმანია და სხვები კატეგორიულად უკეტავენ საზღვრებს საკუთარი ქვეყნებიდან დევნილ მოსახლეობას ,მაგ .ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა ლიბია,ავღანეთი,ინდოეთი,ირანი,პაკისტანი და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნებიდან !

●ევროპა უდიდეს გასამრჯელოს იღებს დევნილი ემიგრანტების შესანახად,ამიტომაც უამრავ დაფინანსებას გრანტის თუ სესხის სახით გამოყოფს საქართველოსთვის!

●მსოფლიო ბანკი და კერძოდ დასავლეთი-ამერიკა ევროპასთან შეთანხმებით გეგმაზომიერ პროგრამას ახორციელებს საქართველო გადააქციოს მულტიკულტურულ ეთნიკურ ჯგუფად,სადაც ეკონომიკური აღმავლობა შიდა ეკონომიკის ხარჯზე ნულამდე უნდა დაეცეს და საქართველო ჩამოეკიდოს მსოფლიო ბაზარს,ანუ ჩვენ ვიქცეთ გამსაღებელ ბაზრად და დავკარგოთ მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი,გავხდეთ ტურიზმის და ინვესტიციების მთავარი ცენტრი!

●რა ხდება რუსეთთან მიმართებაში??? ისტორიულად რუსეთს საქართველოს მიმართ ყოველთვის ჰქონდა არაკეთილსინდისიერი და არაკეთილმეზობლური დამოკიდებულება, თუ საქართველო საკუთარ დამოუკიდებელ ნაბიჯების გადადგმას გადაწყვეტდა რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად ,ამ დროს რუსეთის პოლიტიკა ხისტი ხდებოდა საქართველოს მიმართ და ისტორიულად მუდმივად ქაოსსა და ნგრევაში გვამყოფებდა,მანამ სანამ საქართველო არ დაიჩოქებდა და ისევ რუსეთისკენ არ მოატრიალებდა გეოპოლიტოკური მართვის საჭეს ,ამ დროს ჩვენი გონიერი დიპლომატი მეფეები ცდილობდნენ სარგებელი მიეღოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და საქართველო როგორც სახელმწიფო შეენარჩუნებინათ!

●დღეს რუსეთის გაღიზიანება საქართველოს მიმართ კულმინაციურ წერტილშია მისული,მე არ მჯერა რომ დასავლეთის და თუნდაც ნატოს წევრი ქვეყნების,ან ევროპის ზეგავლენით რუსეთმა რაიმე მაამებლური ნაბიჯები გადმოდგას საქართველოსკენ,და ასე მშვიდობიანი ტონით დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ომით და სისხლით წართმეული,პირიქით ახლა რუსეთის ინტერესებში ჩვენი საბოლოო დაჩოქება შედის და ის ხელს უწყობს ქართველი ერის “გენოციდს”რათა დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა!

შიდა ეკონომიკის გაჩანაგება,ქართველების მასიური გადინება საქართველოდან და უცხო ტომებით საქართცელოს მოსახლეობის ჩანაცვლება,ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და შევიწროება სწორედ რუსეთის გეგმაზომიერი პროგრამის ერთი ნაწილია საქართველოს წინააღმდეგ!

●აჭარას თურქეთი იპყრობს უხმაუროდ,რამეთუ აჭარაში მუსლიმი მოსახლეობა იზრდება და ქართული კი მცირდება!ქვემო ქართლში იზრდება სომხების და აზერბაიჯანელების გავლენა და რაოდენობაც,ქართული კი მცირდება,დაკარგულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსაც თუ მივუმატებთ ფაქტიურად ნახევარი საქართველოა საფრთხის ქვეშ,განახევრებულ ერს და ქვეყანას ვის კოლონიად აქცევენ ამაზე რუსეთის და დასავᲚეთის ერთიანი გეგმაზომიერი შეთანხმება მიმდინარეობს!

●ეს სამწუხარო სურათი იმისთვის მიმოვიხილე რომ ახლა შიდა არეული ვითარების გარკვევა ვცადოთ!
სააკაშვილის ფაქტორი ყოველთვის იყო დამღუპველი საქართველოსთვის,არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას თუ რა უარყოფითი მხარეები მოჰყვა მის ე.წ. პრეზიდენტობას,ეს ისედაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს,მეორე ნაწილი კი მუდმივად ფანატიკოსობს “მიშა,მიშას “ძახილით და ამაში იღებენ უამრავ დაფინანსებას სწორედ დასავლეთიდან,რუსეთში კი საქართველოსთვის მის პოლიტიკურად მარცხიან გეგმას ჰყავს მაამემბლები,და სწორედ ამ მაამებლების შეთანხმებით ის მუდმივ მარიონეტს წარმოადგენს საქართველოს საწინააღმდეგოდ!

●ამდროს ევლინება საქართველოს მეორე “მხსნელი”ივანიშვილის სახით,რომლის კეთილ მიზნებში რომ საქართველო გაენთავისუფლებინა “ბოროტი ძალებისაგან” იმ დროში ეჭვი არც მეშემიტანია,დღესაც მჯერა რომ მას საქართველო უყვარს სააკაშვილისგან განსხვავებით,მაგრამ მან ვერ შეძლო პოლიტიკურად ქვეყნის სწორი მართვა და წლების შემდეგ დაინახა რომ ჩიხში მოექცა, სწორედ ამიტომაც გადავიდა კულისებში,მის მიერ დატოვებული პოლიტიკური ძალა სუსტი მმართველი აღმოჩნდა,რის შედეგადაც გვაქვს ის რეალობა რაც გვაქვს!

●დღეს ისევ სააკაშვილის ფაქტორია საპირწონედ ქცეული ქართული საზოგადოებისთვის,რომელიც პოლიტიკური სპექტაკლების მსხვერპლია გარედან მართული პოლიტიკური ძალების წყალობით!

დღეს უკვე ქართულ საზოგადოებას არცერთი სურს და არც მეორე,და სამართლიანადაც!
თუმცა ცუდსა და უარესს შორის მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება და ეს არჩევანი ქართული “ოცნებაა”!!!!რადგან მოღალატე რეჟიმს,რომელიც ვერ და არ გაასამართლა ქართულმა” ოცნებამ”,რომელსაც ეს ევალებოდა სამართლებრივად,ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ,არ შეიძლება მორალური კოდექსით ხმა მისცე!!!თავის დროზე რომ სამართალს ეზეიმა და ყოფილიყო კანონის უზენაესობა ან დამოუკიდებელი სასამართლო დღეს ბევრ სახელმწიფო დამნაშავეს ვიხილავდით ციხეში!

დადგა საქართველოსთვის სავალალო მომენტი!
და თუ რა მოხდება შემდგომ?
მე კი ვიცი,თუმცა თავს შევიკავებ არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია ,არამედ ისევ საზოფადოებას ვუფრთხილდები და ამიტომ!
ერთი კია-მშვიდობას ვისურვებდი ჩემი ტანჯული სამშობლოსათვის!

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
ლუარა ნიჟარაძე
2021 წ.26 ოქტომბერი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *