მეცნიერთა კონგრესიპროექტებისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის გადაწყვეტილებები

სამშობლო განსაცდელშია! ქუდზე კაცი საქართველოსთვის

 

სამშობლო განსაცდელშია! ქუდზე კაცი საქართველოსთვის!

  1. დამტკიცდეს ქვეყანაში სისტემური ცვლილებების პროგრამის: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, „სხვა ყველაფერი,ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“, შესწორებული ვარიანტი.

 

  1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს დამატებით 300 ათასი ეგზემპლარი პროგრამის დასტამბვა მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე და მისი დარიგება ხალხში; ხოლო 15 სექტ- ემბრამდე შემოსული მოსაზრებების გათვალისწინებით შესწორებული ვარიანტის 100 ათასი ეგზემპლარის გამოშვება 18 სექტემბრის სახალხო შეკრებისთვის. შესაბამისად, ორგანიზაცია უნდა გაუკეთდეს მის დარიგებას საქართველოს ყველა მხარეში, ქალაქსა და რაიონში, სოფელში. ეს ურთულესი საქმეა და მოითხოვს არნახულ ერთობას. როგორც ფინანსების მობილიზების, შემდგომ მისი დარიგების ორგანიზების თვალსაზრისით. კონგრესი ამ საქმეში თანადგომისთვის მიმართავს ყველას.

 

  1. დამტკიცდეს მიმართვები:

 

საქართველოს მოსახლეობისადმი. პროგრამასთან დაკავშირებით 

– ხალხის ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლებისადმი.

პოლიტიკური პარტიებისადმი.

საინფორმაციო საშუალებებისადმი.

4. განახლდეს მუშაობა “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის” მოწვევისათვის, მიზანშეწონილად ჩაითვალოს კონგრესის შემდგომ სხდომაზე საორგანიზაციო კომიტეტის დამტკიცება. ამ საქმიანობის კოორდინაცია ეთხოვოს ევროპის კულტურის მოღვაწეთა ალიანსის პრეზიდენტს, ქალბატონ ირმა მანჯგალაძეს, რომელიც წლებია ცხოვრობს ჩეხეთში, არის საქართველოსა, ჩეხეთის მოქალაქე, აქვს დიდი კონტაქტები ევროპის სამეცნიერო და კულტურული მიმართულების წრეების ცნობილ წარმომადგენლებთან.

5. მიზაშეწონილად ჩაითვალოს ინდივიდუალური შეხვედრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებთან სისტემური ცვლილებების პროგრამის: პროფესიონალთა პარლამენტის, სახელმწიფო კაცების საკრებულოს, პარტიათა ასამბლეის შექმნის დეტალებთან დაკავშირებით. კოორდინაცია ეთხოვოს მეცნიერებათა დოქტორებს: ამირან აფციაურს, გიორგი ქუთათელაძეს, ვახში ჟვანიას, ლევან ღვინჯილიას..ეს შეხვედრები უნდა დასრულდეს 15 სექტემბრისთვის

6, მიზანშეწონილად ჩაითვალოს მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთ ან. ამ საქმიანობის კოორდინაცია ეთხოვოს ბატონ თორნიკე კივილაძეს.

7. ძალაში რჩება მეცნიერთა კონგრესის შეხვედრების აუცილებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების პირველ პირებთან, კოორდინაცია ეთხოვოს ქ-ნ ლუარა ნიჟარაძეს.

8. მიზანშეწონილად ჩაითვალოს პირველი სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღიური ფეისბუქ-კონფერენციები პროგრამის თითოეული პუნქტის განხილვის მიზნით, საზოგადოების ფართო წარმომადგენელთა ჩართულობით. სასურველია, თუ ამას შესაძლებლად ჩათვლის ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს ხელმძღვანელობა, ანალოგიური მოხდეს ტელევიზიის მეშვეობით. ამ საქმიანობის კოორდინაცია ეთხოვოს კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ქ-ნ ციური გარუჩავას.

9. მიზანშეწონილად ჩაითვალოს მეცნიერთა კონგრესის გაფართოებული სხდომის მოწვევა 7 სეტემბრამდე. კონგრესზე მოსმენილი უნდა იქნას ინფორმაციები დღეს მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების თაობაზე და დამტკიცდეს დეტალური პროგრამა 18 სექტემბრის სახალხო შეკრებაზე. კოორდინაცია ეთხოვოს მეცნიერების დოქტორებს: ვახში ჟვანიას, ამირან აფციაურს, ჯუმბერ ბოლღაშვილს.

 

მეცნიერთა კონგრესის სამუშაო სხდომის თანათავმჯდომარეები, მეცნიერების დოქტორები: ამირან აფციაური, თორნიკე კივილაძე, ლუარა ნიჟარაძე, ვახში ჟვანია.

11/08/ 2021 წ. თბილისი, კომპლექსი „მეფე დავითი“.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *