მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

13 ივლისს, მეცნიერთა კონგრესის პრესკონფერენცია

ანონსი

 

ხვალ. 13 ივლისს,  14 საათზე, მეცნიერთა კონგრესის ოფისში (რუსთაველის გამზ. 48)  გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც:

  • გაცხადდება მეცნიერთა კონგრესის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;
  • წარმოდგენილი იქნება გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 11 აგვისტოს მეცნიერთა კონგრესის გაფართოებული სხდომის და 18 სექტემბერს სახალხო შეკრების: „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა დანარჩენი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ მოწვევის თაობაზე  და გეგმა – პროგრამა სახალხო შეკრებამდე;
  • გაკეთდება განცხადება დიდგორის ბრძოლის 900 წელთან დაკავშირებით;
  • გაკეთდება მიმართვა არაკვალიფიციური საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტებისადმი(პარტიებისადმი);
  • ჟურნალისტებს წარედგინება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული წინადადება  კერძოდ, სატელევიზიო სივრცეში გაშუქებული საჯარო მოხელეების  ქონებრივ დეკლარაციებთან  დაკავშირებით;
  • გაკეთდება განცხადება სატელევიზიო სივრცეში  გურამ ქართველიშვილის მიმართ  ცილისმწამებლურ  გადაცემასთან დაკავშირებით

პრესკონფერენციის ხანგრძლივობა 30 წუთამდე

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ:

მეცნიერებათა დოქტორები: ჯუმბერ კოპალიანი, ამირან აფციაური, ვახში ჟვანია, ლუარა ნიჟარაძე, ლევან ოდიშარია, დავით ანდღულაძე

გელათის მეცნიერებათა აკადემიის  წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი

მენციერებათა კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  ციური გარუჩავა

12.07.2021

მეცნიერთა კონგრესის პრესცენტრი

საკონტაქტო პირი ციური გარუჩავა ტელ. 593 32 70  96

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *