პროექტები

პირველი – მიწა, ეროვნული სიმდიდრე, არ იყიდება.

ჩვენ ვიზიარებთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას, რომელიც ლაკონურად და მიზანმიმართულად გამოხატა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ: არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვთ უფლება, გაყიდონ საქართველოს მიწა და მივიჩნევთ, რომ ის, რაც ბუნების მიერაა ბოძებული, რაც ბუნებრივ სიმდიდრეებთანაა დაკავშირებული, ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, თანამემამულეებს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს ის ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. მიღებულ უნდა იქნას კანონი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების განსაზღვრის თაობაზე , რომლის საფუძველზე უნდა შედგეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტების სია, ისე როგორც ეს არის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში და მიღებულ იქნას კანონი, რომ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეები ეკუთვნის ხალხს, რომ გამორიცხულია მათი გაყიდვა – გასხვისება და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე მფლობელობაში გადაცემა, თუნდაც გარკვეული პერიოდით (თუ ამის სახელმწიფოებრივი აუცილებლობა დადგება, საკითხი უნდა გადაწყვიტოს საერთო-სახალხო რეფერენდუმმა) და რაც მთავარია, ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეებიდან, სტრატეგიული ობიექტებიდან შემოსული მოგების უდიდესი ნაწილი (მინიმუმ 80 %) უნდა განაწილდეს ხალხზე ისევე, როგორც ეს არის მიღებული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (სკანდინავიის ქვეყნები)

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *