პროექტები

მეორე   –   რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით .

 

 ჩვენი პოზიცია მყარია, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე  აშენებული და მომავალში თუ სადმე მისი აშენების აუცილებლობა დადგება, ყოველი ჰესი უნდა ეკუთვნოდეს ქართულ სახელმწიფოს. დრო ადასტურებს, რომ ენერგეტიკა გასულია სახელმწიფო კონტროლიდან და ის სხვადასხვა ფინანსური კლანების ხელში აღმოჩნდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

– კონფერენციის ჩატარება, თუნდაც ის იყოს საერთაშორისო მასშტაბის, რიონის ხეობასთან დაკავშირებით,  პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით;

– ამ კონფერენციის ჩატარებამდე რიონის ხეობაში ყველა სახის სამუშაოების შეჩერება;

–  სამთავრობო გადაწყვეტილების მიღება მსოფლიოში მიმდინარე პროგრესული პრინციპების გათვალისწინებით  ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის შექმნის თაობაზე;

– გაზეთებში, რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის თაობაზე მთავრობის განკარგულების და თურქულ კომპანიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულების გამოქვეყნება;

– ხეობის მოსახლეობასთან და ხეობის დამცველებთან ძალისმიერი მეთოდებით მოქმედების დასრულება (ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმ განწყობით, რომელიც რიონის ხეობაშია. ეს არის დიდი ქართული განწყობა, რომელიც მოედო მთელ საქართველოს და ღირსების ბრძოლად იქცა. ამას პატივისცემით უნდა ვეკიდებოდეთ);

– საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ამკრძალავი ყოველი ბარიერის მოხსნა;

– დავიწყოთ მეცნიერთა კონგრესის წინადადების განხილვა რიონის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების და ტვიშისა და უსახელოურისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *