მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ეს არის ყოფნა-არყოფნის ბრძოლა. გადამწყვეტი სიტყვა ხალხმა უნდა თქვას!

პირდაპირ და გულახდილად ვაცხადებთ:ქვეყანაში ფეოდალური კაპიტალიზმი მძვინვარებს და ამ ფულზე გაგიჟებულ ფეოდალებს არ ესმით,რომ ყველა ვიღუპებით-ისინიც,ხალხიც,ქვეყანაც!

პოლიტიკოსები გადარჩენას ვადამდელ და პროპოპორციული სისტემის  არჩევნებში ხედავენ ,მეცნიერთა  კონგრესი ამას დაპირისპირებისგაღრმავების და ქვეყნის უფკრულში გადაჩეხვის გზად მიიჩნევს,გამოსავალს კი,პარტიებს გარეთ-პიროვნებათა პარლამენტში,არაპოლიტიზებულ  პროფესიონალთა პარლამენტში, სახალხო პარლანენტში ხედავს!

ჩვენ პრინციპულად მივიჩნევთ, რომ საჭიროა სახალხო დისკუსია,რომელსაც გაურბიან პარტიებიც, პოლიტიკოსებიც,მათი მსახური ტელევიზიებიც, გარედან დაფინანსებული არასამთავრობოებიც! ეს არის ყოფნა-არყოფნის ბრძოლა!

გადამწყვეტი სიტყვა ხალხმა უნდა თქვას,ამისთვის კი ღია და გახსნილი დისკუსიაა საჭირო ხალხის წინ და ხალხის მონაწილეობით და ყველაფერი ეს რეფერენდუმით უნდა დამთავრდეს!მეგობრებო,გავერთიანდეთ,რომ დისკუსია შედგეს და რეფერენდუმიც!

ეს ღირსების საკითხია !დუმილი დღეს პიროვნული ღირსების დაკარგვის,და ქვეყნის გაწირვის ტოლფასია!“

 

მეცნიერთა კონგრესი -ეროვნული თანხმობისთვის სახელით:

თეიმურაზ შაშიაშვილი, გიორგი ქუთათელაძე, დავით ჩხენკელი, ციური გარუჩავა, ამირნ აფციაური, ვახში ჟვანია, ჯუმბერ ბოლღაშვილი, გიგა ბუთაძე, ვაჟა ბაკაშვილი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *