"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ვულოცავთ ქალბატონ მანანას დაბადების დღეს და ვართ მის გვერდით ამ საპატიო საქმიანობაში

მასთან შეხვედრა გიხარია,  მომხიბლავია, ესთეტიურ სიამოვნებას განიჭებს.

მასთან საუბარი სასიამოვნოა -თავისუფალი აზროვნების ადამიანია. გესაუბრება პატივისცემით.

მასთან დაცილება გულდასაწყვეტია, მაგრამ იმედით დატვირთული.

მისი მუსიკის მოსმენა გამაღლებს და ეროვნული განწყობით გაძლიერებს.  გვყავს ქალბატონი, რომელმაც მუსიკა მიუძღვნა  დედა-ენას , დედას, პატრიარქს, სამშობლოს… ცრემლის გარეშე ვერ მოისმენ მისი გარდაცვლილი რძლისადმი მისივე შესრულებით შექმნილ სიმღერას.

ფოტო, რომელსაც აქ ვაქვეყნებთ, ყველაფერ ამას გამოხატავს. ჩანს სევდაც და იმედიც….ეს პატარა გოგონა მისი შვილიშვილია, რომელსაც ორ წელზე მეტი ხნის წინ, დედა გარდაეცვალა… ზრდის, როგორც შვილს და პატარა ელენესაც ის დღემდე დედა ჰგონია. ოჯახიც მისი სახეა: მეუღლე – ცნობილი მენციერი, აკადემიკოსი, ინსტიტუტის დირექტორი რევაზ .კვატაშიძე, ორი  შვილი: ერთი – ექიმი და მეორე ისტორიკოსი. ყველა მღერის ამ ოჯახში, ერთი სიამოვნებაა ამ მომღერალი ოჯახის ხილვა…

ასეთია მანანა იმედაძე, ქალი, რომელშიც არნახულადაა ჰარმონიზებული სილამაზე, შინაგანი კულტურა, გონიერება. სითბო და სიყვარული.

ბედნიერი ვართ, რომ სწორედ ეს  ქალბატონი არის ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფონდის ხელმძღვანელი, სწორედ ასეთი ქალბატონი უდგას სათავეში მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის ინიციატივით შექმნილი და ცნობილი მოღვაწეების: ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, არნოლდ გეგეჭკორის,რომან რურუას, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, ტარიელ ხარხელაურის და თემურ გუგუშვილის მიერ დაფუძნებულ ტელევიზიას „ქართული ტვ“ , რომელმაც მერაბ ბერძემიშვილის კულტურის ფონდის მხარდაჭერით ბინა დაიდო რუსთაველის 48 – ში. ამ დღეებში იწყებს მაუწყებლობას განახლებული პროგრამით… ტელევიზიის, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

ჩვენ ვულოცავთ ქალბატონ მანანას დაბადების დღეს და ვართ მის გვერდით ამ საპატიო  ეროვნული და უაღრესად საპასუხისმგებლო ფონდისა და ტელევიზიის გამართვისათვის საქმიანობაში

ქართული ერთობის დარბაზი

მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის

ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევის საკოორდინაციო საბჭო

პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის დამფუძნებლები

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *