"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

ნაკლები – “მე” და მეტი – “ჩვენ”; ვგუშაგობთ საქართველოს!

მეცნიერეთა კონგრესის საგანგებო პოზიცია

გუშინ, მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხობისთვის სამუშაო ჯგუფის სხდომამ, რომლის მუშაობას უღვებოდა მწერალი გურამ ქართველიშვილი შეიმუშავა და საყოველთაო განხილვისთვის აქვეყნებს ამ დოკუმენტს

ნაკლები – “მე” და მეტი – “ჩვენ”; ვგუშაგობთ საქართველოს!
მეცნიერეთა კონგრესის საგანგებო პოზიცია

“ეროვნულობა” ამ ტერმინის “პრივატიზებასა” და იმ პატივმოყვარულ ამბიციურობაში კი არ არის,
პარტიები და პილიტიკოსები მუდმივად რომ გაიძახიან : “მოდი, შემომიერთდი!”, არამედ განწყობაში, რომელიც მოკლდ ასე ჟღერს: “თქვენთან ვარ!”

ეს “თქვენთან” კი სწორედ საქართველო, ქართველი ხალხი, თანამემამულეები, საქართველოს მთელი მოსახლეობაა!
იქნებ ერთხელ მაინც ველაპარაკოთ მათ “თქვენობით”?! ჩვენ ამ განწყობით ვამზადებთ მეცნიერთა კონგრესს და სახალხო შეკრებას.
ეს არის დიდი ილიას განწყობის გადმოტანა დღევანდელობაში:ნაკლები -“მე” და მეტი -“ჩვენ”!

სწორედ ასე შევძლებთ ჩვენ, ყველანი, პარტიების, პოლიტიკოსების,ხელისუფლებების მიერ უფსკრულის პირას მიყვანილი სამშობლოს გადარჩენას, შეჩერებას მზაკვრული პროგრამისა – “საქართველო ქართველების გარეშე”.

სწორედ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ დიდ ერთობას; იმას,რისთვისაც იღვწოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები,,რასაც სიცოცხლე შესწირა ერის მამამ:

“ბედნიერ მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად და შეუბღალავად!”
მეცნიერები ვიწყებთ ამ დიდ პროცესს!
ჩვენ ვგუშაგობთ საქართველოს!
ჩვენ თქვენთან ვართ,

საქართველო, ქართველო ხალხო, მთელ მსოფლიოში მიმოფანტულო თანამემამულენო, საქართველოს მოსახლეობავ!

იხ. მიმართვა გელათის კონგრესთან დაკავშირებით

მეცნიერების ერა – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“.

Facebook Comments
4.5 (90%) 2 votes
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *