პროექტები

მანანა იმედაძის მიმართვა შეკრების მონაწილეებისადმი

ბატონებო,

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პარტია ‘თეთრების“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით.

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრის ინიციატორები ვართ ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტის „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ მხარდამჭერი გუნდის და მეცნიერთა კონგრესის „ეროვნული თანხმობისთვის“ წევრები და აქ გასაკვირი არაფერია.. ჩვენ შექმნილმა სიტუაციამ გვაიძულა , რომ ამ გზით წავსულიყავით. მეცნიერების დასკვნა ნათელია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის: მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად და ეს არის პარტიათა „მოღვაწეობის“ შედეგი. ტრაგიკულია, როცა საზოგადოიებაში პარტიებისა და პოლიტიკოსებისადმი მძიმე განწყობა ყალიბდება. მეცნიერებს მიაჩნიათ,რ ომ პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი ზნეობრივ ადამიანებში არის პარტიების მიუღებდლობა. საქართველოს კანონმდებლობა უკვე პრაქტიკულად აღარ იძლევა საშუალებას, რომ თუ პარტიის წევრი არ ხარ, ან პარტიას არ უერთდები, ვერავინ შეძლებს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. როგორც იტყვიან, ჩიხია. მენციერები შეეცადნენ, გაეჩეხათ გორდეასის კვანძი. შესთავაზეს პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული პერიოდით გამდგარიყვნენ გვერდით, გზა მიეცათ პოლიტიკურად არაანგაჟირებული პროფესიონალებისთვის და ამ გზით შეგვექმნა ეროვნული თანხმობის პარლამენტი. მენციერთა ეს წინადადება სრული უყურადღებობით დატოვეს პარტიებმა. გულდასაწყვეტია.

სწორედ ამის შემდგომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ როგორც შევძლებდით,ხალხისთვის მიცემული სიტყვისთვის არ გვეღალატა. შედგა პროფესიონალთა სია და დიდი მადლობა პარტია „თეთრებს“:, რომ ჩვენ პრაქტიკულად სრულად დაგვითმეს სიის შედგენის პრეროგატივა და ეს არის მენციერთა უმკაცრესი კრიტერიუმებით შედგენილი სია, ანუ სია, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას და იძლევა იმედს მომსვლისთვის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საზოგადოება გააცნობიერებს „ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ შექმნის იდეის მასშტაბებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტში წარმოდგენილი იქნება პარტია, რომელიც გამოხატავს ხალხის განწყობას და მოქმედებაში დაეყრდნობა მეცნიერებას.

ადამიანურად გეუბნებით, რომ მე, როგორც მეცნიერთა და ხელოვანთა ამ გუნდის წევრს, მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. პოლიტიკასთან არავითარი საქმე არ მაქვს. არც საარჩევნო სიაში ვარ, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილს, მინდა რომ ვცხოვრობდე ბედნიერებით სავსე სამშობლოში და ვიცი, რომ ეს შესაძლებელია თუ ქვეყანას ეყოლება ამ ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც არ იმართება გარედან და უპირველესი პასუხისმგებლობა სწორედ ხალხის და ქვეყნის წინაშე ექნება და არა უცხოელი პატრონების ან მისი ქართველი პოლიტიკური ბოსების.

მე მიხარია,რომ არსებობს მეცნიერთა და ხელოვანთა დიდი გუნდი,რ ომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას იმ დიდი ქართული დოკუმენტისადმი, ორმელსაც ქვია „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“, რომელიც მეცნიერთა მონაწილეობით შეადგინეს დიდმა მამულიშვილებმა ბატონებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, თემურ გუგუშვილმა, ომარ მხეიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, რომან რურუამ.ამ დოკუმენტს უამრავი ადამიანი შეუერთდა და ყველას გვახსოვს ის განწყობა, რომელიც სუფევდა გელათის, თბილისის, გორის, ბათუმის, თელავის, მცხეთის კონგრესის სესიებზე. მართალია, ჩვენ არ გვწყალობენ მედიის საშიუალებები, მაგრამ დრო ამ სიტუაციასაც შეცვლის.

ჩვენ დღეს გვაქვს დიდი პასუხისმგებლობის შეხვედრა. მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი გუნდი პირდაპირ ეუბნება პარტიის სიაში მყოფ ადამიანებს: თქვენ გეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა და პარლამენტში შესვლისთვის ჩვენ მხარს გიჭერთ იმიტომ,რრმ ქვეყანა განვითარდეს მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით, ორმ თქვენ გრძნობდეთ პასუხისმგებლობას მეცნიერთა მიერ შედგენილი პროგრამების განხორციელებისთვის.

გვესმის, რომ მდგომარეობა მარტივი არ არის. ჩვენ არ გვაკლია ქვეყნის გარე ძალთა მსახური,მათ მიერ მართული პარტიები, მინისტრები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, და საინფორმაციო საშუალებები, ვიცით, ორმ არნახულად გვაკლია ქართული განწყობის , სახელმწიფოებრივი აზროვნების, ხალხის მსახური საზოგადოებრივი პორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები, დსაინფორმაციო საშუალებები.

რადგან ჩვენ ეს რისკიანი ნაბიჯი გადავდგით და პარტია „თეთრები ხალხთან დათათბირებით და უმკაცრესი კრიტერიუმებით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ მთელ ქვეყანას, რას ნიშნავს ქვეყნის და ხალხის სამსახური. ჩვენ ამას შიშველი ხელებით ვაკეთებთ. ყველაზე დიდი სიმდიდრე წესიერება, პროფესიონალიზმი და გამოცდილებაა. თქვენ, ამ სიაში სწორედ ასეთები ხართ. ამ სიაში არის აკადემიკოსიც და დიასახლისიც, ფერმერიც, უმუშევარიც. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანიც. თქვენ საზოგადოების ყველა ფენას წარმოადგენთ. ყველა კუთხესდ არეგიონს წარმოადგენთ. ჩვენი სია თაობათა ერთიანობის სიაა. არ მინდა გამიგრძელდეს.მაგრამ ვიდრე წავიკითხავდე ორ პუნქტს „მოქმედების მანიფესტიდან“,მანამდე მინდა ვთქვა, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ყოველ თქვენტაგანს ჩვენ წინაშე. ჩვენ მუდმივად ხალხის განწყობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და თქვენ არ უნდა გეწყინოთ, რომ ყველაზე მკაცრი მომთხოვნი ჩვენ ვიქნებით. ეს ყველამ უნდა იცოდეს. ჩვენ გვწამს და სასიხარულოა, რომ ეს კარგად იცის პარტიული სიის პირველმა ნომერმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც ყველა თავის საჯარო გამოსვლაში პირდაპირ ამბობს, რომ იქნება ეტალონი დეპუტატი. ეს ადვილი არ არის. მას ნამდვილად შეუძლია და რაც მთავარია, ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საქართველოს და ერთ მაგალითსაც კი შეუძლია შეცვალოს მომავალშიგანწყობა არჩევნებისა და დეპუტატებისადმი.
დაბოლოს, დაპირებული ამონარიდი „მოქმედების მანიფესტიდან – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაეთიანებული სახელმწიფო“.

მეცნიერები ლაკონურად ამბობენ:“ჩვენი ყველა გასაჭირი ორ პრობლემასთან ერის დაკავშირებული:
პირველი პრობლემა, ძირითადად, ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია, ერთი მხრივ ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არათუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას და ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს. მეორე მხრივ ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს აღვიქვამთ მეგობრებად.

მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს არის თავისუფალი ადამიანი… ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ადამიანი აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას „თავისუფლებისათვის გაგანთავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“…

ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ თქვენთვის, დეპუტატობის კანდიდატებისთვის მეთქვა მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი გუნდის პოზიცია და ეს საზოგადოებამ უნდფა იცოდეს.
არ დაგავიწყდეთ, ბატონებო, რომ თქვენ პირველი ნომერი ხართ, რომ ჩვენ ყველაფერში პირველები უნდა ვიყოთ და ეს პირველი ნომერი თქვენ მიიღეთ 19 სექტემბერს, მთავარანგელოზობა დღეს. დიდი ნიშანი მოგვცა ჩვენ უფალმა!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *